რეკომენდაციები:
P4PC DJ Music Mixer 3.7 + Crack P4PC DJ Music Mixer 3.7 + Crack პროგრამები სიყვარულის ახსნა სიყვარულის ახსნა პოეზია როგორ დავწიოთ მაღალი პულსი როგორ დავწიოთ მაღალი პულსი სტატიები როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება სტატიები Activation All Windows & Office Pack December 2020 (RUS/ENG) Activation All Windows & Office Pack December 2020 (RUS/ENG) პროგრამები წერილი მომავალს (2010 წელს ამოღებული გოდერძი ჩოხელის წერილი) წერილი მომავალს (2010 წელს ამოღებული გოდერძი ჩოხელის წერილი) ლიტერატურა Free Video To Mp3 Converter Free Video To Mp3 Converter პროგრამები „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური სტატიები პატარა ბოსი (ქართულად) პატარა ბოსი (ქართულად) მულტფილმები გალაკტიონ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძე სტატიები დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ელექტრონული წიგნები Photoshop CS Photoshop CS პროგრამები ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა სტატიები Faces of War Faces of War თამაშები მრავალფეხა მრავალფეხა სურათები "მე შენ მიყვარხარ" "მე შენ მიყვარხარ" სტატიები
გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ? გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ? სტატიები „მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა „მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი? სტატიები ტიბეტელი ბერების 20 რჩევა ტიბეტელი ბერების 20 რჩევა სტატიები 10 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას უფრო ირთულებთ, ვიდრე არის სინამდვილეში 10 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას უფრო ირთულებთ, ვიდრე არის სინამდვილეში სტატიები გიგანტური პანდა გიგანტური პანდა სტატიები 1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს 1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს სტატიები როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა სტატიები საზამთროები საზამთროები სტატიები პასკა - რეცეპტი პასკა - რეცეპტი სტატიები შებმა :) ესეც ხელოვნებაა შებმა :) ესეც ხელოვნებაა სტატიები არასდროს გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი! აი, რატომ… არასდროს გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი! აი, რატომ… სტატიები ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს სტატიები ისტორიული გადმოცემები მაქციებზე ისტორიული გადმოცემები მაქციებზე სტატიები Love in 87 languages Love in 87 languages სტატიები „რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ — ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ „რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ — ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ სტატიები
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

/ ნანახია:  269 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.
"დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო. მაგრამ ფაქტობრივად რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე. ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.
"დიდოსტატის მარჯვენა" მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა მიჩნეული. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.
„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა.კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი[3]. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო.
სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010 -იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორის, კონსტანტინე არსუკიძის მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია,მაგრამ არა ისეთი მორწმუნე,როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად.. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან.მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგი აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია..
მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთი მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალანგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რომ დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას , თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს( რომელიც არ არის სპარსი) ავალებს.. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზების გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.
ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა(რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვიტავს და როცა გაიგებს არსაკიძის და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს.შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.


კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив