გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ? » File.Pirveli.Ge
 
» » გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 3281
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 21 აპრილი 2011
21 აპრილი 2011

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

კატეგორია: სტატიები

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?


- შენ ჩემი დაიკო ხარ ! ; ) ამ რეპლიკის მოსმენისგან, ხშირად მომღიმარი თუ თვითკმაყოფილებით აღსავსე გოგონები ალბათ კარგი ხასიათით ბრუნდებიან სახლში, ურთიერთობენ “სკაიპით”,”ფეისბუქით” თუ სხვადასხვა საკონტაქტო საშუალებებით დიდი ხნის, თუ ახლად შეძენილ “ძამიკოსთან”, “ძმაკაცთან” თუ უბრალოდ მეგობართან , რომელთანაც შესამჩნევად აქვთ მოხსნილი სხვადასხვა სახის კომპლექსები, არიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს “უღვიძლო ძმის” ყოლით, ენდობიან და ხშირად შეყვარებული წყვილების ალერსისგანაც რთულია გაარჩიო ახალი მეგობრების სითბო ერთმანეთში… ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ ურთიერთობის თაობაზე, ეს პოსტიც სწორედ ამ საკითხს ეხება და კერძოდ პასუხობს კითხვას: არსებობს გოგოს და ბიჭის (ნამდვილი) მეგობრობა?

პირველ რიგში მინდა განვმარტო ადამიანების ურთიერთობის დასახელებების მნიშვნელობა , რაც დამერწმუნეთ ბევრმა არ იცის და ალბათ დასჭირდება რომ გაიგოს :

ნაცნობი: ადამიანი რომელსაც იშვიათად ვხვდებით მაგრამ ვესალმებით, მხოლოდ და მხოლოდ. არ ვართ გახსნილები, მაგრამ არ ვერიდებით ხშირად (უხერხულობის გამო) თუნდაც გადაკოცნას.

ამხანაგი: სამწუხაროდ, ეს მშვენიერი სიტყვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის აღარც გამოიყენება ახალგაზრდობაში. ამხანაგი ადამიანია, რომელთანაც თბილი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად შეიძლება გავუბათ დიალოგიც შეხვედრისას, მაგრამ ეს არ ხდება სისტემატიურად, ანუ ეს ურთიერთობა არ არის სიღრმისეული.

მეგობარი: მეგობარი ადამიანია, რომელიც არის ჩვენი ხშირი მესაიდუმლეა , გიყვართ ერთად დროის გატარება და გსიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. (ჩვენს დროში “მეგობრის” სტატუსმა საუბედუროდ უკან გადაინაცვლა ამხანაგის და ნაცნობის ადგილას , სამაგიეროდ დამკვიდრდა სიტყვა ” ძმაკაცი”; “დაქალი”, იშვიათად თუ ვხმარობთ “საუკეთესო მეგობარი”.) დღეს კი ჩვენ თუ ვინმესთან “ვმეგობრობთ” , თავისუფლად შეიძლება ვიღაცამ დედა შეაგინოს , ჩვენ კი დიდად არც კი გვაინტერესებს .. – მეგობარია , ძმაკაცი კიარა!.

ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ საკითხის შესახებ… ზოგი ამბობს, რომ არსებობს.. ზოგმაც შეიძლება მკაცრად უარყოს ამ პოსტის არსებობა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი (ბიჭებმა) გოგონებისთვის ძმობის დაფიცების პერიოდში. მართლა გავუწევთ მას პატიოსან ძმობას? (იმედია ხვდებით რა საკითხსაც ვგულისხმობ) სამწუხაროდ ეს საკითხი უფრო ჩვენშია პრობლემური და არა გოგონებში. ხშირად ისინი უფრო არიან მსხვერპლნი და იმედგაცრუებულნი. უამრავი ადამიანის მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი, როდესაც გოგონების მიერ აღიარებული ძამიკოსგან ჰქონიათ შემთხვევა სიყვარულის ახსნის. საბოლოოდ ასეთი ურთიერთობა უმეტესად სავალალოდ სრულდება.. ზოგ შემთხვევაში კარგადაც, თანხმობით და ოჯახის შექმნით.. ასეთი მაგალითებიც მრავლად არსებობს და მათთან კითხვით “არსებობს თუ არა ქალის და კაცის ნამდვილი მეგობრობა”.. კერძოდ მე ასეთი პასუხი მივიღე “არა.. მეც ასე მეგონა ადრე.. არც კი ვფიქრობდი რაიმე სერიოზულს , მართლა “ნამდვილი მეგობრებივით” ვიყავით როგორც და-ძმა .. მაგრამ ხედავ ეხლა როგორი ოჯახი გვაქვს”.. მართლაც ლამაზი და იდილიური ოჯახი აქვს მას..

მაგრამ მის აზრს 100%-ით ვერ დავეთანხმები, რადგან რა თქმა უნდა ერთგული ადამიანებიც არსებობენ.. ისეთი რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეძენილ “დაიკოზე” ცუდი არც კი გაიფიქროს, ან იმ დაიკომ არ გაიფიქროს ცუდი მეგობარ ბიჭზე, რაც ალბათ დღევანდელობის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თვითონაც ბევრის მომსწრე ვყოფილვარ. მეც უარვყოფდი ამ აზრს და ვეწინააღმდეგებოდი ისეთ ადამიანებს, ვისაც გოგო და ბიჭის მეგობრობის არ ჯეროდა , სანამ თვითონ არ ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში და 12 წლის უახლოესმა მეგობარმა ყველფერი არ ჩაშალა. მიუხედავად ასეთი ფაქტების სიხშირისა, მეორე ან მესამე დღეს ისევ გრძელდება ამნაირი ადამიანების და-ძმობა , სიცილით, ჭორაობით, სხვადასხვა თემებზე ლაპარაკით და რათქმაუნდა სხვა რამეებითაც, რასაც შეიძლება ორიდან რომელიმე სულაც ვერ ამჩნევდეს.

ჩემი აზრით ეს საკითხი პრობლემაა.. პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რადგან სქვა ქვეყნებში ასე არ არის.. არ არის ღალატი, რადგან არ არსებობს ბიჭს და გოგოს შორის გამოგონილი და-ძმობა. დღეს ჩემ თვალწინაც ბევრი ადამიანია ამის მსხვერპლი , გოგოც და ბიჭიც.. როდესაც ვხედავ 2 შეხმატკბილებულ ადამიანს, ვიცი დღეს ეს ბევრს უკვირს , წარმოიდგენს და თან ვერ ხვდება:”როგორ შეიძლება მე მასზე ცუდი ვიფიქრო, ან მან შემომხედოს მე სხვა თვალით”.. ვიცი ასეთი რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ აზრს , მაგრამ , როგორც მე , ასევე ასეთი ადამიანებიც ოდესღაც შეიცვლიან აზრს და ეს შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაუჯდეს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არსებობენ ერთგული მეგობრებიც.. მართალია შეიძლება სანთლით დაძებარი, მაგრამ არიან.. მეც ვიცნობ ბევრ ასეთს , სამწუხაროდ ეს ძალიან მცირე ნაწილია ჩვენი თაობის.. იმედია ცოტათი მაინც გაიაზრებს ყოველი თქვენგანი ამ საკითხს.. დაკვირვებით შეხედეთ ყველას და ყველაფერს, თუ, რასაკვირველია, გაწუხებთ ეს პრობლემა.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

<
Logical_thinker

24 ოქტომბერი 2011 23:18

  • Не нравится
  • 0
  • Нравится
Информация к комментарию
  • Группа: Guest
  • Регистрация: --
  • Статус:
  • Публикаций: 0
  • Комментариев: 0
wyaro miaweret xolme saidanac akopirebt. www.ucnauri.com

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
^