"ღორის გრიპი"-გრიპი A (H1N1) » File.Pirveli.Ge
 
» » "ღორის გრიპი"-გრიპი A (H1N1)
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 3324
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 8 დეკემბერი 2009
8 დეკემბერი 2009

"ღორის გრიპი"-გრიპი A (H1N1)

კატეგორია: სტატიები

"ღორის გრიპი"-გრიპი A (H1N1)


ღორის გრიპის ეპიდემიის დაწყებისთანავე პანიკამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ზოგმა ქვეყანამ უკვე აკრძალა სხვა ქვეყნებიდან ღორის ხორცის შემოტანა.3 სექტემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია 900-მდე სიკდილის ფაქტი, სულ დაავადდა 270000-ზე მეტი. გრიპით (რომლითაც მეტწილად ინფიცირდებიან ახალგაზრდა მამაკაცები) ავადობის ახალ-ახლი შემთხვევები რეგისტრირდება სხვადასხვა ქვეყნებში. დაავადების შემთხვევები აღინიშნა უკვე 92ქვეყანაში.

H1N1, ე.წ ღორის ვირუსით საქართველოში უკვე თხუთმეტი ადამიანია ინფიცირებული.
დაავადების ყველა შემთხვევა უცხოეთიდანაა შემოტანილი, ამდენად ჩვენში ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს.


გთავაზობთ პასუხებს ამ დაავადების შესახებ არსებულ კითხვებზე, რომლებიც დღეს მეტად აღელვებს მსოფლიოს მოსახლეობას.

ნიშნავს თუ არა დღეს არსებული მდგომარეობა გრიპის პანდემიის დასაწყისს?
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ მექსიკაში ღორის გრიპის გამომწვევი H1N1 ვირუსის შტამი "პოტენციურად პანდემიურია" და დაავადების განვითარებისათვის თვალყურის დევნებაა დაწესებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც დღეისათვის არსებულ დაავადების გავრცელების V დონეს ეპიდემიურ საშიშროებად ჩათვლიდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში ვირუსი იმდენად თავისებურია, რომ შეუძლებელია წინასწარ განიჭვრიტოს, თუ რა მოხდება შემდეგ ეტაპზე.


მოახდენს თუ არა პანდემია მსოფლიო კატასტროფის პროვიცირებას?
შეიძლება მოახდინოს, შეიძლება - არა. ყველამ კარგად იცის, რომ 1918-1919 წლებში "ისპანკის" პანდემიას მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გვახოვს XX საუკუნის სხვა პანდემიებიც: "აზიური გრიპი" 1057 წ. და "ჰონკონგის გრიპი" 1968 წ, რომლებიც გაცილებით ნაკლებად ლეტალურები აღმოჩნდენენ. უკანასკნელმა პანდემიამ დააინფიცირა ასობით მილიონი ადამიანი, მაგრამ დაიღუპა დაახლოებით 1 მილიონი კაცი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ პანდემიებზე გაცილებით სუსტ პანდემიასაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემასა და ეკონომიკაში (განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესში) დიდი სტრესების პროვოცირება.


რამდენად საშიშია მექსიკური შტამი?
ყველაზე საშიშია ის, რომ ვირუსით უფრო მეტად ინფიცირდებიან ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, ვიდრე მოხუცები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მიდრეკილნი არიან გრიპისადმი. დაკვირებამ უკვე აჩვენა, რომ `ღორის ვირუსი~ ფრინველის გრიპის ვირუსის H5N1 შტამზე ნაკებად ლეტალურია, მაგრამ H5N1-თან შედარებით უფრო სწრაფად და ადვილად ვრცლდება. ეს უკანასკნელი ინფიცირებული ადამიანიდან შეიძლება ჯანმრთელ ადამიანზე გადავიდეს.


შეიძლება თუ არა დაავადების აფეთქების შეჩერება?
არა, უკვე ძალიან გვიანაა. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, მექსიკში ვირუსი უკვე რამდენიმე დღეა აინფიცირებს ადამიანებს, მეტიც ღორის გრიპმა უკვე მოასწრო აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავრცელება.


როგორია ღორის გრიპის სიმპტომები?
იგი არაფრით განსხვავედება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით, რომელიც, სხვათა შორის, სქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა საეჭვო შემთხვევაში უცხოეთის ძლიერ ლაბორატორიებში ხდება ჩვენთან მიღებული მონაცემის გადამოწმება. ალბათ ყველას დაებადება კითხვა: თუ ღორის გრიპის სიმპტომები ჰგავს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს, როგორ უნდა მიხვდეს საწყის ეტაპზე დაავადებული და თავად ექიმიც, რომ ამ საშიშ ინფექციასთან აქვს საქმე? პრიველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ანუ არის თუ არა იმ რეგიონში დაფიქსირებული ღორის გრიპის შემთხვევა, სპეციალისტები გვირჩევენ, ამ სიმპრომების აღმოჩენისთანავე ვიხმაროთ ანტივირუსული პრეპარატები - ტამიფლუ ან რელენზა. უნდა ითქვას, რომ ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ყველას არ ხელეწიფება მათი შეძენა. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა დავადების არც ერთი შემთხვევა. თუმცა, ალბათ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პრეპარატის გაიაფებაზე, ანუ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინიდან უნდა მოხდეს პრეპარატის ფასის ანაზღაურება.


შეიძლება თუ არა დაავადებისგან განკურნება?
კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ორი ანტივირუსული პრეპარატი - Tamiflu და Relenza - ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია, თუ მას სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღებს დაავადებული. ამ წამლების მარაგი პანდემიის შემთხვევაში აქვთ მესამე რიგის ქვეყნებშიც კი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით მიღებას აზრი არ აქვს.


დაეხმარება თუ არა ადამიანს სეზონური ვაქცინაცია?
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, ახალი შტამისგან ადამიანის მხოლოდ მინიმალურად დაცვა შეუძლია.


შეძლებენ თუ არა მეცნიერები ისეთი ახალი ვაქცინის შექმნას, რომელიც დაიცავს ადამიანს ღორის გრიპისგან?
შეძლებენ მაშინვე, როგორც კი ახალი ვირუსი საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. მაგრამ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობები შეზღუდულია, და არსებული მეთოდების გათვალისწინებით, მის შემუშავებასა და გავრცელებას შეიძლება 4-5 თვე დასჭირდეს. ვაქცინის დახმარებით შეიძლება, მოხერხდეს პანდემიის მეორე ტალღის შეჩერება.
რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელიც იმყოფება მექსიკაში ან სხვა ინფიცირებულ ტერიტორიაზე?
ასეთ შემთხვევაში ადამიანი უნდა ერიდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ხშირად დიბანიოს ხელი, ეცადოს, რომ არ შეეხოს საკუთარ ცხვირსა და პირს და გამოყენებისთანავე გადააგდოს ცხვირსახოცი. დამცველი ნიღბის ტარება არ არის აუცილებელიო - ამბობენ, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
საშიშია თუ არა ღორის ხორცის ჭამა?
კარგად დამუშავებული ღორის ხორცისგან მომზადებული კერძების ჭამა საშიში არ არის, თუმცა ნახევრად უმი ინფიცირებული ღორის ხორცი რამდენადმე საშიშია.

მთელი მსოფლიოს ექიმები ირაზმებიან ღორის გრიპის წინააღდეგ

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს ღორის გროპის პანდემიის საშიშროების შესახებ. ყოველდღიურად მატულობს სიკვდილიანობის შემთხვევები. აშშ-ში დაავადების 20 შემთხვევის დაფიქსირების შედეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა განსაკუთრებული სამედიცინო მდგომრეობა. ობამას ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, დღეისათვის აშშ-ში ასობით შემთხვევაა რეგისტრირებული. მექსიკის საზღვართან არსებული გამშვები პუნქტები დროებით დახურულია.

სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც დაიწყეს სათანადო ღონისძიებების გატარება. ჩინეთმა და რუსეთმა განაცხდეს, რომ მზად არიან H1N1 გრიპის სიმპტომის მქონე ყოველი ადამიანის იზოლცია მოხდინონ. აზიის აეროპორტები აღიჭურვა აპარატურით, რომელიც მგზავრებში სიმპტომების არსებობას ამოწმებს. ბევრ ქვეყანაში ღორის ხორცის იმპორტი აიკრძალა. აშშ-ს შინაგან უშიშროებათა სამინისტროს მდივანმა ჯონათან ნაპოლიტანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მზადაა შეამოწმოს ვირუსით ინფიცირებული რეგიონებიდან ჩამოსული ყველა მგზავრი. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ამზადებს სამახსოვრო ბუკლეტებს ღორის გრიპის შესახებ მოგზაურებისთვის.

ფედერალური სამსახური უკვე მზადაა საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული მარაგიდან გამოუყოს პოტენციურად ეფექტური წამლები ნებისმიერ შტატს.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რატომ არის აშშ-ში მექსიკასთან შედარებით მსუბუქი მდგომარება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ექსპერტები აშშ-ში დაავადების დამძიმებას ვარაუდობენ.
ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი, თუ როგორ ვრცელდება დაავადება, მაგრამ ნათელია, რომ იგი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსს აქვს ღორის, ფრინველისა და ადამიანის ვირუსების მსგავსი გენეტიკური მასალა. ხშირად იგი იწვევს მოლოდ ნალებად შესამჩნევ სიმპტომებს. ის, რომ 8 დავადებული კალიფორნიელიდან ბოლო ხანებში არც ერთი არ ყოფილა მექსიკაში, ესპანელ და ახალზელანდიელ ექიმებს აფიქრებინებს, რომ ცოტა ხნის წინ მექსიკიდან კალიფორნიაში სამოგზაუროდ ჩამოსული მოგზაურები იყვნენ ვირუსით ინფიცირებულები და მათ გადადეს ეს ვირუსი სხვებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მექსიკის ეპიდემიას "მსოფლიო განგაშის" V დონე მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ეს სკალა 6-საფეხურიანია.


ლონდონი. ღორის გრიპი გაამდიდრებს ფარმაკოლოგიურ კომპანიებს
მას შემდეგ რაც Roche-მ და GlaxoSmithKline-მ განაცხადეს, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ღორის გრიპისგან დასაცავი მილიონობით დოზა ვაქცინის წარმოება, ანალიტიკოსებმა ფარმაცევტული კომპანიების აქციებზე ფასის ზრდა ივარაუდეს, რაც გამართლდა კიდეც - აქციებზე ფასმა 50%-ით მოიმატა. Roche-ს და GSK –ის მიერ წარმოებული Relenza და Tamiflu ეფექტური გამოდგა ამ ახალი დაავადების წინააღმდეგაც. პრეპრატი გამოიყენებოდა აზიაში ფერინველის გრიპისგან დასაცავად და კომპანიებს უდიდესი მოგება მოუტანა. Roche-მ დაადასტურა, რომ მას უკვე აქვს 3 მილიონი შეკვრა Tamiflu, რომელის გმოყენებაც შეუძლია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგნიზაციას.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^