რეკომენდაციები:
როგორ ვწეროთ პუნქტუალურად როგორ ვწეროთ პუნქტუალურად სტატიები იცოდით თუ არა რომ. . . იცოდით თუ არა რომ. . . სტატიები როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას – 10 რჩევა სტატიები 10 რამ, რის შეყვარებულთან ერთად არ გაკეთებასაც აუცილებლად ინანებთ 10 რამ, რის შეყვარებულთან ერთად არ გაკეთებასაც აუცილებლად ინანებთ სტატიები მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს სტატიები როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი სტატიები სტაფილოს სალათი სტაფილოს სალათი სტატიები ისტორიული გადმოცემები მაქციებზე ისტორიული გადმოცემები მაქციებზე სტატიები როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად სტატიები ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა სტატიები Love in 87 languages Love in 87 languages სტატიები როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს სტატიები როგორ მოვამზადოთ საცივი როგორ მოვამზადოთ საცივი სტატიები ugulavas dieta ugulavas dieta სტატიები 15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები 15 ცნობილი სერიალი, რომელშიც საქართველოა ნახსენები სტატიები გიგანტური პანდა გიგანტური პანდა სტატიები
მამა გაბრიელის ისტორია

მამა გაბრიელის ისტორია

/ ნანახია:  110 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
მამა გაბრიელის ისტორია



ბავშვობა



მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენებაც კი მკაცრად იყო აკრძალული. მამა-ვასილ ურგებაძე კომუნისტი გახლდათ, რომელიც მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ქრისტეს იწამებდა არც მას დაინდობდა და არც შვილებს. ვასილ ურგებაძე მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო მოულოდნელად ავად გამხდარა, მის გადარჩენას არავინ ფიქრობდა მაგრამ მოულოდნელად გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.


სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ



მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში, მიუხედავად სიმკაცრისა გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ უფლის სადიდებლად ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ეკლესიაში კომუნისტების მიერ გადაყრილი ხატები იყო დაბრძანებული, ხელისუფლებამ ის რამდენჯერმე დაანგრია, მაგრამ დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქუჩაზე. 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა, ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი იმიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელმა იმოღვაწევა მცხეთის დედათა მონასტერში.


ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ!!!



მამა გაბრიელი იყო პირველი ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა, ააშენა ეკლესია, 1969 წელს 1 მაისს კომუნისტთა აღლუმის დროს ყველას თვალწინ დაწვა ლენინი12 მეტრიანი სურათი სიტყვებით დიდება უფალ იესო ქრისტეს და არა ამ ძაღლ და სატანა ლენინს. კრემლიდან გაიცა ბრძანება გაუსამართლებლად დაეხვრეტის შესახებ .


ბოლო წლები და ბერის ანდერძი



მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიანის კოშკის შესასვლელში მდებარე გოდოლში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ილია II-მ ბერს არქიმანდრიტობა უბოძა. 1995 წელის 2 ნოემბერს ბერი გარდაიცვალა, იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტერში. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა- ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე მოედინება ზეთი რომელიც კურნავს მრავალ დაავადებას .


მამა გაბრიელის ნაუბა


ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთო ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც. ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს წინასწარმეტყველაბა იმის შესახებ რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив