რეკომენდაციები:
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად სტატიები კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები ფერისცვალება ფერისცვალება სტატიები საზამთროები საზამთროები სტატიები ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა (თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი) ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა (თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი) სტატიები ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისათვის – უგემრიელესი სასუსნავი ბადრიჯნის კონსერვი ზამთრისათვის – უგემრიელესი სასუსნავი სტატიები ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე სტატიები ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნები თვეების მიხედვით სტატიები Sunked / ჩაიძირა Sunked / ჩაიძირა სტატიები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსები სტატიები გურიის ფეოდალები გურიის ფეოდალები სტატიები 10 საინტერესო ფაქტი 10 საინტერესო ფაქტი სტატიები „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური „რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური სტატიები როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს სტატიები პარადოქსული რეაქციები პარადოქსული რეაქციები სტატიები როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი? როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი? სტატიები
კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა

კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა

/ ნანახია:  106 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს



მიალგიის (კუნთების ტკივილის) გავრცელებულ მიზეზთა შორის შემდეგი მიზეზების გამოყოფაა შესაძლებელი:
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა. ზოგჯერ კუნთების ტკივილი ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ უცებ კი არა, გარკვეული დროის განმავლობაში იჩენს თავს. კუნთების გადადებული ტკივილი (კრეპატურა) შეიძლება გაჩნდეს 24-72 საათის შემდეგ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
  • ფიზიკური ვარჯიშების შესრულება წინასწარი გახურების გარეშე;
  • ტრავმების ან დაჭიმულობის შედეგები;
  • კუნთების დაზიანება, დაჭიმვა ან ტრავმები;
  • ინფექციური დაავადებები (მაგალითად, გრიპი ან მალარია);
  • ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ორგანიზმში მნიშვნელოვანი ელემენტების ნაკლებობა, მაგალითად, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის და ა.შ.);
  • ენდოკრინული დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი);
  • ავტოიმუნური დაავადებები;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ემოციური დაძაბულობა.
  • მიალგია შეიძლება იყოს თქვენი პროფესიული საქმიანობის შედეგი, იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დროს თქვენ რეგულარულად დატვირთვას ახდენთ კუნთების ერთსა და იმავე ჯგუფზე (მაგალითად, მძღოლები, მუსიკოსები და ა.შ.).

კუნთების ტკივილის პროფილაქტიკა:

  • უთხარით „უარი“ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. ხშირად კუნთების ტკივილი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ფიზიკურ ვარჯიშს წინ უსწრებს გახურება. შეარჩიეთ კარგი გამახურებელი მალამო (მაგალითად, კაპსიკამი®), ის დაგეხმარებათ ვარჯიშები უფრო ეფექტური გახადოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტრავმების რისკი. ნუ გადაამეტებთ საკუთარ შესაძლებლობებს, დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ. უმჯობესია, თუ კონსულტაციებს გაივლით პროფესიონალ  მწვრთნელთან, რომელიც სათანადო ვარჯიშებს შეგირჩევთ და ოპტიმალურ დატვირთვას განსაზღვრავს.
  • ნებისმიერი ტრავმის ან დაავადების დროს – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ტრავმების და ვირუსული დაავადებების შედეგები (რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება მიალგია გახდეს) გარკვეული დროის გავლის შემდეგ იჩენს თავს. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ ტრავმა ან დაავადება უმტკივნეულოდ ჩაიარა, მაინც მიმართეთ სპეციალისტს გამოკვლევის მიზნით – ასე თავიდან აიცილებთ შესაძლო უარყოფით შედეგებს.  ნადეჟდა ალექსანდრეს ასულ შოსტაკი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი და სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, თავის ლექციაში „მიალგიები: დიფერენციალური დიაგნოსტიკისადმი მიდგომა, მკურნალობა“, აღნიშნავს, რომ „მიალგია – ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ამ სინდრომის ობიექტური განმარტება, ნოზოლოგიური კუთვნილების განსაზღვრის თვალსაზრისით, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგან ის დამახასიათებელია მთელი რიგი ნევროლოგიური, ინფექციური, ენდოკრინული და სისტემური რევმატული დაავადებებისთვის და აქვს არაერთი მსგავსი კლინიკური გამოვლინება“.
  • აიცილეთ თავიდან ემოციური გადაღლილობა. ხშირად, სტრესს თან ახლავს კუნთების დაძაბულობა, და შესაბამისად ზიანს აყენებს არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობას. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ გრძნობთ, რომ ვერ უმკლავდებით ყველა პრობლემას, რომელიც თავს დაგეცათ, მიმართეთ დახმარებისთვის ფსიქოლოგს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე.
  • უთხარით „უარი“ ცუდ ჩვევებს. ძლიერი ალკოჰოლი და მოწევა – აკრძალულია. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ არა მხოლოდ მიალგია, არამედ მრავალი სხვა დაავადებაც.
  • შეინარჩუნეთ კუნთები ტონუსში. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა დამღუპველია კუნთებისთვის, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი ასევე შეიძლება გახდეს კუნთების ტკივილის კატალიზატორი. იპოვეთ „ოქროს შუალედი“. ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. იპოვეთ სპორტის სახეობა, რომელსაც შეიყვარებთ. იდეალურია კუნთებისთვის ცურვა. ცურვის დროს, ამოქმედებულია ორგანიზმის კუნთების თითქმის ყველა ჯგუფი, გარდა ამისა, ეს განტვირთვის საუკეთესო ხერხია.

კუნთის ტკივილის მკურნალობა:

ზუსტი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმალური კურსის დანიშვნის მიზნით, უნდა მიმართოთ სპეციალისტს (თავდაპირველად – თერაპევტს და შემდეგ, მისი რეკომენდაციით – ნევროლოგს, ორთოპედს, ტრავმატოლოგს ან სხვა ექიმს). რა შეიძლება დანიშნოს სპეციალისტმა:
  • მედიკამენტოზური თერაპია.
  • გარეგანი გამოყენების პრეპარატები – ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო მალამოები ან გელები (მაგალითად, კაპსიკამი®, ვალუსალი® ან ვიპროსალი®).
  • სამკურნალო მასაჟის კურსი.
  • მიორელაქსანტები.
  • აკუპუნქტურა (ჩხვლეტა ნემსით).
  • ფიზიოთერაპია.
  • ლოკალური ინექციები დაზიანებული კუნთების აღსადგენად.
კუნთების ტკივილი – ეს არის პრობლემა, რომელსაც შესაძლებელია და უნდა ვებრძოლოთ დროულად.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив