რეკომენდაციები:
ექთნის მიერ გაცემული რეცეპტი, რომელიც მოგაშორებთ გამოწეულ ძვალს, ნეკრისის ქარს, ფეხზე ექთნის მიერ გაცემული რეცეპტი, რომელიც მოგაშორებთ გამოწეულ ძვალს, ნეკრისის ქარს, ფეხზე სტატიები უგულავას დიეტა უგულავას დიეტა სტატიები თუ თქვენს ხელისგულზე “M” სიმბოლოა გამოსახული, განსაკუთრებული ადამიანი ბრძანდებით თუ თქვენს ხელისგულზე “M” სიმბოლოა გამოსახული, განსაკუთრებული ადამიანი ბრძანდებით სტატიები winrar archive winrar archive პროგრამები Skype 3.8 Skype 3.8 პროგრამები GTA San Andreas -ის კოდები GTA San Andreas -ის კოდები თამაშები სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე სტატიები როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია სტატიები მატეო ფალკონე მატეო ფალკონე ელექტრონული წიგნები VideoCharge 3.5.0 Professional VideoCharge 3.5.0 Professional პროგრამები ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით სტატიები სტაფილოს სალათი სტაფილოს სალათი სტატიები Picasa 3.6.0 Build 105.61 Picasa 3.6.0 Build 105.61 პროგრამები ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი სტატიები როგორ მოვირჩინოთ კუნთების დაჭიმვა (ხალხური მეთოდი) როგორ მოვირჩინოთ კუნთების დაჭიმვა (ხალხური მეთოდი) სტატიები ფოტოგრაფიის სახელმძღვანელო ფოტოგრაფიის სახელმძღვანელო ელექტრონული წიგნები
დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება სტატიები როგორ გავიგოთ საფოსტო ინდექსი როგორ გავიგოთ საფოსტო ინდექსი სტატიები ქართული ენის საიდუმლოებები ქართული ენის საიდუმლოებები სტატიები როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი? როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი? სტატიები Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სტატიები ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ სტატიები სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისთვის – სასწაულმოქმედი რეცეპტი წინაპრებისგან სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისთვის – სასწაულმოქმედი რეცეპტი წინაპრებისგან სტატიები როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს სტატიები ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები Sunked / ჩაიძირა Sunked / ჩაიძირა სტატიები როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები) როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები) სტატიები როგორ დავიწყოთ ჭადრაკის თამაში — წესები და გზამკვლევი როგორ დავიწყოთ ჭადრაკის თამაში — წესები და გზამკვლევი სტატიები თმის ინტენსიურ ცვენას რამდენიმე პროცედურაში დაამარცხებთ. მეგობარი ექიმ-ტრიქოლოგის რეცეპტი თმის ინტენსიურ ცვენას რამდენიმე პროცედურაში დაამარცხებთ. მეგობარი ექიმ-ტრიქოლოგის რეცეპტი სტატიები ფერისცვალება ფერისცვალება სტატიები 5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ 5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ სტატიები მიძინება - მარიამობა მიძინება - მარიამობა სტატიები
ერაზმ როტერდამელი

ერაზმ როტერდამელი

/ ნანახია:  139 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
       რეფორმაცია და რენესანსი გერმანიაში შუა საუკუნეებში გერმანიაში ძლიერი საფუძველი შეიქმნა იმისათვის, რასაც აღორძინება ანუ რენესანსი ჰქვია. მაისტერ ეკჰარტიდან მოდის როგორც კუზანელის ფილოსოფია, რომელიც იტალიური რენესანსის (მაგრამ არა გერმანულის) ერთ-ერთი საფუძველი იყო, ისე ლუთერის და მისი მიმდევრების ნააზრევი. გერმანიაში იტალიური ჰუმანიზმის გავლენა როიხლინის და ერაზმ როტერდამელის ნააზრევის სახით შევიდა. მათ ლუთერის რეფორმაცია მოამზადეს. ერაზმისა და ლუთერის დაპირისპირება, ერთი მხრივ, რეფორმაციის და ჰუმანიზმის განსხვავების მაჩვენებელია, მეორე მხრივ   გერმანიაში რენესანსის სპეციფიკისა.
ერაზმ როტერდამელი
       ერაზმ როტერდამელი ევროპული ჰუმანიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. გამოჩენილი იტალიელი ფილოლოგის და ჰუმანისტის ლორენცო ვალას მიმდევარი. პიკო დელა მირანდოლას მოწაფე იოჰანეს როიხლინთან და გერმანული ჰუმანიზმის დიდ წარმომადგენელ, ცნობილ პოეტ ულრიხ ფონ ჰუტენთან (1488-1523) ერთად, მან საფუძვლიანად შეარყია კათოლიციზმის ზნეობრივი ავტორიტეტი არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ ევროაში. ერაზმს ცნობილმა ჰოლანდიელმა მოაზროვნემ იოანეს ჰუიზინგამ (1872-1945), გახმაურებული წიგნის, „ჰომო ლუდენს_ის ავტორმა, თავის ნაშრომში „ერაზმი და რეფორმაციის ეპოქა (1924), „ევროპის ისტორიაში თანამედროვე გაგებით პირველი ინტელექტუალი` უწოდა. საყოველთაოდაა ცნობილი, თუ როგორი დარტყმა მიაყენა რომის ეკლესიის ავტორიტეტს ლორენცო ვალამ, როცა, დამაჯერებელი ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე, უჩვენა, რომ ე. წ. „კონსტანტინეს სიგელი ყალბია. იმპერატორის ამ ნაბოძვარის  საფუძველზე,  პაპები  საერო  ხელისუფლებაზეც აცხადებდნენ პრეტენზიას. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმის დამტკიცება, რომ ქრისტიანული რწმენის სიმბოლო, რომელიც  ტოლძალოვანი  სამების  ერთარსებობას  გამოხატავს, ტოლძალოვანი  სამების  ერთარსებობას  გამოხატავს, გვიანდელი ფორმულაა და მოციქულები მას არ იცნობდნენ. ტიტუს ლივიუსის წიგნების შესანიშნავი ანალიზით, ლორენცო ვალამ ნიკოლო მაკიაველის მოუმზადა ნიადაგი, ხოლო გასენდის კი იმ დებულებათა დაცვით, რომ „ყველა ადამიანი სიამოვნებისაკენ მიისწრაფის, რომ „სიამოვნება არის ჭეშმარიტი სიკეთე. ლორენცო ვალას სახელთანაა დაკავშირებული ძველ სტოელთა ცნობილი პრინციპის  ბუნება და ღმერთი იდენტურია  აღორძინება. რაც შეეხება როიხლინს, მან თავისი გახმაურებული წიგნით  „კაბალისტური ხელოვნება` (1494)  უნდობლობის ატმოსფერო  შექმნა  მაშინ  ძალზე  გავრცელებული  მაგიისა  და ასტროლოგიისათვის. სწორედ როიხლინის წრიდან გამოვიდა სქოლასტიკური განათლების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკა  „ბნელი ადამიანების წერილები (1517). ამ კრებულის ერთ-ერთი ავტორი იყო თავად როიხლინი, პაპის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის დაუღალავი აგიტატორი. ერაზმ როტერდამელი, დეზიდერიუსი  ასეთი ფსევდონიმი აირჩია, თავისი დაბადების ადგილის მიხედვით, გერმანელმა გერჰარდ გერჰარდსმა, კათოლიკე მღდვლის უკანონო შვილმა. სასურველი  (დეზიდერიი)  ოჯახისათვის  ნამდვილად  არ  იყო და ამიტომ მამის სახლში არ იზრდებოდა. გარკვეულ ყურადღებას მამა მაინც იჩენდა მისადმი. სიბეჯითისა და ნიჭის წყალობით ეს ჩია და გარეგნულ მომხიბვლელობას მოკლებული ბავშვი გახდა მაშინდელი ევროპის ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე, რომელსაც რჩევას ეკითხებოდნენ და მეგობრობას სთავაზობდნენ თავადები, კარდინალები, მეფეები, პაპები. ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ისევე, როგორც გამოჩენილი მეცნიერები, ამაყობდნენ იმით, რომ ერაზმისაგან მიიღეს წერილი.მაშინდელ ევროპაში ლათინური ენის საყოველთაობა სასულიერო და საერო საქმიანობაში, საშუალებას იძლეოდა ინტელექტუალთა სრულიად ევროპული თანამშროლობისათვის. როგორც ცნობილია, ევროპული ჰუმანიზმის წარმომადგენლები  განსაკუთრებულ  ყურადღებას  აქცევდნენ  ამ  ენის შესაძლებლობების წარმოჩენას. მარტო ერაზმი არ ფიქრობდა, რომ საზოგადოებაში ადამიანის ადგილი წარმოშობით კი არ განისაზღვრება, არამედ განათლებით. იგულისხმებოდა, რომ ეს  ლათინური  ენის  გარეშე  შეუძლებელი  იყო.  ლათინურის შემდეგ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბერძნულისა და ებრაულის  ცოდნას,  მაგრამ  განათლების  საფუძვლად  მათი მოთხოვნა არავის უფიქრია. ახალი ევროპის მოწოდება „წყაროებისაკენ! ახალ და დიდმნიშვნელოვან დატვირთვას აძლევდა ნათარგმნი ტექსტების ფილოლოგიურ კვლევას და ანალიზს. მსოფლმხედველობრივი პრობლემების კრიტიკულ განაზრებას უდავოდ შეუწყო ხელი ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506) მიერ1492 წელს ამერიკის აღმოჩენამ. აღმოჩნდა მატერიკი და ხალხი, რომელიც ბიბლიაში ნახსენებიც არ იყო. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლათინური ენისა და ფილოლოგიური განათლების საფუძველზე წარმოდგენილი თანასწორობა საზოგადოებაში, მართალია, როგორც აღიარებული ფაქტი, დიდი მნიშვნელობისა იყო, მაგრამ არსებითად ამა ქვეყნის ძლიერთა კეთილგანწყობასა და თავმომწონეობას ემყარებოდა, რომელიც მათ ხასიათზე იყო დამოკიდებული. კონფლიქტურ  სიტუაციაში  ნათლად  გამოჩნდებოდა  ხოლმე, რომ მთავარი მაინც საზოგადოების ტრადიციულ იერარქიაში დაკავებული ადგილია. ამის კარგი მაგალითი იყო ინგლისის განათლებული მეფე ჰენრი VIII (რომელსაც, როგორც ჰუმანისტს, ერაზმი ძალიან აქებდა) და მისი კიდევ უფრო განათლებული ლორდ კანცლერის, „უტოპიის` ავტორის, თომას მორის ურთიერთობა. ორივენი ერაზმის გარშემო გაერთიანებულ ჰუმანისტთა წრეს ეკუთვნოდნენ, მაგრამ, როცა მორი რეალურ პოლიტიკაში დაუპირისპირდა თავის მეფეს, ამ უკანასკნელმა მას თავი მოჰკვეთა. ერაზმი, როგორც ჩანს, ამგვარ ფაქტებში შემთხვევითობას ხედავდა და არა აუცილებლობის გამოვლენას. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოლიავებოდა თავის იდეას:  ლათინური ენის საფუძველზე, ენისა, რომელიც მთელი ევროპის განათლების და რწმენის საერთო ენა იყო, ჰუმანისტური მიზნების  ერთგულებით,  გადაელახა  სახელმწიფოთა  შორის დაპირისპირებანი და ახალი, უფრო მაღალი სამეცნიერო, პოლიტიკური  და  სოციალური  მიმართებებისათვის  ჩაეყარა საფუძველი. ერაზმი თავის სამუშაო ოთახიდან უყურებდა ევროპას. ვინც აქედან ჩანდა, ძირითადად, მისი ადრესატები იყვნენ. ესენი, მაშინდელი საზოგადოების ელიტა, კონკრეტ- ულ საკითხებში უთანხმოებათა მიუხედავად, მაინც თანახმანი იყვნენ ქრისტიანული, მათი აზრით, ერთადერთი ჭეშმარიტი ზნეობრივი მოძღვრების საფუძველზე გაერთიანებულიყვნენ.1516 წელს ერაზმმა დაწერა წიგნი: „ქრისტიანი ხელმწიფის აღზრდა`. როგორც ცნობილია, მაკიაველიმ, რომელიც, ერაზმისაგან განსხვავებით, მართლაც კარგად იცნობდა რეალურ ცხოვრებას, სამი წლით ადრე დაასრულა თავისი „მთავარი"მაკიაველი ყველაზე მაღლა აყენებდა ნაციონალურ ინტერესს. მას რეალურად სხვაგვარი ინტერესების ქმედითობა ვერ წარმოედგინა. ეს წიგნი საკმაოდ გვიან გამოიცა, მაგრამ ერაზმი რომ მის შინაარსს იცნობდა, ჩანს არა მარტო წიგნის მთელიშინაარსიდან,  არამედ  მიძღვნიდანაც:  „სიბრძნის  არავითარი სახე არაა იმაზე მაღალი, რომელიც ასწავლის მთავარს, თუ როგორ უნდა მართოს ზნეობრივად`. ერაზმის მხოლოდ შრომები კი არა, არამედ, უბრალოდ, მეგობრებისადმი მიწერილი ბარათები, ანდა ვინმე გასაჭირში მყოფი  ადამიანის  წერილობითი  ნუგეში,  სახელმძღვანელოს სახით ვრცელდებოდა მთელ ევროპაში, მაგრამ მაინც, ყველაზე ცნობილი მის მიერ 1509 წელს გამოცემული შრომა  სისულელის ქება  გახდა.1534 წელს ეს ნაშრომი ს. ფრანკმა გერმანულად თარგმნა. ეს  ისეთი  მკაცრი  კრიტიკა  იყო  მაშინდელი  საზოგადოების მმართველი ფენების (ფეოდალების და სამღვდელოების) უვიცობისა და ამორალიზმისა, რომ ზოგს უბიძგა ეთქვა: ერაზმი ლუთერის იდეებით იყო გატაცებულიო. სინამდვილეში კი, ამ დროს, ლუთერი  6 წლის უცნობი ბერი, აღტაცებული მკითხველი თუ იქნებოდა მისი. ერაზმის აღნიშნულ ნაშრომში ქალბატონი სისულელე ამტკიცებს, რომ მას დიდი (უდიდესი თუ არა) მნიშვნელობა აქვს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. მის გარეშე არაფერს არ ექნებოდა არც საღი აზრი და არც ლაზათი. მას უდავოდ მიაჩნია, რომ სისულელე და სიბრძნე განუყრელნი არიან და გადადიან ერთმანეთში. ეს ნაშრომი ფრანგი ენციკლოპედისტის, დენი დი დროს (1713- 1784)  ცნობილი  ნაშრომის,  „რამოს  ძმისწულის" წინამორბედია.1509 წელს დაიწერა ერაზმის კიდევ ერთი ცნობილი ნაშრომი  „დამცველი` („ჰიპერასპისი". დაიბეჭდა  5   წელს). დაცვას  საჭიროებდა  ზნეობა  და  ქრისტიანობა,  რომლებიც ერაზმისათვის შინაგანად იგივეობრივი შინაარსისანი იყვნენ. ეს კი, როგორც ცნობილია, სულაც არ შეეფერებოდა კათოლიკური ქრისტიანობის რეალურ შინაარსს. ერაზმმა ეს, ცხადია, კარგად იცოდა, მაგრამ მაინც სასურველად და შესაძლებლად მიაჩნდა ევოლუციური გზით პროგრესის მიღწევა. რეალურად არსებული კათოლიკური ქრისტიანობის კრიტიკას ისახავდა მიზნად ერაზმის მიერ „ახალი აღთქმის" ახალი ლათინური თარგმანი. თარგმანი