სიახლეები იანვარი 2018 წელი » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 1410
  • Автор: admin
  • Дата: 17 იანვარი 2018
17 იანვარი 2018

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

Категория: სტატიები

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მალე პოპულარობა მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

ახლა კონკრეტულად დიეტის შესახებ. პიერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზა - შეტევა:


ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი (იხ. სტატიის ბოლოს):

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


მეორე ფაზა - მონაცვლეობა:


მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. სტატიის ბოლოში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


მესამე ფაზა - განმტკიცება:


სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:


ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.


დაშვებული ცილების დიდი შემცველობის 72 სახეობის პროდუქტის სია:
12 სახეობის ხორცი:
1. სტეიკი
2. ძროხის სუკი და ჩალაღაჯი (ძროხის ხორცი, რომელიც ფილეს მსგავსია)
3. როსტბიფი – სქელი მხარე (პირველი 4-5 ნეკნი), თხელი (შემდეგი 4-5 ნეკნი)
4. ენა
5. გრიზონის ხორცი (გამოყვანილი)
6. ხბოს ესკალოპი
7. ხბოს ნეკნები
8. ხბოს ღვიძლი და თირკმელები
9. უცხიმო ლორი
10. უცხიმო ბეკონი
11. ქათმის და წიწილის ხორცი
12. კურდღლის ხორცი.
25 სახეობის თევზი:

1. ვირთევზა
2. ხეკი
3. სამეფო დორადა
4. ატლანტიკის დიდთავა (Hoplostethus atlanticus)
5. ხმალთევზა
6. პალტუსი
7. პალტუსი შებოლილი
8. პიქშა
9. საიდა
10. კამბალა
11. ღლაბუტა
12. ლავრაკი (ზღვის ქორჭილა)
13. სკუმბრია
14. ვირთევზა
15. კეფალი
16. სკაროსი
17. ბარაბული
18. სარდინი
19. ორაგული
20. ორაგული გამოყვანილი
21. ზღვის ენა (Solea solea)
22. სურიმი (თევზის ფარში)
23. თინუსი
24. თინუსი საკუთარ სოუსში
25. ტიურბო (Psetta maxima)
18 სახეობის ზღვის პროდუქტი:
1. ჩვეულებრივი ბუკცინუსი (Buccinum undatum)
2. კალმარი
3. მოლუსკები
4. ცერასტოდერმა
5. ზღვის სავარცხელა
6. კიბორჩალა
7. კრევეტები
8. ნაცრისფერი კრევეტი
9. კრილი
10. ასთაკვი (ომარები)
11. ხამანწკა
12. ლანგუსტი
13. ნორვეგიული ასთაკვი
14. ორსაგდულიანი მოლუსკები
15. ზღვის ზღარბი
16. რვაფეხა
17. მელანთევზა
18. კიბო
9 სახეობის შინაური ფრინველის ხორცი:
1. სირაქლემა
2. მწყერი
3. წიწილა
4. შინაური ფრინველის ღვიძლი
5. ინდაური
6. მტრედი
7. დედალი მწყერი
8. ქათამი
9. ქათმის ან ინდაურის ბარკალი (ცხიმის და კანის გარეშე)
2 სახეობის კვერცხი:
1. ქათმის
2. მწყერის
6 სახეობის რძის პროდუქტი:
1. ნატურალური უცხიმო იოგურტი ან ასპარტამით (სახარინი) არომატიზირებული
2. ოჯახური უცხიმო თეთრი ყველი
3. უცხიმო ხაჭო
4. ხაჭოს კვერი (სიროკი) ჰემოგენიზირებული
5. ხაჭოს კვერი (სიროკი) დამდნარი ცხიმის მცირე შემცველობით
6. უცხიმო რძე
მეორე ეტაპი – მონაცვლეობა (კრუიზი)

დაშვებულია I ეტაპის 72 პროდუქტი + 28 სახეობის ბოსტნეული
1. არტიშოკი
2. სატაცური
3. ბადრიჯანი
4. ჭარხალი
5. მანგოლდი (ფურცვლოვანი ჭარხალი),
6. ბროკოლი
7. სტაფილო
8. ნიახური
9. შამპინიონები
10. ყველა სახეობის კომბოსტო (ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი, წითელი),
11. პალმის გული
12. კიტრი
13. ყაბაყი
14. ვარდკაჭაჭა
15. ისპანახი
16. კამა
17. რომაული სალათი
18. სატაცურის ლობიო
19. თალგამი
20. ხახვი
21. მჟაუნა
22. პრასი
23. წითელი წიწაკა
24. გოგრა
25. ბოლოკი
26. ყველა სახის მწვანე სალათი
27. სოიო
28. პომიდორი
Информация к новости
  • Просмотров: 3979
  • Автор: admin
  • Дата: 17 იანვარი 2018
17 იანვარი 2018

Strongworld theme

Категория: პროგრამები/soft

Strongworld theme


ეს არის ძალიან მაგარი თემა . სურათზე რაც არის ზუსტად ეგეთია (*_*)
Информация к новости
  • Просмотров: 1567
  • Автор: admin
  • Дата: 9 იანვარი 2018
9 იანვარი 2018

8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

Категория: სტატიები

მოდა ისეთი სფეროა, რომელშიც ხანდახან ძალიან მახინჯი რაღაცები ხდება ტრენდული. შემდეგ ეს იმდენად მყარდება ადამიანთა ყოველდღიურობაში, რომ რთულია მის გარეშე ყოფნა ძალიან ბევრი ადამიანისთვის.დღეს ვისაუბრებთ 8 სამარცხვინო მოდრუ ტრენდზე, რომელიც უნდა გაქრეს ყოველდღიურობიდან.

1.მულეტი

ეს სამოსი არ არის,მაგრამ მოდური ნამდვილად იყო ერთი პერიოდი. უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი სტილი არავის არ უხდება. წინ ოდნავ ჩოლკა და უკან კულულები, საშინელებაა.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

2.ჰუპ კაბები

მსგავსი სტილი 18 -ე საუკუნეში იყო გავრცელებული, რომელიც ქალს დიდ პრობლემებს უქმნიდა. ნამდვილად თავის მოტყუებაა ასეთ სტილს უწოდო მოდური, თუმცა დღესაც ბევრი მოყვარული ჰყავს ამ სტილს.იმედია მალე ყველას შეძულდება/
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

3.ჰარემის შარვლები

მსგავსი სამოსი ემსი ჰამერს ეცვა თავის კლიპში და იმის მერე მოდური გახდა, თუმცა ვაღიაროთ უნდა, რომ ნამდვილი სიმახინჯეა/
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

4.წვეტიანი ფეხსაცმელი

შუასაუკუნეებში ყველას მსგავსი ფეხსაცმელი ეცვა. წვეტიანი ფეხსაცმელი ადამიანს სიმაღლეს აძლევსო, თუმცა უაზრობაა. იმედია მსგავსი ტრენდი არასდროს არ დაბრუნდება.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

5.სახმრეები

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შემოვიდა მოდაში, თუმცა აქტუალურია 80 – იან წლებში იყო. ეს მოდური ტრენდი წარსულში უნდა დავტოვოთ.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

6.ელასტიკები

საშინელი სანახავია ადამიანი, რომელსაც ელასტიკები აცვია, რადგანაც ამით ირღვება ესთეტიკისა და სილამაზის კანონები.იმედია ასე არავინ არ ივლის.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

7.ჩაწეული შარვლები

თითქოს მოდური სტილი, რომელიც რეალურად საშინელი სანახავია. უკვე დროა, რომ აიწიოთ შარვლები და მიხვდეთ, რომ მსგავსი სტილი საშინელებაა.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

8.ქვედაკაბა

მსგავსი ჩაცმის სტილი ბევრისთვის სექსუალურია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პირიქით, ეს ამახინჯებს ქალს.

ასეთი სახის ჩახსნილი ან ღილებიანი კაბა, ნამდვილად არ უხდება ქალს.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

Информация к новости
  • Просмотров: 3450
  • Автор: admin
  • Дата: 9 იანვარი 2018
9 იანვარი 2018

Annihilation 2

Категория: ვიდეო/videos

Annihilation 2


ზომა : 356 MB
ხარისხი : DVDRip
ფორმატი : AVI
ატვირთულია : ALLSHARES.GE

არქივი

ივლისი 2018 (1)
მაისი 2018 (3)
აპრილი 2018 (10)
იანვარი 2018 (4)
სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
^