რეკომენდაციები:
ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი სტატიები როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) სტატიები გალაკტიონ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძე სტატიები როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”? როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”? სტატიები როგორ დავიკლოთ 5-დან 10კგ-მდე 1 კვირაში (წიწიბურას დიეტა) როგორ დავიკლოთ 5-დან 10კგ-მდე 1 კვირაში (წიწიბურას დიეტა) სტატიები როგორ წარმოიშვა ჯინსები როგორ წარმოიშვა ჯინსები სტატიები შებმა :) ესეც ხელოვნებაა შებმა :) ესეც ხელოვნებაა სტატიები საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ სტატიები როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს სტატიები ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება სტატიები ვამპირი ვამპირი სტატიები როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია სტატიები მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) სტატიები ტყეში ნაპოვნი ტაძარი, სადაც წმინდა ნინო მეფის სამოსშია გამოსახული ტყეში ნაპოვნი ტაძარი, სადაც წმინდა ნინო მეფის სამოსშია გამოსახული სტატიები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები სტატიები
ფრანით მორბენალი

ფრანით მორბენალი

/ ნანახია:  116 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს

Author: ხალიდ ჰოსეინი
Genres: თანამედროვე, ისტორიული
Publisher: არტანუჯი Published: NaN/NaN/2014

„ფრანით მორბენალი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია თანამედროვე მკითხველში. ხალიდ ჰოსეინის სხვა ნაწარმოებებთან, „ათასი მოელვარე მზე“, „მთებმა მთებს უთხრეს“ ერთად, იგი ქართველი მკითხველის ინტერესს არ კარგავს.
ნაწარმოების მთავარი პლუსი, ვფიქრობ, ისაა, რომ მთავარი გმირი, ამირი, პირველი პირით, გულწრფელად გვიყვება იმ ტრაგიკულ ისტორიას, რაც მას, ჰასანსა და ავღანეთს გადახდა.
ამ პერსონაჟის თვალით კარგად ვხედავთ, როგორია ავღანეთი რუსების შესვლამდე, წარმოვიდგენთ, როგორია რუსების შესვლის შემდეგ და ვხედავთ, როგორია თალიბანების გამოჩენის შემდეგ.
ომი, როგორც ნებისმიერი მოსახლეობისთვის, ისე ავღანელებისთვის, ძალიან მძიმეა. ომზე ცუდი ადამიანს არაფერი მოუგონია და, ამ ტრაგედიის შედეგები კარგად ჩანს რომანში. მასში ვხვდებით მათხოვრებით მოფენილ ქუჩებს. სრულიად შემზარავია მომენტი, როდესაც ჩანს ადამიანი, რომელიც მზადაა საკუთარი კიდურიც კი დათმოს საკვების გულისთვის.
ომზე მძიმეა წიგნში გადმოცემული ადამიანთა ურთიერთობები. ამირის შეცდომამ მას დაანახა, რაოდენ მძიმეა გულგრილობა საჭირო დროს. ზურგშექცევა ჰასანისთვის, ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო ამირისთვის სიცოცხლეც კი გაეწირა, არანაირ გამართლებას არ იმსახურებს.
ჰასანი მკითხველისთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. იგი ყურადღებას იქცევს თავისი ერთგულებით, ღირსებით, პატიოსნებით. ჰასანი მაგალითია ერთგულებისა. მას შეუძლია უერთგულოს ამირს მაშინ, როცა ის მას ზურგს აქცევს, მაშინ, როცა რამდენიმე წელი არ უნახავს და უერთგულოს მას სიკვდილის მომენტშიც.
საყურადღებოა ავტორის არაჩვეულებრივი მიგნება:ჰასანის შვილი საბოლოოდ ამირის ცხოვრებაში აღმოჩნდება. ამირს შვილი არ ჰყავს, მაგრამ სოჰრაბი მის ცხოვრებაშია, არა როგორც ჰასანის შვილი, არამედ, როგორც ამირის ძმიშვილი, ეს ფაქტი კი კიდევ უფრო ემოციურს ხდის რომანს.
საბოლოოდ, ჰასანის უკვდავი ფრაზა "for you, a thousand times over" ამირის ფრაზა ხდება, რომელიც სიხარულით გარბის ფრანისკენ, სოჰრაბის გასახარებლად.

ჰოსეინის რომანი გაჟღენთილია ისტორიით, ადამიანობით, ემოციურობით, სიყვარულით, მეგობრობითა და ბედის თამაშით. ყოველივე ეს ერთად კი სძენს მას იმ ხიბლს, რის გამოც "ფრანით მორბენალი" სამაგიდო და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რომანია.

კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив