
როდის? არ არსებობს მკაცრი ასაკობრივი და ფიზიოლოგიური საზღვრები, თუმცა ჩვენ კატეგორიულად არ გირჩევთ 16 წლამდე დაწყებას. დაწყება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა. მზადყოფნაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მზადყოფნა. ფსიქოლოგიურად თქვენ ეს უნდა გინდოდეთ, სწორედ ამ კაცთან, ახლა, ამ პირობებში, გინდოდეთ საკუთარი ნებით და არ უნდა ჰქონდეს ადგილი რაიმე მსხვერპლს თქვენგან. ინფორმაციულად კი თქვენ უნდა იცოდეთ ქალისა და მამაკაცის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები,