რეკომენდაციები:
კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა კუნთების ტკივილი: მიზეზი, პროფილაქტიკა, მკურნალობა სტატიები აფხაზეთის ომის სურათები! აფხაზეთის ომის სურათები! სტატიები ძილი და სიზმარი ძილი და სიზმარი სტატიები როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს სტატიები საუბარი: ჰიჩკოკი და უორჰოლი საუბარი: ჰიჩკოკი და უორჰოლი სტატიები ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება ყველის შენახვა ასეთ წათხში ერთ წლამდეც შეიძლება სტატიები არასდროს გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი! აი, რატომ… არასდროს გადაღვაროთ კვერცხის ნახარში წყალი! აი, რატომ… სტატიები ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე ცნობილი ადამიანები პოპულარობამდე სტატიები საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტატიები როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) როგორ მოვიშოროთ გამონაყარი (მუწუკები) სტატიები პოლ უოქერის 21 წლის ქალიშვილი მამის თვალებით პოლ უოქერის 21 წლის ქალიშვილი მამის თვალებით სტატიები ქორწინების წლისთავები ქორწინების წლისთავები სტატიები ვამპირი ვამპირი სტატიები 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას 7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას სტატიები როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე სტატიები როგორ წავშალო ფეისბუქი? როგორ წავშალო ფეისბუქი? სტატიები
საუბარი: ჰიჩკოკი და უორჰოლი

საუბარი: ჰიჩკოკი და უორჰოლი

/ ნანახია:  112 / კომენტარები: 0
შეატყობინე მოდერატორს

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი
მიუხედავად იმისა, რომ უორჰოლი უფრო მეტად დამახსოვრებულია მისი როლით ვიზუალურ ხელოვნებაში, მისი ტრიუმფით პოპ არტში, ის ასევე იყო ძალიან პროდუქტიული რეჟისორიც და 1963 წლიდან 1968 წლებში 60 ფილმი გადაიღო. ამის მიუხედავად, სრულიად უსაფრთხო იქნება, ვთქვათ, რომ მის ყველაზე აღიარებულ ფილმებში, როგორებიცაა „ძილი“, „მინეტი“, „იმპერია“ და “ვინილი“, ჰიჩკოკისგან განსხვავებული, კინოს სულ სხვანაირი ხედვაა წარმოჩენილი.
ჰიჩკოკმა, როგორც ბევრი ამბობს, ყველა დროის საუკეთესო რეჟისორმა, ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ორმოცდაათზე მეტი ფილმი გადაიღო. მისმა 53-მა ფილმმა 223 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა და ოსკარის 46 ნომინაცია მოიპოვა.
როგორც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ახლოსაც არ არიან ერთმანეთისგან, ისინი ორივე იზიარებენ ერთიდაიგივე გამოცდილებას ხელოვნების გაცნობაში – მათ საკუთარი კარიერა, როგორც ილუსტრატორებმა დაიწყეს. „უორჰოლმა მისი კარიერა კომერციული ილუსტრატორობით დაიწყო, ჰიჩკოკმა კი, title card-ებისთვის ილუსტრაციების შექმნით, მუნჯი ფილმებისათვის“.
1974 წლის სექტემბერში, „Interview Magazine“-სთვის, ეს ორი ამ ორმა შემოქმედებითმა ძალამ, თავიანთი ძალები გააერთიანეს, რათა დამსხდარიყვნენ და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პათოლოგიური საუბარი ჰქონოდათ, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია.
მათი შეხვედრის დროს, ჰიჩკოკს გამოშვებული ჰქონდა თავისი თრილერი მოძალადე სერიული მკვლელის შესახებ, სახელწოდებით, – „Frenzy“. ამან გავლენა მოახდინა მათ საუბარზე: განიხილეს სიკვდილი, მკვკელობა, გვამის დაკრძალვის ნაირსახეობები, და ფსიქოზი.
 
ენდი უორჰოლი: – რადგან ამდენი შემთხვევა იცი, ოდესმე თუ მიმხვდარხარ, რატომ სჩადიან ადამიანები მკვლელობას? ეს ყოველთვის მაწუხებდა. რატომ.
ალფრედ ჰიჩკოკი: – ახლავე გეტყვი. წლების წინ, ეს ეკონომიური იყო, მართლა. განსაკუთრებით ინგლისში. პირველ რიგში, განქორწინება ძალიან რთულად მოსაპოვებელი იყო, და თან ბევრი ფული ღირდა.
ე.ვ.: – მაგრამ რა ტიპის ადამიანი სჩადის მკვლელობას? ვგულისხმობ, რატომ.
ა.ჰ.: – სასოწარკვეთილებაში მყოფი. ისინი ამას სასოწარკვეთილები აკეთებენ.
ე.ვ.: – მართლა?
ა.ჰ.: – აბსოლუტური სასოწარკვეთა. წასასვლელი არსად აქვთ, ამ დღეებში მოტელები არსადაა, პარკში, ბუჩქების უკან უნდა დაიმალონ. და სასოწარკვეთილებისას, ისინი კლავენ.
ე.ვ.: – მაგრამ რას იტყვი მასების მკვლელზე? (ავტ.შენ. მასების მკვლელი – ადამიანი, რომელიც ერთდროულად ბევრ ადამიანს კლავს.)
ა.ჰ.: – ნუ, ხომ იცი, ისინი ფსიქოზურები არიან. აბსოლუტურად ფსიქოზურები. ძალიან ხშირად იმპოტენტები არიან, როგორც „Franzy“-ში ვაჩვენე ეს. კაცი ბოლომდე იმპოტენტი იყო, სანამ ვიღაც მოკლა და სწორედ ამის შემდეგ მიიღო სიამოვნება. მაგრამ, დღეს, რა თქმა უნდა, რევოლვერის ხანაში, როგორც ისინი ეძახიან მას, ვფიქრობ, ახლა იარაღს უფრო მეტად სახლებში იყენებენ, ვიდრე ქუჩაში. ხომ იცი? ადამიანებმა თვითკონტროლის უნარი დაკარგეს?
ე.ვ.: – მე მესროლეს იარაღით და ეს ფილმივით ჟღერს. მე ამას ვერ აღვიქვამ, როგორც რაღაც რეალურს. მთელი ამბავი ისევ ფილმივითაა ჩემთვის. მე გადამხდა თავს, მაგრამ მაინც ტელევიზორის ყურებასავითაა. თუ ტელევიზორს უყურებ, ეს იგივეა, რაც შენ თვითონ გააკეთო.
ა.ჰ.: – კი. კი.
ე.ვ.: – ამიტომ, ასე მგონია, ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიან, იგივენაირად უნდა ფიქრობდნენ.
ა.ჰ.: – ნუ, ხომ იცი, ეს ძალიან ხშირად იმპულსურად ხდება.
ე.ვ.: – თუ ერთხელ გააკეთე, ესეიგი ამის გაკეთება კიდევ შეგიძლია, და თუ კეთებას გააგრძელებ, მგონი ეს უბრალოდ რაღაც გახდება, რისი გაკეთებაც შეიძლება.
ა.ჰ.: – დამოკიდებულია იმაზე, დამალე თუ არა პირველი გვამი. ეს პატარა პრობლემაა. მას შემდეგ რაც შენი პირველი მკვლელობა ჩაიდინე.
ე.ვ.: – კი, ანუ თუ ამას კარგად გააკეთებ, მაშინ უკვე შენს გზაზე ხარ. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყასბებს ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეუძლიათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყასბები საუკეთესო მკვლელები არიან.
კომენტარები 0
კომენტარები ჯერ არაა. დააკომენტარე პირველმა!
დაამატე კომენტარი
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив