რეკომენდაციები:
ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. სტატიები Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] სტატიები ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი სტატიები საუკეთესო იდეები “ხრუშოვკის” ტიპის ბინაში სამზარეულოს მოწყობისთვის საუკეთესო იდეები “ხრუშოვკის” ტიპის ბინაში სამზარეულოს მოწყობისთვის სტატიები რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ სტატიები გიგანტური პანდა გიგანტური პანდა სტატიები როგორ გავაკეთოთ ელ-ფოსტა (Gmail-ზე) როგორ გავაკეთოთ ელ-ფოსტა (Gmail-ზე) სტატიები მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! სტატიები ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ! ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ! სტატიები ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნები წლების მიხედვით სტატიები ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება სტატიები როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები) როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები) სტატიები 8/12/1980 8/12/1980 სტატიები "მე შენ მიყვარხარ" "მე შენ მიყვარხარ" სტატიები როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) სტატიები ჰილტონის ფეხები ჰილტონის ფეხები სტატიები
ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება

ჰოლივუდის 10 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება

/ ნანახია:  125 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
ხშირად, ჰოლივუდის წარმომადგენლების ხანმოკლე ქორწინება ყველაზე არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი ხდება – ცხოვრობდნენ დიდხანს და… ზოგჯერ წინადადების დასრულებასაც კი ვერ ვასწრებთ, როდესაც ვიგებთ, რომ ქორწინება, რომელსაც ასე იმედებით შევყურებდით, უკვე დასრულდა.
1. ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალექზანდერი
პოპ ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი და მისი ბავშვობის სიყვარული და ახლო მეგობარი ჯეისონ ალექზანდერი, 2004 წლის იანვარში ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. 55 საათის შემდეგ ქორწინება ანულირდა. ბრიტნის განცხადებით, „ეს ხუმრობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა“.
2. კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრისი
როდესაც საქორწინო წვეულებაში 10 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავ და სამ სხვადასხვა ძვირადღირებულ სამოსს ირგებ, ცდილობ, რომ ქორწინება 72 დღეზე დიდხანს გაგრძელდეს. სწორედ ამდენ ხანს გასტანა კიმ კარდაშიანისა და კრის ჰამფრისის ქორწინებამ. „ფრთხილი დაკვირვების შემდეგ, მივხვდი, რომ ქორწინება უნდა დამესრულებინა“ – განაცხადა კიმმა.
3. ლიზა მარი პრესლი და ნიკოლას ქეიჯი
ელვის პრესლის ქალიშვილი და მსახიობი ნიკოლას ქეიჯი ქორწინებაში მხოლოდ 3 თვე იმყოფებოდნენ. გაქორწინების შემდეგ, ლიზამ ამ თანაცხოვრებას „დიდი შეცდომა“ უწოდა. „ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, თუმცა ჩვენ არც უნდა დავქორწინებულიყავით“.
4. რენე ზელუეგერი და კენი ჩესნი
მსახიობსა და ქანთრის მომღერალს გულშემატკივრები თავიდანვე შეუფერებელ წყვილად მიიჩნევდნენ, თუმცა ამას რენესა და კენისთვის ხელი არ შეუშლია. ურთიერთობის დაწყებიდან 4 თვეში შეყვარებულები დაქორწინდნენ და ასევე 4 თვეში განქორწინდნენ.
5. კოლინ ფარელი და ამელია უორნერი
გულშემატკივრებს ვერასოდეს წარმოედგინათ, რომ მათი საყვარელი ირლანდიელი მსახიობი ოდესმე დაოჯახდებოდა, თუმცა 25 წლის ასაკში ამ მეამბოხე სულმა ცხოვრება ამელია უორნერს დაუკავშირა. სამწუხაროდ, ყველაფერი ძალიან მალე, სულ რაღაც 4 თვეში დასრულდა და წყვილის გზებიც გაიყარა.
6. ჯენიფერ ლოპესი და კრის ჯადი
ჯეი ლომ ქორეოგრაფ კრის ჯადზე 2001 წლის სექტემბერში იქორწინა, თუმცა რამდენიმე თვეში, მათი განქორწინების შესახებ გავრცელდა ჭორები. გაყრის შემდეგ, კრისმა მომღერლის კუთვნილი 15 მილიონი დოლარიც მიისაკუთრა.
7. ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ესპოსიტო
Hangover-ის საერთაშორისო პოპულარობამდე, 2006 წლის ოქტომბერში, ბრედლი კუპერმა ჯენიფერ ესპოსიტოს სთხოვა ცოლობა. წყვილი დეკემბერში დაქორწინდა და სულ რაღაც 5 თვეში ერთმანეთს გაეყარა. უთანხმოების მიზეზად ინტერესთა სხვაობა დასახელდა.
8. კეტი პერი და რასელ ბრენდი
კეტიმ და რასელმა შეხვედრა 2009 წელს დაიწყეს. წყვილს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ მათ ქორწინებამდე დაიწყო. თავდაპირველად, მსახიობი და მომღერალი თითქოს კარგად უგებდნენ ერთმანეთს და რამდენიმე თვეში იქორწინეს კიდეც, თუმცა 14-თვიანი ქორწინებისა და გაყრის შემდეგ, ისინი აცხადებენ, რომ რეალურად ყველაფერი თავიდანვე ცუდად იყო.
9. მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი
არა ერთი დაშორების, სკანდალისა თუ ნეგატიურად განწყობილი ადამიანების მიუხედავად, მაილისა და ლიამის ქორწინება შედგა და როდესაც გულშემატკივრებმა საბოლოოდ იფიქრეს, რომ წყვილის ერთად ყოფნა გარანტირებული იყო, 8-თვიანი ქორწინების შემდეგ ყველაფერი დასრულდა და მაილიმ განქორწინების საბუთები შეიტანა სასამართლოში.
10. ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი
გახმაურებული სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა ყველაფერი სულ სხვანაირად დაიწყო. მსახიობებმა ერთმანეთი 2009 წელს, The Rum Dieries გადაღებებზე გაიცნეს და 2015 წელს ბაჰამის კუნძულებზე იქორწინეს, თუმცა სულ რაღაც 1-წლიანი ქორწინების შემდეგ, მათ ურთიერთობა სკანდალით დასრულდა.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив