Информация к новости
  • Просмотров: 7331
  • Автор: admin
  • Дата: 15 2012
15 2012

გალაკტიონ ტაბიძე / ათი ქალწული

Категория: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე


ათი ქალწული



სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.

1915
Информация к новости
  • Просмотров: 3354
  • Автор: admin
  • Дата: 15 2012
15 2012

Stick It

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

Stick It


დასახელება: მეამბოხე
ჟანრი: დრამა,
წელი: 2006
პროდიუსერი: ჯესიკა ბენდინჯერი
ენა: რუსული

მოკლე შინაარსი:
ჯიუტი ხასიათის ნიჭიერი ტანმოვარჯიშე მთელ თავის დროს ვარჯიშს უთმობს... მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი მობეზრდა...
^