სიახლეები აპრილი 2016 წელი » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 3089
  • Автор: admin
  • Дата: 29 აპრილი 2016
29 აპრილი 2016

დიდი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება

Категория: სტატიები

დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქვეყანა წყალთა ზედა; გვირგვინსა ეკალთაგან დაიდგამს ანგელოსთა მეუფე; ტყუილსა ძოწეულსა შეიმოსს, რომელმან შეჰმოსნა ცანი ღრუბლითა; ყვრიმლის-ცემასა ნებსით თავს-დებს, რომელმან იორდანეს განათავისუფლა ადამ; სამსჭვალითა განიმსჭვალვის სიძე ეკლესიისა; ლახვრითა განიგმირვის ძე იგი ქალწულისა; თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, თაყვანის ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, თაყვანის ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, გვიჩვენენ ჩვენ დიდებულიცა შენი აღდგომა.

დიდი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება


დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!
Информация к новости
  • Просмотров: 1189
  • Автор: admin
  • Дата: 28 აპრილი 2016
28 აპრილი 2016

უფასო მგზავრობა წინასააღდგომოდ 1-დან 2 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

Категория: ---



აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 1-დან 2 მაისის ჩათვლით უფასოდ მოემსახურება.
Информация к новости
  • Просмотров: 2937
  • Автор: admin
  • Дата: 28 აპრილი 2016
28 აპრილი 2016

დიდი ხუთშაბათი

Категория: News

აჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

ღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა“.

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დიდი ხუთშაბათი

საიდუმლო სერობა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

სად აღესრულა საიდუმლო სერობა

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

იუდას მხილება

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

ზიარების საიდუმლო

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

ფერხთბანა

დიდი ხუთშაბათიშემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.

* * *

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ  მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

მოამზადა ალექსანდრე კაპანაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

დიდი ხუთშაბათი

მთავარეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი „სიტყვა დიდ ხუთშაბათს“

„წმიდა საიდუმლოთა ღირსეული ზიარებისათვის“

დიდი ხუთშაბათი

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.

„და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მიიღო იესო პური და ჰმადლობდა და განჰსტეხა, და მიჰსცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ (მათე 26, 27).

იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია“), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის განსხვავება მისი მრავალი მოწყალებისა ჩვენზე.

იესო ქრისტე ძველი აღთქმიდან არაფერს არ არღვევს, ის აღასრულებს. როგორც მოგეხსენებათ, ებრაელები პასექის დღესასწაულს უფლის მიერ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნის მოსაგონებლად აღნიშნავენ ნისანის 14 რიცხვში (მარტი-აპრილი), მზის ჩასვლის შემდგომ თუმცა კი პასექის მიღება უფრო ადრეც შეიძლებოდა, განსაკუთრებით გალილეიდან მოსულთათვის. მაცხოვარი, როგორც ძველი ყველა წესის აღმსარებელი, სარგებლობს ამ წესით და სერობასაც ნისანის 13 რიცხვის ხუთშაბათს აღასრულებს, დანიშნული დროიდან ერთი დღით ადრე. ეს იმის გამო, რომ ჯვარზე დაკანონებული საპასექო სერობის დღეს უნდა მიეტანა თავი თვისი მსხვერპლად. როგორც პასექი ჭეშმარიტ ტარიგს, პურის ნაჭრებს ურიგებს მოციქულთ, რითაც სიმბოლურად განასახიერებდა აღთქმული ქვეყნის სიუხვეს, მომდინარეს რძითა და თაფლით. ხანდახან ამ ადათის შესრულებით, ოჯახის უფროსი განსაკუთრებულ კეთილმოსურნეობას გამოხატავდა მისდამი, ვისაც განტეხილ პურს აწოდებდა.

უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავი თვისი მიგვიძღვანა საგზლად. ამიტომ მუდამ უნდა ვმადლობდეთ, როგორც ჩვენს მაგიერ, ასევე ყველას მაგიერ. ამით შევძლებთ მომაკვდინებელი ცოდვის, შურის, აღმოფხვრას ჩვენში და სიყვარულის დანერგვას, ადამიანი უძლური ხდება შურდეს მისი, ვის მაგივრადაც ჰმადლობს.

„და მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მიჰსცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათე 26, 27-28).

უფლის სისხლი, ღირსეულად მიღებული, შორს განაგდებს ჩვენგან დემონებს და უხმობს ანგელოზთ მცველად. და როგორ ჭირდება დღეს ქვეყნიერებას ანგელოსთა მფარველობა. ჯვარზე დანთხეულმა ამ წმიდა სისხლმა განწმიდა კაცობრიობა. ეს სისხლია ჩვენი სულების მხსნელი, განმბანელი ცოდვებისაგან.

არსებობს მეტად საყვარელი სიტყვა - „მეგობარი“ ე.ი. ორი ან ჯგუფი მოსიყვარულე ადამიანებისა, რომლებიც იმდენად ახლო სულიერ კავშირში არიან ერთმანეთთან, რომ ფიზიკური გამოვლინებით, როგორც ხალხური ტრადიცია გადმოგვცემს, ერთი გობიდან საკვების თანაზიარნი არიან. და რაოდენ უფრო მეტად თანაზიარნი ხდებიან ქრისტიანები, როდესაც ერთი ბარძიმიდან იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდლის მიერ სული წმიდის გარდამოწვევით გარდაიქცევა რეალურ იესო ქრისტეს წმიდა სისხლად და ხორცად. წმიდა ზიარების მიღების შემდგომ უფალი იესო ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენს სხეულში დაივანებს. ვეზიარებით ქრისტეს, ვერთიანდებით ერთმანეთთან. ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) წევრები ვხდებით. რაოდენ უფრო მეტია სიყვარული ჩვენს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მეგობრებს შორის. სწორედ იმისათვის განაზავა მან თავისი სხეული და შეგვირწყა, რომ შევიქმნეთ ერთნი, როგორც ერთი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე. ეს მხოლოდ ჩვენს მიმართ უფლის ძლიერი სიყვარულის გამო მოხდა. უფალი გვასაზრდოებს თავისი სხეულით იმისთვის, რომ შევიქმნეთ მეტად კეთილშობილნი, ჩვენთვის ზრუნავს ამ ქვეყნად და მით-უფრო იზრუნებს იმქვეყნად, მარადიულობაში. ჩვენს ტაძარში მორწმუნეთა ზიარების დროს სრულდება გალობა: „ხორცი ქრისტესი მივიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ“.

წმიდა ტრაპეზით გარდამოედინება სულიერი წყარო. მასზეა ხე დანერგილი, რომელიც ისხამს მარად უჭკნობ ნაყოფს. ეს წყარო ანაყოფიერებს გვალვებს, წარმოქმნილს ჩვენს სულში. ეს წყარო არის სინათლის, რომელიც გამოსცემს სხივებს ჭეშმარიტებისას, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა უმთვრესი და უმაღლესი საიდუმლო ზიარებისა, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა დღევანდელ დღეს. ეს არის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქნა მიღებული, გამოსცვლის კაცის ბუნებას. ნებისმიერ დღეს შეუძლია ადამიანს ეზიაროს, თუ სათნადოდ იქნა მომზადებული, მაგრამ არსებობს ქრისტიანული ტრადიცია ზიარებისა დიდ ხუთშაბათს. ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუ ამ დღეს ვინმეს უზიარებლად დატოვებდნენ.

ჩვენს ტაძრებში წმიდა ზიარების წინ ხშირია ხმაური. გავისენოთ სახარებიდან, რომ ანგელოზნი აღმატებულნი ჩვენზე, რა პატივით და მოწიწებით იდგნენ უფლის საფლავთან, სადაც უკვე აღარ ესვენა მაცხოვარი, რამეთუ აღმსდგარი იყო. ჩვენ კი, მივეახლებით რა წმიდა ტრაპეზს, სისხლსა და ხორცს უფლისა, შფოთით, განკითხვით, რა პატიებას მივიღებთ? როგორ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ მსხვერპლს თუ გული და გონება ჩვენი არ არის განწმენდილი, დამდაბლებული და ღია სიყვარულისა და ჭეშმარიტების დასავანებლად?

„და აღსდგა სერობასა მისგან და დაჰსდუა სამოსელი თვისი, და მიიღო არდაგი, და მოირტყა იგი და მიიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“ (იოანე 13, 4-5).

დააწესა რა მაცხოვარმა უმთავრესი ქრისტაინული საიდუმლო ზიარებისა, დაბანა ფერხნი მოწაფეთა, მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა. იგი არ არის ამაყი ბელადი. ხალხი თავის სახელით რომ მიჰყავს, ის თავისი მოწაფეების მორჩილი მსახურია და ქვეყანაზე პირველობას, დიდებას ან თაყვანისცემას არ ეძიებს. ქრისტე ასწავლის მოციქულთ, რომ მათაც ერთმანეთს უნდა დაბანონ ფეხი. „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, ეგრეთ თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13, 5).

ამ დღეს ქრისტიანი უნდა იხსენებდეს განსხვავებული გრძნობით და სასოებით. ამ დღეს მაინც უნდა დაივიწყოს სოფელი და ყოველი ამაოება, განუშორებლად, სულითა და გულით უნდა იყოს მაცხოვართან და ეზიაროს მის ჯვარსა და ვნებებს.

იუდა, ქრისტეს მოწაფეთაგანი, ტრაპეზის მონაწილე და მიმღებელი უფლის აურაცხელი სიკეთეებისა, ხდება გამცემი, იესომ იცის მისი განზრახვა, მაგრამ პირველად მას ბანს ფერხს. უფალს უნდა ამით შეაჩეროს ბოროტ განზრახვაში, ქრისტეს შეეძლო იუდას სიბოროტის ალაგმვა, მაგრამ ადამიანს აქვს შემოქმედისაგან მინიჭებული ნების თავისუფლება, იუდას აძლევს თავისუფლებას თავისი ნებით და არა ძალდატანებით დაატოვებინოს ბოროტი გადაწყვეტილება, ასე ხდება ადამიანთა გამოხსნაც. ხოლო თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს ხსნა კაცობრიობისა და არა უფლის ძალდატანებით.

იესო ქრისტე ფეხს ბანს იუდას მაშინ, როდესაც იცის რომ გასცემს, მასზე ზრუნავს უკანასკნელ დღემდე. აქ ჩანს უფლის მზრუნველობა და უსაზღვრო სიყვარული ნებისმიერი ცოდვილის მიმართ. ქრისტე ფეხთბანით გვასწავლის მორჩილებას, რომელიც თავი და ბოლოა სათნოებისა. თავისი ხელით ასხამს საბანელში წყალს, სხვას კი არ ავალებს! ამით უნდა შევიმეცნოთ, რომ როდესაც ვაკეთებთ სიკეთეს, მთელი მოდომებით უნდა გავაკეთოთ.

იუდა ვერ ჭვრეტს ქრისტეს მოძღვრების სათნო სულს. ამჯერად კი რწმენა ქრისტეს, როგორც მესიის არაჭეშმარიტებაზე, კიდევ უფრო განუმტკიცდა. ჭეშმარიტი მესია, ფიქრობდა ის, თავს არ დაიმცირებდა მონის მოვალეობის შესრულებით. იგი მოწაფეებს ფეხს კი არ დაბანდა, არამედ როგორც მეფე მედიდურად და ამაყად წარუძღვებოდა მათ იუდეველი ხალხის განთავისუფლების აღსასრულებლად. მოძღვარმა მოწაფის ამგვარი განწყობა, ბუნებრივია, იცოდა. „შეჰსძრწუნდა სულითა, და ჰსწამა და ჰსთქუა: „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ვითარმედ ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“ (იოანე 13, 21) იუდას ეძლევა სინანულის საშუალება, ქრისტეს მისი ხსნა და გადარჩენა უნდა. უფრო ადრე ეუბნება მოწაფეებს: „ერთი თქვენგანი ეშმაკი არს“ (იოანე 6, 70). ქრისტე აჩვენებს იუდას, რომ იცნობს მას, როგორც გამცემელს, მაგრამ საჯაროდ არ ამხელს. იცოდა რა ქრისტემ მისი ვერცხლისმოყვარეობია, ფულის პარვა, ყველანაირად ცდილობს, გააღვიძოს მასში სინანული (ფულის შესანახი გუადრუცი ქრისტემ მას მიაბარა). ქრისტეს მზრუნველობა იუდას მიმართ უსაზღვროა. ის თვით ყაჩაღის სულსაც მოათვინიერებდა. მაგრამ იუდა შეუკავშირდა ეშმაკს. სატანა ერთბაშად არ შემოდის ადამიანში. ის ჯერ მრავალ თავდასხმას აწყობს. შემდეგ, როდესაც ადამიანში დაინახავს მიღების მზადყოფნას, მთლიანად ჩასახლდება და დაიპყრობს მას. საშინელია ვერცხლისმოყვარეობა. ის ხურავს ადამიანის გულს, თვალსა და ყურს და პირუტყვის დონემდე დაჰყავს იგი. არ აძლევს საშუალებას სინდისზე დაფიქრებისა. ის ადამიანს ყურმოჭრილ მონად გადააქცევს. ხშირ შემთხვევაში ეს სნეულება მსოფლიოში მრავალი ომი, სისხლისღვრა, წმიდა პავლე მოციქული მასზე დამონებულს უწოდებს კერპთმსახურს.

ყოველ ზემოთქმულ მაგალითებს, მოქმედებებს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სწავლას დღეს წმიდა ეკლესია გამოხატავს ლოცვებით, გალობით, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ისმინოს ქრისტიანმა. გრძნობა ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მის ცხოვრებას და საქმეს. ჭკუას და გონებას ისე არ ემორჩილება კაცი, როგორც გულის წადილს. გავუხსნათ უფალს ჩვენი გულები, დავემორჩილოთ და ნუ შევეწინააღმდეგებით მას, მარად გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე 13, 34).

ნატო ბოკერია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.

Информация к новости
  • Просмотров: 3632
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 21 აპრილი 2016
21 აპრილი 2016

Day Watch

Категория: თამაშები/games

Day Watch

თამაშის შემქმნელი: Targem Studio & Nival Interactive
გამომშვები: ND Games 2007
ჟანრი: Strategy (Turn-based) / RPG / 3D
ინტერფეისის ენა: English

თამაშის შესახებ:
როცა ღამე დგება და ყველა იძინებს, მოსკოვის ბნელ ქუჩებში იმართება დაუნდობელი ბრძოლა ორ ცნობილ მოწინააღმდეგეს: ნათელსა და ბნელს შორის. "დღის გუშაგი"- ტაკტიკური თამაშია, რომელშიც მოთამაშეს მოუწევს ბნელი ძალების მხარეს დადგომა და მონაწილეობის მიღება ნათელ ძალებთან ბრძოლაში.
Информация к новости
  • Просмотров: 657
  • Автор: admin
  • Дата: 18 აპრილი 2016
18 აპრილი 2016

ერთი დღე კათარზისში

Категория: News



როგორ ცხოვრობენ წლების შემდეგ მოხუცები, ხანდაზმულთა პანსიონათ კათარზისში და როგორია მათი ერთი დღე? ჩვენი გადამღები ჯგუფი კათარზისს ეწვია და ერთი დღე მათთან ერთად გაატარა. გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რეალურ ფაქტზე დაყრდნობით.
Информация к новости
  • Просмотров: 5861
  • Автор: piruza
  • Дата: 16 აპრილი 2016
16 აპრილი 2016

NOD32 ANTIVIRUS

Категория: პროგრამები/soft

NOD32 ANTIVIRUS


nod32 ბოლო ვერსიაა
Информация к новости
  • Просмотров: 414
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2016
14 აპრილი 2016

რა იცის საზოგადოებამ დედაენის დღის შესახებ?

Категория: News



დღეს 14 აპრილს, სრულიად საქართვლო დედაენის დღეს აღნიშნავს. რა იცის ამ დღესთან დაკავშირებით მოსახლეობამ და როგორია მათი პასუხები ამას უკვე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადავიღეთ.
Информация к новости
  • Просмотров: 3997
  • Автор: Leet
  • Дата: 13 აპრილი 2016
13 აპრილი 2016

PIRATES OF THE CARIBBEAN: AT WORLD'S END (HDTVRip)

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

PIRATES OF THE CARIBBEAN: AT WORLD'S END (HDTVRip)


ფილმის შესახებ:
დასახელება: Pirates of the Caribbean : At World's End
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ფენტეზი
წელი: 2007
რეჟისორი: გორ ვერბინსკი
როლებში: ჯონი დეპი, ჯეფრი რაში, ოპლანდო ბლუმი, კირა ნაიტლი, ჯეკ დევენპორტი


აღწერა:
ბნელი დროება დგება: მეკობრეთა საუკუნე დასასრულს უახლოვდება. ლორდ კატლერ ბეკეტმა ყველასათვის შიშისმომგვრელ ხომალდ-მოჩვენებასა და მის ბოროტ კაპიტან დეივი ჯოუნსზე მოიპოვა ძალაუფლება. ახლა ისინი ადმირალი ნორინგტონის ხელმძღვანელობით მეკობრეთა ხომალდებს ანადგურებენ. უილ ტორნერი, ელიზაბეტ სუონი და კაპიტანი ბარბოსა მიემგზავრებიან მეკობრეთა საძმოს ცხრა ბარონის მოსაძებნად. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ბეკეტზე გამარჯვების უკანასკნელი იმედი... მაგრამ ერთი ბარონი - კაპიტანი ჯეკი დაიკარგა ...

ფაილი:
ხარისხი: HDTVRip
ფორმატი: avi
ზომა: 3 GB
Информация к новости
  • Просмотров: 587
  • Автор: admin
  • Дата: 11 აპრილი 2016
11 აპრილი 2016

მოუწესრიგებელი ავტოპარკინგი თბილისში

Категория: News



მოუწესრიგებელი ავტოპარკინგი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორია საზოგადოების აზრი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და რა გზები არსებობს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ტელეკომპანია ტივი "მაქსი" გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ქუჩებში რეალურ ფაქტებზე გადავიღეთ.
Информация к новости
  • Просмотров: 6622
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

Категория: სტატიები

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე


საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდის ელფერიც დაჰკრავს... ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი გოგო-ბიჭების ხსოვნის დღეც არის...

ერთ-ერთ მიტინგზე თამრიკო ჭოველიძის მამას უკითხია ჩემი ქალიშვილი ტყუილად ხომ არ დაღუპულაო...


არა! ტყუილად არ დაღუპულა! ათასობით ხალხი დაიხოცა აფხაზეთში, მაგრამ ომი მაინც წავაგეთ! ამ გოგო-ბიჭების სიკვდილით კი 9 აპრილის ომი იქნა მოგებული!

ბატონმა ზვიადმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა, ამით მათ არა მარტო ქართველი ერი, არამედ ჭირისუფლებიც გაამხნევეს და უკვდავჰყვეს დაღუპულთა სახელები ამ დღესთან ერთად!

სამარადისო ხსოვნა მათ:

აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულაშვილი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
მარინე ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
მზია ჯინჭარაძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე
შალვა ქვასროლიაშვილი

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ყველაფერი კი 4 აპრილს სამედიცინო ინსტიტუტიდან აგორებული მანიფესტაციით დაიწყო! ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის მოთხოვნას მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი! არ დარჩენილა მთელ საქართველოში ერთი საწარმოც კი რომელიც არ გაიფიცა და არ შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას! გაიფიცნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ზღვაში გასული თევზსაჭერი გემებიც კი... საოცარი სიყვარული, საოცარი ერთსულოვნება და პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ!

ფეხზედამდგარი საქართველოს შეჩერება შეეძლო მხოლოდ უხეშ ძალას და 9 აპრილის გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილება სისხლიანი დილა გაუთენეს სრულიად საქართველოს, მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება მაინც ვერ შესძლო!

ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ ლექსს, დაწერილს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მაშინდელი სტუდენტის ნანი აბულაძის მიერ, იგი წაკითხულ იქნა მიკროფონით 9 აპრილის გამთენიისას მომიტინგეთა წინაშე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჯალათთა მიერ გაშვებულმა მომწამვლელმა გაზმა კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა ავტორი!

ქართველი მამულში ათამადეთ,
სტუმარი ვერ გასწევს თამადობას!
სხვა რჯული ვერა იქმს დავითობას,
სხვა რჯული ვერა იქმს თამარობას!

ქართველებს მამული დაანებეთ,
განწირულს ღვთის მადლი ლოცავს;
მის მიერ აგებულ ტაძარში,
ქართულად ათქმევინეთ ლოცვა!

ამინ!
Информация к новости
  • Просмотров: 3128
  • Автор: reload.ge
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილიდან 27 წელი გავიდა

Категория: ვიდეო/videos

9 აპრილიდან 27 წელი გავიდა


1989 წლის 9 აპრილიდან 27 წელი გავიდა, 27 წლის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასობით ადამიანი მივიდა
Информация к новости
  • Просмотров: 2250
  • Автор: xovle
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილის საიდუმლო (2007/GEO/DVDRip)

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

9 აპრილის საიდუმლო (2007/GEO/DVDRip)


დასახელება: 9 აპრილის საიდუმლო
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
გამოშვება: საქართველო, რუსთავი 2
რედაქტორი: თომა ჩაგელიშვილი
რეჟისორი: დემნა ჯაფარიძე

ფილმის შინაარსი:
რატომ გადასცემდა უშიშროება მოსკოვს არასწორ ინფორმაციას, ვინ იყო დაინტერესებული პატიაშვილის ფიასკოთი და ვის აძლევდა ხელს საქართველოში ვითარების დამძიმება. რატომ არ დაუჯერა ხალხმა საქართველოს პატრიარქს, რომელიც მომიტინგეებს სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებდა? - დოკუმენტური ფილმი ამ კითხვებზე გასცემს პასუხს. ფილმში ნახავთ დემონსტრაციის დარბევის უნიკალურ კადრებს - 18 წლის წინ გადაღებული ვიდეოფირის ყველაზე სრულ ვერსიას!!
Информация к новости
  • Просмотров: 479
  • Автор: admin
  • Дата: 7 აპრილი 2016
7 აპრილი 2016

კომფორტულია თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება

Категория: News

Информация к новости
  • Просмотров: 2798
  • Автор: Leet
  • Дата: 7 აპრილი 2016
7 აპრილი 2016

ინდიანა ჯონსი და ჩონჩხთა სამეფო (DVDRip)

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

ინდიანა ჯონსი და ჩონჩხთა სამეფო (DVDRip)


რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
როლებში: ჰარისონ ფორდი, კეიტ ბლანშე, შია ლაბეფი, ჯონ ჰერტი
თარიღი:2008
ენა: რუსული
ხარისხი: DVD
დრო: 124წუთი
ზომა: 1433MB

აღწერა:
ინდიანა ჯონსის თავგადასავალი გრძელდება,ამჯერად მან უნდა იპოვოს დაკარგული სამეფო, სადაც ინახება ლეგენდარული ბროლის თავის ქალა.
Информация к новости
  • Просмотров: 615
  • Автор: admin
  • Дата: 7 აპრილი 2016
7 აპრილი 2016

რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ შიდსის შესახებ

Категория: News

Назад Вперед

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^