რეკომენდაციები:
gochi da mela / გოჭი და მელა Astrix - Deep Jungle Walk (Remix Merida) gochi da mela / გოჭი და მელა Astrix - Deep Jungle Walk (Remix Merida) კლიპები 10 საინტერესო ფაქტი 10 საინტერესო ფაქტი სტატიები სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე სტატიები ნარკომანია (niniko.log.ge) ნარკომანია (niniko.log.ge) სტატიები Jack White (The White Stripes) & Alicia Keys - Another Way to Die (James Bond Quantum Of Solace) Jack White (The White Stripes) & Alicia Keys - Another Way to Die (James Bond Quantum Of Solace) კლიპები „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური სტატიები Download Master 4. Download Master 4. პროგრამები ისტორიული გადმოცემები მაქციებზე ისტორიული გადმოცემები მაქციებზე სტატიები Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია] სტატიები Axali Statusebi / ახალი სტატუსები Axali Statusebi / ახალი სტატუსები სასაცილო როგორ წარმოიშვა ჯინსები როგორ წარმოიშვა ჯინსები სტატიები ჩინელის ფეხები ჩინელის ფეხები სურათები ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ სტატიები Tom and Jerry - fist of Fury Tom and Jerry - fist of Fury თამაშები John Coltrane ბიოგრაფია John Coltrane ბიოგრაფია სტატიები ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი პოეზია
სასიყვარულო სტატუსები... სასიყვარულო სტატუსები... სტატიები სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე სტატიები ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი სტატიები სამზარეულოს დიზაინი სამზარეულოს დიზაინი სტატიები როგორ წავშალო ფეისბუქი? როგორ წავშალო ფეისბუქი? სტატიები როგორ დავორსულდეთ? როგორ დავორსულდეთ? სტატიები როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს სტატიები 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას სტატიები მამა გაბრიელის ისტორია მამა გაბრიელის ისტორია სტატიები კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ სტატიები რეზერფორდის ცდა რეზერფორდის ცდა სტატიები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები სტატიები როგორ მოვამზადოთ მოჰიტო როგორ მოვამზადოთ მოჰიტო სტატიები ყველაზე მდიდარი ქართელები ყველაზე მდიდარი ქართელები სტატიები 10 რამ, რის შეყვარებულთან ერთად არ გაკეთებასაც აუცილებლად ინანებთ 10 რამ, რის შეყვარებულთან ერთად არ გაკეთებასაც აუცილებლად ინანებთ სტატიები
როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი?

როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი?

/ ნანახია:  149 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
კბილის ტკივილიკბილის ტკივილი ვისაც გამოგიცდიათ დამეთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შეგრძნებაა. მისი დროულად შეჩერება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო კომპანიების და ნორმალური სტომატოლოგიური კლინიკების სიმცირის გამო ექიმთან ვიზიტი შეიძლება 3-4 დღის შემდეგ ჩაგინიშნონ, ვინაიდან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სტატიის კითხვისას თქვენ კბილი გტკივათ მოდით პირდაპირ გადავალ იმ მეთოდებზე, რომლებიც დაგეხმარებათ კბილის ტკივილის შეჩერებაში.კბილის ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე გაუსაძლისი. ის ძირითადად გამოწვეულია: ღრმულებით, ინფექციით, დაზიანებული კბილის ფესვით, გაბზარული კბილით, ღრძილების დაავადებით ან ზოგადად ყბის მთლიანი არეულობით.
კბილის ტკივილიკბილის ტკივილი იწყება მაშინ როდესაც ზიანდება კბილის ცენტრალური ნაწილი, სხვაგვარად რომ ვთქვათ ხდება ე.წ კბილის პულპის დაზიანება ან გაღიზიანება. კბილის პულპა შეიცავს რამოდენიმე ნერვულ დაბოლოებას, რომელიც არის ძალიან მგრძნობიარე.
როდესაც თქვენ გაქვთ კბილის პრობლემა, რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი დანტისტთან ვიზიტი და მისგან რჩევების მიღებაა, მაგრამ თუ გარკვეულ მიზეზთა გამო თქვენ ვერ ახერხებთ დანტისტთან ვიზიტს, შეგიძლიათ ტკივილი გააყუჩოთ დროებით სხვადასხვა ნატურალური გზებით.

კბილის ტკივილის გაყუჩება

1. პილპილი და მარილი

მარილის და პილპილის კომბინაცია მაშინ, როდესაც კბილი არის ძალიან მგრძნობიარე არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, რადგან ორივე ინგრედიენტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
პილპილი და მარილი
  • შეურიეთ თანაბარი რაოდენობის მარილი და პილპილი ერთმანეთს და დაასხით რამოდენიმე წვეთი წყალი რომ მიიღოთ კბილის პასტის მსგავსი მასა
  • დაიდეთ (წაისვით) ეს მიღებული მასა კბილზე და გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი
  • გაიკეთეთ ეს პროცედურა დღეში რამოდენიმეჯერ
პ.ს ეს მეთოდი პირადად მაქვს გამოცდილი და ძალიან მაგარი ეფექტი აქვს მიუხედავად იმისა, რომ არ მჯეროდა და ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი.

2. ნიორი

ნიორიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ტკივილის შესამცირებლად, რადგან მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისებები სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად.
  • გატარებულ ნიორს დაამატეთ რამოდენიმე მწიკვი მარილი და დაიდეთ დაზიანებულ კბილზე, რათა შეგიმსუბუქდეთ ტკივილი
  • თუ თქვენ გირჩევნიათ შეგიძლიათ უბრალოდ ჩაღეჭოთ ერთი-ორი თავი კბილი ნიორი ისე რომ დაზიანებულ კბილთანაც მოხვდეს
  • ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში რამოდენიმეჯერ

3. მიხაკი

მიხაკს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და საანესთეზიო თვისებები, რაც დაგეხმარებათ კბილის ტკივლითან ბრძოლაში და ანთებითი პროცესების დასტაბილურებაში.
მიხაკი
  • დაფქვით ორი ძირი მიხაკი, დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი და წაისვით კბილზე.
  • თქვენ შეგიძლიათ მიხაკიდან გამოწურული ზეთი პირდაპირ დაზიანებულ კბილზე დაიწვეთოთ
  • აიღეთ წყალი დაახლოებით ნახევარი ჭიქა და ჩააწვეთეთ რამოდენიმე წვეთი მიხაკის ზეთი, გამოივლეთ პირში ის დღეში რამოდენიმეჯერ.

4. ხახვი

ხახვს გააჩნია ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები, რასაც შეუძლია კბილის ტკივილი კონტროლს დაუქვემდებაროს. ხახვს თავისი სასარგებლო თვისებებით შეუძლია იმ მიკრობების მოკვდინება, რაც იწვევს კბილის ტკივილს
  • კბილის ტკივილის პირველივე ნიშნებზე, ჩაღეჭეთ უმი ხახვი რამოდენიმე წუთის განმავლობაში და კბილის ტივილიც გაივლის
  • თუ თქვენ არ შეგიძლიათ ხახვის დაღეჭვა, მაშინ ჩამოჭერით ის და დაიდეთ დაზიანებულ კბილსა და ღრძილზე

5. თბილი მარილიანი წყალი

აი ასე უბრალოდ თბილმა მარილიანმა წყალმა შეიძლება, ძალიან მარტივად გაგიყუჩოთ კბილის ტკივილი.
  • ნახევარი კოვზი მარილი გახსენით თბილ წყალში და გამოივლეთ ის პირში დღის განმავლობაში.
  • ეს დააცხრობს ანთებით პროცესებს და შეშუპებას და შეებრძოლება იმ ბაქტერიებს რომელთაც ინფექციის გამოწვევა შეუძლიათ.

6. ვანილის ექსტრაქტი

ვანილის ექსტრაქტი არის კიდევ ერთი კარგი საშუალება, რომელიც სახლის პირობებში დაგეხმარებათ კბილის ტკივილის გაყუჩებაში, ასევე მას გააჩნია დამამშვიდებელი თვისებები.
  • ვანილის ექსტრაქტით დაასველეთ ბამბა და დაიწვეთეთ ის დაზიანებულ კბილზე
  • გაიმეორეთ ეს რამოდენიმეჯერ დღეში

7. ჯეჯილის წვენი

ჯეჯილს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და ის დაგეხმარებათ ტკივილის გაყუჩებაში, ის გამოდევნის ტოქსინებს ღრძილებიდან და ხელს უშლის ბაქტერიების და ინფექციის გავრცელებას.
ჯეჯილის წვენი
  • გამოწურეთ ჯეჯილის წვენი და გამოიყენეთ ის, როგორც პირის სავლები (ანუ გამოივლეთ პირში).
  • თუ ვერ ახერხებთ ჯეჯილის წვენის მიღებას, უბრალოდ შეგიძლიათ დაღეჭოთ ის.

8. ყინულის კუბები

ყინულის კუბებს შეუძლია ტკივილის შეჩერება ნერვული დაბოლოებების დამშვიდებით
  • გაახვიეთ ნაჭერში ყინული და დაიდეთ ის მტკივნეულ კბილზე რამოდენიმე წუთით, თუ ნერვი არის მოშიშვლებული მაშინ ცივთან შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი ტკივილი
დამატებით კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად წარმატებული მკურნალობისა სახლის პირობებში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს კბილის ტკივილისას, რადგან ხშირად კბილის დაზიაენბა საჭიროებს უფრო აგრესიულ სტომატოლოგიურ ჩარევას ვიდრე ეს სახლის პირობებში მკურნალობაა.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив