რეკომენდაციები:
HTML pad+Crack HTML pad+Crack ვებმასტერისთვის 16 სამწუხარო-უცნაური ფოტო მათგან, ვისი ცხოვრებაც ია-ვარდებით არა მოფენილი 16 სამწუხარო-უცნაური ფოტო მათგან, ვისი ცხოვრებაც ია-ვარდებით არა მოფენილი სასაცილო გენერალური დასუფთავება მსხვილი ნაწლავისთვის. 3 კვირაში 15 კგ ტოქსინიგან და ლორწოსგან გათავისუფლდებით გენერალური დასუფთავება მსხვილი ნაწლავისთვის. 3 კვირაში 15 კგ ტოქსინიგან და ლორწოსგან გათავისუფლდებით სტატიები თევზები – ბოროტებაა თევზები – ბოროტებაა სასაცილო კონვერტირებადი ერთეულები კონვერტირებადი ერთეულები სტატიები მარტენ პაჟი - როგორ გავხდი იდიოტი მარტენ პაჟი - როგორ გავხდი იდიოტი ლიტერატურა 3D Real Desktop 1.57 Standart 3D Real Desktop 1.57 Standart პროგრამები საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს სტატიები ძილი და სიზმარი ძილი და სიზმარი სტატიები „მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა „მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა სტატიები ანეკდოტები ანეკდოტები სასაცილო 365 მიზეზი, იმისთვის რომ დალიო 365 მიზეზი, იმისთვის რომ დალიო სასაცილო როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე სტატიები Mobile Legends 2 by zura76 15.07.2020 Mobile Legends 2 by zura76 15.07.2020 თამაშები როგორ მოვამზადოთ გოზინაყი როგორ მოვამზადოთ გოზინაყი სტატიები
10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ 10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ სტატიები როგორ დავამზადოთ ლეღვის მურაბა როგორ დავამზადოთ ლეღვის მურაბა სტატიები მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილი ულამაზესი დედის ასლია მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილი ულამაზესი დედის ასლია სტატიები ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ სტატიები ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი სტატიები როგორ ვმართოთ ქრომში დამახსოვრებული პაროლები? როგორ ვმართოთ ქრომში დამახსოვრებული პაროლები? სტატიები ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით სტატიები როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) სტატიები როგორ დავწიოთ მაღალი პულსი როგორ დავწიოთ მაღალი პულსი სტატიები ვამპირი ვამპირი სტატიები როგორ მოვუაროთ თმას როგორ მოვუაროთ თმას სტატიები სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისთვის – სასწაულმოქმედი რეცეპტი წინაპრებისგან სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისთვის – სასწაულმოქმედი რეცეპტი წინაპრებისგან სტატიები ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ! ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ! სტატიები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები სტატიები როგორი შურისძიება იციან ზოდიაქოს ნიშნებმა. თევზები პირანიები ხდებიან, ვერძები კი უყოყმანოდ უტევენ როგორი შურისძიება იციან ზოდიაქოს ნიშნებმა. თევზები პირანიები ხდებიან, ვერძები კი უყოყმანოდ უტევენ სტატიები მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) სტატიები
როგორ დავწეროთ წერილი

როგორ დავწეროთ წერილი

/ ნანახია:  101 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა საქართველოში იცის წერილის დაწერა, რადგან არაერთი სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციიდან ან მეგობრისგან მოგვსვლია წერილი, რომელიც იმდენად აბნეულ-დაბნეულია ვერ გაიგებს ადამიანი სად იწყება ტექსტი და სად მთავრდება, რასაც ვერ ვიტყვით უცხო ქვეყნის კომპანიებიდან მოსულ წერილებსა თუ მათზე პასუხებს. წერილის სტრუქტურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე მარტივი შესადგენი რაც აერთიანებს თემას, მისალმებას, ტექსტის შინაარსს, დანართს და დამშვიდობებას.
 

საფეხურები

  1. თემა
    თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წერილის წერის დროს, მაგალითად თუ ჩვენ გვსურს მივწეროთ რამე ორგანიზაციას წერილი მაჩვების გადარჩენის საკითხთან დაკავშირებით თემაში არავითარ შემთხვევაში არ ჩაწეროთ: გამარჯობა, მოგესალმებით, კითხვა, შემოთავაზება და ა.შ. მიწერეთ კონკრეტულად ის თემა რაზეც აპირებთ წერილში საუბარს ამ შემთხვევაში უნდა ჩაიწეროს თემაში: „მაჩვების გადარჩენასთან დაკავშირებით“, კითხვა იქნება ეს თუ შემოთავაზება წერილის ტექსტში გაირკვევა, არ არის საჭირო მიაწეროთ „შემოთავაზება...“ ან „კითხვა...“. გაითვალისწინეთ, რომ თემის მიხედვით წყვეტს მიმღები წაიკითხოს თუ არა წერილი (სპამის/მასიური წერილების ეპოქაში), თემა უნდა იყოს მარტივი. ასახავდეს წერილის შინაარსს, აგრეთვე ეცადეთ შედგებოდეს მაქსიმუმ 3-4 სიტყვით.
  2. მისალმება
    დამეთანხმებით ძალიან სასიამოვნოა როდესაც სახელით მოგმართავენ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წერილის ადრესატსაც სიამოვნებს, შესაბამისად:
    1.თუ თქვენთვის მისი სახელი ცნობილია მიმართეთ ასე:
    გამარჯობა ..............
    2. თუ რაიმე საიტს წერთ მაგალითად pirveli.ge-ის დაიწყეთ ასე:
    გამარჯობა pirveli.ge,
    3. თუ რამე ორგანიზაციას წერთ მაშინ ასე:
    მოგესალმებით,
    4. თუ წერილის მიმღები არის თქვენი უფროსი, ან თქვენზე მაღალი წოდების მქონე პირი, სასურველია მიმართოთ ასეთი ტექსტით:
    მოგესალმებით ბატონო ..............,
    არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ გამარჯობათ (არასწორია!) თუ მაინცდამაინც ზრდილობიანობის გამოჩენა გსურთ დაწერეთ მოგესალმებით.
  3. ტესქტის შინაარსი
    1. ტექსტის შინაარსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე (არავის სიამოვნებს 5 ფურცლიანი წერილის კითხვა, რასაკვირველია თუ ძალიან ახლობელ ადამიანს არ წერთ, მათთან რაც შეიძლება ბევრი ისაუბრეთ), კონკრეტული და ჩამოყალიბებული (არ გადახტეთ სხვადასხვა თემებზე, დაიცავით ტექსტის შინაარსის სტრუქტურა, თუ რამოდენიმე თემაზე გსურთ მიწერა ჯერ ერთი ჩამოაყალიბეთ და შემდეგ მეორე და ა,შ,)
    2. რამოდენიმე კითხვის ან საკითხის დასაშორებლად გააკეთეთ აბზაცი ან გამოყავით 2 ხაზით.
    3. თუ რამე ორგანიზაციიდან წერთ სხვა ორგანიზაციას ან კერძო პირს წერილი დაიწყეთ თქვენი სახელით, გვარით და თანამდებობით, რათა დაადასტუროთ თქვენი ოფიციალობა.
    4. არ დაწეროთ ტექსტი (თუ ინგლისურად წერთ) მაღალი რეგისტრის ასოებით, მიმღებს შეიძლება ეგონოს, რომ არ იცით Caps Lock ღილაკის გამოყენება
    5.თუ ქართველს წერთ (ორგანიზაციას/კერძო პირს) ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქართულად კითხულობს ტექსტს და არა ინგლისური ასოებით. ქართულად (გაითვალისწინეთ ზოგიერთი საფოსტო სერვერი ვერ კითხულობს ქართულ ტექსტს.
    6. ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები, რადგან მიმღებს აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი თქვენს კვალიფიკაციაზე, თუნდაც არ იყოთ რამე საკითხში კვალიფიციური გრამატიკულად სწორად შედგენილი წერილი ყოველთვის სასიამოვნოა.
    7. თუ წერთ რამე ორგანიზაციას წერილს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სლენგი (თუ მაინცდამაინც საჭიროა ჩასვით „ბრჭყალებში“), მეგობართან როგორც გსურთ ისე ილაპარაკეთ.
    8. თუ წერთ რამე ორგანიზაციას წერილს არ გამოიყენოთ „სმაილები“ მიმღებს შეიძლება წარმოდგენა შეექმნას, რომ დასცინით ან უბრალოდ უსიამოვნოდ მიიღოს.
    9. თუ წერთ პასუხს წერილზე თემაში აუცილებლად დატოვეთ „RE: თემა“ ადრესატი მიხვდება თუ რა თემასთან აქვს საქმე დანახვისთანავე, აგრეთვე არ წაშალოთ წინა წერილები, რათა ადრესატმა საჭიროების შემთხვევაში გადახედოს წინა საუბარს.
  4. დანართი
    თუ დანართის გაგზავნა აუცილებელია ეცადეთ, რომ თემასთან მაქსიმალურად კავშირში იყოს:
    1.თუ რამე კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის წევრს უგაზვნით სურათს პრობლემის შინაარსით, არ დაურთოთ ფაილი სახელით Image.jpg ეცადეთ ისეთი სახელი დაარქვათ რაც პრობლემასთან დაკავშირებულია.
    2.სასურველია წერილის მიმდინარეობისას ახსენოთ დანართი.
  5. დამშვიდობება
    დამშვიდობებაში დიდი არაფერია დასაწერი, როდესაც წერილის ადრესატი არის თქვენი უფროსი, თქვენზე მაღალი წოდების პირი ან რამე ორგანიზაცია სასურველია გამოიყენოთ შემდეგი სიტყები „პატივისცემით“, „კეთილი სურვილებით“ და სხვ.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив