სიახლეები 06.01.2017 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 1057
  • Автор: admin
  • Дата: 6 იანვარი 2017
6 იანვარი 2017

თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!

Категория: სტატიები

თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!


დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მუდმივ მცხოვრებლებს საჭიროებენ.

ხელისუფლება, ადამიანების მოსაზიდად ფულს არ ზოგავს. თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, გთავაზობთ რამდენიმე ადგილის მიმოხილვას, რათა გაეცნოთ უცხო ქვეყნების კულტურას.

ქალაქი დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ
"დასავლეთის პარიზი", "აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი"... პრაქტიკულად დაცარიელებულმა ქალაქმა ეს დიდებული წოდებები XX საუკუნის მეორე ნახევარში დაკარგა და დღეს მთელი ძალებით ცდილობს უწინდებური სახელის დაბრუნებას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა ახალი პროგრამა Challenge Detroit, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დეტროიტში იცხოვრებენ და იმუშავებენ, ყოველთვიურად 2 500$ სთავაზობს.

ალასკა, აშშ
თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების აუჩქარებელი ტემპი, არ გაშინებთ დაბალი ტემპერატურა, მაშინ ალასკაზე ცხოვრება თქვენთვის იდეალურია.
თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!



სპეციალური სამთავრობო ფონდი უხდის სპეციალისტებს, რომლებიც თანახმა არიან იმუშავონ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ერთადერთი პირობა - უნდა იცხოვროთ ალასკაზე არანაკლებ 1 წლისა.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა
კანადური პროვინცია ახალ კურსდამთავრებულ სპეციალისტებს, რომლებსაც ჯერ ცხოვრებისეული გზა არ აურჩევიათ, არაჩვეულებრივ შანსს სთავაზობს. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 ათას კანადურ დოლარს გადაუხდიან პროვინციაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრებასა და მუშაობაში.

ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ
კიდევ ერთი ფანტასტიკური შანსი, რომელიც ძალზედ წარმოუდგენლად ჩანს, იმისთვის რომ სიმართლე იყოს - იცხოვრო პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და თანაც, ამაში თანხა მიიღო. ხელისუფლება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 7 000$-ს სთავაზობს ადგილობრივ საწარმოებში 2 წლის განმავლობაში მუშაობისთვის.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

არაჩვეულებრივი პატარა სოფელი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში.

თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!


ახალგაზრდა მცხოვრებლების დასაინტერესებლად და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ხელისუფლება ახალგაზრდა წყვილს, რომელიც სოფელში გადავა საცხოვრებლად, 3 ათას ევროს სთავაზობს. ეს გახლავთ შესანიშნავი საშუალება, იცხოვრო ულამაზეს და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.

უტრეხტი, ნიდერლანდები
ნიდერლანდები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევარი ქვეყანა. და აი, ერთ-ერთი სოციალური ექსპერიმენტიც: რა მოხდება, თუკი ერთ ქალაქში მცხოვრები თითოეული მოსახლე ათას დოლარს მიიღებს?

კერტისი, ნებრასკა, აშშ
ყველა ჩვენგანს დაუჩივლია ალბათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქისთვის არაფერ ღირებულს არ აკეთებს. ამერიკულის პატარა ქალაქმა ხალხს გადაწყვეტილება შესთავაზა - ყველას შეუძლია მიწის ნაკვეთის მიღება, თუკი რაიმე ღირებულ იდეას შესთავაზებს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კულტურის გასაუმჯობესებლად.

წყარო: allnews.ge

არქივი

აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
^