რეკომენდაციები:
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! სტატიები „ტყუპი ფილმების“ ფენომენი ჰოლივუდში „ტყუპი ფილმების“ ფენომენი ჰოლივუდში ფილმები ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე სტატიები როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა სტატიები ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი პოეზია ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები ლიტერატურა Free Download Manager 2.5 Build 737 Free Download Manager 2.5 Build 737 პროგრამები ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში სტატიები DivX player 6.6 DivX player 6.6 პროგრამები ჭაბუა ამირეჯიბი / დათა თუთაშხია  (ამონარიდები) ჭაბუა ამირეჯიბი / დათა თუთაშხია (ამონარიდები) ლიტერატურა ტიციან ტაბიძე ტიციან ტაბიძე პოეზია ბედნიერი ურთიერთობის კანონები ბედნიერი ურთიერთობის კანონები სტატიები სიყვარულის ორმოცი წესი სიყვარულის ორმოცი წესი ელექტრონული წიგნები ჰაკერული ანდაზები ჰაკერული ანდაზები სასაცილო ცოცხლად დამწვარი ცოცხლად დამწვარი ელექტრონული წიგნები წელის ტკივილმა ლოგინს სამუდამოდ მიმაჯაჭვა სანამ ოთახის ეს მცენარე არ დამეხმარა წელის ტკივილმა ლოგინს სამუდამოდ მიმაჯაჭვა სანამ ოთახის ეს მცენარე არ დამეხმარა სტატიები
პარადოქსული რეაქციები პარადოქსული რეაქციები სტატიები როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება სტატიები როგორ დავწიოთ მაღალი პულსი როგორ დავწიოთ მაღალი პულსი სტატიები ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის) როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის) სტატიები როგორ დავორსულდეთ? როგორ დავორსულდეთ? სტატიები მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ! მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ! სტატიები ომლეტი ტომარაში, იტალიური რეცეპტის მიხედვით ომლეტი ტომარაში, იტალიური რეცეპტის მიხედვით სტატიები ფრჩხილის სოკო 14 დღეში განადგურდება! სახლში ყველას მოგვეპოვება ინგრედიენტები, რომლებიც… ფრჩხილის სოკო 14 დღეში განადგურდება! სახლში ყველას მოგვეპოვება ინგრედიენტები, რომლებიც… სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით სტატიები სტაფილოს სალათი სტაფილოს სალათი სტატიები სქესობრივი ცხოვრების დაწყება სქესობრივი ცხოვრების დაწყება სტატიები უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი! უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი! სტატიები როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა სტატიები Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სტატიები საზამთროები საზამთროები სტატიები
ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ

ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ

/ ნანახია:  142 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ

ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის ცენტრშიც ყოველთვის ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედამიწა. აქ იგულისხმება გეოცენტრიზმი არა ფიზიკური სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა კალენდრები, რომელთა რიტმშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე კოსმოსი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ სფეროს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უნარს, რომელმაც შექმნა სამყარო და შესაბამისად შექმნა დრო.
ეკლესიაში დროის განწმენდა ხდება, ანუ ღვთისმსახურების პროცესში დრო წმიდა სიმბოლოებისა და რიტუალების შესრულებაში გადის. დღეღამურ, კვირის მანძილზე ჩატარებულ, წლიურსა და სხვა სახის ღვთისმსახურებას ციკლური ხასიათი აქვს. წრე მარადიულობის სიმბოლოა, ამიტომ საეკლესიო კალენდარს მკაცრი რიტმიკა, მკაფიო პერიოდები და ციკლურობა უნდა ახასიათებდეს. საეკლესიო კალენდარი დროის უბრალო აღნუსხვა არაა, იგი ჟამთასვლისაგან გაწმენდილი ხატია, რომელიც მარადიულობაში იმყოფება.
იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 46 წელს შემოიღო ე.წ. იულიუსის კალენდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი 5 საათი, 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს.
325 წელს ნიკეის მსოფლიო კრებამ იულისის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში. მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე _ დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობა 532 წელია. ამ წლებს ვღებულობთ მზიური წლისა (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28X19=532.
იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე.წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში.
გრიგორიანული კალენდრის შემოღება ასე დაიწყო: რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ 15 ოქტომბერი (პარასკევი) გამოცხადდა. დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. რეფორმამ სულ შეცვალა ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ. 1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელმთავრები. კრების განჩინება ანატჰემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს. ნიშადობლივია ისიც, რომ ახალი სტილი საქართველოში ცეცხლითა და მახვილით დაამყარა უღვთო ბოლშევიკურმა რეჟიმმა, რათა კიდევ უფრო არეულიყო სიტუაცია მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, თუმცა საქართველოს მოსახლეობა დღემდე არ შეეგუა ახალ სტილს და სოფლების უმრავლესობა შობა ახალ წელს კვლავ ძველი სტილით აღნიშნავს. 1900-2010 წლებში ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა 13 დღე შეადგენს. მართლმადიდებელ ქვეყნებში, გარდა რუსეთის ყოფილი იმპერიისა, ახალი კალენდარი შემოღებული იყო მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც იწვევდა დიდ უხერხულობას: ორი კალენდრის სარგებლობის დროს ფრიად ძნელია დაიმახსოვრო, თუ რომელი რიცხვია დღეს ძველისა და ახალის კალენდრით. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის ფხიზელმა დარაჯმა, კონსტანტინეპოლის ცნობილმა პატრიარქმა იოაკიმე III. კათედრაზე ასვლის თანავე (1902 წელს), მან დაუგზავნა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სხვათა შორის რუსეთის უწმიდეს სინოდსაც, ეპისტოლე, რომელშიდაც ხაზგასმით აღნიშნავდა ახალი სტილის შემოღების აუცილებლობას. უწმიდესმა სინოდმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ახალ სტილზე ლაპარაკი უკვე 1830 წელში მოსპო ნიკოლზ I, პრინციპიალურად მაინც გაიზიარა იოკაიმე პატრიარქის მოსაზრებანი, მაგრამ `მართლმადიდებელ ქრისტეანეთა საეკლესიო ცხოვრების შერყევის (потрясение) თავიდან ასაშორებლად~ შესაძლოდ სცნო მხოლოდ რიცხვთა სახელის გამოცვლა (переименование чисел) და ახალი სტილის წმ. მოწამის ბონიფანტეს დღიდან დაწყება (ძველი სტილით 19 დეკემბერი), და არა წმ. ბასილის დღიდან (1 იანვარი ძველი სტილით). სინამდვილეში კი უწმიდესი სინოდის ეს სურვილიც ვერ განხორციელდა: ხელი შეუშალეს იმათ, ვინც 1830 წ. მოსპეს ამ საკითხზე ლაპარაკი, ანუ ნიკოლოზ I-ის იდეოლოგიის მომხრეებმა. 1917წ. მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. ყოველივე ეს გამოიწვევდა აურზაურს ეკლესიაში. 1918 წლის 14 აპრილს კათოლიკოს პატრიარქს კირიონს მოუვიდა ამიერ კავკასიის სეიმიდან ტელეფონოგრამა: `აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისის 5 (ძველი სტილით აპრილის 22). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადო განკარგულება~. ტელეფონოგრამა მოისმინა საკათალიკოსო საბჭომ, რომელმაც სეიმის კანონს დაურთო თავისი ლოცვა _ კურთხევა და გადააგზავნა ეაპარქიებში სახელმძღვანელოდ.
ამ სახით 1918 წლის 18 აპრილიდან ძველი სტილით, ანუ 1 მაისიდან ახალი სტილით, ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში შემოღებულ იქნა ახალი კალენდარი, ხოლო საეკლესიოში კი დარჩა ძველი: წლის უკანასკნელ თვეს ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ უწოდა ქრისტეშობისთვე იმიტომ, რომ ამ თვის 25-ს ვდღესასწაულობთ ქრისტესშობას. ორმაგი კალენდრის ხმარების დროს კი ქრისტეს შობას ვდღესასწაულობდით 7 იანვარს, იმ თვეში, რომელსაც რომაელებმა უწოდეს ეს სახელი ფლიდობისა და ორპირობის კერპის იანუსის მოსაგონებლად. ახალი წელიწადი, ჩვენი ხალხის შეგნებაში დაკავშირებულია მაცხოვრის წინადაცვეთის დღესთან, ხალხში ფრიად ცნობილ წმ. ბასილი დიდის ხსენებასთან და შობის შემდეგ ხსნილ დღესთან; ორმაგი კალენდრის შემოღების შემდეგ კი შეუერთდა ხალხისათვის თითქმის უცნობ წმ. ბონიფანტეს სახელს და აღმოჩნდა შობის წინა მარხვაში. მარხვაში ახალწელიწადს და იანვარში შობას ხალხი ვერ ურიგდებოდა; ხალხის დიდი ნაწილი ახალწელიწადს ძველბერძნულად დღესასწაულოდა, შობის სწორზე. ძალიან დიდი გართულება იყო ხალხისათვის ეს გაურკვევლობა, რადგან ცოდვაში ჩავარდნა გარდაუვალი იყო. ამ არევ-დარევას ბოლო მოუღო