რეკომენდაციები:
Tom and Jerry - fist of Fury Tom and Jerry - fist of Fury თამაშები ვახტანგ ჯავახაძე / არაფერი დაგვიკარგავს ვახტანგ ჯავახაძე / არაფერი დაგვიკარგავს პოეზია კონსტანტინე გამსახურდია (1891–1975) კონსტანტინე გამსახურდია (1891–1975) სტატიები avast 4.8 avast 4.8 პროგრამები მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) სტატიები ძილი და სიზმარი ძილი და სიზმარი სტატიები ატლანტმა მხრები გაშალა ატლანტმა მხრები გაშალა ელექტრონული წიგნები Thunderstone - tools of Destruction ( 2005 ) Thunderstone - tools of Destruction ( 2005 ) მუსიკა შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით სტატიები სექსის შემდეგ (tatsson.log.ge) სექსის შემდეგ (tatsson.log.ge) სასაცილო ისტორიული გადმოცემები მაქციებზე ისტორიული გადმოცემები მაქციებზე სტატიები როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი სტატიები Free Download Manager 2.5 Build 737 Free Download Manager 2.5 Build 737 პროგრამები მას იმხელა თავი აქვს... მას იმხელა თავი აქვს... სასაცილო „მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა „მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა სტატიები GTA - SanAndreas -კოდები GTA - SanAndreas -კოდები თამაშები
საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით სტატიები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები სტატიები სასიყვარულო სტატუსები... სასიყვარულო სტატუსები... სტატიები 10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება 10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება სტატიები როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი სტატიები როგორ მოვამზადოთ საცივი როგორ მოვამზადოთ საცივი სტატიები როგორ ვმართოთ ქრომში დამახსოვრებული პაროლები? როგორ ვმართოთ ქრომში დამახსოვრებული პაროლები? სტატიები ომლეტი ტომარაში, იტალიური რეცეპტის მიხედვით ომლეტი ტომარაში, იტალიური რეცეპტის მიხედვით სტატიები როგორ წავშალო ფეისბუქი? როგორ წავშალო ფეისბუქი? სტატიები ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი სტატიები Charlie Chaplin Charlie Chaplin სტატიები უგულავას დიეტა უგულავას დიეტა სტატიები დედა 55 წლისაა, თუმცა ყველას 30 წლის ჰგონია. მარტივი პროცედურა თქვენს კანს ათიოდე წლით გააახალგაზრდავებს დედა 55 წლისაა, თუმცა ყველას 30 წლის ჰგონია. მარტივი პროცედურა თქვენს კანს ათიოდე წლით გააახალგაზრდავებს სტატიები ქართული პარადოქსი ქართული პარადოქსი სტატიები პასკა - რეცეპტი პასკა - რეცეპტი სტატიები
სამზარეულოს დიზაინი

სამზარეულოს დიზაინი

/ ნანახია:  113 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი სამზარეუოს დიზაინი, ან შეიტანოთ მასში ახალი დეტალი?  გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული და ძნელი დასაძლევია, თუ არა გაქვთ საკმარისი შთაგონება.
    შთაგონება, კარგად არჩეული სტილი და თანამედროვე სამშენებლო მასალები, თქვენს სამზარეულოს განუმეორებელ შემოქმედებით ნიმუშად გადააქცევენ. მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღიათ, ვეცდებით ცოტათი დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ რამოდენიმე საჭირო წესი სამზარეულოს დიზაინისათვის:
  • შთაგონება. იპოვეთ ის ძირითადი დეტალი, რომელიც თქვენ აღგაფრთოვანებთ და რომლის გარშემოც მოახდენთ სამზარეულოს სხვა დანარჩენი ელემენტების განთავსებას და შეხამებას. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება, საინტერესო სანათი ავეჯი თუ ჭურჭელი. მთავარია, რომ ეს იყოს ბაზა მუშაობის დაწყებისათვის რათა დანარჩენი ყველაფერი მას შეუხამოთ და მოარგოთ.
  • ფერების არჩევა. ამ საკითხში თქვენი ფანტაზია შეუზღუდავია. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური, ისე კაშკაშა, ავანგარდული ფერთა პალიტრა. მთავარია, სწორად იყოს მოფიქრებული მათი შეხამება. სამზარეულოს კედლები ჰარმონიაში უნდა იყოს ავეჯთან და მის მოწყობილობებთან. ჭერი ისეთი უნდა იყოს, რომ ვიზუალურად გაადიდოს მოცულობა, ხოლო იატაკმა უნდა შემოიტანოს სითბოსა და მყუდროების შეგრძნება. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რომ თბილი ფერები მადას აღვივებს, ხოლო ცივი ფერები, პირიქით - აქვეითებს. ამიტომ სიმსუქნისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უარი თქვით სამზარეულოს წითელ და ყვითელ ფერებში მოწყობაზე და უპირატესობა მიანიჭეთ ლურჯს, ნაცრისფერს...
  • მასალების არჩევა. ამ საკითხშიც ძალიან დიდი არჩევენი გაქვთ. თქვენს განკარგულებაშია საღებავები, პლასტიკატები, მეტლახი, სპეციალური შპალერი, მოსაპირკეთებელი ქვა, ხის მასალები... მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მასალების ვიზუალური მხარე შეთანხმებუილი იყოს იმ ფიზიკურ და სპეციფიკურ ფაქტორებთან, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს. ეს არის წყალი, ცხიმები, მარილები, მაღალი ტემპერატურა, ორთქლი და ა.შ. აუცილებელია, რომ იატაკი აუცილებლად ნესტგამძლე იყოს. ამიტომ საუკეთესო მასალად ითვლება კერამიკული ფილები ან გრანიტი. ასევე იყენებენ ნესტგამძლე ლამინირებულ იატაკსაც. კედლებისათვის გამოყენებული მასალა (კაფელი, შპალერი, საღებავი) აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს, არ აფუჭებდეს სარეცხი საშუალებებით წმენდა რომ ცხიმის ლაქები ადვილად მოშორდეს. ასეთივე გამძლე უნდა იყოს ავეჯისთვის გამოყენებული მასალაც. განსაკუთრებული გამძლეობა მოეთხოვება ავეჯისა და მაგიდის სამუშაო ზედაპირს. ის უნდა უძლებდეს ნესტსაც, მაღალ ტემპერატურასაც და ასევე ნაკაწრების მიმართ მდგრადობა მართებს.
  • სტილის არჩევა. სტილი შეიძლება მკაცრად იყოს განსაზღვრეული, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, საუკეთესო შედეგის მისაღებად ნურც სხვადასხვა სტილის შერევას შეუშინდებით. შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელშიც შეიძლება ჩართული იყოს პლასტმასი და ხე, კლასიკა და ჰაიტეკი, ქრომი და მინა და ა.შ. სანამ ეს ყველეფერი თქვენს თვალსა და გულს არ გაახარებს.
  • მოხერხებულობა. ესთეტიკის დამუშავების დროს არ დაივიწყოთ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აუცილებელია სამზარეულოსათვის. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამზარეულოს ფუნქციონალურობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ არსებული მოცულობა, სამუშაო ადგილები დაჰყავით ზონებად, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი სამზარეულოს ტექნიკით და მოწყობილობებით. აუცილებლად გათვალეთ უჯრებისა და სათავსოების რაოდენობა, რომ ყველაფერს თავიანთი ადგილი მიუჩინოთ. არ დაგავიწყდეთ ადგილის გამოყოფა  ნაგვის ურნისთვის, რომელიც ყველაზე ხშირად დაგჭირდებათ სამზარეულოში ფუსფუსისას. 
  • სამზარეულოს კომფორტულობისათვის. იყავით მართალი საკუთარი თავის წინაშე და აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. მთელი მოცულობა, რომელსაც იყენებთ საჭმლის მოსამზადებლად, უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. ნუ გადატვირთავთ მას იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტებით და მოწყობილობებით და ნახავთ რამდენად მოხერხებული გახდება სამზარეულოში საქმიანობა. პერიოდულად, თვეში ერთხელ შეამოწმეთ თქვენი უჯრები და მაცივარი რომ გაანთავისუფლოთ უსარგებლო ნივთებისა და დავიწყებული პროდუქტების ნარჩენებისაგან. პროდუქტების შესახნახად გამოიყენეთ კონტეინერები, ისინი ადგილის დიდ ეკონომიას იძლევიან როგორც გარდერობში, ასევე მაცივარში. ყველა საგანს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი სამზარეულოში და უნდა შეეცადოთ ისინი განალაგოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად იყენებთ მათ. კარგი იქნება თუ ზედმეტ ნივთებს მოიშორებთ და მათ გამო დისკომფორტს არ შეიქმნით. მაგალითად ხალიჩას, რომელიც დალაგება-დასუფთავებას ყოველთვის გაართულებს. 





კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив