რეკომენდაციები:
10 ტყუილი, რომელსაც ფილმებში ხშირად იყენებენ და ჩვენც გვჯერა 10 ტყუილი, რომელსაც ფილმებში ხშირად იყენებენ და ჩვენც გვჯერა საოცარი ფაქტები კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები სტატუსები სტატუსები სასაცილო ყველაზე მდიდარი ქართელები ყველაზე მდიდარი ქართელები სტატიები Iegova Iegova სასაცილო Naruto Flash Games Naruto Flash Games თამაშები საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები იცით თუ არა რომ? იცით თუ არა რომ? საოცარი ფაქტები Themes for Nokia Series 40 Themes for Nokia Series 40 პროგრამები Xilisoft YouTube Video Converter Xilisoft YouTube Video Converter პროგრამები საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს სტატიები როგორ ვწეროთ პუნქტუალურად როგორ ვწეროთ პუნქტუალურად სტატიები სიყვარულის ორმოცი წესი სიყვარულის ორმოცი წესი ელექტრონული წიგნები Tom and Jerry - fist of Fury Tom and Jerry - fist of Fury თამაშები Tara Reid Tara Reid სურათები 15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები 15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები სტატიები
ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. სტატიები 15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი 15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი სტატიები როგორ დავწეროთ წერილი როგორ დავწეროთ წერილი სტატიები როგორ მოვუაროთ თმას როგორ მოვუაროთ თმას სტატიები მამა გაბრიელის ისტორია მამა გაბრიელის ისტორია სტატიები 1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს 1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს სტატიები აბების მიღების ნაცვლად, გადადგით 5 მარტივი ნაბიჯი და სისხლის მაღალი წნევა აღარ შეგაწუხებთ აბების მიღების ნაცვლად, გადადგით 5 მარტივი ნაბიჯი და სისხლის მაღალი წნევა აღარ შეგაწუხებთ სტატიები როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან? როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან? სტატიები არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ სტატიები შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით სტატიები აფხაზეთის ომის სურათები! აფხაზეთის ომის სურათები! სტატიები სტაფილოს სალათი სტაფილოს სალათი სტატიები 15 ცხოვრებისეული რჩევა პითაგორასგან 15 ცხოვრებისეული რჩევა პითაგორასგან სტატიები შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით სტატიები როგორ მოვამზადოთ შემწვარი ყაბაყი 10 წუთში როგორ მოვამზადოთ შემწვარი ყაბაყი 10 წუთში სტატიები გააკეთეთ ეს 4 წუთიანი ვარჯიში ყოველდღე და ერთ თვეში მთელი სხეული შეგეცვლებათ გააკეთეთ ეს 4 წუთიანი ვარჯიში ყოველდღე და ერთ თვეში მთელი სხეული შეგეცვლებათ სტატიები
გიგანტური პანდა

გიგანტური პანდა

/ ნანახია:  102 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს

პანდა დათვების ოჯახის ერთ-ერთი იშვიათი წევრია, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშ იმყოფება. დღედღეობით მისი მომავალი გაურკვეველია. ჩინეთის ეკონომიკა თანდათან ვითარდება, რის გამოც ამ სახეობას სულ უფრო მეტი ზიანი ადგება.

გიგანტური პანდები ჩინეთის მთიან რეგიონებში ბინადრობენ. იქ ბამბუკის ტყეებია, სიგრილე და სიმშრალე, ზუსტად ისეთი გარემო, როგორიც პანდებს უყვართ. ზაფხულის პერიოდში შეიძლება 4000 მ სიმაღლემდეც კი ავიდნენ. ერთ დროს მათი საბინადრო არეალი დაბლობი იყო, მაგრამ ტყეების გაჩეხვამ, ფერმერობის განვითარებამ და სხვა მოვლენებმა აიძულა ეს არსებები, მთებში გახიზნულიყვნენ.

გიგანტურ პანდას დაუოკებელი მადა აქვს ბამბუკის მიმართ. ტიპიური პანდა დღის ნახევარს ჭამაში ატარებს – 24 საათიდან დაახლოებით 12 საათს. ყოველდღიურად 12-13 კგ ბამბუკია საჭირო, რომ ეს სახეობა გაძღეს. ის ყოველთვის ხარბად წყვეტს ღეროებს წაგრძელებული მაჯის ძვლებით, რომლებიც თითების მაგივრობას უწევს. ზოგჯერ ჩიტებსა და მღრღნელებსაც ეტანება.

გიგანტური პანდა შავ-თეთრი დათვია, სხეულის აგებულებითაც ტიპიურ დათვს ჰგავს. ყურებზე, თვალების გარშემო, დრუნჩზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, ზოგჯერ წელზეც, ბეწვი შავი ფერისაა, დანარჩენ ადგილებში კი – თეთრი. უცნობია, რატომ განუვითარდათ ასეთი შეფერილობა. მეცნიერთა ნაწილი გვთავაზობს თეორიას, რომ ასეთი გარეგნობით თოვლიან და კლდოვან ბუნებასთან კამუფლაჟს ახდენენ. სქელი ფუმფულა ბეწვი ეხმარება მას, შეინარჩუნოს სითბო ცივ არეალში. გიგანტურ პანდას მსხვილი წინა კბილები და ძლიერი ყბები აქვს, რათა ბამბუკის უხეში ტოტები ადვილად დაამსხვრიოს.


