რეკომენდაციები:
Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] სტატიები ზოდიაქოს 3 ყველაზე ტკბილი ნიშანი ზოდიაქოს 3 ყველაზე ტკბილი ნიშანი სტატიები როგორ მოვამზადოთ შემწვარი ყაბაყი 10 წუთში როგორ მოვამზადოთ შემწვარი ყაბაყი 10 წუთში სტატიები სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე სტატიები ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი სტატიები საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს სტატიები როგორ მოვამზადოთ მოჰიტო როგორ მოვამზადოთ მოჰიტო სტატიები „მართე შენი ცხოვრება“ — წარმატების 7 წესი „მართე შენი ცხოვრება“ — წარმატების 7 წესი სტატიები როგორ დავწეროთ რეფერატი როგორ დავწეროთ რეფერატი სტატიები ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად სტატიები “დამავოი”, იგივე სახლის სული “დამავოი”, იგივე სახლის სული სტატიები როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? სტატიები როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) სტატიები ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება სტატიები დილით-1,5 კგ-ით ნაკლები იქნებით, თუ საღამოს ამ ნაყენს დალევთ! თვეში კი დაამარცხებთ 30 კგ-ს! დილით-1,5 კგ-ით ნაკლები იქნებით, თუ საღამოს ამ ნაყენს დალევთ! თვეში კი დაამარცხებთ 30 კგ-ს! სტატიები
ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ

ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ

/ ნანახია:  83 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ




🔴 1. ნიდერლანდების სამეფო მსოფლიოს გარშემო მისი არაფორმალური სახელით, "ჰოლანდიით" არის ცნობილი, როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩასული ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის, რომ სახელმწიფოს არა - "ჰოლანდია", არამედ ნიდერლანდები ეწოდება. 🤷‍♂️❓🇳🇱
🔴 2. შეიძლება მედიიდან, ან ინტერნეტის საშუალებით ნანახი კადრების მიხედვით, ნიდერლანდები მზიანი ქვეყანა გეგონოთ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. აქ ხშირია ნალექი, ნისლი და ცივი დღეები.
გამონაკლისს არც ზაფხული წარმოადგენს, ამიტომ ვიზიტორებმა უნდა იცოდეთ, რომ ზურგჩანთაში თან იქონიოთ სათადარიგო ტანისამოსი - კეპები და მოსასხამები.
გაითვალისწინეთ, რომ სამოსი აქაურ ბუტიკებში, არც თუ იაფია.🧢 ⛈ 🇳🇱
🔴 3. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დედაქალაქი - ამსტერდამი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქალაქია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ შეზღუდვებს არ უნდა დაემორჩილოთ.
ასე მაგალითად, ტურისტებისთვის საყვარელი და ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ქმედება, ფოტოს ან ვიდეოს გადაღება ნიდერლანდების დედაქალაქის რიგ რაიონებში მკაცრად რეგულირდება.
შეეცადეთ ახლო დისტანციიდან არ გადაიღოთ სამართალდამცავები და წითელი ლამპიონების კვარტალში მომუშავე ქალბატონები.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ პროსტიტუცია აქ ლეგალურია და გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს სახელმწიფო იცავს. ❌ 💋 📸
🔴 4. ამსტერდამში ვიზიტამდე აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ყველანაირი ტიპის სექს-ინდუსტრია ყვავის. შესაბამისად, არჩევანი თქვენს ჯიბეზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
გამჭირვალე ვიტრაჟებში გამოფენილი ქალბატონების შეთვალიერების შემდეგ, სექსუალური მომსახურების სერვისზე და ხანგრძლივობაზე დეტალურად შეთანხმდით, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გაუგებრობები და რომანტიკული ღამის ნაცვლად, დრო სამართალდამცავებთან კომუნიკაციაში არ გაატაროთ. 💋 ⏳ 💶
🔴 5. ამსტერდამში პროსტიტუციის მსგავსად, ნარკოტურიზმიც ლეგალურია და თუ თქვენ მომხმარებელი ხართ და ჰაშიში თქვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სასურველი ნივთიერების შეძენა არალეგალურადაც შეგიძლიათ, ქუჩაში ქვეითად მოსიარულე რეალიზატორებისგან, თუმცა მათგან შეძენილი პროდუქციის ხარისხზე გარანტიას ვერავინ მოგცემთ, ამიტომ კოკაინის ან სხვა ჰალუცინატორების შეძენის წინ, რეალიზატორს მისი გატესტვა თხოვეთ.
და მაინც, სასურველია, რომ მძიმე ნარკოტიკები არ მოიხმაროთ. 😤
🔴 6. ამსტერდამში ღამის კლუბებზე მეტად ლაუნჯ-კაფეები და ბარებია მოთხოვნადი. მითუფრო არსებული კორონაშეზღუდვების პირობებში. 🎚💡
🔴 7. გართობის ინდუსტრიის მიღმა, ნიდერლანდების დედაქალაქი, სხვა ტიპის სანახაობასაც გვთავაზობს.
აქ 50 მდე მუზეუმი და არაერთი საგამოფენი დარბაზი, - აქ ვიზიტისას აუცილებლად ესტუმრეთ ანა ფრანკის სახლს, დაათვალიერეთ მადამ ტიუსოს ცვლის ფიგურები და ესტუმრეთ ვან გოგის მუზეუმს.
თუმცა კლასიკური ხელოვნების მიღმა, ქალაქში ისეთი სახელწოდების და შინაარსის მქონე სივრცეებსაც გადააწყდებით, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად იპოვით, ასე მაგ. პროსტიტუციის და მარიხუანას მუზეუმი.
დამეთანხმეთ ორიგინალურია. 😳 🗿
P.S. სასურველია ბილეთები ონლაინ დაჯავშნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს ვერ დაათვალიერებთ, ან ორმაგს გადაგახდევინებენ.
🔴 8. ნიდერლანდების დედაქალაქის ნაწილი, ავტოტრანსპორტისთვის გაუვალია და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქუჩაში ტაქსის დაჭერა არც თუ ადვილია.
ამსტერდამის უბნები, ერთმანეთთან ვიწრო ქუჩებით, არხებით, ხიდებით და ტრამვაის რელსებითაა შეკავშირებული.
საქალაქო ტრანსპორტში ბილეთს იქვე, მჯდარი კონდუქტორისგან შეიძენთ. 🚍🚉🧾
🔴 9. ქალაქში ვიზიტისას, აუცილებლად ეწვიეთ საფუნთუშეებს და ერთხელ მაინც დააგემოვნეთ მსოფლიოში სახელგანთქმული ჰოლანდიური ყველი.🥯🧀👌🏻
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკონდიტროების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
🔴 10. და ბოლოს, ქუჩაში გადაადგილებისას, ყურადღებით იყავით, აქ ველობილიკები ლამის ყველა შენობასთან და ყველა ჩიხში შედის. მართალია ადგილობრივი ველომოყვარულები მოთმინებით ეკიდებიან ფეხებში მოდებული ტურისტების ქაოტურ გადაადგილებას, მაგრამ სიფრთხილეს თავის არ სტკივა. 🚶‍♂️⛔ 🚲
P.S. კიდევ ბევრი რეკომენდაციის მოცემა შეიძლება, ამსტერდამზე დაწერილი თრეველ/ბლოგის ფორმატში, თუმცა ჩემი მცირეხნიანი ვიზიტის ფარგლებში, სულ ესაა.
იმედია აუცილებლად ესტუმრეთ მსოფლიოს ყველაზე თავისუფალ და ყველაზე ფერად ქალაქს. ✈ 💋 🇳🇱
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив