როგორ დავწეროთ CV » File.Pirveli.Ge
 
» » როგორ დავწეროთ CV
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 1351
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

როგორ დავწეროთ CV

კატეგორია: სტატიები

CV (Curriculum Vitae) – არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. CV -ს ძირითადად იყენებენ სამუშაოს მაძიებელნი. CV ძალიან გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ იშვიათად მის ნაცვლად იყენებენ რეზიუმესაც.

კარგი CV -ის დაწერა არ არის 2 წუთის საქმე, მითუმეტეს საქართველოში, როდესაც შეიძლება ერთ დღეს ბუღალტრის თანამდებობაზე გზავნიდე CV -ს, ხოლო მეორე დღეს კვალიფიკაციური PR მენეჯერისაზე (არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ და მითუმეტეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს დღეობით მსგავსი სიტუაციაა ).

CV არის მარკეტინგული დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც თქვენ უნდა გაყიდოთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.

გაითვალისწინეთ, რომ როდესაც თქვენ გზავნით CV -ს დამქირავებელი მას უმეტესად კითხულობს მაშინ, როდესაც თავისუფალი დრო გამოუჩნდება (რადგან დარწმუნებული იყავით წასაკითხი ექნება სულ ცოტა 50-100 CV საიდანაც 5-10 კანდიდატს შეარჩევს და ამ შერჩევაზე იგი არ დაკარგავს დღეებს და თვეებს. თუმცა, საუბარი არაა დიდ კომპანიებზე, რომლებსაც მთელი HR განყოფილება გააჩნიათ). ამიტომ თქვენი CV არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული და ძნელად წასაკითხი, რადგან ამ დროს დიდი შანსია თქვენმა CV -მა გადაინაცვლოს არასასურველი CV -თა რიგებში. თუ თქვენ დაყოფთ თქვენ CV -ს პატარა პარაგრაფებად და ის იქნება ინფორმაციული და ადვილად წასაკითხი ჩათვალეთ, რომ თქვენი ინტერვიუზე მოხვედრის შანსი ერთი-ორად იზრდება.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ CV არ არის დოკუმენტი, რომელსაც ერთხელ ჩამოაყალიბებთ და შემდეგ მუდმივად, ყველა თქვენთვის სასურველ და საინტერესო პოზიციაზე გააგზავნით – აუცილებელია ხშირად განაახლოთ თქვენი CV. სასურველია მის გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის მიერ ვაკანსიაში მოცემული სამუშაოს აღწერას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათთან შესაბამისობაში ცვალოთ თქვენი CV. თუმცა ინფორმაციის შეცვლაში არ ვგულისხმობ თქვენი კვალიფიკაციის "გამოგონებას” – მართალია, არ არსებობს CV-ს დაწერის უნივერსალური და სრულყოფილი წესი, თუმცა რამდენიმე "ოქროს წესი” მაინც უნდა დაიცვათ მისი წერის დროს, უპირველესი კი ჩემი აზრით სწორედ სანდო CV -ს შექმნაა. ნუ ჩაწერთ CV-ში, რომ არაჩვეულებრივი მარკეტოლოგი ბრძანდებით, თუკი მხოლოდ 3 თვე მუშაობდით მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტად, რადგან მხოლოდ CV -ს საფუძველზე ნამდვილად არ აგიყვანენ სასურველ პოზიციაზე და გასაუბრების დროს საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით თუკი CV-ში მოყვანილ ფაქტებთან შეუსაბამობაში აღმოჩნდებით (ნურც ჰობთან თუ ინტერესებთან დაკავშირებით იცრუებთ, რადგაც ადვილი შესაძლებელია, რომ მაგალითად თქვენი ცეკვისა თუ სიმღერის ნიჭის გამოვლენა პირველივე კორპორატიულ-რესტორნულ შეკრებაზე გთხოვონ, რაც ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაგაყენებთ, თუკი სინამდვილეში არ ფლობთ აღნიშნულ შესაძლებლობებს).

რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს CV ?

-პერსონალურ (პირად) ინფორმაციას:

სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს ელ.ფოსტას და ასევე კარგი იქნება თუ დაურთავთ თქვენს სურათს (სურათი უნდა იყოს აუცილებლად 3X4 ან ბიომეტრიული და არა როგორც ამ ბოლო დროს არის გავრცელებული -ზღვის სანაპიროზე ბიკინებში გადაღებული ან ძმაკაცებში სუფრასთან მყოფი. მსგავსი სურათების გამო არავინ დაგიბარებთ ინტერვიუზე). ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და ამერიკაში სურათს მხოლოდ გარკვეულ პოზიციებზე ითხოვენ, რადგან არ მოხდეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაცია, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოში უგულვებელყოფილია, ამიტომ უმჯობესია თვენს CV -ს დაურთავთ ფოტოსურათს.

- განათლება და სხვადასხვა სერთიფიკატები;

საუნივერსიტეტო ხარისხი, სხვადასხვა საგანმანათლებლო სერთიფიკატები და კონფერენციები.

- სამუშაო გამოცდილება;

სამუშაო გამოცდილება (თარიღების მითითებით). პირველ რიგში უნდა დაწეროთ უკანასკნელი სამუშაო ადგილი.

- უნარები;

რომელ უცხო ენას ფლობთ და რა დონეზე, კომპიუტერული ცოდნა.

- ინტერესები;

წერა, კითხვა, სპორტი, მოგზაურობა, მუსიკა, ცეკვა და ა.შ

იმისათვის, CV რომ კარგი გამოვიდეს ამისათვის საჭიროა:

– ის იყოს ორიენტირებული და მორგებული იმ სამსახურზე სადაც აგზავნით;

– ლოგიკურად შედგენილი და ადვილად წასაკითხი;

– ინფორმაციული, მაგრამ ლაკონური;

– ორთოგრაფიულად და გრამატიკულად გამართული.


ეს მარტივი მონახაზი CV-ის რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ
სურათზე ნაჩვენები CV–ის ვერსია MS Word–ში.

CV როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს (A4 ფორმატის) ორ გვერდს, მაგრამ არის გამონაკლისი – აკადემიური და ტექნიკური CV-ები, რომლებიც 4-5 გვერდსაც კი აღემატება.

ინტერვიუზე დაბარების შემეთხვევაში კი აუცილებლად მზად გქონდეთ გონებამახვილური პასუხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე თუ რატომ უნდა აგიყვანონ თქვენ აღნიშნულ პოზიციაზე და არა სხვა კანდიდატები.

ასევე შეიძიათ გაეცნოთ რეზიუმის მომზადების ინსტრუქციას Europass-ის სტანდარტის მიხედვით : როგორ მოვამზადოთ რეზიუმე – cv

გიუსურვებთ წარმატებას ! ! !

ტეგები: როგორ დავწეროთ CV

ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^