
რეფორმაცია და რენესანსი გერმანიაში შუა საუკუნეებში გერმანიაში ძლიერი საფუძველი შეიქმნა იმისათვის, რასაც აღორძინება ანუ რენესანსი ჰქვია. მაისტერ ეკჰარტიდან მოდის როგორც კუზანელის ფილოსოფია, რომელიც იტალიური რენესანსის (მაგრამ არა გერმანულის) ერთ-ერთი საფუძველი იყო, ისე ლუთერის და მისი მიმდევრების ნააზრევი. გერმანიაში იტალიური ჰუმანიზმის გავლენა როიხლინის და ერაზმ როტერდამელის ნააზრევის სახით შევიდა. მათ ლუთერის რეფორმაცია მოამზადეს. ერაზმისა და ლუთერის დაპირისპირება, ერთი მხრივ, რეფორმაციის და