
* * * ახალი მეტსახელები კახეთში: უკლასტერო გივი - ნაშვილებია და წარმომავლობას ვერ არკვევს მარლა მაყვალა - პირბადეებს კერავს, გამყრელიძე ფირუზა - მის შვილს აღმოაჩნდა კორონა, პანდემია მარო - მთელ სოფელსაა მოდებული, ყველას სტუმრობს, კარანტინა თებრო - ორჯერ მოხვდა კარანტინში, უარყოფითი კაკო - არ აღმოაჩნდა ვირუსი, კოვიდა ნუკრი - ქალაქში ცხოვრობს. * * * მთავრობამ სააღდგომოდ სასაფლაოები დაკეტა. გურულმა მამა-შვილმა გადაწყვიტეს გამთენიისას გადაპარულიყვნენ, პატივი მიეგოთ თავისი მიცვალებულებისთვის,