შესრულებული იყო ბერძნულიდან, დართული ჰქონდა მნიშვნელოვანი კომენტარები. სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ ნაშრომის შემდეგ შეუძლებელი იყო ლუთერისთანა რეფორმატორები არ გამოჩენილიყვნენ. მეტიც, ისინი თვლიან, რომ ეს თარგმანი და კომენტარები თამამად შეიძლება შევადაროთ ლუთერის ცნობილ 95 თეზისს, რომლითაც მან მთელი კათოლიკური სამყაროს და, უპირველეს ყოვლისა, რომის პაპს, აშკარა ბრძოლის გარდა, სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.მაგრამ ერაზმი ყოველივე ამას სთავაზობდა მკითხველს, როგორც თავის მოსაზრებას, იგი ყველას სთხოვდა დაფიქრებულიყვნენ  მის  მიერ  ნათლად  დასმულ  აუცილებელ  პრობლემებზე. ერაზმის გასაგებად აუცილებელია გვახსოვდეს, რომ, როცა ერაზმი პაპის ინსტიტუტს აკრიტიკებდა, იგი აკრიტიკებდა ცუდ პაპს, ანდა ცუდ კარდინალს და სამაგალითოდ მიაჩნდა ამ ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლები (მრავალი მათგანი მისი პირადი მეგობარი იყო). ამდენად, ერაზმს უფლება ჰქონდა ეთქვა, რომ ლუთერს მისგან განსხვავებული არაფერი უთქვამს, მაგრამ თქვა სხვა ტონით და სხვა მიმართებით, რამაც რეფორმაცია გამოიწვია. ამიტომ ამბობდნენ, რომ ერაზმმა დადო კვერცხი, რომელიც ლუთერმა გამოჩეკაო. ერაზმი აზუსტებდა: მე ქათმის კვერცხი დავდე, ლუთერმა კი სხვა ჯიშის ფრინველი გამოჩეკა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ერაზმის მდგომარეობაც არ იყო უსაფრთხო. ტრიენტში საეკლესიო საბჭომ იგი დასწყევლა, როგორც „უსირცხვილო ერეტიკოსი, მისი „სისულელის ქება" აკრძალულ წიგნთა სიაში აღმოჩნდა. კარგი და ცუდი მმართველის ეს დაპირისპირება ძველისძველია და, ზოგჯერ, მმართველობის არსებული ფორმის დაცვის მოხერხებული საშუალებაა. მაგრამ, ამავე დროს, იგი საშუალებას იძლევა, ასე ვთქვათ, ლეგალურად, ყველასთვის  ნათელი  გახადო,  არსებულის  უაზრობა.  ერაზმმა  ეს მეთოდი აირჩია. განსხვავებულ გზას დაადგნენ ერაზმის წრის წევრი, დიდი ინგლისელი ჰუმანისტი, ინგლისის ლორდ კანცლერი თომას მორი და ერაზმის მადლიერი მოწაფე ფრანსუა რაბლე (1494-1553). თომას მორი არ შემოიფარგლა არსებულის კრიტიკით და მისი უარყოფის აუცილებლობის მტკიცებით (მაგრამ არასგზით რევოლუციის გზით). მან გამოიყენა მარსილიო ფიჩინოს მიერ ლათინურად თარგმნილი პლატონის „სახელმწიფო` და მისი მოდერნიზებული ვარიანტი წარმოადგინა, როგორც ისეთი წყობა, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს არსებული სახელმწიფოს ფორმები. თანაც შეეცადა ეჩვენებინა ის ეკონომიკური და სოციალური პრინციპები, რომლებიც ამგვარი წყობილების განხორციელებას შესაძლებელს გახდიდნენ. მორმა სხვადასხვა საზოგადოებრივი თანამდებობების გავლით ლორდ კანცლერის თანსამდებობას მიაღწია. მაგრამ მას ბედმა ისიც უჩვენა, რომ ახალ კლასს, ბურჟუაზიას, ნამდვილი ძალაუფლების მოპოვებამდე ბევრი აკლდა. მორი სიკვდილით დასაჯა ინგლისის მეფე ჰენრი VIII, რომელიც ერაზმისა და მორის თანამოაზრედ ითვლებოდა ევროპულ ჰუმანიზმში. მორის ბედი გადაწყვიტა იმან, რომ მას, ერაზმის მსგავსად, ზოგადსაკაცობრიო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ სურდა, ინგლისური ეკლესია რომისას გამოყოფოდა, რასაც, ანსელმის დროიდან დაწყებული, მრავალი ინგლისელი ცდილობდა. რომის მიერ კენტერბერიის ეპისკოპოსად დანიშნული ანსელმი ხომ ორჯერ გააძევეს ინგლისიდან! ინგლისური ეკლესიის მეთაურად ჰენრი VIII მიჩნევის მოწინააღმდეგე მორი სიკვდილით დასაჯეს და იქ ცეზარე-პაპიზმი დამყარდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მორი თავიდანვე დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, როგორც ბურჟუაზიის წარმომად- გენელი პარლამენტში.1504 წელს პარლამენტარმა თომას მორმა მეფე ჰენრი VII (1457-1509) არ მისცა ნება ახალი გადასახადები  შემოეღო.  ახალმა  მეფემ,  ჰენრი  VIII,  რომელიც ეკეკლუცებოდა ჰუმანისტებს, შეიძლება ითქვას, აიძულა მორი კანცლერი გამხდარიყო. თანაც სინდისის თავისუფლება აღუთქვა. კონფლიქტის მიზეზი კი ის გახდა, რომ მეფეს მეორე ცოლად ანა ბოლეინის (1507-1536) შერთვა სურდა, რომის ეკლესიამ კი პირველთან განქორწინების ნება არ მისცა. კათოლიკურმა ეკლესიამ მორს არ დაუვიწყა დამსახურება.1887 წელს ნეტარად მიიჩნიეს, ხოლო 1935 წელს წმინდანად. ინგლისურმა ბურჟუაზიამ კი ოლივერ კრომველის (1599-1658) დროს,1649 წელს, მეფე კარლოს I (1600-1649) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სისრულეში მოიყვანა. თომას მორის „უტოპია" ორი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში მორი, როგორც ეკონომისტი, პოლიტიკოსი და სოციოლოგი, ნათლად უჩვენებს ინგლისში ხალხთა ფართო მასების აუტანელ მდგომარეობას, რომელიც თანდათან უარესდებოდა. მეორე ნაწილში უჩვენებს იმას, თუ რითი შეიძლება შეიცვალოს ამგვარი აუტანელი მდგომარეობა. წიგნს ეწოდება „უტოპია, ანუ ოქროს წიგნაკი, სასარგებლო და ამდენადვე გასართობი საუკეთესო სახელმწიფო წყობისა და კუნძული უტოპიის შესახებ. აქ ჰუმანისტი ჟილ ეგიდიუსი ესაუბრება მეზღვაურს, რომელიც ამერიგო ვესპუჩის (1454-1512) პირველი ექსპედიციის მონაწილედ აცხადებს თავს, მის მიერ (კუნძულ ტაპრობანზე) ნანახი უცნაური სახელმწიფოს შესახებ. იქ არაა კერძო საკუთრება, ყველა თანასწორია, შრომა ყველასათვის სავალდებულოა, მორალი, თანამდებობები არჩევითია. შრომის შედეგები ნაწილდება მოსახლეობაში მოთხოვნილების მიხედვით. არ არსებობს სიკვდილით დასჯა. იგი შეცვლილია მონობით. მთელი მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია შრომაზე და მეცნიერულ მიღწევებზე. ნათელია, რომ აქ ბევრია საერთო პლატონთან. უმთავრესი კი ისაა, რომ ორივესთან კერძო საკუთრება ითვლება სახელმწიფოს ყველა ნაკლოვანების მიზეზად. ძირითადი განმასხვავებელია ის, რომ მორის უტოპიაში ყველა ადამიანს აქვს ოჯახი, როგორც სახელმწიფოს საფუძველი. მკვლევრები „უტოპიაში" ანტიკური და მომდევნო ეპოქების სოლიდურ ცოდნას ხედავენ. აქ იგულისხმება ავგუსტინეს ღვთის ქალაქი, ბერძენი სატირიკოსის, ლუკიანეს (125-180) მემკვიდრეობა, ამერიგო ვესპუჩის შრომები, ერაზმ როტერდამელი. თომას მორს, გარდა „უტოპიისა, ეკუთვნის, საინტერესო ნარკვევი  „ცხოვრება იოანე პიკუსი, მირანდოლას გრაფისა, „რიჩარდ III ისტორია, რომელიც შექსპირმა გამოიყენა თავისი დრამისათვის და სხვა. უტოპიური (კამპანელა, ფრ. ბეკონი და სხვა) და ანტიუტოპიური (ნ. მაკიაველი და სხვა) ლიტერატურის ფონზე, განცალკევებით დგას ერაზმის ღირსეული მოწაფე, ყოფილი ფრანცისკანელი ბერი, ექიმი, ერთერთი უდიდესი ფრანგი ჰუმანისტი, გარგანტუა და პანტაგრუელის (1532) სახელგანთქმული ავტორი ფრანსუა რაბლე. განსხვავებით ერაზმისაგან, რაბლე, ლუთერის მსგავსად, ხალხურ სალაპარაკო ენას მიმართავს; მასებისათვის გასაგებად დასცინის არსებულ წყობილებას და ჩვევებს; იცავს განათლების და აღზრდის ახალ იდეალს. განათლება რეალურ ცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს. არ უნდა აზეპირებინებდნენ ტექსტებს თავიდან ბოლომდე და ბოლოდან დასაწყისამდე, აზრის რაიმენაირი გაგების გარეშე. სწავლება კი ისე უნდა წარიმართოს, რომ მას სასჯელის შიში კი არ წარმართავდეს, არამედ სასიამოვნო პროცესად იქცეს, სწავლისა და თამაშის გონივრული მონაცვლეობით. ამ მხრივ, რაბლე, ზოგი ასპექტით, ჟან ჟაკ რუსოზე (1712-1778) უფრო პროგრესულია. თავისი სიტყვა თქვა რაბლემ უტოპიური პროექტების შესახებაც. ოღონდ, მისი უტოპია ერთი მონასტრით შემოიფარგლება: ესაა თელემის მონასტერი „გარგანტუა და პანტაგრუელის  I წიგნში აღწერილი. ამ მონასტერში ყველაფერი სიკეთეა, უზარმაზარი სიმდიდრე, რელიგიური თავისუფლებაც (საერთოდ არ არის ეკლესია), არც კერძო საკუთრებაა, სადაც, როგორც კოტე ბაქრაძე (1898-1970) აღნიშნავს, „თავისუფალია არა ცალკეული ადამიანი, არამედ მთელი საზოგადოება". მაგრამ რაბლეს გამანადგურებელი ირონია არ ინდობს არც ახლობელ და არც შორებელ თანამოაზრეებს. თელემში არაა სავალდებულო შრომა. რის და ვის ხარჯზე არსებობენ და ვისი წყალობით?  ესეც გარკვეულია: გარგანტუიას დიდსულოვნებით! უფრო მეტ ეჭვებს აღძრავს ის, რომ აქ პროგრესი უკავშირდება მცენარე კანაფის ფსიქიკაზე ზემოქმედების თვისებას და მისი უკეთესი სახეობების აღმოჩენას. რაბლეს თელემი, შეიძლება ითქვას, რაღაც საკარნავალო ცენტრს უფრო ჰგავს. მორის უტოპია, ისევე, როგორც პლატონის „სახელმწიფო`, იმის ცდაა, რომ უჩვენონ ერთ ქვეყანაში კომუნიზმის აშენების შესაძლებლობა. იმ დროს, როცა გარემოცვა მეგობრული არაა და ომებიც მოსალოდნელია, ე. ი. მათთვის მზადებაცაა საჭირო. ცნობილია, რომ ეს საკითხი არსებითი გახდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის 30-იანი წლებიდან და დადებითად პასუხობდნენ მასზე. საბჭოეთის ამ პერიოდს ეხმიანება მორის აზრი იმის თაობაზე, რომ ტაპრობანზე ოქრო არ ფასობდა და იქ საპირფარეშოებს აკეთებენ ოქროსაგან [ასეთი იყო ვლადი-მერ ლენინის (1870-1924) დაპირება]. მორის უტოპია არაა აგებული სოციალურ ვითარების გაუთვალისწინებლად. როგორც სოციოლოგი და პოლიტიკოსი, იგი უჩვენებს, რომ ინგლისში ფართო მასების გაღატაკება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. მატყლის წარმოების განვითარებისათვის გლეხთა მეურნეობები გაანადგურეს და საძოვრებად აქციეს (ამას გამოხატავდა გამოთქმა „ცხვარმა შეჭამა ადამიანი"). საზოგადოების პროგრესი მორის „უტოპიაში მეცნიერების წინსვლას ემყარება. ეს ხდის შესაძლებელს ექვსსაათიან სამუშაო დღეს, ფულის არარსებობას, ძლიერ ჯარს და მაღალი დონის შეიარაღებას. კოპლსტონი აღნიშნავს, რომ მორი პირველი იყო, ვინც რელიგიური ტოლერანტობა სახელმწიფო პრინციპად აქცია. ტოლერანტობა ვრცელდებოდა ყველაზე, ვისაც ღმერთის არსებობა და სულის უკვდავება სწამდა (სულერთია, რა სახით). მაგრამ ეს არ ვრცელდებოდა ათეისტებზე. ტაპრობანზე სიკვდილით დასჯა არ არსებობს. ვინც ასეთ სასჯელს იმსახურებს, მას მონად აქცევენ. უნდა ითქვას, რომ, განსხვავებით პლატონის „სახელმწიფოსაგან", სადაც მონები არ არსებობენ, იქ მონების დიდი რაოდენობაა (თითოეულ ოჯახზე ორი მონაა მიწერილი). თუ ზუსტად ვიტყვით, სავსებით ახალი არც ერაზმს უთქვამს რაიმე. იგი გულმოდგინედ და თანმიმდევრულად იცავდა ანტიკური ჰუმანიზმიდან მომდინარე იდეებს. მაგრამ უდავოა,რომ საჭირო დროს ძველი საჭირო აზრების გახსენებას და მათი სიკეთის დამაჯერებელ ჩვენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერაზმი თვლიდა, რომ ეს იდეები ჭეშმარიტად გაგებული ქრისტიანობის იგივეობრივია. მას, ალბათ, შემთხვევით არ უთქვამს (იგი ხომ მაინც ეპისკოპოსი იყო!): „წმინდაო სოკრატე!` მისთვის ეს იყო რენესანსის ნამდვილი შინაარსი, ე. ი. მისი სახით (და არა საერთოდ) ჰუმანიზმი და რენესანსი ერთმანეთს ემთხვეოდა. იგი იმედოვნებდა, რომ ანტიკური ჰუმანიზმი ბუნებრივად შეეზრდებოდა ქრისტეს მიერ ნაქადაგებ ზნეობრიობას. ამიტომ ცდილობდა ერაზმი ანტიკურობის აღორძინებას შუა საუკუნეების უკიდურესობათა გარეშე. მისი ჰუმანიზმი ინტერნაციონალური იყო. ამ მიმართებაში მნიშვნელობა აქვს იმის აღნიშვნასაც, რომ ერაზმს არც ძველი აღთქმა უყვარდა და არც ძველი ებრაული ენა. ძველი აღთქმის ჰუმანიზმი მას საეჭვოდ მიაჩნდა და რამდენადაც შესაძლებელი იყო გვერდს უვლიდა მას, განსხვავებით ლუთერისაგან, რომელიც ამ ენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив