რეკომენდაციები:
ჰილტონის ფეხები ჰილტონის ფეხები სტატიები ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ლიტერატურა CARNAGE (RUS) CARNAGE (RUS) თამაშები 2 Pac History 2 Pac History სტატიები John Coltrane ბიოგრაფია John Coltrane ბიოგრაფია სტატიები ცოცხლად დამწვარი ცოცხლად დამწვარი ელექტრონული წიგნები არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ სტატიები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პორნო მსახიობები სტატიები ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი სტატიები Misha / მიშა Misha / მიშა სასაცილო გეგა და გოგიჩა - შაურმა გეგა და გოგიჩა - შაურმა მუსიკა 16 სამწუხარო-უცნაური ფოტო მათგან, ვისი ცხოვრებაც ია-ვარდებით არა მოფენილი 16 სამწუხარო-უცნაური ფოტო მათგან, ვისი ცხოვრებაც ია-ვარდებით არა მოფენილი სასაცილო როცა აქ ვიქნები როცა აქ ვიქნები პოეზია მონალიზას სასაცილო სურათები მონალიზას სასაცილო სურათები სასაცილო გავს არა? გავს არა? სურათები ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. სტატიები
სააღდგომო პასკის რეცეპტი სააღდგომო პასკის რეცეპტი სტატიები სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე სტატიები გალაკტიონ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძე სტატიები Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] სტატიები როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი სტატიები აფხაზეთის ომის სურათები! აფხაზეთის ომის სურათები! სტატიები 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას სტატიები კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები ყველაზე მდიდარი ქართელები ყველაზე მდიდარი ქართელები სტატიები მიძინება - მარიამობა მიძინება - მარიამობა სტატიები ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ სტატიები ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი სტატიები სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები არასდროს გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი! აი, რატომ… არასდროს გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი! აი, რატომ… სტატიები ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა სტატიები ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა (თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი) ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა (თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი) სტატიები
დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს

დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს

/ ნანახია:  110 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს

შენ იღვიძებ, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია. წევხარ საწოლში, სრულიად საღი გონებით, მაგრამ იაზრებ, რომ რაღაც უცნაური ხდება. თითქოს მკერდზეც რაღაც გაწვება და სულს გიხუთავს. გინდა ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, მაგრამ იყინები – ვერც მოძრაობ და ვერც ლაპარაკობ. შეიძლება ნაბიჯების ხმა გაიგონო, ან მოჩვენების მსგავსი გამოსახულება დალანდო. დამშვიდდი, შენ ავი სულების მსხვერპლი არ ხარ, უბრალოდ სიზმრების სამყაროში გამოიღვიძე.

სავარაუდოდ, ძილში დამბლა მემკვიდრეობითი დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს საშინელი წამების ან წუთების გადატანა უწევს. მთელი სხეული პარალიზებულია, მხოლოდ სუნთქვა და თვალების ამოძრავებაა შესაძლებელი. მსხვერპლი გამოღვიძებულია, თუმცა არ შეუძლია ორგანიზმის კონტროლი. უძრაობასთან ერთად, გავრცელებული სიმპტომებია მოგუდვის ან დახრჩობის მსგავსი შეგრძნება, უცხო ხმის ან ნაბიჯების მსგავსი ბგერების გაგონება, მუქი ჩრდილების დანახვა, ასევე ოთახში ვიღაცის არსებობის შეგრძნება. ხშირად ასეთი მოვლენები უბიძგებს ადამიანს, იფიქროს, რომ მის გვერდით მოჩვენება ან უცხოპლანეტელია, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერს იწვევს ტვინში ნერვული სიგნალების გადაცემის დარღვევა. ძილის დროს ჩვენი ტვინი აგზავნის სიგნალებს, რომლითაც ზღუდავს კუნთების მოძრაობას, რათა მაქსიმალურად აარიდოს ორგანიზმს იმის გამეორება, რაც სიზმარში ხდება. ძილში დამბლა კი მაშინ ხდება, როცა ტვინს ჯერ კიდევ არ შეუწყვიტავს ამ სიგნალების გაგზავნა, ანუ მუსკულატურას არ მიუღია ტვინისგან “ნებართვა”, რომ იმუშავოს. ამის გამო ადამიანი სავსებით ფხიზელია, მაგრამ პარალიზებული.

იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ხდება დამბლა ძილში, ჯერ ძილის ფაზებს უნდა გავეცნოთ. ძუძუმწოვრებში ძილისას ორნაირი მდგომარეობა არსებობს: NREM (Non-rapid eye movement – თვალის ნელი მოძრაობის) და REM (Rapid eye movement – თვალის სწრაფი მოძრაობის). ეს ორი ფაზა ერთმანეთს ენაცვლება ციკლურად მთელი ღამის განმავლობაში. ადამიანებში ჯერ არის 80 წუთიანი NREM, შემდეგ 10 წუთიანი REM. ეს 90 წუთიანი ციკლი მეორდება 3-6-ჯერ მთელი ღამის განმავლობაში. NREM ძილის დროს სხეული მცირეოდენად მოძრაობს, ზოგჯერ ბორგავს საწოლში, იშვიათად კი ბოდავს ან დადის (მთვარეული). გულის კუნთის მუშაობა და სუნთქვა ერთგვაროვანია, თვალები ნელა მოძრაობს. REM ძილისას კი განსხვავებულია გულისცემის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სიხშირე. თვალები სწრაფად მოძრაობენ, რადგან სიზმრების უმეტესობა ამ ფაზაში ხდება. მძინარე ადამიანი ამ დროს მოძრავ ობიექტებს “ხედავს” სიზმარში.

დღესდღეობით ძილში პარალიზების მეცნიერული ახსნა არსებობს – თანამედროვე ნეირომეცნიერება მას REM ფაზაში ტვინის მიერ ნეირონების გადაცემის დარღვევას უკავშირებს. მიუხედავად ამისა, უამრავ ადამიანს, რომელსაც ეს მოვლენა აქვს გამოცდილი, მტკიცედ სწამს, რომ გაიგონა ზებუნებრივი არსების ხმა და ბოროტი სული მის სხეულს აკონტროლებდა. ხმა და გამოსახულებები, რასაც ამ დროს გამოფხიზლებული ადამიანი ხედავს, უმეტესად ჰალუცინაციაა, რაში “დამნაშავეც” ისევ ტვინია.


XX საუკუნის 60-იან წლებში კანადელმა ნევროლოგმა უაილდერ პენფილდმა აღმოაჩინა, რომ ტვინზე, კონკრეტულად კი საფეთქლის წილზე, ელექტრულმა სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ხმოვანი ჰალუცინაციები ფხიზელ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ძილში დამბლის პერიოდის დასაწყისში საფეთქლის წილის აქტივობა მნიშვნელოვნად იზრდება. ზუზუნა და ჟღარუნა ხმები, ასევე სხვა ხმოვანი ჰალუცინაციები, ტვინის ქერქის იმ უბნის აქტივობის შედეგია, რომელიც სმენაზე აგებს პასუხს. ამის მსგავსად, ტვინის ქერქის ის ნაწილი, სადაც მხედველობაზე ხდება რეაგირება, აქტიურდება და იღებს სტიმულებს, რაც იწვევს საშიში ფიგურების “დანახვას”.

რატომ იწვევს ძილში დამბლა ჰალუცინაციებს, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებული უნდა იყოს შფოთვასთან. შფოთვა ნეიროკოგნიტიური მოვლენაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პროცესებთან. უკიდურესმა შფოთვამ ან პანიკამ შეიძლება გამოათავისუფლოს სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც სხეულში სხვადასხვა რეაქციებს გამოიწვევენ. ადამიანი ძილში დამბლის დროს გრძნობს სიკვდილის შიშს, განიცდის ძლიერ მღელვარებას, ეს კი იწვევს ტვინის მიერ ვიზუალური და სმენითი სტიმულების გამომუშავებას და ამოქმედებას, რასაც ჰალუცინაცია მოსდევს.

ასევე ძილში დამბლა შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა სიზმარი მას შემდეგაც გრძელდება, როდესაც ტვინის გარკვეული უბნები REM ფაზიდან უკვე გამოფხიზლებულია. თუმცა ნერვული და ენდოკრინული სისტემები აგრძელებენ ნერვული ინჰიბიტორების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს სხეულის პარალიზებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ამ დროს გამომუშავებული ნერვული აქტივატორები ხელს უწყობენ სიზმრის გახანგრძლივებას. აქედან გამომდინარე, პიროვნება ისევ “ხედავს” იმ გამოსახულებებს და “ესმის” ის ხმები, რომლებიც REM ფაზის ძილიდან გამოყვა.

სხვადასხვა სახის კვლევებმა დაადგინა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა ერთხელ ან ორჯერ მაინც გამოცდის ძილში დამბლას. ვისაც ეს მოვლენა ხშირად ემართება, როგორც წესი, აწუხებს ნარკოლეფსიაც. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ძილში დამბლას ან/და ჰალუცინაციებს. ესენია: გულაღმა წოლა, სტრესი, საცხოვრებელი ადგილის მოულოდნელი შეცვლა, გააზრებული სიზმარი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მოუწესრიგებელი (დარღვეული) ძილის რეჟიმი.

შუა საუკუნეებში ძილში დამბლას როგორც წესი, დემონებს უკავშირებდნენ, უფრო ხშირად კი ინკუბუსს. მიაჩნდათ, რომ ამ დროს მძინარე ადამიანს მკერდზე დემონი აჯდებოდა. ნიუფაუნდლენდში, სამხრეთ კაროლინასა და ჯორჯიაში შემორჩენილი ფოლკლორული გადმოცემები გვიამბობენ უარყოფით პერსონაჟზე, ჰაგზე, რომელიც ღამით ტოვებს თავის სხეულს და მძინარეებს მკერდზე აჯდება. მსხვერპლი იღვიძებს შეშინებული, უჭირს სუნთქვა, რადგან სხეულზე მძიმე რაღაც აწევს, უჭირს მოძრაობა. მსგავსი პერსონაჟი ჩრდილო ამერიკის სხვა ტერიტორიებსა და დიდ ბრიტანეთშიც გვხვდება.

ფიჯის კუნძულებზე მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენის მიზეზია დემონის მიერ დაუფლება. ხშირ შემთხვევაში ეს დემონი ახლად გარდაცვლილი ნათესავის სულია, რომელსაც რაღაც საქმე დარჩა დასამთავრებელი, ან ახლობლებს მნიშვნელოვანი რამ უნდა შეატყობინოს. ხშირად ამ შემთხვევაში სხვები იწყებენ ძახილს: “კანია, კანია!” ანუ “ჭამე! ჭამე!” იმ მიზნით, რომ შეპყრობილობის დრო გაახანგრძლივონ და სასურველი პასუხები მიიღონ.

თურქეთსა და ბევრ ისლამურ ქვეყანაში ძილში დამბლას ეძახიან კარაბასანს. მათი აზრით, ამ დროს სული სტუმრობს ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ბოროტი სული, დემონი (ე.წ. ჯინი), რომელიც ჯერ ბოჭავს ადამიანს, შემდეგ კი მის დახრჩობას ცდილობს. გამოფხიზლების შემდეგ ხშირად ყვებიან, რომ მათ ჯინის ან სატანის ხმა გაიგონეს. ეს დემონური ქმნილება რომ აირიდონ, კითხულობენ გარკვეულ ციტატებს ყურანიდან. თუკი დროზე არ წაიკითხეს, შეიძლება დემონმა ადამიანი მოკლას. ზოგიერთი ქალი იმასაც ირწმუნება, რომ ჯინმა გააუპატიურა და გაღვიძების დროს ტკივილს გრძნობდა.

დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ზებუნებრივ არსებებთან – სულებთან, დემონებთან, სატანასთან, უცხოპლანეტელებთან და ა.შ. – კავშირის შემთხვევებიდან უმეტესობა რეალურად ძილში დამბლისას გამოწვეული ჰალუცინაციაა. ძილში დამბლის მკურნალობა შესაძლებელია, ხშირად მას უბრალოდ ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე გადასვლა შველის.

კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив