ლიტერატურა » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 40668
  • Автор: admin
  • Дата: 5 იანვარი 2017
5 იანვარი 2017

გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა

Категория: ლიტერატურა

გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა



”ბოლო სიტყვა”

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და
მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც..
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს
და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს..ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა..
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული..
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან ხალხოო.....დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც,
რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა
და აღარასდროს გაუშვებს მას.
ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები..
რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და
შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ
ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი

დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ

შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქისად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა ""ვწუხვარ"" , ""მაპატიე"" , ""გეთაყვა"" , ""გმადლობთ"" , და
ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით..

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე
მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.
Информация к новости
  • Просмотров: 4471
  • Автор: admin
  • Дата: 19 ოქტომბერი 2016
19 ოქტომბერი 2016

აკაკი წერეთელი - ბაში-აჩუკი

Категория: ლიტერატურა

აკაკი წერეთელი - ბაში-აჩუკი


აკაკი წერეთელი

ბაში-აჩუკი

თავი პირველი

თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივითი მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან კლდოვან კიდეს გამეტებით ეხეთქებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ იზოგავდა, მაგრამ შეუპოვრობისაგან უკუქცეული, დარეტიანებული და თავბრუდასხმული, თითქოს სულის მოსაბრუნებლად, იქვე მორევში რამდენჯერმე მოტრიალდებოდა ხოლმე და მერე კი დაკვირვებით გადადიოდა დაბლობზე, რომ უფრო მეტის სიფრთხილითა და კვნესა-დუდუნით დაშვებულიყო ქვემოატეხილ ჭალებისაკენ. იმ კლდოვან მთის თავზე, ღრუბლიდან გამოსულიყო უზარმაზარი ციხე-დარბაზი

Информация к новости
  • Просмотров: 5476
  • Автор: admin
  • Дата: 22 აპრილი 2015
22 აპრილი 2015

I MISS YOU (მენატრები)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

I MISS YOU (მენატრები)


მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

ყალბი გახდა ყველაფერი.

ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,

აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,

ერთადერთი ჩუმი რწმენა
Информация к новости
  • Просмотров: 1153
  • Автор: admin
  • Дата: 21 აპრილი 2015
21 აპრილი 2015

აკაკი წერეთელი - თორნიკე ერისთავი

Категория: ლიტერატურა

აკაკი წერეთელი - თორნიკე ერისთავი


ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა...

Информация к новости
  • Просмотров: 893
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2015
14 აპრილი 2015

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

Категория: ლიტერატურა

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები


კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. მხოლოდ ციხის ბურჯებზე უმატეს გუშაგებს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები. სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიოდა ხან ერთი ამბავი, ხან მეორე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს.
ნაშუადღევს ჩოჩქოლო ატყდა ციხის ეზოში. მეციხოვნეებს ვიღაც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი შეეპყროთ, კარისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, წიხლებს ისროდა, იკბინებოდა და ყვიროდა:
– მეფესთან მიმიშვით, დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!
მეციხოვნეები პირზე ხელს აფარებდნენ, წააქციეს, ზოგი ფეხებში ჩაეჭიდა, ზოგი ხელებში, ასწიეს, ასე წაიღეს. ბიჭი მაინც იბრძოდა და ყვიროდა:
– დიდო მეფეო! დიდო მეფეო!
ამ ჩოჩქოლსა და აურზაურში კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ციხისთავი. მარცხენა ხელი კისერზე ჰქონდა დაკიდებული ქალის მანდილით. მეციხოვნეებმა რომ დაინახეს, გაჩერდნენ, ბიჭი ძირს დასწიეს, ხელი მაინც არ გაუშვიათ.
– რა ამბავია, რა მოხდა? – იკითხა ციხისთავმა.
– მეფესთან მიმიშვითო, დილას აქეთია, აფთარივით უვლის ციხეს. გავაგდეთ, ვცემეთ, მაინც გადმობობღდა გალავანზე, – მიუგო ერთმა მეციხოვნემ.
მიწაზე გულაღმა გაკავებულმა ბიჭმა ამოიბრძოლა, თავი ვერ გაითავისუფლა და დაბლიდან ამოიმუდარა:
– მიმიშვით, თქვენი ჭირიმე, დიდი საქმე მაქვს, ქვეყნისთვის საჭირო საქმე.
ციხისთავმა ვერაფერი თქვა. თვალი კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძნა:
– გაუშვით ხელი!
მეციხოვნეებმა ბიჭს ხელი გაუშვეს. ბიჭი წამოდგა, შარვალი მიიწ-მოიწია, მტვერი ჩამოიბერტყა. ერთმა მეციხოვნემ დაძენძილი ნაბდის ქუდი მიაწოდა.
– სადაური ხარ? – ჰკითხა ციხისთავმა.
– აქაური.
– რომლისა.
– მზევარისა.
– რა გინდა მეფესთან?
– პირადად უნდა მოვახსენო.
– გაