სიახლეები აპრილი 2015 წელი » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 893
  • Автор: sami425
  • Дата: 30 აპრილი 2015
30 აპრილი 2015

Best Of Vocal Trance 2015 (2015)

Категория: მუსიკა/music

Best Of Vocal Trance 2015 (2015)
VA - Best Of Vocal Trance 2015
Trance | MP3 | 320 Kbps | 157 mb
Информация к новости
  • Просмотров: 1588
  • Автор: admin
  • Дата: 30 აპრილი 2015
30 აპრილი 2015

მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ქალაქი

Категория: სტატიები

მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ქალაქი


ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ ყველაზე დიდ ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
Информация к новости
  • Просмотров: 6613
  • Автор: admin
  • Дата: 28 აპრილი 2015
28 აპრილი 2015

მულანი 2

Категория: ვიდეო/videos / მულტფილმები/animation

მულანი 2


ფაილის სახელი: მულანი 2
ფაილის აღწერა:
მულანის და მისი მეგობრის ლი შამენის წინაშე ყველაზე რთული ამოცანა დგას � ისინი უნდა დაქორწინდნენ. თუმცა, საკუთარ ბედნიერებამდე ისინი სხვა წყვილებს უნდა დაეხმარონ დაოჯახებაში. გადალახონ დაბრკოლებები და სამ სასიძოს სამი პატრაძალი უვნებელი ჩააბარონ.
Информация к новости
  • Просмотров: 1051
  • Автор: sami425
  • Дата: 27 აპრილი 2015
27 აპრილი 2015

Dance Hits 2015 (2015)

Категория: მუსიკა/music

Dance Hits 2015 (2015)
VA - Dance Hits 2015
Dance | MP3 | 251 Kbps | 143 mb
Информация к новости
  • Просмотров: 20943
  • Автор: admin
  • Дата: 27 აპრილი 2015
27 აპრილი 2015

Joker (ჯოკერი)

Категория: თამაშები/games

Joker (ჯოკერი)


es aris zaan magari tamashi JOKERI. exla agar mogitevt 3 kacis zebna ro etamashot. chartavt am tamshs da etamashebit ra martla kai ragacaa. tanac zomit pataraa. AUCILEBLAD GADAWERET DA DAAKOMENTARET!!!
Информация к новости
  • Просмотров: 901
  • Автор: sami425
  • Дата: 26 აპრილი 2015
26 აპრილი 2015

Beach House Miami (2015)

Категория: მუსიკა/music

Beach House Miami (2015)
VA - Beach House Miami - 2015
House | MP3 | 320 Kbps | 347 mb
Информация к новости
  • Просмотров: 1188
  • Автор: admin
  • Дата: 25 აპრილი 2015
25 აპრილი 2015

გაინტერესებთ თქვენი გონებამახვილობის დონე?, აქეთ შემოიხედეთ… IQ ტესტი

Категория: News

გაინტერესებთ თქვენი გონებამახვილობის დონე?, აქეთ შემოიხედეთ… IQ ტესტი


მოკლედ ეს არის ძალიან სახალისო ტესტი, მსურველებს შეუძლიათ გააკეთონ აი ამ მისამართზე
http://iqtest.dk/main.swf

ახლა კი დავწერ თუ ქულების მიხედვით რა “ტიტული” მოგენიჩებათ

0-70 “ძალიან დაბალი” (იდიოტი)
70-90 “დაბალი”
90-110 “საშუალო”

110-130 “მაღალი”
>=130 “გენიოსი ხარ რა”

P.S კომენტარებში დაწერეთ ვინ რამდენ დააგროვებთ :))
Информация к новости
  • Просмотров: 904
  • Автор: admin
  • Дата: 25 აპრილი 2015
25 აპრილი 2015

სამი იბერია

Категория: სტატიები

სამი იბერია


ამი იბერია – კავკასია, პირენეი, ბრიტანეთი…

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ – ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიან ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები (იგივე გალები. განმარტებისთვის – გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს – ბერძნები) შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ. იბერია- ჰიბერნია – ალბიონი. აკაკი გელოვანიც აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა. ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველური ტომები იყვნენ.

მკვლევარები კელტების წინარე ხალხად პიქტებს მიიჩნევენ, რომელთაც უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია ქონდათ, ამაზე სტოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსის მედიდურობა და დანიშნულებაც მეტყველებს. მკვლევარები პიქტებს იბერიული წარმოშობის ტომად მიიჩნევენ, რომელიც მთიან შოტლანდიაში ცხოვრობდა კელტების (სკოტების, გელების) მოსვლამდე და VI-VII საუკენეებში მათ ალბას ანუ ალბანის სამეფო შექმნეს. კელტების შესევის შემდეგ პიქტებმა განიცადეს შევიწროვება და მათი დომინანტი როლი ამ რეგიონზე მთლიანად მოისპო… დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია განიცადეს, სკოტებს შეერივნენ და გელური ენა შეითვისეს. მოხდა არა მხოლოდ მოდგმის, არამედ რასის ჩანაცვლებაც, რომლის დროსაც ინდოე-ვროპული წარმოშობის ტომებმა – კელტებმა – გაანადგურეს პიქტების ცივილიზაცია და ბარბაროსს დამპყრობლებად იქცნენ.

არცერთი ისტორიული დოკუმენტი არ მოწმობს, რომ პიქტების ტომი მთლიანად ამოწყვეტილიყოს. შოტლანდიელები დღესაც არჩევენ თავის ერში იბერიული ტომის შენარევს და დაბალი ტანის შავგრემან ადამიანებს (ასეთები ყოფილან პიქტები რომაელთა აღწერით), განსხვავებით მაღალ, ქერათმიან და ცისფერთვალა კელტებისაგან, ახლაც იბერიელებს უწოდებენ…

კელტების მიერ პიქტების დაპყრობა ისეთივე მოვლენას წარმოადგენდა, რაც შუამდინარეთში სემიტების შეჭრა, ან რომში ვანდალებისა და გუთების ლაშქრობა. მაგრამ, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ასეთ დროს ბარბაროსი ტომები ხელუხლებელს ტოვებდნენ “ქურუმთა ცოდნას” – ის არ ნადგურდებოდა! ამიტომ შუმერის დაცემის შემდეგაც, ბაბილონის ქურუმებს ისევ შუმერული წარმოშობის ქურუმები წარმოადგენდნენ… არც რომის სულიერი ცოდნა გაუნადგურებიათ ბარბაროსებს, პირიქით, მალე ისინი გაქრისტიანდნენ კიდევაც.

კელტების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა ცალკე კასტა სასულიერო პირებისა, იგივე ქურუმებისა, რომელსაც სხვანაირად – დრუიდები ერქვათ. დრუიდები ფაქტიურად სრულიად განსხვავებულ ხალხს და ეთნოსს წარმოადგენდნენ. კელტები დრუიდებს – ქურუმებს, “სასულიერო პირებს” და პოეტებს უწოდებდნენ. გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.

დრუიდების მემკვიდრეებად ითვლებოდნენ “ბარდები” ძვ. ირლანდიაში, საიდანაც იწყება კიდეც ირლანდიური პოეზია და ეპოსი… ამაზე მეტყველებს “ბარდების” პოეზია, ტომას სტენს ელიოტის, ჯეიმს ჯოისისა და სამუელ ბეკეტის კომენტარები.

შუმერ ქურუმებისა და დრუიდების მსგავსი მდგომარეობა იყო მთელს იტალიაში განთქმულ ტარქკვინიის ეტრუსკ აუგურთა აკადემიაში, სადაც თვითონ რომაელებიც კი აგზავნიდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს განსასწავლელად.

ირლანდიელი მეცნიერის, ბონვიკის თქმით, კელტებს დრუიდების სიბრძნე პიქტებისაგან უნდა გადაეღოთ, ან მიეღოთ მემკვიდრეობით, ან შეიძლება თავად ისინი იყვნენ პიქტები. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ მეცნიერი პიქტებს “დიდი ბრიტანეთის იაფედიტურ მოსახლეობას” უწოდებს, რითაც კიდევ ერთხელ უკავშირებს მათ ქართველურ მოდგმას და მსოფლიოს სამ იბერიას ერთი მოდგმის შექმნილ სახელმწიფოებად მიიჩნევს…
ზოგი მკვლევარი “კელტ-იბერიულ” ტერმინს ხელოვნულად შექმნილად მიიჩნევს. მათი აზრით, არ შეიძლება რომაულ-ვანდალური, ან ურარტო-კიმერიულ კულტურებზე საუბარი. არსებობს ურარტული და კიმირიული კულტურები, არსებობს რომაული კულტურა და ვანდალების კულტურა, მაგრამ არამც და არამც ერთიანი. აქედან გამომდინარე, შეცდომადაა მიჩნეული შუმერულ-აქადური და პელაზგურ-ბერძნული განსაზღვრებანიც, რადგან ეს მოდგმები და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავებული ეტაპებია კაცობრიობის სულიერი ევოლუციის სტეპებზე.

იმ მესამე იბერიას, დღეს რომ ირლანდია ჰქვია, თავის დროზე არა იბერია, არამედ ჰიბერნია ერქვა და ლათინების მიერ შერქმეული სახელია. უბრალოდ, ხმოვანებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ლათინურზე ზამთრის მხარეს ნიშნავდა. შოტლანდიას კი კალედონია შეარქვეს და რომანიზირებული სახელია ერთ-ერთი პიქტური ტომისა “დუნ ჩაილეანი”-ს “Dun chaillean”. პიქტები მე-X საუკუნემდე არსებობდნენ და წარმოადგენდნენ კონფედერაციას. ისინი, თავს სწორედ ამ ტომის შთამომავლებად მიიჩნევდნენ). თუმცა, ის, რომ იაფეტიდური მოგდმის ხალხებით იყო დასახლებული ალბიონიც და ირლანდიაც, ხოლო კელტების ინდოევროპული ტომების შემოსევათა შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, შოტლანდიასა და ირლანდიაში გამაგრდნენ, ეს ფაქტია. გენეტიკური კვლევების საფუძველზე ბრიტანელი მეცნიერი, სტეფენ ოპენჰაიმერი თავის წიგნში “ბრიტანელთა წარმომავლობა” თვლის, რომ თანამედროვე ბრიტანეთის მოსახლეობა იბერიის ნახევარკუნძულიდან უნდა იყოს და რომ თვით კელტებისა და ანგლო-საქსურმა ტომებმაც კი ვერ გააქრეს ამის კვალი ბრიტანეთში.

რაც შეეხება, კელტ-იბერებს, ეს ჯერ კიდევ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოსული ინდოევროპელი კელტების შემდეგ ჩნდება ადგილობრივ მოსახლეობასთან გენეტიკურად და კულტურულად შერწყმის შედეგად. პუნიკური ომების დროს პრერომანული იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე მთავარ ეთნოსსაც წარმოადგენდნენ და ვესტ-გუთების სამეფოს დაარსებამდე გააჩნდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეული. ესპანეთის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ოლქს დღესაც ჰქვია კელტურობის აღმნიშვნელი სახელი “სელტა” (Celta) და კულტურაში უხვია კელტ-იბერული მოტივები.

წყარო: burusi.wordpress.com

Информация к новости
  • Просмотров: 1122
  • Автор: sami425
  • Дата: 23 აპრილი 2015
23 აპრილი 2015

40 Hits 2015 [2CD] (2015)

Категория: მუსიკა/music

40 Hits 2015 [2CD] (2015)
VA - 40 Hits 2015
Pop | MP3 | 320 Kbps | 347 mb
Информация к новости
  • Просмотров: 5571
  • Автор: admin
  • Дата: 22 აპრილი 2015
22 აპრილი 2015

I MISS YOU (მენატრები)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

I MISS YOU (მენატრები)


მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

ყალბი გახდა ყველაფერი.

ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,

აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,

ერთადერთი ჩუმი რწმენა
Информация к новости
  • Просмотров: 1279
  • Автор: admin
  • Дата: 21 აპრილი 2015
21 აპრილი 2015

აკაკი წერეთელი - თორნიკე ერისთავი

Категория: ლიტერატურა

აკაკი წერეთელი - თორნიკე ერისთავი


ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა...

Информация к новости
  • Просмотров: 1201
  • Автор: sami425
  • Дата: 21 აპრილი 2015
21 აპრილი 2015

Sexy & Deep Feelings (2015)

Категория: მუსიკა/music

Sexy & Deep Feelings (2015)
VA - Sexy & Deep Feelings - 2015
House | MP3 | 320 Kbps | 378 mb
Информация к новости
  • Просмотров: 4313
  • Автор: admin
  • Дата: 21 აპრილი 2015
21 აპრილი 2015

Grand Theft Auto V (2015/RUS/ENG/Repack)

Категория: თამაშები/games

Grand Theft Auto V (2015/RUS/ENG/Repack)


წელი: 2015
ჟანრი: Action (Shooter) / Racing (Cars) / 3D / 3rd Person
შემქმნელი: Rockstar North
გამომცემელი: Rockstar Games
პლათფორმა: PC
გამოცემის ტიპი: RePack by R.G. Механики
ინტერფეისის ენა: ინგლისური (ENG), რუსული (RUS)
გახმოვანების ენა: ინგლისური (ENG)
თამაშის გამშვები (კრეკი): ჩაკერილია “3DM v3″
ფაილის ზომა: 36.29 GB
თამაშის აღწერა:
ლოს-სანტოსი მზის ქალაქი, ერთ დროს კი ცნობილი იყო როგორც ველური დასავლეთის საწიერი, ხოლო ეხლა ქალაქი მოცულია ძალაუფლებით და ეკონომიკური პრობლემებით, ქალაქის ცენტრში თავს იყრის კრიმინალური სამყარო. ბანდის ყოფილი წევრი ფრანკლინი ცდილობს კვლავ დაუბრუნდეს ძველ დროს, გამოცდილი ბანკის მძარცველი მაიკლი აღმოაჩენს რომ პატიოსანი ცხოვრება ისე ადვილი არ არის, მათ უერთდებათ მაიკლის ძველი მეგობარი ტრევორ ფილიპსი, რომელიც საბრძოლო მფრინავი იყო. თამაში გთავაზობთ უზარმაზარ გახსნილ სამყაროს, მოთამაშეებს შეეძლებათ ითამაშონ სამივე პერსონაჟით, რომელთაც განსხვავებული ხასიათები აქვთ, თამაშში ყურადღება გამახვილებულია გრაფიკის დეტალებზე, რომელიც არაჩვეულებრივადაა დახვეწილი.

სისტემური მოთხოვნილებები:
►ოპერაციული სისტემა: Windows 7 SP1 64bit, Windows 8.1 64bit
►პროცესორი: Intel Core i5 3470 @ 3.2GHZ / AMD X8 FX-8350 @ 4GHZ
►ოპერატიული მეხსიერება: 8 GB
►ვიდეოკარტა: NVIDIA GTX 660 2GB / AMD HD7870 2GB
►აუდიოკარტა: თავსებადი DirectX 11
►თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 65 გბ

RePack-ის მახასიათებლები:
- არაფერია ამოჭრილი / ან კოდირებული (100%).
- სატამაშო არქივები ხელუხლებელია!!
- თამაშის ვერსი- v 1.0.323.1
Информация к новости
  • Просмотров: 1986
  • Автор: admin
  • Дата: 20 აპრილი 2015
20 აპრილი 2015

სწორი კვება

Категория: სტატიები


ამბობენ, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. თუ ამ მოსაზრებას არაფილოსოფიური თვალით შევხედავთ და სერიოზულად დავფიქრდებით, როგორ ვკვებავთ ორგანიზმს ყოველდღიურად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამაზე არასდროს გვიფიქრია.

"კვება”… როცა ეს სიტყვა გვესმის, შეიძლება წინადადების გაგრძელება აღარც მოვისმინოთ. ჩვენი კვება უმეტესად იმდენად ინსტინქტურია, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით ვჭამთ. თუმცა, კვება უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტი იქნება და ამიტომ ჯობია პირდაპირ ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა. ვერანაირი ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს ვჭამთ, რა რაოდენობით ვჭამთ, რა თანმიმდევრობით ვღებულობთ საკვებს, ხილს, სასმელს. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ რაც უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, თუ ამას სათანადო დროს და სათანადო წესით არ გავაკეთებთ, არანაირი შედეგი არ გვექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის თვისებები, თავისებურებები და ამის შესაბამისად მივიღოთ ის (შეძლებისდაგვარად), რაც ყველაზე მეტად გვარგებს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.

Информация к новости
  • Просмотров: 950
  • Автор: sami425
  • Дата: 20 აპრილი 2015
20 აპრილი 2015

Techno Chapters (2015)

Категория: მუსიკა/music

Techno Chapters (2015)
VA - Techno Chapters - 2015
House | MP3 | 320 Kbps | 242 mb
Назад Вперед

არქივი

აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
^