რეკომენდაციები:
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე სტატიები ძველი გვარდია / THE OLD GUARD ქართულად ძველი გვარდია / THE OLD GUARD ქართულად ფილმები ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge)) ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge)) ლიტერატურა მონალიზას სასაცილო სურათები მონალიზას სასაცილო სურათები სასაცილო Misha / მიშა Misha / მიშა სასაცილო ტყეში ნაპოვნი ტაძარი, სადაც წმინდა ნინო მეფის სამოსშია გამოსახული ტყეში ნაპოვნი ტაძარი, სადაც წმინდა ნინო მეფის სამოსშია გამოსახული სტატიები ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები ბარდის სუფი ბარდის სუფი სტატიები როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად სტატიები ჩინელის ფეხები ჩინელის ფეხები სურათები ამ „ვარსკვლავმა“ ყველა განკურნა! მასში არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმაც კი არ იცოდნენ ამ „ვარსკვლავმა“ ყველა განკურნა! მასში არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმაც კი არ იცოდნენ სტატიები სულის გაკვეთილი — თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა… სულის გაკვეთილი — თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა… ლიტერატურა დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება სტატიები ფრანით მორბენალი ფრანით მორბენალი ელექტრონული წიგნები ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები ლიტერატურა jokeri jokeri მუსიკა
სტაფილოს სალათი სტაფილოს სალათი სტატიები როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება სტატიები როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან? როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან? სტატიები ქართული პარადოქსი ქართული პარადოქსი სტატიები როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად სტატიები ვამპირი ვამპირი სტატიები როგორ დავორსულდეთ? როგორ დავორსულდეთ? სტატიები როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”? როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”? სტატიები დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება დღეს მაცხოვრის ფერიცვალება აღინიშნება სტატიები 15 ცხოვრებისეული რჩევა პითაგორასგან 15 ცხოვრებისეული რჩევა პითაგორასგან სტატიები როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი სტატიები 10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება 10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება სტატიები "მე შენ მიყვარხარ" "მე შენ მიყვარხარ" სტატიები გურიის ფეოდალები გურიის ფეოდალები სტატიები 10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ 10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ სტატიები როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს სტატიები
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად

როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად

/ ნანახია:  143 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს


დღეს ორსულობის დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. დიდი ხანია ცნობილია ნიშნები, რომლებიც ქალის ამ საინტერესო მდგომარეობაზე მიუთითებს. ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ორსულობის პირველ, სავარაუდო და უეჭველ ნიშნებად. ადამიანები ოდითგან ეძებდნენ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც ორსულობის ამოცნობა იყო შესაძლებელი. იყო დრო, როდესაც ქალს სპეციალური ბალახებისა და ახალნამშობიარევის რძისგან მომზადებულ ნაყენს ასმევდნენ. ამ სასმლის მიღების შემდეგ ცუდად გახდომა ორსულობის ნიშნად მიიჩნეოდა.
 

საფეხურები

  1. 1ორსულობის პირველი ნიშნები
    მენსტრუალური ციკლის შეკავება ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. გავრცელებული, მაგრამ არა უტყუარი, ვინაიდან მისი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები ან რომელიმე დაავადება იყოს. ამჟამად ორსულობის დასადგენი არაერთი ზუსტი საშუალება არსებობს, თუმცა ამ მეთოდებით ორსულობის განსაზღვრა მხოლოდ მენსტრუაციის შეკავების შემდეგ არის შესაძლებელი. მათ რიცხვს ეკუთვნის ექოსკოპიური კვლევა.
  2. 2ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად მნიშვნელოვანია ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრაც, რასაკვირველია, თუ სწორად ჩატარდა და მოხდა შედეგის მართებული ინტერპრეტაცია. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში უნდა მოხდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია ტემპერატურის პირის ღრუსა და საშოში განსაზღვრაც, მაგრამ პირველი მეთოდი უფრო საიმედოა. ამასთანავე, უმჯობესია, გაზომვა მოხდეს ჩვეულებრივი და არა ელექტრონული თერმომეტრით.
    თუ ქალი ბაზალური ტემპერატურის მეშვეობით შეეცდება ორსულობის განსაზღვრას, მაშინ შემდეგი წესები უნდა დაიცვას:
    1. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან ადგომამდე;
    2. გაითვალისწინეთ, რომ გაზომვამდე ზედიზედ 3 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ანუ თუ 6 საათზე გაგეღვიძათ, ერთი წუთით ადექით, მერე კი ისევ დაწექით და დაიძინეთ, ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ.
    3. ადგომა, რომ არ დაგჭირდეთ, ძილის წინ თერმომეტრი დაფერთხეთ და საწოლთან დაიდეთ.
  3. 3ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია მკერდის მგრძნობიარობა, მტკივნეულობა (აღენიშნება ქალების 28%ს), თუმცა ზოგიერთ ქალს ასეთი შეგრძნება ყოველი მენსტრუაციის წინ აქვს, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატებისა და მტკივნეულობის მიზეზი ხშირად არის მასტოპათიაც. მაგრამ ორსულობისას მკერდის ტკივილი შესაძლოა უჩვეულოდ ძლიერი იყოს. ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს. ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან გამონადენი - ხსენი. თუ ქალი ორსულად არის, ტკივილი და გამონადენი შესაძლოა მის მდგომარეობას მივაწეროთ, თუ არა - მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მკერდის გადიდება (აღენიშნება ქალების 8%-ს). ეს უმეტესად მოგვიანებით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ქალი ამ ნიშანს ორსულობის პირველივე კვირებიდან ამჩნევს.
  4. 4მომატებული მგრძნობიარობა სუნების მიმართ (აღენიშნება ქალების 11%-ს).
    დილაობით გულისრევის შეგრძნება (აღენიშნება ქალების 5%-ს). ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის დაახლოებით მე-7 კვირიდან იწყება (იშვიათად - უფრო ადრეც) და მე-12-მდე გრძელდება. არის შემთხვევები, როდესაც ქალები მოწამვლას ან ნაწლავურ ინფექციას ტოქსიკოზად მიიჩნევენ. არცთუ იშვიათია ფსიქოლოგიური ტოქსიკოზიც: ქალი ამჩნევს არარსებული ორსულობის ნიშნებს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომლებიც დიდხანს ვერ ახერხებენ დაორსულებას, ასევე მათ, რომელთაც ორსულობა აშინებთ.
    უჩვეულო შეგრძნებები და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში (აღენიშნება ქალების 5%-ს). ზოგიერთი ქალი ორსულობის მცირე ვადაზე მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს უჩივის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ხშირად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცისტიტის გართულება ან პიელონეფრიტია. წელისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი შესაძლოა იყოს არა მარტო ორსულობის, არამედ მისი მოსალოდნელი შეწყვეტის მაუწყებელიც. თუ ამ დროს ქალს ორსულობაზე აქვს ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. მადისა და გემოვნების ცვლილებები (აღენიშნება ქალების 5%-ს). მომავალ დედებს ორსულობის პირველ კვირებში მადა ემატებათ ან, პირიქით, უმადობას უჩივიან. ხშირად ქალი რადიკალურად ცვლის თავის მენიუს და ზიზღი ეუფლება ჩვეული პროდუქტების მიმართ.
  5. 5განწყობის ცვალებადობა (აღენიშნება ქალების 4%-ს). ზოგ შემთხვევაში ეს პირველი სუბიექტური შეგრძნებაა.
    წონის ცვლილება. წესისამებრ, მომავალი დედა წონას მე-2-3 თვიდან იმატებს, ხოლო პირველ კვირებში უმეტესად კარგავს.
    გახშირებული შარდვა. თუ ქალს მენსტრუაცია 1-2 კვირით გადაუცდა და შარდვა გაუხშირდა, ცისტიტის გამორიცხვის შემთხვევაში ეს შეიძლება ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ორსულის საშვილოსნო დღიდან დღემდე იზრდება და აწვება შარდის ბუშტს, რის შედეგადაც ქალს ხშირ-ხშირად უხდება მოშარდვა. გარდა ამისა, იცვლება ჰორმონული ფონიც, რაც ასევე მოშარდვის ხშირ სურვილს იწვევს.
  6. 6ორსულობის სავარაუდო ნიშნებია:
    ცვლილებები სასქესო ორგანოებში - საშვილოსნოსა და საშოში. გინეკოლოგს საშოს გამოკვლევით ორსულობის უკვე მე-5 კვირას (მენსტრუაციის 1 კვირით გადაცდენის შემდეგ) შეუძლია შეამჩნიოს საშვილოსნოს ზრდა და ფორმის შეცვლა. საშვილოსნოს ყელი იღებს მოლურჯო ელფერს, საშვილოსნო მსხვილდება და რბილდება, სანაყოფე კვერცხის ჩანერგვის გამო ასიმეტრიული ხდება.
  7. 7ორსულობის უტყუარი ნიშნებია:
    -ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის აღმოჩენა, რაც შესაძლებელია მენსტრუაციის 1-2 კვირით გადაცდენის შემდეგ. ექოსკოპიურად ადგენენ ასევე ჩანასახის ლოკალიზაციას: ასიდან 1 შემთხვევაში იგი საშვილოსნოს გარეთ მდებარეობს. ასეთ დროს საშვილოსნოსგარე ორსულობაზე საუბრობენ.
    -ნაყოფის გულისცემა. მისი მოსმენა შესაძლებელია ორსულობის მე-8-20 კვირას.
    -ნაყოფის მოძრაობა, რასაც ქალი ორსულობის მე-16 კვირის შემდეგ შეიგრძნობს.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив