რეკომენდაციები:
mgzavrebi - movigone mgzavrebi - movigone მუსიკა ნატვრის ხე ნატვრის ხე ელექტრონული წიგნები მატეო ფალკონე მატეო ფალკონე ელექტრონული წიგნები ბედნიერი ურთიერთობის კანონები ბედნიერი ურთიერთობის კანონები სტატიები კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და მკითხველს შეუყვარდა კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და მკითხველს შეუყვარდა ლიტერატურა როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები) როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები) სტატიები "შპალერები" თქვენი დესკტოპისათვის "შპალერები" თქვენი დესკტოპისათვის სურათები როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე სტატიები 4400 - SoundTrack 4400 - SoundTrack მუსიკა აბორტი- საინტერესო ფაქტები აბორტი- საინტერესო ფაქტები საოცარი ფაქტები როგორ ვიმკითხაოთ კარტით როგორ ვიმკითხაოთ კარტით სტატიები Counter Strike [1.6/1.2] Build2738 Counter Strike [1.6/1.2] Build2738 თამაშები როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში სტატიები დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ელექტრონული წიგნები Club Grooves Vol.1 Club Grooves Vol.1 მუსიკა ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი პოეზია
სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება სტატიები სასწაულმოქმედი ჩაის ნაყენი, რომელმაც 5 წელია ავადმყოფობა სრულიად დამავიწყა სასწაულმოქმედი ჩაის ნაყენი, რომელმაც 5 წელია ავადმყოფობა სრულიად დამავიწყა სტატიები ფრჩხილის სოკო 14 დღეში განადგურდება! სახლში ყველას მოგვეპოვება ინგრედიენტები, რომლებიც… ფრჩხილის სოკო 14 დღეში განადგურდება! სახლში ყველას მოგვეპოვება ინგრედიენტები, რომლებიც… სტატიები როგორ დავორსულდეთ? როგორ დავორსულდეთ? სტატიები გიორგი გურჯიევის ფენომენი გიორგი გურჯიევის ფენომენი სტატიები ბარდის სუფი ბარდის სუფი სტატიები მამა გაბრიელის ისტორია მამა გაბრიელის ისტორია სტატიები "მე შენ მიყვარხარ" "მე შენ მიყვარხარ" სტატიები ვამპირი ვამპირი სტატიები სწორი კვება სწორი კვება სტატიები რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ სტატიები BARCELONA (HISTORY) BARCELONA (HISTORY) სტატიები ძილი და სიზმარი ძილი და სიზმარი სტატიები ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში სტატიები როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება სტატიები
აკაკი წერეთელი / ციცინათელა

აკაკი წერეთელი / ციცინათელა

/ ნანახია:  142 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
აკაკი წერეთელი / ციცინათელა


აკაკი წერეთელი


ციცინათელა



ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!..

წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია...
მშიერი - სისხლის მტერიმ
რომ გაძღება - მთვრალია!..

მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!..

მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!

მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!

მესამე ტანს გვიმოსავს
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!

მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?

ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

მებრალები, კარგი ხარ!
და ვაი! სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ
მე კი დღეც არ მარგიხარ.

ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!

კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..

ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
უდროოდ დამანელა!..

1869
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив