lomisas salocavi (IX-X ss) » File.Pirveli.Ge
 
» » lomisas salocavi (IX-X ss)
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 819
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 6 ივნისი 2015
6 ივნისი 2015

lomisas salocavi (IX-X ss)

კატეგორია: სტატიები






lomisas salocavi
(IX-X ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო და აკლდამები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

3. adgilmdebareoba

ლომისას სალოცავი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურიდან ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით 18 კმ–ში (პირდაპირი მანძილი) მდებარე სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით, 6–7 კმ–ში, ქედზე.

4. ruka
lomisas salocavi (IX-X ss)


5. istoriuli mimoxilva

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. მას სინკრეტიზაციის გრძელი გზა აქვს გავლილი. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების ქვეყანაში, ხარის კულტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იგი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.
მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმ. გიორგის დაუკავშირდა. იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი. ამავე დროს, ხარი, როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი სახე-სიმბოლოა.
ლომისის დღესასწაული აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართებოდა (ამჟამადაც იმართება). ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ლომისის წმ. გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა. XIII საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.
არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია

7. arqiteqturuli aRwera
lomisas salocavi (IX-X ss)

lomisas salocavi (IX-X ss)

lomisas salocavi (IX-X ss)

ა) ლომისას წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (მთელ სიგრძეზე) თანადროული მინაშენები ეკვრის (14,5X7,8მ). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ნახევრად მიწაში და ნანგრევებშია ჩამჯდარი. გადაკეთებულია მრავალჯერ, რის გამოც ინტერიერი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, დარბაზის თავდაპირველი გადახურვა შეცვლილია ახალი ცილინდრული კამარით, რომელიც საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღს გასამაგრებლად შუაში შეყენებული აქვს დიდი სწორკუთხა ბურჯი – გრძივ კედლებზე გადაყვანილი თითო თაღით. დარბაზის დასავლეთ კუთხეებში თაღების პილასტრებია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. შესასვლელის პირდაპირ ჩრდილოეთ კედელში მსგავსი კარია, რომელიც დარბაზს ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებს. აღმოსავლეთით ექვსი საფეხურით შემაღლებული სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან ფართო პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარ წრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხეველი განათებულია აღმოსავლეთი კედლის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლით. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ყრუ თაღია, რომლებშიც მინაშენებში გამავალი თითო სწორკუთხა კარია მოწყობილი (სამხრეთი კარი ამოშენებულია). ორივე შესასვლელის ზემოთ თითო მცირე ზომის ოთკუთხა ნიშია, მსგავსი თითო ნიშია აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან. საკურთხეველში ორი ტრაპეზის ქვა დგას, ერთი – შუაში, მეორე (შემორჩენილი ნაწილი) – სარკმლის ქვემოთ. შეცვლილია საკურთხევლის გადახურვაც. კუთხეებში, 3 მ სიმაღლეზე, გარდიგარდმო გადებულია ბრტყელი ქვები, რაც კონქის ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის. ეკლესიის ორივე მინაშენი განივი კედლით ორ–ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთი ნაწილები მხოლოდ საკურთხეველს უაკვშირდება, დასავლეთისა – დარბაზს. აღმოსავლეთის ორივე სათვსში ორ–ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ მინაშენის დასავლეთ სათავსის დასავლეთ კედელში. სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმულია თაღებიანი კარიბჭე, რომლის აღმოსავლეთი და დასავლეთი თაღები ამოშენებულია. ეკლესიას, მინაშენებს და კარიბჭეს ფიქლის სახურავი აქვს.
lomisas salocavi (IX-X ss)

ბ) ეკლესიისსამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.
გ) ეკლესიის ირგლივ არსებული აკლდამებიდან ყველაზე უკეთ შემონახულია დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამა, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს. იგი გადახურულია კამარით, რომელიც პირდაპირ იატაკიდან იწყება.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ლომისას სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. არ არის რესტავრირებული;

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^