განჩინებამ, რომელიც დაადგინეს სრულიად საქართველოს ეკლესიის IV კრებაზე, 1927 წლის 24 ივნისს. ეს იყო იძულებითი კომპრომისი ქართული ეკლესიის მხრიდან. კერძოდ, გამოიტანეს დადგენილება _ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ. ამ დადგენილების თანახმად კალენდარი შემოღებულ იქნა 1927 წლის 27(14) ნოემბრიდან, ამ დროს ეკლესიის მოდერნიზაციაზეა საუბარი და ქართულ ეკლესიას აღარ უნდა ვითარების გართულება, რის შემდეგაც წმინდანები იხსენიებოდა ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში, როგორც უჩვენებდნენ საეკლესიო წიგნები. რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს, რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მოციქულთა VII და ანტიოქიის I კრების თანახმად, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულ იქნა სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესია. აღნიშნული დადგენილების მტკიცედ შესრულება დაევალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირს. ამასთან ისინი აღნიშნავდნენ, რომ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქო ეკლესია და მასთან ერთად საბერძნეთისა (ელადის) და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გადასულნი არიან ახალი სტილის კალენდარზე. მღვდელმთავრები მოუწოდებდნენ თავიანთ სულიერ შვილებს, რომ ამ ფაქტს მშვიდად შეხვედროდნენ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუცდომლად აღნიშნავს დღესასწაულებისადმი მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად ჩამორჩენილია ნამდვილ წელიწადს 13 დღით. ახალი სტილის შემოღება ფრიად უდგება იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს. 377 წლამდე მართლმადიდებელი ეკლესია შობას დღესასწაულობდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც დარჩა ეს შეერთებული დღესასწაული სომეხგრიგორიანთა ეკლესიაში. კონსტანტინეპოლის სახელგანთქმული მთავარეპისკოპოსის წმ. იოანე ოქროპირის ინიციატივით შობის დღესასწაული გამოეყო ნათლისღების დღესასწაულს და გადატანილ იქნა 25. იმდროინდელი სწავლულების გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის (солнцестояние) დღეს, 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოვებას, მზე მეტს სინათლესა სითბოს უგზავნის დედამიწას, დღის სიგრძე მატულობს, ღამისა კლებულობს და ქვეყანას ეფინება სიცოცხლე და სიხარული, ზუსტად ასე არის ნათქვამი შობის ტროპარში: `შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისაო~, ხოლო თვით მაცხოვარი წოდებულია `მზედ სინათლისად~. იესო ქრისტე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემელის, ამ სიმართლის მზის მთიების (ცისკრის ვარსკვალავის) დაბადების დღედ დანიშნული იყო ზაფხულის მზის მოქცევის (ანუ უკუქცევის) დღე _ 24 ივნისი, რომელსაც, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ამჟამად ადგილი აქვს იულიუსის კალენდრით 9 ივნისს. მაშასადამე ამ დღესასწაულს ახალი სტილის კალენდრით უქმობა უფრო შეეფერება სინამდვილეს, ვიდრე ძველზე დატოვება. აღსანიშნავია, რომ თუ გრიგორიანული კალენდრით, შობა აღინიშნება 25 დეკემბერს, ამ დროს მართლამდიდებლური კალენდრით 12 დეკემბერია (წმ. მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება), ხოლო რაც შეეხება აღდგომას (პასქალიის დღესასწაულს), მას აღნიშნავენ ერთსა და იმავე დღეს, როგორც გრიგორიანული კალენდრის მიმდევრბი, ასევე _ იულიუსის, რადგან 2000 წლის განმავლობაში იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ძველი სტილით აღდგომის წინ, შაბათ დღეს ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის, კერძოდ კი იერუსალიმის ეკლესიის პირველიერარქის მიერ ეძლევათ, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისე სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, შობიდან (12/25 დეკემბერი) აღდგომამდე უფრო მეტი დროა, ვიდრე იულიუსის კალენდრის მიხედვით (25 დეკემბერი/7 იანვარი).

მორწმუნე ადამიანისთვის ამაზე დიდი და რეალური მტკიცება, ძველი სტილის ანუ საეკლესიო კალენდრის ჭეშმარიტებისა, არ არსებობს.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив