სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე » File.Pirveli.Ge
 
» » სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 18356
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 12 ოქტომბერი 2010
12 ოქტომბერი 2010

სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე

კატეგორია: სტატიები

სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე


სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე

პროდუქტი, მომხმარებელი, მიმწოდებელი, ფასები, ყაყანი - "რა ამბავია, დამიკელი", "ვერა, ოჯახი მშიერი მყავს სახლში",... ჩვეულებრივი ბაზარი, მისი ტრადიციული, შეიძლება ითქვას, ქართული გაგებით, ბაზარი, სადაც გამყიდველი ყიდის პროდუქტს, მომხმარებელი ირჩევს, იხდის საფასურს და . .
კრიზისმა თითქმის ყველა საქონლისა თუ მომსახურების ბაზრის კონიუქტურაზე იმოქმედა. ზოგადად, მოხმარება შემცირდა, შემცირდა იმის გამო, რომ საზოგადოებისთვის ფინანსური რესურსი ძნელად ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, არსებობს გარკვეული სახის საქონელი და მომსახურება, რომელზეც მოთხოვნა მიწოდების მრუდი არაელასტიურია, ანუ განსაკუთრებული სიტუაციები ამგვარ პროდუქტზე არც მოთხოვნას ცვლის და არც მიწოდებას. ასეთ საქონელსა თუ მომსახურებას ეკონომიკაში პირველადი მოხმარების პროდუქტს უწოდებენ.
ამ თეორიის ავტორი, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა, მას, ალბათ, ნამდვილად არ უფიქრია ბაზრობის სახეობაზე, რომელიც საღამოობით თბილისის ქუჩებში და არ მარტო ქუჩებში იმართება. დედაქალაქი საქართველოს ეკონომიკის ცენტრია, სწორედ აქ არის ბიზნესის ყველაზე მსხვილი და მრავალფეროვანი ცენტრები. ზოგადად თუ დავახასიათებთ, თბილისში საქონლისა თუ მომსახურების ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა დონის ცენტრები არსებობს. პროდუქტის ხარისხისა და რეკლამის გათვალისწინებით, ფასები სხვადასხვანაირია.
ქართული პორნობაზარი ბიზნესის ზოგადი გაგების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ ინდუსტრიის ცენტრი, რა თქმა უნდა, დედაქალაქშია, სადაც უძველესი პროფესიის ადამიანების მიერ შემოთავაზებული მომსახურების შეძენის სხვადასხვა დონის ცენტრები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, პროსტიტუცია ნებადართული არ არის, ეს ხელს ვერ უშლის მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების შეთავაზებას და ეს საქმიანობა ისეთივე ეკონომიკური კანონზომიერებებით იმართება, როგორც სხვა ბიზნესები.
პროსტიტუცია ქართულ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა, რომელზეც ღიად არავინ საუბრობს, ამ სფეროში ოფიციალურად არც ექსპერტები არსებობს, არც ანალიტიკოსები და არც სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ თემაზე დასმულ კითხვაზე გიპასუხებს. არაოფიციალურად კი ეს კლასიკური ბიზნესია, ზოგიერთები პორნოინდუსტრიის ექსპერტებადაც შეიძლება მოვიაზროთ, არიან პრაქტიკოსი ანალიტიკოსები, ეს სფერო არც სახელმწიფოებრივი სტრუქტურებიდანაა უყურადღებოდ დატოვებული და აქაც ხდება გარკვეული ძალებისგან ბიზნესპროცესის რეგულირება.
პროსტიტუციის ყველაზე ფართო ბაზარი, სადაც ყველაზე ბევრი გარიგებები იდება, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ფუნქციონირებს. ყველაზე მსხვილი ცენტრები პეკინზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთლის გამზირზე, გამოფენის მიდამოებში და რკინიგზის ვაგზლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. აქ ფასები ყველაზე დაბალია, ის პროდუქტის ხარისხის მიხედვით და მომსახურების ხანგრძლივობის შესაბამისად დგინდება და 20-იდან 100 ლარამდე მერყეობს. მეძავის მომსახურების შეძენა ძირითადად 1 საათით ხდება, რაც მომხმარებელს დაახლოებით 50 ლარი უჯდება. მომხმარებლის მარიფათსა და შნოზეა დამოკიდებული, მიღებული მომსახურების მრავალფეროვნება. მომხმარებელი იხდის ასევე ადგილის ღირებულებასაც, სადაც შეძენილი მომსახურების მიღება ხდება. ეს საკითხი ყველაზე კარგად ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოგვარებული. აქვე ახლოს არის სპეციალური საოჯახო სასტუმროს ტიპის მოსასვენებლები, სადაც არის საწოლი, თეთრეული და შხაპის მიღების საშუალება. აქ ოთახის ერთი საათით დაქირავება 10-იდან 30 ლარამდე ღირს.
პროსტიტუციული მომსახურების "მიღება", მომსახურების შედარებით უკეთეს პირობებში, უფრო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხდება. ასეთები ძირითადად დაბალი დონის რესტორნები და სასტუმროები და ასევე დაბალი დონის აბანოებია. აქ კლიენტისთვის მომსახურების შეთავაზება, ძირითადად, ერთიან პაკეტად ხდება. პაკეტში შედის ნაკლებად სანდომიანი ქალბატონი, საწოლი, დამცავი საშუალება და შხაპი. მომსახურება, როგორც წესი, ერთ საათს გრძელდება, ფასები კი 50-იდან 150 ლარამდე მერყეობს.
პროსტიტუციული მომსახურებით ვაჭრობის კიდევ ერთი მიღებული ფორმა არის ნაცნობობა. დღეს, ვისაც ასეთი მომსახურება სჭირდება, თითქმის ყველას აქვს უძველესი საქმიანობით დაკავებული ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია, დამწყებებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია ახლობლებს გამოართვან. არსებობს მეძავთა გარკვეული კატეგორია, რომელიც არც ქუჩაში დგას და არც პორნოინდუსტრიის ცენტრებში საქმიანობს, ასეთები მუდმივ, ე.წ. "საკუთარ" კლიენტებთან ურთიერთობით შოულობენ ფულს. ამ შემთხვევაში, ფასები მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირადი ნაცნობობითა და ურთიერთობის გათვალისწინებით დგება. თუმცა, ის დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი, საბაზრო ფასებისგან. ამ ბიზნესში მხოლოდ ამგვარი ურთიერთობებისას არის შესაძლებელი "ნისია".
ყველაზე მაღალი ფასები, რა თქმა უნდა, მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული მეძავის მომსახურებაზეა. თუმცა, აქ დაცულობის ხარისხი მაღალია, ასევე მაღალი დონის და მრავალფეროვანია პროდუქტი. უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის დაწესებულებებში მეძავის მომსახურების მიღება საკმაოდ რთულია, აქ მხოლოდ ნაცნობებს და ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებს ენდობიან. თუმცა, თუ მომხმარებელი ამ ბარიერს გადალახავს და მატერიალურადაც აქვს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდის საშუალება, მისთვის მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხანგრძლივობის პრობლემა არ დგება. ასეთი მაღალი დონის მომსახურება, ძირითადად, 100-იდან 500 დოლარამდე ჯდება (ამ თანხის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა აუცილებელი არ არის). თუმცა, თუ მომხმარებლის ფანტაზია განსაკუთრებულია, ფასი შეიძლება 2000 დოლარამდეც გაიზარდოს.
ერთი სიტყვით, საქართველოში პორნობიზნესი, კრიზისის პირობებშიც კი, პრობლემებს არ უჩივის. მასზე არც აკრძალვები მოქმედებს. აკრძალვებს რაც შეეხება, იგი უფრო სპეციფიკურს და თვითმყოფადს ხდის ამ ბიზნესს. სწორედ საკანონმდებლო აკრძალვები ხდება იმის საფუძველი, რომ ამ ბიზნესში გარკვეული თანამდებობის პირებს სერიოზული ფულის ''გაკეთების'' საშუალება ეძლევათ. ეს ფაქტი, მეძავთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილზე ზედამხედველ ქალბატონთან საუბარმაც დაგვიდასტურა, რომელსაც, როგორც კლიენტი ისე წარვუდექი. ჩვეულებრივ მეძავს არალოგიკურად დაბალ ფასად ვთხოვე მომსახურების გაწევა, რომელმაც მითხრა, რომ მხოლოდ მე რომ ვიღებდე ამ ფულს, უპრობლემოდ მოგემსახურებიო, მაგრამ რა ვქნა, "მამაშასაც" ხომ უნდა მივცე ფულიო. ამის შემდეგ, ქალბატონ "მამაშას'' ვთხოვე, ქალბატონო, მეტი ფული არ მაქვს და იქნება ამ გოგონას თქვენი წილი არ გამოართვათ მეთქი. ეხ, რა ვქნა შვილო, მეც მყავს ჩემი მეწილეები "ზევით''.
ამ ინფორმაციის შეგროვებისას ერთი საკმაოდ საინტერესო ჭორი შევიტყვე, რის გადამოწმებაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე. საუბარია, ერთგვარ მოდაზე, რომელიც ისეთი კატეგორიის ადამიანებში ყოფილა მიღებული, რომელთა სახელებსაც ხმამაღლა არავინ ახსენებს. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებისთვის მეძავები სპეციალურად ერევნიდან საკმაოდ ხშირად შემოჰყავთ. ყველაზე პიკანტური ისაა, რომ ეს მეძავები ქუჩიდან აჰყავთ, . . რატომ მაინცდამაინც ერევნიდან და რატომ მაინცდამაინც ქუჩიდან, ეს ვეღარ გავარკვიე, ვერც ახსნა მოვუძებნე.
მას შემდეგ, რაც კრიზისის გამო ბიუჯეტის შემოსულობები შემცირდა, ბაზრობებზე მოვაჭრეებს 600 ლარით აჯარიმებენ. უახლოეს მომავალში, როგორც კულუარული ინფორმაცია ცხადყოფს, პერსპექტივაში, ბორდელების ლეგალიზაციაც იგეგმება. მანამდე კი მეძავებს, როგორც ინდმეწარმეებს ისე დაბეგრავენ, თანაც მათზე ინდმეწარმეებისთვის დაშვებული შეღავათები არ გავრცელდება.
მეძავებს ისღა დარჩებათ, უშეღავათო და თავდადებული შრომა გაათკეცებული ენერგიით განაგრძონ. სხვა შემოსავლიანი ბიზნესი ქვეყანაში აღარ დარჩა, ყველა გზების დაგებაზე ხომ არ დასაქმდება! ამ ბიზნესის (მომსახურების) ექსპორტიც უნდა დაიბეგროს. რუსეთის და თურქეთის ბაზრები ხომ დიდი ხანია გაჯერებულია ქართული სექს-საქონლით.
არეალი დიდია. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დასაქმდება ბორდელებში, როგორ გაფართოვდება ბიზნესის ეს სფერო. ასათვისებელია უცხოეთში მოდური, ისეთი მომსახურებები, როგორიცაა ტელეფონით გამოძახება და ბინაზე მომსახურება.
ქვეყანა, სადაც ჯერ სექს-შოპიც ანუ სექს-მაღაზიაც კი არ გახსნილა, ძნელად ეგუება დემოკრატიის ამგვარ გამოვლინებებს, თუნდაც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულსა და რეგლამენტირებულს. მაგრამ იქნებ დროა, ვენაში და მადრიდში ჩასული ქართველისთვის მთელი ღირშესანიშნაობა სექს-შოპი და ბორდელი აღარ იყოს, ხოლო საქართველო მეძავთა იატაკქვეშა სახლებითა და ფარული გარყვნილებით არის გამორჩეული.
ეს არც საზოგადოებრივი მორალს შეუქმნის საფრთხეს და ადამინებისთვისაც სექსი გაცილებით უსაფრთხო გახდება. რეგისტრირებულ მეძავებსა და ბორდელებზე კონტროლის განხორციელება, მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით, გაცილებით იოლია.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

<
gradusa

23 ნოემბერი 2011 15:36

  • Не нравится
  • 0
  • Нравится
Информация к комментарию
  • Группа: Guest
  • Регистрация: --
  • Статус:
  • Публикаций: 0
  • Комментариев: 0
dddvxvxv

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^