რეკომენდაციები:
სპორტსმენი სპორტსმენი სურათები Xion-Audio-Player-1.0.90 Xion-Audio-Player-1.0.90 პროგრამები კლავიატურის კომბინაციები კლავიატურის კომბინაციები სტატიები Agnitum: Outpost Firewall Pro | Security Suite Agnitum: Outpost Firewall Pro | Security Suite პროგრამები Strange / უცნაური Strange / უცნაური სურათები როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე სტატიები Duet Georgia Duet Georgia კლიპები იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე! იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე! სტატიები Turbo Pizza Turbo Pizza თამაშები როგორ დავწიოთ მაღალი პულსი როგორ დავწიოთ მაღალი პულსი სტატიები Alcohol 120% 2.0.1.2033 Retail + PatCh 5.1.3 ML Alcohol 120% 2.0.1.2033 Retail + PatCh 5.1.3 ML პროგრამები ანეკდოტები ანეკდოტები სასაცილო კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და მკითხველს შეუყვარდა კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და მკითხველს შეუყვარდა ლიტერატურა ინგლისურ–ქართული ქართულ–ინგლისური ონლაინ ლექსიკონი ლექსიკონები ტრანსლატორი ენციკლოპედია ინგლისურ–ქართული ქართულ–ინგლისური ონლაინ ლექსიკონი ლექსიკონები ტრანსლატორი ენციკლოპედია სტატიები როგორ დავწეროთ წერილი როგორ დავწეროთ წერილი სტატიები როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში სტატიები
ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება სტატიები აღდგომა აღდგომა სტატიები Jim Carrey/ბიოგრაფია Jim Carrey/ბიოგრაფია სტატიები ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში სტატიები დილით-1,5 კგ-ით ნაკლები იქნებით, თუ საღამოს ამ ნაყენს დალევთ! თვეში კი დაამარცხებთ 30 კგ-ს! დილით-1,5 კგ-ით ნაკლები იქნებით, თუ საღამოს ამ ნაყენს დალევთ! თვეში კი დაამარცხებთ 30 კგ-ს! სტატიები Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] სტატიები ugulavas dieta ugulavas dieta სტატიები 5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ 5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ სტატიები 2 Pac History 2 Pac History სტატიები გიგანტური პანდა გიგანტური პანდა სტატიები სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე სტატიები ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი სტატიები როგორ დავწეროთ CV როგორ დავწეროთ CV სტატიები John Coltrane ბიოგრაფია John Coltrane ბიოგრაფია სტატიები როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად სტატიები 4 საშინაო საშუალება, რომელიც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ფრჩხილის სოკოს (ონიჰომიკოზის) დროს 4 საშინაო საშუალება, რომელიც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ფრჩხილის სოკოს (ონიჰომიკოზის) დროს სტატიები
მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

/ ნანახია:  117 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს


მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:
თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;
თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;
თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;
თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;
ნუ შეხვალთ შენობაში;
თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;
ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;
იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.


მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:
თავი აარიდეთ ღვარცოფსაშიშ ადგილებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას;
თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ღვარცოფის საშიშროების შესახებ და საჭიროებისას სასწრაფოდ განახორციელეთ ევაკუაცია თავშესაფარში წინასწარ შერჩეული მარშრუტით. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები;
მარშრუტი არ უნდა გადიოდეს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტზე;
ღვარცოფის საშიშროების ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ ადით ფერდობზე, რაც შეიძლება შორს ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტიდან;
დაუშვებელია ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტში ჩასვლა ღვარცოფის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ. მას შეიძლება მოჰყვეს მეორე ტალღაც;
გადაადგილდით ისე, რომ არ გადაკვეთოთ ღვარცოფის კალაპოტი;
საშიშია დარჩენა შენობაში, თუ იგი მდებარეობს ჩამოქცეული ნაპირისახლოს, ან მის ქვეშ გრუნტი ნაწილობრივ წარეცხილია;
თუკი შეამჩნევთმეწყერის რეალურ საშიშროებას, დაუკავშირდით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.


მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:
ხანძრისას აუცილებელია იმოქმედოთ სწრაფად. საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად დაეხმარეთ ყველას დატოვონ შენობა და დახურეთ კარები თქვენს უკან. მიაქციეთ ყურადღება სახანძრო გასასვლელების აღმნიშვნელ სიმბოლოებს;
ნუ ეცდებით ხანძართან ბრძოლას, სანამ გამოიძახებდეთ სახანძრო სამსახურს;
დახურულ სივრცეში ხანძრის არსებობისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია და შესაძლოა არსებობდეს მომწამლავი აირები. არასოდეს არ შეხვიდეთ გაკვამლულ შენობაში. თუ თქვენ გიწევთ კვამლიანი ოთახის გადაკვეთა, დაიხარეთ, რადგან ჰაერი ყველაზე სუფთა იატაკთანაა;
თუ გიწევთ დაზარალებულის გამოყვანა კვამლით სავსე შენობიდან სადაც ხანძარი არაა (მაგ. გარაჟიდან), პირველ რიგში ფართოდ გააღეთ კარები გასანიავებლად;
თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოეკიდა, უნდა ურჩიოთ დაზარალებულს, არ ირბინოს, რადგან ყოველგვარი მოძრაობა და დაბერვა აძლიერებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული უნდა დააწვინოთ ძირს და გადააფაროთ მძიმე არააალებადი ქსოვილი, მაგ. საბანი. არ აგორაოთ დაზარალებული მიწაზე. ეს გამოიწვევს დამწვრობის გავრცელებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილებზე. თუ ცეცხლი თქვენს ტანსაცმელს მოეკიდა და მშველელი არავინაა, შემოიხვიეთ ტანზე შესაფერისი ქსოვილი და დაწექით ძირს;
ელექტროტრავმის დროს არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს მანამ, სანამ ოფიციალურად არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დენი გამორთულია დენის წყაროდან. არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს 18 მეტრზე ახლოს, თუ ელექტროტრავმა გამოწვეულია მაღალი ძაბვის დდენით. სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების სამსახური;
შენობაში დენით დაზიანებისას გამორთეთ დამცველები. არ შეეხოთ დაზარალებულის სხეულს. თუ გამომრთველი თქვენთვის მიუწვდომელია, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე, მაგ. ხის ფიცარზე და ეცადეთ ხის ან პლასტმასის საგნით განაცალკევოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროსაგან. გააგრილეთ დამწვარი უბნები დიდი რაოდენობით ცივი წყლით. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.



პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი – აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი – დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე – დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი – დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება

აღარ ესაჭიროებათ.




ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1. დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს

ინფორმაცია, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4. შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ სუფთა ცელოფანის პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.

გახსოვდეთ!

· სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

· პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;
· დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив