ბოლო სიახლეები » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 6463
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 24 აპრილი 2017
24 აპრილი 2017

აფხაზეთის ომის სურათები!

Категория: სურათები/photo

აფხაზეთის ომის სურათები!

აფხაზეთის ომის სურათები!
Информация к новости
  • Просмотров: 499
  • Автор: admin
  • Дата: 20 აპრილი 2017
20 აპრილი 2017

თუკი თქვენ ამ სურათში 10 წამში კვერცხს იპოვით თქვენი IQ ერთ–ერთი უმაღლესია მსოფლიოში!

Категория: სურათები/photo

უნგრელმა მხატვარმა გერგეი დუდაშმა, რომელიც სოციალურ ქსელებში დუდოლფის სახელით არის ცნობილი, კიდევ ერთი ე.წ. ვირუსული ფოტო შექმნა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

სოციალური ქსელის მომხმარებლები პანდის, კატებისა და სხვა უამრავი თავსატეხის შემდეგ, ამჯერად, ტიტებში დამალულ სააღდგომო კვერცხს ეძებენ.
თუკი თქვენ ამ სურათში 10 წამში კვერცხს იპოვით თქვენი IQ ერთ–ერთი უმაღლესია მსოფლიოში!
Информация к новости
  • Просмотров: 3234
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2017
14 აპრილი 2017

დიდი ხუთშაბათი

Категория: News

აჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

ღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა“.

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დიდი ხუთშაბათი

საიდუმლო სერობა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

სად აღესრულა საიდუმლო სერობა

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

იუდას მხილება

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

ზიარების საიდუმლო

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

ფერხთბანა

დიდი ხუთშაბათიშემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.

* * *

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ  მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

მოამზადა ალექსანდრე კაპანაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

დიდი ხუთშაბათი

მთავარეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი „სიტყვა დიდ ხუთშაბათს“

„წმიდა საიდუმლოთა ღირსეული ზიარებისათვის“

დიდი ხუთშაბათი

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.

„და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მიიღო იესო პური და ჰმადლობდა და განჰსტეხა, და მიჰსცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ (მათე 26, 27).

იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია“), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის განსხვავება მისი მრავალი მოწყალებისა ჩვენზე.

იესო ქრისტე ძველი აღთქმიდან არაფერს არ არღვევს, ის აღასრულებს. როგორც მოგეხსენებათ, ებრაელები პასექის დღესასწაულს უფლის მიერ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნის მოსაგონებლად აღნიშნავენ ნისანის 14 რიცხვში (მარტი-აპრილი), მზის ჩასვლის შემდგომ თუმცა კი პასექის მიღება უფრო ადრეც შეიძლებოდა, განსაკუთრებით გალილეიდან მოსულთათვის. მაცხოვარი, როგორც ძველი ყველა წესის აღმსარებელი, სარგებლობს ამ წესით და სერობასაც ნისანის 13 რიცხვის ხუთშაბათს აღასრულებს, დანიშნული დროიდან ერთი დღით ადრე. ეს იმის გამო, რომ ჯვარზე დაკანონებული საპასექო სერობის დღეს უნდა მიეტანა თავი თვისი მსხვერპლად. როგორც პასექი ჭეშმარიტ ტარიგს, პურის ნაჭრებს ურიგებს მოციქულთ, რითაც სიმბოლურად განასახიერებდა აღთქმული ქვეყნის სიუხვეს, მომდინარეს რძითა და თაფლით. ხანდახან ამ ადათის შესრულებით, ოჯახის უფროსი განსაკუთრებულ კეთილმოსურნეობას გამოხატავდა მისდამი, ვისაც განტეხილ პურს აწოდებდა.

უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავი თვისი მიგვიძღვანა საგზლად. ამიტომ მუდამ უნდა ვმადლობდეთ, როგორც ჩვენს მაგიერ, ასევე ყველას მაგიერ. ამით შევძლებთ მომაკვდინებელი ცოდვის, შურის, აღმოფხვრას ჩვენში და სიყვარულის დანერგვას, ადამიანი უძლური ხდება შურდეს მისი, ვის მაგივრადაც ჰმადლობს.

„და მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მიჰსცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათე 26, 27-28).

უფლის სისხლი, ღირსეულად მიღებული, შორს განაგდებს ჩვენგან დემონებს და უხმობს ანგელოზთ მცველად. და როგორ ჭირდება დღეს ქვეყნიერებას ანგელოსთა მფარველობა. ჯვარზე დანთხეულმა ამ წმიდა სისხლმა განწმიდა კაცობრიობა. ეს სისხლია ჩვენი სულების მხსნელი, განმბანელი ცოდვებისაგან.

არსებობს მეტად საყვარელი სიტყვა - „მეგობარი“ ე.ი. ორი ან ჯგუფი მოსიყვარულე ადამიანებისა, რომლებიც იმდენად ახლო სულიერ კავშირში არიან ერთმანეთთან, რომ ფიზიკური გამოვლინებით, როგორც ხალხური ტრადიცია გადმოგვცემს, ერთი გობიდან საკვების თანაზიარნი არიან. და რაოდენ უფრო მეტად თანაზიარნი ხდებიან ქრისტიანები, როდესაც ერთი ბარძიმიდან იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდლის მიერ სული წმიდის გარდამოწვევით გარდაიქცევა რეალურ იესო ქრისტეს წმიდა სისხლად და ხორცად. წმიდა ზიარების მიღების შემდგომ უფალი იესო ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენს სხეულში დაივანებს. ვეზიარებით ქრისტეს, ვერთიანდებით ერთმანეთთან. ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) წევრები ვხდებით. რაოდენ უფრო მეტია სიყვარული ჩვენს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მეგობრებს შორის. სწორედ იმისათვის განაზავა მან თავისი სხეული და შეგვირწყა, რომ შევიქმნეთ ერთნი, როგორც ერთი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე. ეს მხოლოდ ჩვენს მიმართ უფლის ძლიერი სიყვარულის გამო მოხდა. უფალი გვასაზრდოებს თავისი სხეულით იმისთვის, რომ შევიქმნეთ მეტად კეთილშობილნი, ჩვენთვის ზრუნავს ამ ქვეყნად და მით-უფრო იზრუნებს იმქვეყნად, მარადიულობაში. ჩვენს ტაძარში მორწმუნეთა ზიარების დროს სრულდება გალობა: „ხორცი ქრისტესი მივიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ“.

წმიდა ტრაპეზით გარდამოედინება სულიერი წყარო. მასზეა ხე დანერგილი, რომელიც ისხამს მარად უჭკნობ ნაყოფს. ეს წყარო ანაყოფიერებს გვალვებს, წარმოქმნილს ჩვენს სულში. ეს წყარო არის სინათლის, რომელიც გამოსცემს სხივებს ჭეშმარიტებისას, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა უმთვრესი და უმაღლესი საიდუმლო ზიარებისა, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა დღევანდელ დღეს. ეს არის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქნა მიღებული, გამოსცვლის კაცის ბუნებას. ნებისმიერ დღეს შეუძლია ადამიანს ეზიაროს, თუ სათნადოდ იქნა მომზადებული, მაგრამ არსებობს ქრისტიანული ტრადიცია ზიარებისა დიდ ხუთშაბათს. ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუ ამ დღეს ვინმეს უზიარებლად დატოვებდნენ.

ჩვენს ტაძრებში წმიდა ზიარების წინ ხშირია ხმაური. გავისენოთ სახარებიდან, რომ ანგელოზნი აღმატებულნი ჩვენზე, რა პატივით და მოწიწებით იდგნენ უფლის საფლავთან, სადაც უკვე აღარ ესვენა მაცხოვარი, რამეთუ აღმსდგარი იყო. ჩვენ კი, მივეახლებით რა წმიდა ტრაპეზს, სისხლსა და ხორცს უფლისა, შფოთით, განკითხვით, რა პატიებას მივიღებთ? როგორ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ მსხვერპლს თუ გული და გონება ჩვენი არ არის განწმენდილი, დამდაბლებული და ღია სიყვარულისა და ჭეშმარიტების დასავანებლად?

„და აღსდგა სერობასა მისგან და დაჰსდუა სამოსელი თვისი, და მიიღო არდაგი, და მოირტყა იგი და მიიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“ (იოანე 13, 4-5).

დააწესა რა მაცხოვარმა უმთავრესი ქრისტაინული საიდუმლო ზიარებისა, დაბანა ფერხნი მოწაფეთა, მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა. იგი არ არის ამაყი ბელადი. ხალხი თავის სახელით რომ მიჰყავს, ის თავისი მოწაფეების მორჩილი მსახურია და ქვეყანაზე პირველობას, დიდებას ან თაყვანისცემას არ ეძიებს. ქრისტე ასწავლის მოციქულთ, რომ მათაც ერთმანეთს უნდა დაბანონ ფეხი. „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, ეგრეთ თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13, 5).

ამ დღეს ქრისტიანი უნდა იხსენებდეს განსხვავებული გრძნობით და სასოებით. ამ დღეს მაინც უნდა დაივიწყოს სოფელი და ყოველი ამაოება, განუშორებლად, სულითა და გულით უნდა იყოს მაცხოვართან და ეზიაროს მის ჯვარსა და ვნებებს.

იუდა, ქრისტეს მოწაფეთაგანი, ტრაპეზის მონაწილე და მიმღებელი უფლის აურაცხელი სიკეთეებისა, ხდება გამცემი, იესომ იცის მისი განზრახვა, მაგრამ პირველად მას ბანს ფერხს. უფალს უნდა ამით შეაჩეროს ბოროტ განზრახვაში, ქრისტეს შეეძლო იუდას სიბოროტის ალაგმვა, მაგრამ ადამიანს აქვს შემოქმედისაგან მინიჭებული ნების თავისუფლება, იუდას აძლევს თავისუფლებას თავისი ნებით და არა ძალდატანებით დაატოვებინოს ბოროტი გადაწყვეტილება, ასე ხდება ადამიანთა გამოხსნაც. ხოლო თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს ხსნა კაცობრიობისა და არა უფლის ძალდატანებით.

იესო ქრისტე ფეხს ბანს იუდას მაშინ, როდესაც იცის რომ გასცემს, მასზე ზრუნავს უკანასკნელ დღემდე. აქ ჩანს უფლის მზრუნველობა და უსაზღვრო სიყვარული ნებისმიერი ცოდვილის მიმართ. ქრისტე ფეხთბანით გვასწავლის მორჩილებას, რომელიც თავი და ბოლოა სათნოებისა. თავისი ხელით ასხამს საბანელში წყალს, სხვას კი არ ავალებს! ამით უნდა შევიმეცნოთ, რომ როდესაც ვაკეთებთ სიკეთეს, მთელი მოდომებით უნდა გავაკეთოთ.

იუდა ვერ ჭვრეტს ქრისტეს მოძღვრების სათნო სულს. ამჯერად კი რწმენა ქრისტეს, როგორც მესიის არაჭეშმარიტებაზე, კიდევ უფრო განუმტკიცდა. ჭეშმარიტი მესია, ფიქრობდა ის, თავს არ დაიმცირებდა მონის მოვალეობის შესრულებით. იგი მოწაფეებს ფეხს კი არ დაბანდა, არამედ როგორც მეფე მედიდურად და ამაყად წარუძღვებოდა მათ იუდეველი ხალხის განთავისუფლების აღსასრულებლად. მოძღვარმა მოწაფის ამგვარი განწყობა, ბუნებრივია, იცოდა. „შეჰსძრწუნდა სულითა, და ჰსწამა და ჰსთქუა: „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ვითარმედ ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“ (იოანე 13, 21) იუდას ეძლევა სინანულის საშუალება, ქრისტეს მისი ხსნა და გადარჩენა უნდა. უფრო ადრე ეუბნება მოწაფეებს: „ერთი თქვენგანი ეშმაკი არს“ (იოანე 6, 70). ქრისტე აჩვენებს იუდას, რომ იცნობს მას, როგორც გამცემელს, მაგრამ საჯაროდ არ ამხელს. იცოდა რა ქრისტემ მისი ვერცხლისმოყვარეობია, ფულის პარვა, ყველანაირად ცდილობს, გააღვიძოს მასში სინანული (ფულის შესანახი გუადრუცი ქრისტემ მას მიაბარა). ქრისტეს მზრუნველობა იუდას მიმართ უსაზღვროა. ის თვით ყაჩაღის სულსაც მოათვინიერებდა. მაგრამ იუდა შეუკავშირდა ეშმაკს. სატანა ერთბაშად არ შემოდის ადამიანში. ის ჯერ მრავალ თავდასხმას აწყობს. შემდეგ, როდესაც ადამიანში დაინახავს მიღების მზადყოფნას, მთლიანად ჩასახლდება და დაიპყრობს მას. საშინელია ვერცხლისმოყვარეობა. ის ხურავს ადამიანის გულს, თვალსა და ყურს და პირუტყვის დონემდე დაჰყავს იგი. არ აძლევს საშუალებას სინდისზე დაფიქრებისა. ის ადამიანს ყურმოჭრილ მონად გადააქცევს. ხშირ შემთხვევაში ეს სნეულება მსოფლიოში მრავალი ომი, სისხლისღვრა, წმიდა პავლე მოციქული მასზე დამონებულს უწოდებს კერპთმსახურს.

ყოველ ზემოთქმულ მაგალითებს, მოქმედებებს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სწავლას დღეს წმიდა ეკლესია გამოხატავს ლოცვებით, გალობით, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ისმინოს ქრისტიანმა. გრძნობა ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მის ცხოვრებას და საქმეს. ჭკუას და გონებას ისე არ ემორჩილება კაცი, როგორც გულის წადილს. გავუხსნათ უფალს ჩვენი გულები, დავემორჩილოთ და ნუ შევეწინააღმდეგებით მას, მარად გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე 13, 34).

ნატო ბოკერია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.

Информация к новости
  • Просмотров: 3255
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2017
9 აპრილი 2017

გილოცავთ ბზობას!

Категория: News

გილოცავთ ბზობას!



ბზობა - ბაიაობა
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

მოამზადა შალვა კეკელიამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.
Информация к новости
  • Просмотров: 4580
  • Автор: admin
  • Дата: 7 აპრილი 2017
7 აპრილი 2017

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

Категория: News

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს


ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.

უფალმა იესო ქრისტემ შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დაღიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.

მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.
Информация к новости
  • Просмотров: 4509
  • Автор: admin
  • Дата: 21 მარტი 2017
21 მარტი 2017

Banner Maker Pro 7

Категория: პროგრამები/soft

Banner Maker Pro 7


es aris zaan magari BANEREBIS gasaketebeli programa BANNER MAKER PRO 7. BOLO VERSIAA. YVELAS GAMOGADGEBAT gansakutrebit ki WEBMASTEREBS. aucileblad gadaweret da daakomenatret KIDEC!!!
Информация к новости
  • Просмотров: 3689
  • Автор: admin
  • Дата: 17 მარტი 2017
17 მარტი 2017

სიყვარულის 10 მცნება

Категория: სტატიები

სიყვარულის 10 მცნება


1)თუ სიყვარულს ეძებ,ისე ეძებე რომ სხვას არ წაართვა.
2)სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3)სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისგან განუკურნავია.
4)არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5)სიყავრული თამაში არ რის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
6)ამ ქვეყნად არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
7)ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეზიარება.
8)სიყავრული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9)სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10)თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, ...
Информация к новости
  • Просмотров: 951
  • Автор: admin
  • Дата: 9 მარტი 2017
9 მარტი 2017

10 უცნაური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც სკოლაში არ გისწავლიათ!

Категория: სტატიები

10 უცნაური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც სკოლაში არ გისწავლიათ!


ამ სტატიაში გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს სექსის შესახებ.

1. ადამიანებს, რომლებსაც კარგი სურნელი აქვთ, გარეგნულად უფრო მომხიბვლელებად აღვიქვამენ.

2. კვლევები აჩვენებენ, რომ მამაკაცი და ქალი უბრალოდ მეგობრები ვერ იქნებიან, თუ კვირაში 2-3-ჯერ უფრო ხშირად ურთიერთობენ.

3. ენდორფინებს, რომლებსაც ორგანიზმი პარტნიორთან სექსუალური კავშირის დროს გამოყოფს, არანაკლები ეიფორიის შეგრძნება აქვს, ვიდრე ნარკოტიკებს.

4. ყოფილა შემთხვევები, როცა სპერმატოზოიდები ცოცხლები და გასამრავლებლად გამოსადეგი ეკულაციიდან 8 დღის შემდეგაც ყოფილან.

5. რეგულარულმა სექსმა, რომელიც ორივე პარტნიორს აკმაყოფილებს, შესაძლოა, მათ შორის სიყვარული წარმოშვას.

6. ადამიანებს, რომლებსაც კვირაში სექსი 1-2-ჯერ მაინც აქვთ, იმუნური სისტემა უკეთ უმუშავებთ.

7. თუ მამაკაცი ორგაზმს კვირაში ოთხჯერ მაინც განიცდის, ეს ორჯერ ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის რისკს.

8. კვლევები აჩვენებენ, რომ მაღალქუსლიანების ტარება ქალის სექსუალურ მომხიბვლელობას საშუალოდ 25 პროცენტით ზრდის.

9. როცა ქალი ორგაზმს განიცდის, ტვინში დროებით ის განყოფილება ეთიშება, რომელიც ისეთ ემოციებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა შიში და შფოთვა.

10. ყველაზე დიდი პენისი, ექიმების ცნობით, სიგრძეში 28 სანტიმეტრია.
Информация к новости
  • Просмотров: 2377
  • Автор: admin
  • Дата: 8 მარტი 2017
8 მარტი 2017

გილოცავთ 8 მარტს

Категория: News

გილოცავთ 8 მარტს


ეს დღესასწაული მაშინ შეიქმნა, როდესაც უკვე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა სამკერვალო ქარხნებში მომუშავე ქალბატონები. მათი მოთხოვნა იყო:
♂10 საათიანი სამუშაო დღე
♂ნათელი და თავისუფალი საოფისე (სამუშაო) ფართი
♂ თანასწორი ხელფასი მამაკაცისა

იმ დროს ქალები დღეში 16 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ გაწეული შრომისთვის რამოდენიმე გროშს იღებდნენ. მამაკაცთა გადამწყვეტი ქმედებების შემდგომ მოხდა მათი სამუშაო დროის 10 საათამდე დაყვანა. ამერიკის ბევრ საწარმოში შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაციები. და აი, 1857 წლის 8 მარტის შემდეგ ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ორგანიზაცია–პირველად მათი წევრები გახდნენ ქალები. ამ დღეს ნიუ იორკის ბევრ ქალაქში ასობით ქალი გამოვიდა დემონსტრაციულ და საპროტესტო აქციებზე მოთხოვნით: დაეცვათ ქალთა უფლებები. !

გილოცავთ 8 მარტს


1910 წელს კოპენჰაგენში, სოციალისტურ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, კლარა ცეტკინი გამოვიდა შემოთავაზებით, რომ 8 მარტს აეღნიშნათ ქალთა საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც ჟღერდა როგორც "მოწოდება მსოფლიოს ყველა ქალს თანასწორობისთვის ბრძოლაში".
ამ მიმართვის საპასუხოდ ბევრი ეროვნების ქალბატონმა დაიწყო ბრძოლა და ფიქრი თანასწორობის, შრომის. პატივისცემის, ღირსებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში.

1911 წელს ეს დღესასწაული პირველად აღინიშნა 19 მარტს ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. ამის შემდეგ, მილიონზე მეტმა ქალბატონმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში. გარდა ხმის მიცემისა და სახელმძღვანელო პოზიციის დაკავებისა, ქალებს მიენიჭათ თანაბარი უფლებები იდენტურად მამაკაცებისა.

გილოცავთ 8 მარტს


საინტერესო ფაქტები დღესასწაულთან დაკავშირებით

╰☆╮1912 წელს ქალთა დღე აღნიშნეს 19 მარტსა და 12 მაისს. მხოლოდ 1914 წელს ქალთა დღის აღნიშვნა სპონტანურად დაიწყეს 8 მარტს

╰☆╮პარადოქსიულია მაგრამ, 1918 წლამდე, რუსეთის იმპერიას ჰქონდა შექნილი ახალი გრიგორიანული კალენდარი "რომლის მიხედვითაც"ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა" აღინიშნებოდა 23 თებერვალს – დღე რომელიც ასოცირდება მამრობითი სქესის დღესასწაულთან.

╰☆╮ქალთა დღე თავდაპირველად აღინიშნებოდა ძველ რომში. არსებობდა დღე, როდესაც ქალებს თავისუფლად შეეძლოთ ქმრებისგან საჩუქრები მიეღოთ. ხოლო მოახლეებს და დაბალი ფენის წარმომადგენელ ქალებს ჰქონდათ დასვენების დღე – ქალთა სოლიდარობის ნიშნად.

გილოცავთ 8 მარტს


╰☆╮თითქმის ყველა ქვეყანაში 8 მარტი– ქალთა საერთაშორისო დღეა. მაგრამ მაგალითად სირიაში 8 მარტს ზეიმობდნენ რევოლუციის დღეს, ხოლო ლიბერიის რესპუბლიკაში გარდაცვლილთა მოხსენიების დღედ!

╰☆╮8 მარტი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე, მაგრამ 1965 წლის 8 მაისს სამამულო ომში გამარჯვების 20 წლითავის აღსანიშნავად. ქალთა საერთაშორისო დღეს გამოცხადდა დასვენების დღედ.

╰☆╮ მსოფლიოში 8 მარტთნან დაკავშირებით ჩატარდა გამოკითხვა. ..როგორც გამოკითხულთა 66%–მა აღნიშნა 8 მარტი უპირველესყოვლისა არის ქალთა საერთაშორისო დღესასწაული.18%ის თანახმად – 8 მარტი გაზაფხულის დადგომის პირველი დღესასწაულია, ხოლო 4%მა განაცხადა რომ ეს დღე არაფრით არ განსხვავდება მათთვის დანარჩენი სამუშაო დღეებისგან

გილოცავთ 8 მარტს





გილოცავთ 8 მარტს


ძვირფასო მეგბრებო! აი დადგა გაზაფხულის ყველაზე ნაზი და დახვეწილი დღესასწაული 8 მარტი. და აი ამ დღეს ჩვენ გვსურს ქალბატონები დავმუხტოთ დადებითი ემოციებითა და სურვილებით. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულსა და სიხარულს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბუნება განახლებას იწყებს. მზის თბილი სხივები გიქმნით ნაზ, სათუთ გრძნობებსა და ახალ იმედებს. მართლაც ქალთა საერთაშორისო დღე სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღესასწაულს ემთხვევა.

გილოცავთ 8 მარტს



გოგონებო, ქალბატონებო! დღეს 8 მარტს ჩვენ ძალიან გვინდა გითხრათ მრავალი ტკბილი და თბილი სიტყვები,. ჩვენ ხომ ყოველთვის არ გვაქვს თქვენთვის ამის თქმის დრო და უფლება

დღეს დღეობით შეიძლება ბევრ ქალსა თუ გოგონას არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა თავის ცხოვრებაში. მაგრამ ხომ არსებობს ის მიზეზი რომლისთვისაც შენ სუნთქავ, ცოცოხლობ არსებობ.. სწორედ ამისათვის იყავით ამაყნი, ძლიერნი და უფლის რწმენით სავსე. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ თითოეული თქვენთაგანის ცხოვრება გაუმჯობესდება. თქვენი პრობლემები მოგვარდება, ხოლო ტკივილები გაყუჩდება.!

გილოცავთ 8 მარტს



❇სილამაზე გვჭირდება ჩვენ , რათა ვუყვარდეთ მამაკაცებს, ხოლო უგუნურება მათ რაა გვუყვარდეს ისინი

❇მან 18 ენაზე იცოდა საუბარი, მაგრამ არცერთ მათგანზე არ იცოდა თუ როგორ ეთქვა სიტყვა "არა"

❇ნამდვილი ქალი არის ის, რომელსაც შეუძლია დაგავიწყოს იდეალური

გილოცავთ 8 მარტს


❇ლამაზი ქალის კოცნა შეიძლება დაუსრულებლად, თან ისე რომ არასდრო არ მოხვდე ერთსა და იმავე ადგილზე

❇როგორ ცუდადაც არ უნდა ფიქრობდნენ მამაკაცები ქალებზე, ქალი კაცსზე ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ უფრო უარეს ფიქრობს

❇იყო ქალი ძალიან რთულია, მარტო იმიტომ რომ შენ გამკლავება მამაკცთან მოგიწევს

გილოცავთ 8 მარტს


❇ახალი კაბა ქალზე ისევე მოქმედებს, როგორც 4 ჭიქა არაყი მამაკაცზე

❇არ შეუძალოთ ქალს გაჰყვეს მოდას: ეს ალბათ არის ერთადერთი დისციპლინა რომელსაც იგი ჯერ კიდევ ექვემდებარება

❇მიეცი ქალს 1000 წითელი ვარდი და იგი გტყვი რომ მას მხოლოდ ერთი თეთრი სჭირდება

გილოცავთ 8 მარტს
Информация к новости
  • Просмотров: 5277
  • Автор: admin
  • Дата: 8 მარტი 2017
8 მარტი 2017

გილოცავთ 8 მარტს

Категория: News

გილოცავთ 8 მარტს


დღეს მშვენიერი დღეა, ყველა მანდილოსანს ვულოცავ ქალთა, საერთაშორისო დღეს, და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს smile
Информация к новости
  • Просмотров: 2727
  • Автор: admin
  • Дата: 8 მარტი 2017
8 მარტი 2017

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე

Категория: News

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე


ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო "ტრაიენგლ შირტუეისტ" (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ 1913 წლის 8 მარტს.

1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა "საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში საბშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის".

ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.

ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.
Информация к новости
  • Просмотров: 1758
  • Автор: admin
  • Дата: 3 მარტი 2017
3 მარტი 2017

დედის 8 ტყუილი

Категория: სტატიები

დედის 8 ტყუილი


ეს ისტორია ჩემს ბავშვობაში დაიწყო. ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი და ხშირად იმდენი საჭმელიც კი არ გვქონდა, რომ შიმშილი მოგვეკლა. როდესაც საჭმლის ჭამის დრო მოდიოდა, დედა ხშირად მაძლევდა ხოლმე თავის წილ ბრინჯს. იგი მას ჩემს ჯამში ცლიდა და მეუბნეობდა: “შეჭამე შვილო ეს ბრინჯი, მე არ ვარ მშიერი”.

ეს იყო დედაჩემის პირველი ტყუილი.

როდესაც ვიზრდებოდი, შეუპოვარი დედა თავისუფალ დროს მიდიოდა ხოლმე მდინარეზე სათევზაოდ ჩვენს სახლთან ახლოს იმ იმედით, რომ დაჭერილი თევზით მომიმზადებდა ჩემი ზრდისათვის საჭირო საკვებს. დაიჭერდა თევზს, მოამზადებდა ხოლმე თევზის სუპს და მე ვჭამდი მას. დედა ამ დროს გვერდით მეჯდა და ჭამდა თევზის ნარჩენებს, რომელიც ჩემს მიერ ნაჭამი თევზის ფხაზე იყო შემორჩენილი. ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა და დედას გავუწოდებდი ხოლმე ჩემს წილ თევზს, მაგრამ დედა არ მართმევდა და მეუბნებოდა: “შენ ჭამე შვილო, მე თევზი არ მიყვარს“.

ეს იყო დედაჩემის მეორე ტყუილი.

როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სწავლის ფული რომ დაეფარა, დედამ თერძობა დაიწყო. სახლში იღებდა შეკვეთებს და თითქმის შეუსვენებლად მუშაობდა დღე-ღამის განმავლობაში.ზამთარში როდესაც ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე, დავინახავდი სანთლის შუქზე მომუშავე უძილარ დედას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა ნემსში ძაფი გაეყარა და მე ამის შემხედვარე ვეტყოდი ხოლმე: “დედა დაიძინე, უკვე გვიანია…“ დედა ღიმილით მპასუხობდა: “დაიძინე საყვარელო, მე არ ვარ დაღლილი“.

ეს იყო დედაჩემის მესამე ტყუილი.

როდესაც გამოცდის დრო მოვიდა დედამ ყველა საქმე გადადო და ჩემთან ერთად წამოვიდა. მცხუნვარე მზის მიუხედავად, ჩემი გულითადი დედა სიცხეში მიცდიდა რამოდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ზარმა დარეკა, რაც ნიშნავდა რომ საბოლოო გამოცდა დამთავრდა, დედა მოვიდა ჩემთან და ჩამომისხა ჩაი მათრადან, რომელიც თან ჰქონდა წამოღებული. როდესაც დავინახე, რომ დედის სახე ოფლით იყო დაფარული, მივაწოდე მას ჩაის ჭიქა და ვთხოვე დაელია. დედამ მიპასუხა: “დალიე შვილო, მე არ მწყურია“.

ეს იყო დედაჩემის მეოთხე ტყუილი.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა მარტო ასრულებდა ორივე მშობლის ფუქციას და ჩვენი ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ამ სიტუაციამ. დღე არ გადიოდა ტანჯვის გარეშე. პირობები უფრო და უფრო უარესდებოდა. მხოლოდ მზრუნველი ბიძა, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, გვიწევდა დახმარებას. მეზობლები ხშირად ურჩევდნენ დედას, რომ კვლავ დაქორწინებულიყო. დედა კი ჯიუტად არ ითვალისწინებდა მათ რჩევას და პასუხობდა: “მე არ მჭირდება სიყვარული“.

ეს იყო დედაჩემის მეხუთე ტყუილი.

სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ამ დროს უკვე დედას მოუწია თავისი ძველი ხელობისათვის თავი გაენებენინა და შეეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მას უსაქმოდ ყოფნა არ სურდა. იგი ყოველდღე დადიოდა ბაზარში, რომ გაეყიდა ბოსტნეული და თავის გასატანად საჭირო ფული ეშოვა. მე სხვა ქალაქში ვმუშაობდი და ხშირად ვუგზავნიდი ფულს თავისი საჭიროებებისათვის, მაგრამ დედა არ თანხმდებოდა ჩემგან გაგზავნილი დახმარების მიღებას. ის უკან მიგზავნიდა ფულს და მეუბნებოდა: “მე საკმარისად მაქვს ფული“.

ეს იყო დედაჩემის მეექვსე ტყუილი.

შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა და სტიპენდია მივიღე ორგანიზაციისაგან, სადაც საბოლოოდ დავიწყე მუშაობა. კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე, რომ დედა ზღვის ყურეში დასასვენებლად წამეყვანა, მაგრამ ჩემს საყვარელ დედას არ სურდა შვილის შეწუხება და მეუბნებოდა: “არ მჭირდება დასვენება“.

ეს იყო დედაჩემის მეშვიდე ტყუილი.

მოხუცებულობაში დედას მუცლის კიბო გაუჩნდა და მომიწია საავადმყოფოში დამეწვინა. ოპერაციის შემდეგ დედა მისუსტებული იწვა ლოგინზე და ძალიან მოტეხილი და მოხუცებული ჩანდა. იწვა საავადმყოფოს ლოგინზე, მიყურებდა და ჩემზე ფიქრობდა… ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ დაავადებამ ძლიერ დაასუსტა მისი სხეული და ძალიან საბრალოდ გამოიყურებოდა. ამის შემხედვარემ ტირილი დავიწყე. გული საშინლად მტკიოდა, რომ მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მაშინ დედამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მითხრა: “არ იტირო ჩემო ძვირფასო, მე არაფერი მტკივა.“

ეს იყო დედაჩემის მერვე და ბოლო ტყუილი.

ისტორიის ავტორი უცნობია; თარგმანი 4motivi.com
Информация к новости
  • Просмотров: 5255
  • Автор: admin
  • Дата: 3 მარტი 2017
3 მარტი 2017

გილოცავთ დედის დღეს !

Категория: News

გილოცავთ დედის დღეს !


გილოცავთ დედის დღეს !


დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. გილოცავთ ყველა დედას და მომავალ დედებსაც, რომელთა რაოდენობა ბლოგის მკითხველთა შორის სავარაუდოდ უფრო მეტია, ვიდრე დედებისა. ეს დღე არის ყველა ადამიანისთვის უძვირფასესი არსების დღე – იმათი, ვინც ყველა ჩვენგანს სიცოცხლე აჩუქა..

დედის დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედების დღე მარტო საქართველოში არ აღინიშნება, მსგავსი ტრადიცია სხვა ქვეყნებშიცაა:
# ნორვეგია – თებერვლის მეორე კვირა, წელს 13 თებერვალი
# ავღანეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, ყაზახეთი, ლაოსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, უკრაინა, ვიეტნამი – 8 მარტი
# ირლანდია, ნიგერია, გაერთიანებული სამეფო – დიდი მარხვის მეოთხე კვირა, წელს 3 აპრილი
# ბაჰრეინი, ეგვიპტე, იორდანია, ქუვეითი, ლიბია, ლიბანი, ომანი, პალეტინა, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, გაერთიანებული არაბთა ემირატები, იემენი, ერაყი – 21 მარტი
# სლოვენია – 25 მარტი
# სომხეთი – 7 აპრილი
# უნგრეთი, ლიტვა, მოზამბიკი, პორტუგალია, ესპანეთი – მაისის პირველი კვირა, წელს I მაისი
# ალბანეთი, სამხრეთ კორეა – 8 მაისი
# სალვადორი, გვატემალა, მექსიკა – 10 მაისი
# არუბა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბერმუდა, ბრაზილია, ბრუნეი, ბულგარეთი, კანადა, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, ხორვატია, კუბა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომენიკი, ეკვადორი, ესტონეთი, ეთიოპია, ფიჯი, ფინეთი, გერმანია, განა, საბერძნეთი, გრენადა, ჰონდურასი, ისლანდია, ინდოეთი, იტალია, იამაიკა, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, მალაიზია, მალტა, მიანმა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პაკისტანი, პაპუა-ახალი გვინეა, პერუ, ფილიპინები, პუერტო რიკო, სამოა, სინგაპური, სლოვაკეთი, სამხ. აფრიკა, შრი ლანკა, სურინამი, შვეიცარია, ტაივანი, ტანზანია, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, უგანდა, უკრაინა, აშშ, ურუგვაი, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე – მაისის მეორე კვირა, წელს 8 მაისი
# პარაგვაი – 15 მაისი
# პოლონეთი – 26 მაისი
# ბოლივია – 27 მაისი
# საფრანგეთი, ჰაიტი, მოროკო, შვედეთი, ტუნისი – მაისის ბოლო კვირა, წელს 29 მაისი
# ნიკარაგუა – 30 მაისი
# მონღოლეთი – I ივნისი
# ლუქსემბურგი – ივნისის მეორე კვირა, წელს 12 ივნისი
# კენია – ივნისის ბოლო კვირა, წელს 26 ივნისი
# ტაილანდი – 12 აგვისტო
# კოსტა-რიკა – 15 აგვისტო
# არგენტინა – ოქტომბრის მესამე კვირა, წელს 16 ოქტომბერი
# პანამა – 8 დეკემბერი
# ინდონეზია – 22 დეკემბერი



როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…

ქალბატონებო გილოცავთ დედის დღეს!!!

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...
Информация к новости
  • Просмотров: 2227
  • Автор: xovle
  • Дата: 14 თებერვალი 2017
14 თებერვალი 2017

День Святого Валентина / Valentine's Day (2010) HDRip

Категория: ---

День Святого Валентина / Valentine's Day (2010) HDRip

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: წმიდა ვალენტინის დღე
ორიგინალი დასახელება: Valentine's Day
წელი: 2010
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: გარი მარშალი
როლებში: ჯესიკა ალბა, კეტი ბეიტსი, ჯესიკა ბილი, ბრედლი კუპერი, ერიკ დეინი, პატრიკ დემპსი, ჰექტორ ელიზონდო, ჯეიმი ფოქსი, ჯენიფერ ფარნერი, ტოფერ გრეისი

IMDB Rating: 5.7 / 10

ფილმის შესახებ:
ლოს-ანჯელესელი ბევრი შეყვარებულისა და მარტოხელათა ბედი გადაიხლართება ამ ერთადერთი დღის - წმიდა ვალენტინის დღის - შეყვარებულთა დღის მოლოდინში.

მოკლე ინფორმაცია:
გამოშვება: აშშ, Karz Entertainment
ხანგრძლივობა: 01:51:25
ენა: რუსული [პროფესიონალური / სრული დუბლირება]

ფაილი:
ფორმატი: AVI (XviD)
ხარისხი: HDRip
ვიდეო: 1765 kb/s, 720x400
აუდიო: Russian: MP3, 128 kb/s (2 ch) / English: AC3, 384 kb/s (6 ch)
ზომა: 2 GB
Информация к новости
  • Просмотров: 954
  • Автор: admin
  • Дата: 14 თებერვალი 2017
14 თებერვალი 2017

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?

Категория: სტატიები

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?


აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.

როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.

რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები (Februa) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქალების, ქორწინების ქალღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ფრინველთა დაწყვილების დღესასწაულიც ყოფილა. მომდევნო დღედ, 15 თებერვალი ლუპერკალიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგლის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწოდებოდა. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდის მიხედვით რომის დამაარსბლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული. ჩვენ აქ არ შევეხებით ლუპერკალის აღწერას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღესასწაულის ღამეს რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში იდებოდა. ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვიცი ქაღალდიც შეხვდებოდა. ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა.

დღესასწაულის განმავლობაში ყმაწვილების დაწყვილება ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანდახან კი, როდესაც ისინი იზრდებოდნენ, ქორწინდებოდნენ კიდევაც. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (რაც მეტნაკლებად დღემდე ტრადიციულია) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც ვფიქრობთ დაემატა ლეგენდა ზემოთხსენებული ბარათის შესახებ, რომელიც სიკვდილის წინ მოწამემ ბრმა გოგონას გაუგზავნა. თებერვალი ხომ ქრისტიანული „სასიყვარულო“ თვე იყო, ამას მრავალი, დღემდე შემორჩენილი წარმართული ქართული წეს-ჩვეულებაც მოწმობს, რომლებიც განსაკუთრებით უხვადაა საყველიერო ხალხურ დღესასწაულებში.

მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს - 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) - 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის - 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.

ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდა წმიდანი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენში მართლმადიდებლობის განმტკიცებას და აღორძინებას. იგი არა მარტო თბილისის მფარველია, არამედ ანიჭებს ადამიანებს შვილიერებასა და ოჯახურ ბედნიერებას. და რაც მეტად ცხოვრობს ადამიანი ღვთისთვის სათნოდ, მით მეტად ეძლევა მას წყალობა ღმერთის წმიდანების და მათ შორის წმიდა მამა დავით გარეჯელის. მამა დავითი, ყველა ჩვენგანის დიდი მოძღვარი, შემწეობას, ოჯახურ ბედნიერებასა და შვილიერებას დღესაც უხვად ანიჭებს მასთან საშველად რწმენით მისულ თვითოეულ ჩვენთაგანს. ნუ დაივიწყებთ მას, სასოებით ევედრეთ, ის ხომ ჩვენთვის ლოცულობს ღვთის წინაშე, ჩვენთვის ოჯახურ ბედნიერებასა და სიყვარულს შესთხოვს უფალს.

ნინო ღამბაშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
Назад Вперед

არქივი

აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
^