რეკომენდაციები:
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი სტატიები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები სტატიები ძილი და სიზმარი ძილი და სიზმარი სტატიები მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! სტატიები 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას სტატიები საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს სტატიები ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი სტატიები როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) სტატიები სასიყვარულო სტატუსები... სასიყვარულო სტატუსები... სტატიები სამზარეულოს დიზაინი სამზარეულოს დიზაინი სტატიები როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”? როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”? სტატიები ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ! ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ! სტატიები გურიის ფეოდალები გურიის ფეოდალები სტატიები მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი) სტატიები როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად სტატიები
იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე!

იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე!

/ ნანახია:  96 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


გამოწვევა
(ოშო რაჯნეშის გადმოცემით)
ცოტაოდენი წინააღმდეგობა -აი რა გვჭირდება. ქარიშხალი, ელვა და ქუხილი მხოლოდ გაგვამდიდრებს, ისევე, როგორც სიხარული და ბედნიერება.
ეს ალბათ ძველთაძველი იგავია, რადგან როცა ის შეიქმნა, ღმერთი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობდა. ერთხელ მასთან მოხუცი ფერმერი მივიდა და უთხრა:
— მისმინე, შენ შეიძლება ღმერთიც ხარ და სამყაროს შემქმნელიც, მაგრამ ერთი რამე მაინც უნდა გითხრა: მიწათმოქმედი არა ხარ. ფერმერობის ანა-ბანაც კი არ გაგეგება. ცოტა სხვებისგანაც უნდა ისწავლო.
რას მთავაზობ? _ ჰკითხა ღმერთმა.
— ერთი წელი ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მე მინდა და ნახავ, რა იქნება! სიღარიბე მოისპობა.
ღმერთი დათანხმდა და ფერმერს ერთი წელი მისცა. ისიც, რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს ითხოვდა, არც ქარიშხალი უთხოვია და არც ჭექაქუხილი. რაც საჭირო და სასარგებლო იყო მოსავლისთვის, ყველაფერი ეძლეოდა და ისიც ბედნიერი იყო. ხორბალი ძალიან მაღალი იზრდებოდა! როცა მზეს ისურვებდა, მზე გამოდიოდა, როცა წვიმას _ წვიმა მოდიოდა. თანაც ზუსტად იმდენი, რამდენიც მას სურდა. ამ წელს ყველაფერი სწორად, მათემატიკური სიზუსტით კეთდებოდა. ისეთი მაღალი ხორბალი გაიზარდა!
ფერმერი ღმერთთან მივიდა და უთხრა:
— ნახე, წელს ისეთი მოსავალი იქნება, რომ ხალხმა ათი წელი რომ ხელი არ გაანძრიოს, საჭმელი მაინც ექნება.
მაგრამ როცა მოსავალი აიღეს, ხორბალში მარცვალი არ აღმოჩნდა.
ფერმერმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
რატომ მოხდა ასე? რა შეცდომა დავუშვი?
ღმერთმა უთხრა:
ის, რომ ხორბალს წინააღმდეგობა არ შეხვედრია. შენ ის ყველაფერი ცუდისგან დაიფარე და ამიტომაც გამოგივიდა ფუყე. ცოტა რომ ებრძოლა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ქარიშხალი აუცილებელია. ვერც ჭექა-ქუხილის გარეშე გამოვა რამე. ისინი ხორბლის სულს გააღვიძებდნენ…
ამ იგავში უდიდესი სიბრძნე დევს. თუ შენ ბედნიერი ხარ, მერე ისევ ბედნიერი, ბედნიერი და ბედნიერი, ბედნიერება მნიშვნელობას ჰკარგავს. თეთრ კედელზე თეთრი ცარცით რომ წერო, შენი ნაწერის წაკითხვას ვერავინ შეძლებს. ღამე ისევე აუცილებელია, როგორც დღე და სასოწარკვეთილების დღეები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიხარულის. ამას ვუწოდებ მე გაცნობიერებას. და როცა ნელ-ნელა, თანდათანობით, სიცოცხლისა და წინააღმდეგობის რიტმს შეიგრძნობ, კითხვები აღარ გაგიჩნდება, რადგან საიდუმლოს ეზიარები!
იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე! ნახავ, რა უზომოდ ბევრი მადლს გფენს არსებობა ყოველ წამს! მაშინ სასოწარკვეთა და მწუხარებაც განიწმინდება. განა არ გეწვევა სევდა. მოვა, მაგრამ ის უკვე აღარ იქნება შენი მტერი. შენ მას დაუმეგობრდები, რადგან გეცოდინება, რომ ისიც სასარგებლოა. შენ იხილავ მშვენიერებას და მიხვდები, რატომ არსებობს იგი და რატომაა ზოგჯერ ასე აუცილებელი.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив