რეკომენდაციები:
Adobe Photoshop 2020 21.2.1.265 Adobe Photoshop 2020 21.2.1.265 პროგრამები ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისათვის – უგემრიელესი სასუსნავი ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისათვის – უგემრიელესი სასუსნავი სტატიები Craagle 1.8 Craagle 1.8 პროგრამები Invisible IP Map v.2.7 Invisible IP Map v.2.7 პროგრამები პატარა ბოსი (ქართულად) პატარა ბოსი (ქართულად) მულტფილმები სიყვარულის ორმოცი წესი სიყვარულის ორმოცი წესი ელექტრონული წიგნები სასიყვარულო სტატუსები... სასიყვარულო სტატუსები... სტატიები Ashanti - Collectables By Ashanti Ashanti - Collectables By Ashanti მუსიკა სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სტატიები დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ელექტრონული წიგნები სამი იბერია სამი იბერია სტატიები GTA IV - კოდები GTA IV - კოდები თამაშები საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები სადღეგრძელოები სადღეგრძელოები სასაცილო ანა ფრანკის დღიური ანა ფრანკის დღიური ელექტრონული წიგნები
ტიბეტელი ბერების 20 რჩევა ტიბეტელი ბერების 20 რჩევა სტატიები ძველი ტაფები იმაზე უკეთ იბრწყინებს, ვიდრე შეძენის დღეს. არც კი იფიქროთ მათი გადაყრა ძველი ტაფები იმაზე უკეთ იბრწყინებს, ვიდრე შეძენის დღეს. არც კი იფიქროთ მათი გადაყრა სტატიები როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად სტატიები როგორ გავაკეთოთ ელ-ფოსტა (Gmail-ზე) როგორ გავაკეთოთ ელ-ფოსტა (Gmail-ზე) სტატიები თამარ მეფე თამარ მეფე სტატიები როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის) როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის) სტატიები საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები 8/12/1980 8/12/1980 სტატიები 1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს 1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს სტატიები როგორ დავწეროთ რეფერატი როგორ დავწეროთ რეფერატი სტატიები სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები ეს რეცეპტი ერთმა ებრაელმა პროფესორმა ჩუმად ასწავლა, ექიმებმა არ გამიგონო “ – დიაბეტის ხალხური, გამოცდილი და წარმატებული რეცეპტი ეს რეცეპტი ერთმა ებრაელმა პროფესორმა ჩუმად ასწავლა, ექიმებმა არ გამიგონო “ – დიაბეტის ხალხური, გამოცდილი და წარმატებული რეცეპტი სტატიები როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით სტატიები ამ „ვარსკვლავმა“ ყველა განკურნა! მასში არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმაც კი არ იცოდნენ ამ „ვარსკვლავმა“ ყველა განკურნა! მასში არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმაც კი არ იცოდნენ სტატიები როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) სტატიები Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სტატიები
გურიის ფეოდალები

გურიის ფეოდალები

/ ნანახია:  338 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
გურიის თავადები

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

 „ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა“
XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო:

გურიელი

გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი, მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია, საბატონიშვილო - ლესა

გურიელების გერბი

ნაკაშიძე

გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა საუკუნეებში კი ნაკაშიძედ.

ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად XVII საუკუნეში მცხოვრები მამუკა ნაკაშიძე სახელდება.  მამუკასა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები დიმიტრი ბაქრაძეს უნახავს ციხისფერდის ეკლესიაში 1873 წელს. ნაკაშიძეები ფლობდნენ „ერმენის“ მებაჟეობის უფლებას. 1787-92 წლებში „ერმენის“ მებაჟეობა სვიმონ მესამე გურიელმა მისცა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს. „ერმენში“ შედიოდა ფაქტობრივად მთელი ზღისპირეთი ლელისწყალსა და ჩოლოქს აქეთ გრიგოლეთიანად, ნაკაშიძეებს ეკუთვნოდა სოფლებიგურიანთა, ვაშნარი, ციხისფერდი, ჭანიეთური, ბაილეთი, ახალსოფელი, მიქელგაბრიელი, ჩოჩხათი, ზედუბანი, გოგორეთი, მაკვანეთი. მათი რეზიდენცია და საძვალე იყო ციხისფერდისა და ვაშნარის ციხე და ეკლესიები. ნაკაშიძეები XIX საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს ანექსიისას და 1841 წელს გლეხთა აჯანყების დოს პრორუსული ორიენტაციის მქონე თავადები იყვნენ.

ნაკაშიძეები გურიაში ჩაის წარმოების ერთ-ერთი პიონერები იყვნენ. თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ჩაქვიდან შემოიტანა და ზედუბანში გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე და უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе.

ნაკაშიძეების გერბი


მაჭუტაძე 

არსებობს მოსაზრება, რომ მაჭუტაძეების საგვარეულო მაჭის ხეობიდან მოდის და რომ ისინი საინგილოში მაჭის ერისთავები იყვნენ, სანამ ლეკების შემოსევების შედეგად არ აიყარნენ და დასავლეთ საქართველოში არ გადავიდნენ.

მაჭუტაძეები მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული ცნობილი სასულიერო პირები იყვნენ, მათ შორის აღსანიშნავია მაქსიმე I, დასავლეთ-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სამაჭუტაძეო მოიცავდა თითქმის მთელ ზემო გურიას, გურიის სერს გადაღმა, მდინარე ფიჩორამდე (დაახლოებით დღევანდელი ლანჩხუთის რაიონი). მაჭუტაძეები ასევე ფლობდნენ ქვემო გურიას XVII საუკუნის შუა ხნებამდე, მანამ, სანამ ქვემო გურია გურიელებმა არ გადასცეს სამცხიდან ლტოლვილ თავდგირიძეებს. XVI საუკუნიდან მაჭუტაძეებს ეჭირათ გურიელების სახლთუხუცესის და ლანჩხუთის მოურავის თანამდებობა. 1660 წელს თავადმა მაჭუტაძემ მოკლა ქაიხოსრო გურიელი და ამით დაეხმარა დემეტრე გურიელს მთავრის ტახტის დაკავებაში. XIX საუკუნის დასაწყისში დავით და მისი შვილი ალექსანდრე მაჭუტაძეები ცნობილნი იყვნენ ტყვეთა სყიდვით, ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ფოთში ყიდდნენ.

ერისთავი

საერისთაოს სახელით ცნობილია ადგილი მდინარე გუბაზეულსა და საწაბლიოს ქედს (საჭამიასერი) შორის (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონის ტერიტორიის ნაწილი). ერისთავებს ეკუთვნოდა აჭარა-გურიის ქედის საძოვრების დიდი ნაწილი, მათ შორის ბახმაროც, ამ კურორტის აღმოჩენამდე. რამდენადაც გურულებს მესაქონლეობა სათაკილო საქმედ მიაჩნდათ, აქ საქონელი ღორჯომის ხეობის მოსახლეობას ამოჰყავდა, ხოლო ერისთავები მათგან იღებდნენ „ბალახის ბაჟს“.  ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა.  

ერისთავების რეზიდენცია იყო გორაბერეჟოული. 1841 წელს ერისთავებმა ხელი შეუწყვეს გურიის აჯანყების დამარცხებას. მიხეილ ერისთავი იყო ასევე ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩაის აწარმოებდა. მან 1864 წელს საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

ერისთავების გერბი

გუგუნავა 

გუგუნავები ერთ დროს ქვემო გურიის ფეოდალები იყვნენ თავდგირიძეებთან და მანველიშვილებთან ერთად. ჯიხანჯირის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში იხენიებიან ვახუშტი გუგუნავა და მისი მეუღლე ლელა. მათი თანამედროვე იყო ჩითან გუგუნავა, რომელიც იხსენიება 1764 წლის დოკუმენტში. XVIII საუკუნის ბოლოდან ქვემო გურიის ოსმალეთის მიერ მიტაცების გამო გადავიდნენ შუა გურიაში და ფლობდნენ მდინარე სუფსის შუა წელში მდებარე ტერიტორიებს: ძიმითსა და ნაგომარს. მათ ნაგომრის მოურავის თანამდებობა ეჭირათ. (ექ. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები“ თბილისი, 1907)

ლეგენდის მიხედვით იყვნენ ნაოსანი ძმები გუგუ, გეგე, წუწუ და ჩაგუ, რომელნიც მეფეს მოუკითხავს, რას აკეთებენო და მათ შესახებ ასე უპასუხიათ გუგუ ნავობს (ნაოსნობს), გეგე ნავობსო და ა.შ. აქედან გვარები გუგუნავა, გეგენავა, წუწუნავა და ჩაგუნავა.

ამ გვარიდან ცნობილია დათა გუგუნავა, გურიის 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური და მისი შვილი სიმონ გუგუნავა - პოემა „თამარიანის“ ავტორი.

მაქსიმენიშვილი

მაქსიმენიშვილები ფლობდნენ შუა გურიის მეღვინეობის რაიონს- ასკანას, ბახვს, ბაღდათს. მაქსიმენიშვილები ცნობილი იყვნენ იმით, რომ ამ ტერიტორიებზე მოჰყავდათ მტევანდიდის ჯი­შის ყურძენი და აყენებდნენ  მუ­ქი წი­თე­ლი ფე­რის, მა­გარ, სურ­ნე­ლო­ვან ღვი­ნო­ებს.
მაქსიმენიშვილების გერბი

თავდგირიძე

თავდგირიძეები გურიაში სამცხიდან გადმოვიდნენ XVII საუკუნეში. ქაიხოსრო I და გიორგი III გურიელები მფარველობდნენ მათ, დაიმოყვრეს და მისცეს მათ ბოქაულთუხუცესის წოდება და მამულები. თავდგირიძეები ფლობდნენ ქვემო გურიას (დღევანდელი ქობულეთის რაიონი). მათი საგვარეულო ციხე-სიმაგრე იდგა იყო მამუკას ციხე სოფელ ალამბარში.  XVIII საუკუნის ბოლოდან, ქვემო გურიის ოსმალთაგან დაკავების შემდეგ თავდგირიძეების ნაწილი გადავიდა აკეთში, სადაც ააშენეს სასახლე და აღადგინეს აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც მათ საგვარეულო საძვალედ იქცათავდგირიძეების ნაწილმა კი ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიაში დარჩა. მათგან ყველაცე ცნობილები- ჰასან-ბეგი და ალი-ფაშა - გურული ფოლკლორის ცნობილი პერსონაჟები არიან.

თავდგირიძეების გერბი


სხვა თავადები

გურიის თავადებს შორის ასევე იყვნენ ბერიძე, ბერეჟიან, ართმელაძე, შალიკაშვილი, კვერღელიძე. ართმელაძეების სათავადო XVII საუკუნის მეორე ნახევარში დამცირდა, ხოლო ბერიძეების სათავადო XVII-XVIII წლების მიჯნაზე. ამის შემდეგ ბერიძეები აზნაურები იყვნენ.

აზნაურები

აბულაძე, ანთაძე, ასათიანი, ბერაძე, ბერიძე, ბებურიშვილი, ბოლქვაძე, გეგიძე, გოთუა, გიგინეიშვილი, გოგიბერიძე, გოგოლიშვილი, დუმბაძე, დუდუჩავა, ებრალიძე, ვაშალომიძე, თავართქილაძე, თაყაიშვილი, თიკანაძე, იორაიშვილი, , კომახიძე, კვაშალი, კანდელაკი, მელაძე, მდივანი, მანელიშვილი, მახარაძე, მგალობლიშვილი, ნაკაიძე, ჟორდანია, ჟღენტი, საბაშვილი, ტუსკია, უჯმაჯურიძე, ფასეიშვილი, ქარცივაძე, ღლონტი, ყენია, ხუტულაიშვილი, ცქიტიშვილი, წითლიძე, ჭილაძე, ჭყონია, შარაშიძე, შალიკაშვილი, შევარდნაძე, .ჩხიკვიშვილი, ჯაყელი
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив