რეკომენდაციები:
ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით სტატიები Recuva 1.37.488 Recuva 1.37.488 პროგრამები ვანგა [რა მოხდება მომავალში?!] ვანგა [რა მოხდება მომავალში?!] სტატიები მერვე სიცოცხლე (ბრილკას) მერვე სიცოცხლე (ბრილკას) ელექტრონული წიგნები Natelmxilveli Natelmxilveli სასაცილო Media Player Classic 6.4 Media Player Classic 6.4 პროგრამები ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge)) ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge)) ლიტერატურა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები სტატიები ჯოკერის თამაში ინტერნეტში | jokeris tamashi internetshi ჯოკერის თამაში ინტერნეტში | jokeris tamashi internetshi თამაშები slipknot-dead_memories-proper slipknot-dead_memories-proper კლიპები ცოცხლად დამწვარი ცოცხლად დამწვარი ელექტრონული წიგნები სამი იბერია სამი იბერია სტატიები F.E.A.R - Extraction Point F.E.A.R - Extraction Point თამაშები როგორ ვუმკურნალოთ საჯდომის ნერვს: მარტივი მეთოდი, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ როგორ ვუმკურნალოთ საჯდომის ნერვს: მარტივი მეთოდი, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ სტატიები როგორ გავიგოთ საფოსტო ინდექსი როგორ გავიგოთ საფოსტო ინდექსი სტატიები
სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება სტატიები საუბარი: ჰიჩკოკი და უორჰოლი საუბარი: ჰიჩკოკი და უორჰოლი სტატიები 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას სტატიები როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) სტატიები როგორ ვიმკითხაოთ კარტით როგორ ვიმკითხაოთ კარტით სტატიები Jim Carrey/ბიოგრაფია Jim Carrey/ბიოგრაფია სტატიები როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე სტატიები კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით სტატიები როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია სტატიები როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში სტატიები როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი? როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი? სტატიები აღდგომა აღდგომა სტატიები ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ სტატიები დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს სტატიები
თევზები – ბოროტებაა

თევზები – ბოროტებაა

/ ნანახია:  139 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


წყლით სავსე ათეულობით ათლიტრიანი ვედროს გადათრევის შემდეგ, მინდა ვთქვა, რომ ყველა მონათხრობი შინაური ცხოველების სარგებლობაზე – ტყუილია და სიცრუე. ნახეთ რას წერენ მათ შესახებ: «საკმარისია თვალი მიადევნოთ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, თუნდაც თევზს აკვარიუმში, რათა დამშვიდდეთ, გათავისუფლდეთ დაძაბულობისა და სტრესისგან».
მაგ ტექსტის ავტორს მინდა ვკითხო: იცი რა არის იქთიოფტირიოზი? ოოდინუმი? ხოდა მეც არ ვიცოდი, სანამ ჩემ ცხოვრებაში არ გაჩნდნენ წყეული თევზები. აკვარიუმისტის ცხოვრება – ერთი დიდი სტრესია. თავიდან გაღიმებული დებილი ხარ 10-ლიტრიანი აკვარიუმითა და თევზებით სავსე ცელოფნის პარკით. ეს გრძელდება დაახლოებით.. ზოომაღაზიიდან სახლში დაბრუნებამდე. მერე უშვებ შენ ძვირფას თევზებს აკვაში… და საკმაოდ მალე ღებულობ მკვდარი თევზების 10-ლიტრიან კომპოტს.
თევზუნიების გამოტირების შემდეგ მიდიხარ (დაგვიანებით) დასაგუგლად და გებულობ, რომ თურმე მოგატყუეს… თანაც მაგრად. ჯერ ერთი, აკვარიუმი უნდა გაგეშვა ერთი თვით ადრე. მეორეც, ეგ შენ რომ აკვარიუმი გგონია, აკვარიუმი კი არა – ანალიზების ასაღები ქილაა. აკვარიუმში კი უნდა ჩადიოდეს 100…500 ლიტრი…
ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, რამოდენიმე ხანში, კიდევ ბევრ ახალ დამამშვიდებელ ინფორმაციას გებულობ. მაგალითად, რომ გაზაფხულობით ონკანის წყალს სიცოცხლის ყველა ფორმის ამოწყვეტა შეუძლია. ორიოდე თვეში სახლში უკვე ქიმიური ლაბორატორია გაქვს. უკვე იცი ტესტების ჩატარება ამიაკზე, ნიტრატებსა და ფოსფატებზე. პარალელურად ტესტავ ონკანის წყალს და იკიდებ ნევროზს: «ამის დალევა ხომ არ შეიძლება»!
იმავდროულად კი აკვარიუმში საყვარელი თევზუკების ერთი ჯგუფი ჭამს მეორე ჯგუფს. ჩიტების ბაზრობიდან წამოყვანილი მინიატურული თევზების ნაწილი თურმე თეთრი ზვიგენის ნაშიერები აღმოჩნდნენ. ყველაზე ნაზი სახეობები კი ფქვილის წინწკლებით იფარება ან თვალების გარეშე რჩება. შენ კი ღამეებს კომპიუტერთან ათევ და თევზების ტუბერკულოზის შესახებ ეძებ ინფორმაციას. და ხო, ახალი ჩვევა: აკვარიუმში თევზებს კი არ უყურებ – ითვლი!
გახსენით ნებისმიერი საიტი აკვარიუმის თევზების შესახებ. ხედავთ მითითებულ სიცოცხლის ხანგრძლივობას? 6 წელი, 9 წელი… არც კი იოცნებოთ! ამდენს იცოცხლებდა ეს თევზი, თქვენ რომ არ გადაჰყროდით. თევზებს სცივათ. თევზებს სცხელათ. გაათბე აკვარიუმი. გააგრილე აკვარიუმი. ფილტრების სამასი ნაირსახეობა. აერაცია. მშრალი საკვები თუ გაყინული? კოღოს მატლს ინფექცია გადააქვს. კარანტინი ახალ თევზებს…
და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ მუშაობს! ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ემყარება მაგიას, რადგან თუ თევზს სიცოცხლე უნდა, ჩემ ფეხებს მოიშორებ თავიდან, კანალიზაციაშიც იცოცხლებს. და დანარჩენებს კი არ უშველით არც შელოცვები, არც ათასობით ლიტრი წყალი და არც ტესტების ჩატარებაზე დახარჯული წლები.
და კიდევ – მრჩეველები. როგორც წესი ამ ფუნქციას ითავსებენ გამოცდილი აკვარიუმისტები, რომლებმაც წარმატებით დაივიწყეს საკუთარი ბიოგრაფიის შავი ლაქები. «კი, შეგიძლია არ შეუცვალო წყალი», – გეუბნებიან ისინი. «კი, აკვარიუმის მოვლა მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს», – გეუბნებიან ისინი. და ეს სიმართლეა. ოღონდ უნდა დაიცოდო 2-3 წელი. ამის შემდეგ აკვარიუმში უკვე ჩამოყალიბებული ეკოსისტემაა. გამოცვალე წყლის ნახევარი ყოველდღე, გამოცვალე წყალი ნახევარ წელიწადში ერთხელ – ერთი და იგივე ჯანდაბაა. თუ გინდა სანტექნიკოსის გვამიც ჩააგდე აკვარიუმში… ორი წლის შემდეგ აკვას ფილტრის ყოველი ბაქტერია პატარა რემბოდ იქცევა. გრუნტში კი, რომელიც უკვე წელიწადია არ დაგისიფონებია, ფუსფუსებენ პატარა ტერმინატორები.
დიდ თევზოციდს გადარჩენილთა შთამომავლობას შეუძლია იკვებოს პლასტმასით, დაღრღნას მინა და თვითონ წავიდეს საკვების საყიდლად ზოომაღაზიაში. ხუმრობის გარეშე. აი, მაგალითად, ნახევრადცარიელ აკვაში, რომელიც მთელი თვე ელოდა გაწმენდას, გამოიჩეკა killifish-ის ლიფსიტები. უკეთესად რომ გაიგოთ რაზეა საუბარი: იდეალში ასეთი რამისთვის ძალიან უნდა შეეხვეწო დედალ-მამალს, რომ ქვირითი დადონ რბილ წყალში საჭირო pH-ით, რისთვისაც წვეთ-წვეთ უნდა დაუმატო გამოხდილი ან წვიმის დროს დაგროვილი და გაფილტრული წყალი, ფსკერზე აუცილებლად უნდა მოათავსო ხავსი და ა.შ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, გამოიჩეკებიან ლიფსიტები, რომლებიც დაიწყებენ ცურვას მხოლოდ ძალიან ხელსაყრელი პირობების შენარჩუნების შემთხვევაში. და კიდევ, გაჩენის დღიდან ლიფსიტები აუცილებლად უნდა კვებო ცოცხალი საკვებით!
…არ ვიცი რას ჭამდნენ იქ. მე რომ ვიპოვე, უკვე ერთი კვირისანი მაინც იყვნენ. ალბათ ერთმანეთს ჭამდნენ. ან გრუნტს ღრღნიდნენ. მაგრამ ჩვენი შეხვედრის შემდეგ სიამოვნებით მიირთმევენ Tetra Energy-ს. იმიტომ, რომ თუ თევზს სიცოცხლე უნდა, ვერაფრით მიასიკვდილებ!
საერთოდ კი, იმის თქმა მინდოდა, რომ თევზები – ბოროტებაა. გამშვიდებს მხოლოდ ბუს ფიტული – აი, იდეალური ცხოველი! დანარჩენი კი…
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив