ანდრეა ბოჩელი » File.Pirveli.Ge
 
» » ანდრეა ბოჩელი
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 1933
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 1 იანვარი 2011
1 იანვარი 2011

ანდრეა ბოჩელი

კატეგორია: სტატიები

ანდრეა ბოჩელი
ცხოვრება და შემოქმედება


''მე ვიცი მხოლოდ 1 რამ: ღმერთმა იმისთვის დამასაჩუქრა ხმით, რომ ჩემი გრძნობები სიმღერით გადმოვცე''

ანდრეა ბოჩელი

''ანდრეა დაიბადა 1958 წლის 22 სექტემბერს ხუთის 10 წუთზე, წონით 3 კილოგრამი და 600 გრამი-დედის და მამის გასახარებლად'' -წერია პატარა წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ფაქტები ანდრეას ბავშვობის შესახებ.ანდეას არ ახსოვს საკუთარი ცხოვრება მუსიკისადმი სიყვარულის გარეშე.ბავშვობა მან პატარა ფერმაში გაატარა, სოფელ ტოსკანაში.6 წლისას ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა,შემდგე კი ფლეიტაზე და საქსოფონზე.12 წლისას უბედური შემთხვევის შემდეგ მხედველობა დაკარგა.ანდრეას პირველი კუმირები იყვნენ:დელ მონაკო,ფრანკო კორელი, ჯილი.ოპერით გატაცებული ანდრეას ერთადერთი ოცნება იყო, რომ გამხდარიყო ცნობილი ტენორი.მან რამოდენიმე კონკურსიც კი მოიგო.მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მის ოცნებებს ''ბზარი გაუჩნდათ'', საბოლოოდ კი ის პირისპირ დარჩა მწარე რეალობასთან.

1980წელი -ადრეა პიზაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უნივერსიტეტი დაამთავრებინა და ადვოკატის დიპლომი მიეღო. მიუხედავად ამისა, მას სიამოვნებდა სხვადასხვა საზოგადო დაღესებულებში სიმღერა, დაკვრა...დროდადრო ის ცდილობდა ოცნება რეალობად გადაექცია და ოპერის არიებს ასრულებდა.მოგვიანებით ანდრეამ შეიტყო, რომ ქალქაში მისი კუმირი-ფრანკო კორელი ჩამოვიდა.მან გებდა და მივიდა ფრანკოსთან. ფრანკოს ძალიან მოეწონა ანდრეას ბუნებრივად ლამაზი ხმა და ახალგაზრდა მომღერალი მოსწავლედ აიყვანა.ანდრეამ ადვოკატობას თავი დაანება.დილით ის სხვადასხვა ბარებში უკრავა, ხოლო საღამოს საყვარელ კუმირთან მეცადინეობდა.

1992წელი -იტალიელი როკ ვარსკლავი Zucchero ეძებდა ტენორს, რათა ჩაეწერა სიმღერა ''Miserere''-ს დემო ვერსია,რომელიც ცნობილ ლუჩანო პავაროტსითან ერთად უნდა შეესრულებინა. კასტინგზე მოვიდა ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბარებში მღეროდა და დაანახა იქ მყოფთ შესრულების არაჩვეულებრივი ტექნიკა და ლამააზი ხმა.ანდრეა პავაროტის აჩვენეს. მომღერალი გაოცნებული დარჩა.

1993წელი-კატერინა ზუგარმა, ლეიბლ ''ზუგარის'' დერექტორმა,სადღაც მოისმინა სიმღერა ''Nessun dorma'' ანდრეას შესრულებით და საბოლოოდ დარწმუნდა რომ მისი ნიჭი ყველამ უნდა დაინახოს.კატერინამ შესთავაზა ანდრეას, რომ მოსულიყო მის სტუდიაში და რომ ჩაეწერათ სიმღერა სახელით ''ll mare calmo della sera''.

1994წელი-მისი დებიუტი მუსიკალურ ფესტვიალზე სან რემოში ძალიან წარმატებული იყო.ანდრეამ მიიღო ყველაზე დიდი შეფაება ფესტივალის ისტორიაში, ნომიანაციაში ''ახალი შემსრულებელი'' სიმღერა ''ll mare calmo della sera''-მ ყველა აღაფრთოვანა.იმავე წელს ლუჩანო პავაროტიმ პირადად დაპატიჟა ის თავის კონცერტზე.ანდრეამ პავაროტისთან ერთად იმღერა.კონცერტში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ბრაიან ადამსი,ანდრეაც ვოლვადერი,ნენსი გუსტაფონი და ჯორჯია.

1995წელი-ის მღეროდა ნიდერლანდებში,ბელგიაში, გერმანიაში,ეპანეთში და საფრანგეთში დუეტში ისეთ მომღერლებთან როგორიცაა:ალი ჯარო,ბრაიან ფერრი,როჯერ ხოჯსონი,ჯონ მაიზლი, ასევე სიმფონიურ ორკესტრთან.450 000 ადამიანი დაესწრო მის კონცერტს.მეორე ალბომი ''Bocelli'' მოხვდა ბელგიის,ჰოლანდიის და გერმანიის ჩარტებში. ალბომმა 6-ჯერ მიიღო ''პლატინის'' წოდება ბელგიაში,2-ჯერ იტალიაში,4 ჯერ გერმანიაში. სიმღერა ''con te partio''-მ ფრანგული ჰიტ პარადის ლიდერი იყო 6 კვირა.ბელგიაში სიმღერა ისტორიის ყველაზე დიდი ჰიტი გახდა, რომელიც ჰიტ პარადის პირველ ადგილზე 12 კვირა იყო.

ანდრეა ბოჩელი

მესამე დისკმა ''Romanza''-მ უდიდესი წარმატება ჰპოვა. სიმღერამ ''Time To Say Today''-მ ჩარტების პირველ ადგილზე მოხვდა და იქ 14 კვირა გაჩერდა.საფრანგეთში ალბომის 1 000 000 ექზემპლარი გაიყიდა.ალბომმა ''წლის საუკეთესო ალბომის'' წოდება მიიღო ნიდერლანდებში,ბელგიაში,შვეიცარიაში და საფრანგეთში.დიდი ბრიტანეთში,სადაც ანდრეას აქამდე არავინ იცნობდა, ახალი ალბომის წყალობით ყველამ გაიცნო.
როდესაც იტალიაში გამოვიდა მეოთხე ალბომი ''Viaggo Italiano'' , რამოდენიმე თვეში მისი 300 000 ექზემპლარი გაიყიდა.ეს ფირფიტა წარმოადგენს ცნობილი ოპერის არიების და იტალიური ჰაგნების შენარევს.

ანდრეა ბოჩელი

იმის მიუხედავად, რომ ანდრეას მთავარი საქმიანობა მუსიკაა, მას ბევრი სხვა გატაცება აქვს.ჯერ კიდევ ბავშვობაში,სკოლიდან დაბრუნებული ცხენებთან ატარებდა დროს.ანდრეას ძალიან უყვარს ცხოველები.სიმბრმავეს ხელი არ შეუშლია მისთვსი იმაში,რომ გამხდარიყო არაჩვეულებრივი მხედარი,ესწავლა ჭადრაკის თამაში და ციგურებზე სრიალი.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^