რეკომენდაციები:
ანეგდოტები ანეგდოტები სასაცილო როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? სტატიები ქორწინების წლისთავები ქორწინების წლისთავები სტატიები winrar archive winrar archive პროგრამები Fifa 08 - ფინტები Fifa 08 - ფინტები თამაშები ზოდიაქოს ნიშნების აღმოსავლური სისტემა ზოდიაქოს ნიშნების აღმოსავლური სისტემა სტატიები Porsche 911 RSR 2.7 Porsche 911 RSR 2.7 თამაშები როგორ გადმოვწეროთ youtube-დან ვიდეო MP3 ფორმატში? როგორ გადმოვწეროთ youtube-დან ვიდეო MP3 ფორმატში? პროგრამები ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე სტატიები friends friends ვებმასტერისთვის Mobile Wallpapers Mobile Wallpapers სურათები რომელი ძვირფასი ქვაა თქვენთვის წარმატების, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი თილისმა რომელი ძვირფასი ქვაა თქვენთვის წარმატების, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი თილისმა სტატიები Google Earth Google Earth პროგრამები GTA San Andreas -ის კოდები GTA San Andreas -ის კოდები თამაშები როგორ დავთესოთ და მოვუაროთ კიტრს როგორ დავთესოთ და მოვუაროთ კიტრს ლიტერატურა თუ თქვენს ხელისგულზე “M” სიმბოლოა გამოსახული, განსაკუთრებული ადამიანი ბრძანდებით თუ თქვენს ხელისგულზე “M” სიმბოლოა გამოსახული, განსაკუთრებული ადამიანი ბრძანდებით სტატიები
ugulavas dieta ugulavas dieta სტატიები როგორ გავიუმჯობესოთ პოტენცია როგორ გავიუმჯობესოთ პოტენცია სტატიები იმკურნალეთ  წყლით! ის ერთადერთი წამალია, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა იმკურნალეთ წყლით! ის ერთადერთი წამალია, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა სტატიები 10 რამ, რაც ქართველებმა "ზუსტად ვიცით" 10 რამ, რაც ქართველებმა "ზუსტად ვიცით" სტატიები სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები 15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები 15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები სტატიები როგორ დავწეროთ CV როგორ დავწეროთ CV სტატიები როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი სტატიები დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება სტატიები დავალიანებების ნახვა ინტერნეტით დავალიანებების ნახვა ინტერნეტით სტატიები სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისთვის – სასწაულმოქმედი რეცეპტი წინაპრებისგან სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისთვის – სასწაულმოქმედი რეცეპტი წინაპრებისგან სტატიები როგორ მოვამზადოთ პოპკორნი (ბატი-ბუტი) როგორ მოვამზადოთ პოპკორნი (ბატი-ბუტი) სტატიები როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი? როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი? სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? სტატიები დეპრესია – ესაა პრობლემა, რომელიც გულის დაავადებებსაც კი იწვევს დეპრესია – ესაა პრობლემა, რომელიც გულის დაავადებებსაც კი იწვევს სტატიები ტატუები გოგონებისთვის ტატუები გოგონებისთვის სტატიები
მარადისობის კარიბჭე

მარადისობის კარიბჭე

/ ნანახია:  183 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს

მე ის ვარ, ვისი ცხოვრებაც დაუსრულებელი რომანიდან უმოწყალოდ ამოგლეჯილი ფურცელივით უსარგებლოდ იქცა და სულში გაჩენილ მელნის აბლაბუდებში ნესტარმომტვრეული ფუტკარივით გაიხლართა. მეფე, რომელმაც შხამად შესვა თვისი ტრიუმფი და ვერ შეიცნო იმ ბრილიანტის ბეჭედში, ნეკა თითზე რომ შეუბამს განგებას მისთვის, ბრილიანტის ქვის ქვეშვე დაუმალავს შხამად სიკვდილი. მაგრამ რა ვუყოთ, რომ არ ვყოფილვარ მეფედ დაბადებული, ტახტი და გვირგვინი ქვა და ლოდი ყოფილა ჩემთვის. ვომობდი, რადგან ვერ ავიტანდი მეომრებს შორის უომრად ყოფნას, არა იმიტომ, რომ საომარი მქონდა რაიმე. და არც მინდოდა გამარჯვება, ფასი არ ჰქონდა ჩემთვის დიდებას, მე მხოლოდ ფასკუნჯის ფრთებზე სამუდამო ბინის დადება მსურდა, რათა მომევლო სამყარო ადამიანის და სამყარო ღმერთის და მივსულიყავი ღმერთთან და ღმერთს ეთქვა ჩემთვის არა მაქვსო აქ შენთვის ბინა და მეც წუთშესვენებით ბროლის კარიბჭესთან იქვე, ღრუბელზე ჩამოვჯდებოდი, კაბის კალთიდან ჩამოვიწმენდდი მტვერს, ვარკსვლავებმა რომ მომაყარეს კოსმიურ ველზე და ვეტყოდი, ბატონო ჩემო, მე ადგილი არა მსურს თქვენი, ვიცი ღირსი არა ვარ, დიდი დრამატურგის დარბაზში მწკრივ რიგში ვიჯდე, მე უბრალოდ მინდა ვიყო ფოსტალიონი, ცასა და მიწას შორის ბილეთებს ვცვლიდე. გაიკვირვებდა ღმერთი, ღვთიურ შუბლზე გაუჩნდებოდა ნაოჭი ბავშვის, დაამღერებდა შროშანის ბაგეს და სიმღერად სიმფონიას ჩამცემდა გულში. წამოვიდოდი ბნელი, უსახური ფურცელი ვარდის, სულ პირველი რომ ჭკნება უცხო ლარნაკში და გაუწყრება პატრონი მისი, რად გამოდექიო უმადური, ტკბობას არ მაცდი. ჩაიცინებდა პატრონის მუჭში მომწყვდეული მჭკნარი ფურცელი, მობეზრებული ნივთების სასაფლაოზე დასამარხად გამზადებული და იტყოდა მწარედ, მაგრამ ჩუმად თავისთვის, სიცოცხლე წამართვეს და მერე მომკლეს, უსიცოცხლოდ რომ ვერ გავძელი.
მაგრამ რა ვუყოთ, რომ არც მეფე ვარ, არც გუშაგი, არც მსტოვარი, არც მასხარა და არც მელექსე, მოგზაური ვარ მხოლოდ, წრეზე მავალი. რა ხანია ღმერთის მაღალი თვალისაგან მივიწყებული კენჭი მდაბალი, განგების ძალით ოკეანეში გადასროლილი. და თუმც მეჯერა, რომ ოკეანე მომატარებდა სამყაროს კიდეთ, დღემდე მხოლოდ ძველ ნაპირებზე მისვრის ტალღები. რომ მგონია, გამიტაცა მძლავრმა დინებამ და საცაა ვეზიარო მარადიულ თვითმყოფადობას, მაშინვე გამცრის ჰაერშივე შეყინული ზურგის ქარი, თან მავნებლურად გამიღიმებს და მეტყვის, რაო მეზღვაურო, შენ გეგონა იპოვნეო გზა წინ მავალი, მაგრამ შენს სამარედ იქცა შენი აკვანი. ჰო, რა ვუყოთ, რომ ვყოფილვარ მე მეზღვაური, ათი ათასჯერ შელეწილი გემის აფრებით და თუმც შევფიცე ჩემი სულიდან ამოვარდნილ ბედის ქარიშხალს, ოღონდაც ახლა გამიყვანე ოკეანეში და ნუ დამილეწ ძვლებს სხეულისას, ღუზას მოვიგლეჯ უმალ გულიდან და აღარასდროს შევჩერდები არც ერთ ნაპირთან, არც სიყვარულის, არც სიმდიდრის და არც დიდების. მაგრამ ვერ შევასრულე ჩემი პირობა, რადგან ღუზამ რომ ვერ იპოვა სასვენებელი, ჩემს გულშივე გადაწყვიტა დასამარება და მას შემდეგ ვეშაპების მორევში ვზივარ, სულზე კი მაწევს მძიმე ლოდივით, ვერდაპყრობილი მარადისობა.
ანო ტვილდიანი
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив