რა მოხდა, ჩემი ვერსია (by Kakha) » File.Pirveli.Ge
 
» » რა მოხდა, ჩემი ვერსია (by Kakha)
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 3293
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 23 მარტი 2010
23 მარტი 2010

რა მოხდა, ჩემი ვერსია (by Kakha)

კატეგორია: სტატიები

რა მოხდა, ჩემი ვერსია (by Kakha)


ცალკე თემას იმიტომ ვხნი რომ მგონი არავინ არ დაფიქრებულა ჯერ კიდევ წესიერად თუ რა მოხდა და რატომ
ვფიქრობ ჩემ აზრს ბევრი გაიზიარებს

ნუ რუსეთი აგენტურის თემა და ა.შ., ცოტა თითიდან გამოწოვილია, რუსეთი აღარ მოქმედებს 40-იანი წლების სტილით, შტრილიცებით და ფანჯარაში გამოდგმული უთოებით. ახლა სხვა ტექნოლოგიებია, მართალია საკაოდ ფინანსურად რესურსტევადი მარა სამაგიეროდ მეტად ეფექტური.
იმ მოსმენებიდან რაც გაჟღერდა, ანწილი როგორც ჩანს მართლა რეალურია. რუსეთი ახდენდა პროვოცირებას მიტინგის და არეულობის, ოღონდ არა უშუალოდ აგენტურით, არამედ ერთუჯრედიანი ამბიციებს გადაყოლილი არაკაცების საშუალებით. რუსეთს თითქმის დაბანილი აქვს ხელები (ასე რომ კრემლის აგენტის იარლიყები აქ ცოტა ზედმეტია და უფრო უხერხულ სიტუაციაში აყენებს ხელისუფლებას)

რა იყო რუსეთის მიზანი?
მე სულ უფრო ვრწმუნდები რომ რუსეთის მიზანი არა არჩევნების გადმოტანა იყო, ან რევოლუცია, არამედ სწორედ ეს რაც მოხდა, მიშას პროვოცირება.
რატომ? მოდით მივყვეთ - ლავროვის ცნობილი განცხადება რომ მხარს უჭერს აღცვენების გადმოტანას, ყმგონი ე.წ. რუსმა სამშვიდობოებმაც გააკეთეს განცხადება რომ მხარს უჭერენ არჩვენებს გაზაფხულზე.
როგორ ფიქრობთ, რუსეთს რომ მართლა სდომებოდა არჩევნები გაზაფხულზე (დავუშვათ რაღაც მიზნების გამო), ის ასე აშკარად დაიწყებდა პროპაგანდას მისი საქართველოში არაპოპულარობის ფონზე? ვიღაც მეტყვის რომ რუსებს ბევრი მომხრები ყავთო, ნუ დავუშვათ ზოგ რეგიონში არის რაღაც პროცენტი მარა თბილისში სადაც აქცია მიდიოდა და ამ აქციის ფონზე ასეთი განცხადება ვერანაერად ვერ შეუწყობდა ხელს ოპოზიციას და იქ მდგომ ხალხს რომ უფრო გაეძლიერებინათ ეს მოთხოვნა.
ამას წინ უძღვოდა განმუხურის ინციდენტი, ძალიან უცნაური და გაურკვეველი მიზნის მარა ჩემ ვერსიაში სრულიადაც ლოგიკური - ფსიქოლოგიური ზეწოლა პროვოცირების მიზნით.
მე მიჩნდება ეჭვი რომ ბევრი სხვა მაპროვოცირებელი მომენტიც იყო რუსების მიერ შემოგდებული, შესაძლოა თავად ეს მასალებიც რუსების მიერაა შემოგდებული (შესაძლოა)
ანუ მიშას ექმნება ფსიქოლოგიური პრესინგი - მტერი - რუსეთი გვიტევს, მათი მომხრეები შეკრებილი არიან და ყვირიან წადი წადი, ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას სამშობლოში, შესაძლოა მის გარემოცვაში არსებული რუსეთის აგენტურის დახმარებით კიდევ უფრო მუქდებოდა, ან სულაც კირკიტაძის დონის ადამიანების მიერ ხდებოდა მისი წაქეზება. და შედეგი სახეზეა, მიშამ დაკარგა წონასწორობა და ძალოვნებს მისცა კარდბლანში.
დაარბიეს მიტინგი, ერთხელ, ორჯერ.
ხალხი დაუპირისპირდა საკუთარ პოლიციას.

ტელეიმედი
და რა ხდება ამ დროს, გამოდის პატარკაციშვილი და კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. მე ვუშვებ რომ ესეც გათვილილი იყო. რეაქციამაც არ დააყოვნა, უგუნური და ბრიყვული ნაბიჯი, დაბოღმილი ძალოვნების შეშვება იმედის ოფისში, ოფისის დარბევა და აპარატურის დაზიანება (სასამართლო შედგება ადრე თუ გვიან, აქ თუ არა, სხვა ქვეყანაში, არა მგონი მერდოკმა დაიხიოს, თუ დიდი კომპენსაცია არ გადაიხადეს). გადის რამდენიმე საათი და მხოლოდ ამის მერე ხდება გამოცხადება რომ საათნახევრის წინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ვერ დავიჯერებ რომ ეს პოსტფაქტუმ არ მოხდა, მას მერე რაც დაინახეს ხალხის და მათ შორის საკუთარი ტელეჟურნალისტების რეაქცია, ასე ვთქვათ გამოძვრნენ სიტუაციიდან.

რა მივიღეთ?
შელახული საერთაშორისო იმიჯი რომლის აღდგენას ალბათ წლები დასჭირდება. სავარაუდოდ, კითხვისნიშნის ქვეშ იქნება მაპი. აქ მოვისმინე რომ შეიძლება პირიქით, მაპი დააჩქარონო მარა არ დაგავიწყდეთ რომ ნატო არაა ამერიკული ორგანიზაცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, საჭიროა ყველა ქვეყნის ხმა. დღემდე ისმის სულ ერთი და იგივე ნატოდან, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ თავად მიაღწიოს შეთანხმებას ნატოს ყველა წევრ ქვეყანასთან. ნატოს გენმდივანი ფორმალური პერსონაა, იგი არ წყვეტს ასეთ საკითხებს.

ასე რომ
მიზანი იყოს სოწრედ უარი მაპ-ზე

რა ვქნათ?
არც არაფერი, ჩხუბის მერე მუშტებს არ იქნევენ, სამწუხაროდ ყველაზე ცუდი უკვე მოხდა, ახლა უნდა მოვითმინოთ და დავწყნარდეთ, მე ადრე ვთქვი, ხელისუფლებამ შეიძლება მოიგოს ერთი ბრძოლა საკუთარ ხალხთან მარა ვერ მოიგებს მთელ ომს

თუ ჩვენ ვართ მართლა გონიერი ერი, თუ დემოკრატიული ფასეულობები მართლა ძვირფასია, მაშინ დავამტკიცოთ რომ გვეყოფა ნებისყოფა და ამ უარყოფით მუხტს გადავიტანთ პოლიტიკურ განზომილებაში და არა ქუჩებში.

ავტორი: Kakha
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^