რეკომენდაციები:
Call of Duty®: Black Ops III Digital Deluxe Edition (2015/RUS/RePack) Call of Duty®: Black Ops III Digital Deluxe Edition (2015/RUS/RePack) თამაშები Need for Speed: Heat - Deluxe Edition (2019/RUS/RePack) Need for Speed: Heat - Deluxe Edition (2019/RUS/RePack) თამაშები ქეთა & ნინი ქეთა & ნინი სურათები 16 სამწუხარო-უცნაური ფოტო მათგან, ვისი ცხოვრებაც ია-ვარდებით არა მოფენილი 16 სამწუხარო-უცნაური ფოტო მათგან, ვისი ცხოვრებაც ია-ვარდებით არა მოფენილი სასაცილო ბრძნული გამონათქვამები და ციტატები ბრძნული გამონათქვამები და ციტატები ლიტერატურა როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით სტატიები Invisible IP Map v.2.7 Invisible IP Map v.2.7 პროგრამები hadja nin - sambolera 2001 hadja nin - sambolera 2001 მუსიკა სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ სტატიები 4400 - SoundTrack 4400 - SoundTrack მუსიკა UndeleteMyFiles 2.5 UndeleteMyFiles 2.5 პროგრამები როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? სტატიები სასიყვარულო ლექსები- Love Poetry სასიყვარულო ლექსები- Love Poetry პოეზია Elite Warriors: Vietnam Elite Warriors: Vietnam თამაშები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები სტატიები ჩემი ბრძოლა (ადოლფ ჰიტლერი) ჩემი ბრძოლა (ადოლფ ჰიტლერი) ლიტერატურა
ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება სტატიები სააღდგომო პასკის რეცეპტი სააღდგომო პასკის რეცეპტი სტატიები როგორ დავწეროთ რეფერატი როგორ დავწეროთ რეფერატი სტატიები როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე სტატიები როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? სტატიები საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს სტატიები ჰილტონის ფეხები ჰილტონის ფეხები სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? სტატიები როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია სტატიები შებმა :) ესეც ხელოვნებაა შებმა :) ესეც ხელოვნებაა სტატიები კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. სტატიები ფერისცვალება ფერისცვალება სტატიები 10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება 10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება სტატიები 10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ 10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ სტატიები 8/12/1980 8/12/1980 სტატიები
„ტყუპი ფილმების“ ფენომენი ჰოლივუდში

„ტყუპი ფილმების“ ფენომენი ჰოლივუდში

/ ნანახია:  80 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
„ტყუპი ფილმების“ ფენომენი
არა, ეს სტატია არ ეხება 1998 წელს გამოშვებულ ფილმ „ტყუპებს“, რომელშიც არნოლდ შვარცნეგერი და დენი დე ვიტო ტყუპი ძმების როლს ასრულებენ – არამედ, ჰოლივუდის იმ ფენომენს, რომელსაც Twin Films – „ტყუპი ფილმები“ ჰქვია. ფილმები, რომლებიც დაახლოებით ერთი და იგივე პერიოდშია გამოშვებული სხვადასხვა კინოსტუდიის მიერ და შეიცავს მსგავს შინაარს.
შეიძლება ერთი და იგივე სცენარი რამდენიმე კინოსტუდიას გაეგზავნოს, მოხდეს ისტორიული მოვლენა, ან უბედური შემთხვევა და ამაზე ერთდროულად და დამოუკიდებლად დაიწყონ მუშაობა ორმა ან მეტმა სტუდიამ. თუმცა მიზეზად, უბრალო დამთხვევებს ან პლაგიატსაც ხშირად შევხვდებით.
Regarder სწორედ ასეთი ფილმების მოკლე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.

Jobs & Steve Jobs

მას შემდეგ, რაც კომპანია “Apple”-ის დამფუძნებელი, სტივი ჯობსი გარდაიცვალა, მოსალოდნელი იყო მასზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება. ასეც მოხდა, 2013 წელს ვიხილეთ “Jobs”-ის პრემიერა, ეშტონ კაჩერის მონაწილეობით, ხოლო 2015-ში “Steve Jobs”, სადაც მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.

Friends With Benefits & No Strings Attached

ეს ორი რომანტიული კომედია 2011 წელს გამოვიდა. სიუჟეტის მთავარი გმირები ერთის მხრივ, ჯასტინ ტიმბერლეიკი და მილა კუნისი, ხოლო მეორეს მხრივ, ნატალი პორტმანი და ეშტონ კაჩერი, ურთიერთობას გრძნობების გარეშე, მხოლოდ სექსით იწყებენ, რომელიც შემდგომ სიყვარულში გადაიზრდება. როგორც ჩანს, ეშტონ კაჩერს ხშირად უწევს „ტყუპ ფილმებში“ მონაწილეობის მიღება.

Antz & A Bug’s Life

„ტყუპი ფილმების“ ფენომენი ანიმაციებზეც ვრცელდება. სწორედ ასე მოხდა, როდესაც 1998 წელს კინოეკრანებზე “Antz” და “A Bug’s Life” ვიხილეთ, სადაც სიუჟეტი მწერებისა და ჭიანჭველების მიკროსამყაროში ვითარდება.

Olympus Has Fallen & White House Down

ორივე ფილმი 2013 წელს გამოვიდა. მოქმედება ვაშინგტონში, თეთრ სახლში ვითარდება, რომელზეც ტერორისტული აქტი განხორციელდა. ერთში ჯერარდ ბატლერი და მორგან ფრიმანი ცდილობენ პრეზიდენტის გადარჩენას, ხოლო მეორეში ჩეინინგ ტატუმი და ჯეიმი ფოქსი.

27 Dresses & Made of Honor

მართალია, ბევრი რომანტიული კომედია ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა 2008 წელს გამოშვებულ ამ ორ ფილმს საერთო ის აქვთ, რომ მათში აქცენტი საქორწილო თემატიკაზეა გაკეთებული.

Civil War & Batman v Superman

ამ სიას Marvel და DC არ დააკლდებოდა, რომლებმაც 2016 წელს, სულ რაღაც 6 კვირიანი ინტერვალით გამოუშვეს ფილმები, რომლებშიც ყველასათვის ცნობილი სუპერგმირები ერთმანეთთან უთანხმოებაში მოდიან. უთანხმოება ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზრდება, რომლის მიზეზიც, როგორც წესი მესამე პირია ხოლმე.
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლებოდა, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ „ტყუპი ფილმების“ ფენომენის შესახებ, რომელიც ჰოლივუდში თითქმის საუკუნეა არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив