რა არის ყრდელი? » File.Pirveli.Ge
 
» » რა არის ყრდელი?
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 1253
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 6 დეკემბერი 2016
6 დეკემბერი 2016

რა არის ყრდელი?

კატეგორია: სტატიები

რა არის ყრდელი?


მას შემდეგ, რაც ლუნა მაზიაშვილმა ყრდელის ბიზნესი დაიწყო და კარლსრუეში გამართულ მებოსტნეობის საერთაშორისო ფორუმზე უცხოელებიც დააინტერესა, ინტერესი საქართველოში ამ მცენარის მიმართ, რომელსაც ამ სახელით თითქმის არავინ იცნობდა, ერთიორად გაიზარდა.

სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში გამოჩენილი ახალი პერსონაჟის, ლუნა (მთვარისა) მაზიაშვილისა და მის მიერ ექსპორტზე გატანილი ყრდელის პოპულარობამ, ალბათ, სერიალის შემქმნელთა მოლოდინსაც გადააჭარბა. ბევრმა მიაშურა გუგლის საძიებო სისტემას იმის გასაგებად, თუ რა მცენარეა ყრდელი, რომელიც სალათებში აქტიურად გამოიყენება და რომელიც, თურმე, ღორჯოსაც უხდება.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბიბლიოთეკის გიგანტურ ელექტრონულ რესურსებში, ყველაზე მეტი ნახვა, ბოლო ორი დღეა, ყრდელს აქვს.

სწორედ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ, ბოტანიკურ ლექსიკონში წერია, რომ ყრდელი არის იგივე სალათა, დიახ, სალათა, რომელიც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებსა და ბაზრობებზე იყიდება და რომელსაც ძალიან ხშირად მივირთმევთ.

მცენარეს ლათინურად ეწოდება Lactuca sativa (მეორენაირად Lettuce) და მისი არაერთი სახეობა არსებობს.

ვიკიპედიის მიხედვით, სალათა (Lactuca sativa), იგივე ყრდელი, ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა. კულტურაში გავრცელებულია თითქმის ყველგან. იზრდება ველურადაც. სალათა ჯერ ივითარებს ფოთლებს ფესვიდანვე, შემდეგ - ძლიერ განტოტვილ საყვავილე ღეროს, რომლის სიმაღლე 60-120 სმ-ს აღწევს. ის სიცივეგამძლე, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა, იყენებენ საჭმელად. შეიცავს C, B, PP და სხვა ვიტამინებს, კაროტინს, რკინისა და ფოსფორის მარილებს. ყრდელის სახესხვაობებია ფოთლოვანი სალათა, თავიანი სალათა და რომენის სალათა.

საქართველოში უმეტესად ფოთლოვანი სალათის ადგილობრივი ფორმებია გავრცელებული. სალათა მრავლდება თესლით, ზოგჯერ ჩითილით.
ცნობილია ყრდელის ველური ჯიშიც, რომელსაც ქართულად ველის ყრდელი, ლათინურად კი Lactuca Serriola ეწოდება. ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით, ველის ყრდელს სხვანაირად ღორის ქადას ეძახიან. როგორც ჩანს, ეს მცენარე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული, რადგან მას სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელი აქვს:

კახური, ქიზიყური – ქადუნა;
ხევსურული – ხარნია;
თუშური – ხარნუყა;
ზემოიმერული – ბატიკბილა, ხავარტა;
ლეჩხუმური – ბატიბალახი;
აჭარული – ნარკოკობა;
მესხური – ბატისასუქა;
სულხან-საბა–ორბელიანი – ხასი, ველის ყრდელი;
მეგრული – ბჟალე;
სვანური – მგლჯა;
ამავე ლექსიკონის მიხედვით, ველის ყრდელის სხვა სინონიმებია: ბატიბალახი, ბატიკბილა, ბატისასუქა, ნარკოკობა, ქადუნა, ხარნუყა, ხავარტა, ხარნია, ხასი, ყროლა.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^