სიახლეები 09.04.2016 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 7610
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

Категория: სტატიები

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე


საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდის ელფერიც დაჰკრავს... ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი გოგო-ბიჭების ხსოვნის დღეც არის...

ერთ-ერთ მიტინგზე თამრიკო ჭოველიძის მამას უკითხია ჩემი ქალიშვილი ტყუილად ხომ არ დაღუპულაო...


არა! ტყუილად არ დაღუპულა! ათასობით ხალხი დაიხოცა აფხაზეთში, მაგრამ ომი მაინც წავაგეთ! ამ გოგო-ბიჭების სიკვდილით კი 9 აპრილის ომი იქნა მოგებული!

ბატონმა ზვიადმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა, ამით მათ არა მარტო ქართველი ერი, არამედ ჭირისუფლებიც გაამხნევეს და უკვდავჰყვეს დაღუპულთა სახელები ამ დღესთან ერთად!

სამარადისო ხსოვნა მათ:

აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულაშვილი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
მარინე ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
მზია ჯინჭარაძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე
შალვა ქვასროლიაშვილი

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ყველაფერი კი 4 აპრილს სამედიცინო ინსტიტუტიდან აგორებული მანიფესტაციით დაიწყო! ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის მოთხოვნას მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი! არ დარჩენილა მთელ საქართველოში ერთი საწარმოც კი რომელიც არ გაიფიცა და არ შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას! გაიფიცნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ზღვაში გასული თევზსაჭერი გემებიც კი... საოცარი სიყვარული, საოცარი ერთსულოვნება და პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ!

ფეხზედამდგარი საქართველოს შეჩერება შეეძლო მხოლოდ უხეშ ძალას და 9 აპრილის გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილება სისხლიანი დილა გაუთენეს სრულიად საქართველოს, მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება მაინც ვერ შესძლო!

ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ ლექსს, დაწერილს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მაშინდელი სტუდენტის ნანი აბულაძის მიერ, იგი წაკითხულ იქნა მიკროფონით 9 აპრილის გამთენიისას მომიტინგეთა წინაშე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჯალათთა მიერ გაშვებულმა მომწამვლელმა გაზმა კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა ავტორი!

ქართველი მამულში ათამადეთ,
სტუმარი ვერ გასწევს თამადობას!
სხვა რჯული ვერა იქმს დავითობას,
სხვა რჯული ვერა იქმს თამარობას!

ქართველებს მამული დაანებეთ,
განწირულს ღვთის მადლი ლოცავს;
მის მიერ აგებულ ტაძარში,
ქართულად ათქმევინეთ ლოცვა!

ამინ!
Информация к новости
  • Просмотров: 3520
  • Автор: reload.ge
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილიდან 27 წელი გავიდა

Категория: ვიდეო/videos

9 აპრილიდან 27 წელი გავიდა


1989 წლის 9 აპრილიდან 27 წელი გავიდა, 27 წლის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასობით ადამიანი მივიდა
Информация к новости
  • Просмотров: 2731
  • Автор: xovle
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილის საიდუმლო (2007/GEO/DVDRip)

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

9 აპრილის საიდუმლო (2007/GEO/DVDRip)


დასახელება: 9 აპრილის საიდუმლო
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
გამოშვება: საქართველო, რუსთავი 2
რედაქტორი: თომა ჩაგელიშვილი
რეჟისორი: დემნა ჯაფარიძე

ფილმის შინაარსი:
რატომ გადასცემდა უშიშროება მოსკოვს არასწორ ინფორმაციას, ვინ იყო დაინტერესებული პატიაშვილის ფიასკოთი და ვის აძლევდა ხელს საქართველოში ვითარების დამძიმება. რატომ არ დაუჯერა ხალხმა საქართველოს პატრიარქს, რომელიც მომიტინგეებს სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებდა? - დოკუმენტური ფილმი ამ კითხვებზე გასცემს პასუხს. ფილმში ნახავთ დემონსტრაციის დარბევის უნიკალურ კადრებს - 18 წლის წინ გადაღებული ვიდეოფირის ყველაზე სრულ ვერსიას!!

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^