გიგანტური პანდა ზომით დაახლოებით ამერიკულ მურა დათვს უტოლდება. ოთხ ფეხზე დგომისას მხრებამდე მისი სიმაღლე 60-90 სმ-ია, სიგრძე კი – 1.2-1.8 სმ. მამრი მდედრზე უფრო მძიმეა, ველურ ბუნებაში მათი წონა 150 კგ-ს აღწევს, მდედრისა კი – 110 კგ-ს, ისიც იშვიათად. მეცნიერებისთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობს ეს არსება მთიან ადგილებში, თუმცა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ტყვეობისას. ჩინურ ზოოპარკებში დაფიქსირებულია პანდები, რომლებმაც 35 წელი იცოცხლეს.

პანდებს უმეტესად ხედავენ მჯდომარეს, მშვიდს, რომელიც ბამბუკს შეექცევა. მისი დიეტის 99%-ს სწორედ ეს მცენარე შეადგენს. ჭამისას უკანა ფეხები გაშხლართული აქვს და ადამიანის მსგავს მჯდომარე პოზას იღებს. ზოოპარკებში ბამბუკის გარდა შაქრის ლერწამს, ბრინჯის ფაფას, სტაფილოს, ვაშლსა და ტკბილ კარტოფილსაც მიირთმევენ. ერთი შეხედვით, გიგანტური პანდა შეიძლება ზანტი ჩანდეს, თუმცა ოსტატურად შეუძლიათ ხეზე აცოცება და არაჩვეულებრივად ცურავენ. ბევრი ადამიანის აზრით, ეს არსებები საყვარელი და უწყინარი ცხოველები არიან, მაგრამ საფრთხეში ყოფნისას პანდა სხვა დათვებზე არანაკლებ საშიშია.

პანდები მარტოსულები არიან. მათ საკმაოდ განვითარებული ყნოსვის უნარი აქვთ, რაც მამრებს ეხმარებათ, არ შეეჩეხონ ერთმანეთს, როცა მდედრს ეძებენ შესაწყვილებლად. ეს, როგორც წესი, გაზაფხულის პერიოდში ხდება. 5 თვიანი მაკეობის შემდეგ მდედრი 1 ან 2 ნაშიერს აჩენს. თუმცა ორს ერთად ვერ უვლის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში რომელიმე იღუპება. ახალშობილი ბრმა არის და 150 გრამამდე იწონის, ხოხვას კი 3 თვის ასაკიდან იწყებს. დაბადებისას ყველა პანდა თეთრია, ფერებს მოგივანებით იძენენ.

ამ მომენტისთვის ველურ ბუნებაში დაახლოებით 1000 პანდაა, ზოოპარკებსა და პარკებში – 300-მდე. რაც მათ შესახებ ვიცით, უმეტესად დატყვევებულ ეგზემპლარებზე დაკვირვებით გახდა ცნობილი, რადგან მათი გარეული ნათესავების პოვნა საკმაოდ რთული და სახიფათო საქმეა.


გიგანტურ პანდაზე დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდნენ ადგილობრივები, მათ შეემატნენ უცხოელებიც, მას შემდეგ, რაც ეს ცხოველი დასავლეთმა გაიცნო. 30-იან წლებში ომის გამო ბრაკონიერებს დროებით ხელ-ფეხი შეეკრათ, თუმცა პანდებისთვის ეს დიდი შეღავათი არ ყოფილა, რადგან ჩინელები მათ დახოცვას აგრძელებდნენ ბეწვის მოპოვების მიზნით. 40-იანი წლების ბოლოს დაწყებულმა შიმშილობებმა ველურ ბუნებაში მცხოვრები ბევრი სახეობა შეამცირა, მათ შორის პანდაც. 50-იანების ბოლოს პანდების დაცვა დაიწყეს. ჩათვალეს, რომ ამისთვის ყველაზე კარგი და ეფექტური გზა მათი დაჭერა და ამ გზით გამრავლება იყო. გალიაში გამომწყვდეულ პანდებს ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ბუნებრივ პირობებთან მოშორებამ, ტყეების გაკაფვამ, ჰაერის დაბინძურებამ უარყოფითად იმოქმედა მათ გამრავლებაზე. 90-იანებში რამდენიმე კანონი შემოიღეს, რამაც პანდების მდგომარეობა უკეთესობისკენ შემოაბრუნა. პირობები გაუუმჯობესეს, მეთვალყურეობა გაზარდეს და მათმა რაოდენობამ თანდათანობით მატება დაიწყო, თუმცა დღემდე ისინი ითვლებიან იშვიათ სახეობად.

უცნობია, ამ არსებებს რატომ უწოდეს პანდა. ყველაზე მეტად ეს სახელი ჰგავს ნეპალურ სიტყვას “პანია”, რაც ბამბუკს ნიშნავს. ჩინეთში მათ უბრალოდ პანდა ჰქვიათ, დასავლეთმა კი ეს სახელი ნაკლებად ცნობილ სახეობას, წითელ პანდას (ენოტისებრთა ოჯახიდან) უწოდა. მსგავსადვეა სამეცნიერო ენციკლოპედიებში. 1901 წლამდე გიგანტური პანდა ცნობილი იყო, როგორც ფერადი დათვი, ან ჭრელი დათვი. ჩინეთში მას 20-მდე სახელი აქვს, როგორიცაა მაგალითად ლაქებიანი დათვი, ბამბუკის დათვი, დათვი კატა, დიდი დათვი კატა და ა.შ. ეს სახელი სავარაუდოდ თვალების ვერტიკალური ჭრილების გამო ეწოდათ. ეს ნიშანი მათ დანარჩენი დათვებისგან განასხვავებთ.

კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив