რეკომენდაციები:
SIMS 2 SIMS 2 თამაშები მას იმხელა თავი აქვს... მას იმხელა თავი აქვს... სასაცილო ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური სტატიები რა შეიძლება მოხდეს მომდევნო ერთ წამში რა შეიძლება მოხდეს მომდევნო ერთ წამში საოცარი ფაქტები Total Recorder Professional 8.1 Build 3980 Total Recorder Professional 8.1 Build 3980 პროგრამები ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი სტატიები როგორ დავწეროთ CV როგორ დავწეროთ CV სტატიები ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქრისტესისხლას ყვითელი წვენი თქვენი ჯანმრთელობისთვის. სტატიები Free Download Manager 2.5 Build 737 Free Download Manager 2.5 Build 737 პროგრამები როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე სტატიები როგორ დავორსულდეთ? როგორ დავორსულდეთ? სტატიები ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ლიტერატურა Misha / მიშა Misha / მიშა სასაცილო ძილი და სიზმარი ძილი და სიზმარი სტატიები ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს სტატიები
ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისათვის – უგემრიელესი სასუსნავი ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისათვის – უგემრიელესი სასუსნავი სტატიები Sunked / ჩაიძირა Sunked / ჩაიძირა სტატიები სასიყვარულო სტატუსები... სასიყვარულო სტატუსები... სტატიები როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) სტატიები ვამპირი ვამპირი სტატიები 8/12/1980 8/12/1980 სტატიები მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ! მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ! სტატიები ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება სტატიები როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან? როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან? სტატიები სააღდგომო პასკა სააღდგომო პასკა სტატიები როგორ დავიკლოთ 5-დან 10კგ-მდე 1 კვირაში (წიწიბურას დიეტა) როგორ დავიკლოთ 5-დან 10კგ-მდე 1 კვირაში (წიწიბურას დიეტა) სტატიები ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სტატიები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები სტატიები აფხაზეთის ომის სურათები! აფხაზეთის ომის სურათები! სტატიები ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ ათი რამ, რაც ამსტერდამში ვიზიტისას უნდა იცოდეთ სტატიები მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ! სტატიები
მიძინება - მარიამობა

მიძინება - მარიამობა

/ ნანახია:  121 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


მიძინება - მარიამობა


დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას, რომ დამკვიდრდეს სიახლოვეში მისგან შობილ იესო მაცხოვართან, ჩვენთვის მეოხად და შუამდგომელად. დღეს ჩვენ ყველას, რომელთაც კი გვაქვს ჩვენი უფლისა და მხსნელის - იესო ქრისტეს რწმენა და სასოება, წმიდა მოციქულების მსგავსად, ღმერთი უხილავად გვკრებს იერუსალიმში, რათა მოწმენი გაგვხადოს დიდი საკვირველებისა, თუ როგორ მიიბარებს ქალწულ მარიამის წმიდა სულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორი დიდებით აამაღლებს მას ზეცას. დღეს ჩვენც, ისე როგორც თავის დროს ქრისტეს მოწაფეებს, ჯერ გვეუფლება წუხილი და სევდა უწმიდეს დედოფალთან გამშორებისა, მაგრამ შემდეგ, როცა უფალი გაგვიცხადებს ყოვლად წმიდა ქალწულის მიძინების საიდუმლოს, და დაგვანახებს დიდებას, რომელიც უწმიდესი დედოფლისთვის აქვს განმზადებული უფალს, ჩვენი სევდაცა და წუხილიც, უსაზღვრო სიხარულით იცვლება და ჩვენ საკვირველი მადლიერება გვეუფლება ღვთისა. ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა შევიძინეთ დიდი შემწე და მეოხი უფალთან, რამაც ზეცა ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელი და სასურველი გახადა. ამიტომაა, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენ მხოლოდ ერთი სურვილი გვიჩნდება: რათა ღირსეულად ვაქოთ და ვადიდოთ ყოვლად წმიდა ქალწულის საკვირველი მიძინება და ზეცას დამკვიდრება, როგორც გზა ზეცას ჩვენი ამაღლებისა და გაბრწყინვებისა. ჭეშმარიტად, რომ არა მეოხება და დიდი შეწევნა წმიდა დედოფლისა, ვერავინ მიიღებდა უფლისაგან გამართლებას და ვერც საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებდა ზეცას. საოცარია, რომ თავისი დიდი სიწმიდისა და სიკეთისათვის, ამ ქვეყნიდან გასვლის წინ უწმიდეს ქალწულს მისგან შობილმა მოსთხოვა რათა ეთხოვა მისთვის ნებისმიერი რამ, რათა მას როგორც ღმერთსა და მის მხოლოდშობილ ძეს იგი გაეხარებინა. და რა საკვირველია, რომ ქალწულმა მას მარტო საკუთარი სულის ბოროტისაგან დაცვა კი არ შეავედრა, არამედ ქრისტეს ყოველი მიმდევარის მფარველობა და გადარჩენა სთხოვა თავის ძესა და მაცხოვარს. და უფალმაც ისმინა მისი ვედრება, დღესაც ისმენს მისას. ასე რომ, ღვისმშობელი ჩვენთვის შექმნა კიბედ, რომელმაც ზეცას უნდა აგვიყვანოს ჩვენ მკვიდრნი ქვეყანისა და დაგვამკვიდროს უფალთან.

ამიტომ გვინდა სიყვარულით ვუგალობოთ ჩვენს დედასა და ზეციურ პატრონს, რათა სიყვარული ჩვენი საუკუნო ცხოვრებაში საგზლად გაყვეს მას და ამ სიყვარულით და სითბოთი გვიცნას მომავალში მან, როცა ჩვენც მოგვიწევს გასვლა საწუთროდან და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა. გვინდა შევამკოთ უწმიდესი ქალწული ღირსეულად, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს გაგვიძნელდება, ამიტომ ისევ წმიდათა მსგავსად გავბედავთ მის მოკრძალებულ ქებას და სიყვარულით შევღაღადებთ მას: „შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღუთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნის სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა“.

ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს შევთხოვთ უფალს, რომ არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ხალხს უწმიდესი ქალწულის ლოცვა და მფარველობა. ყოვლად წმიდა დედოფალმა მარიამმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ბოროტისაგან და ჭეშმარიტი შვება და სიხარული შესძინოს მას.

ღმერთმა მრავალ მარიამობას დაგვასწროს ყველა.

1998 წ. ანანური
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив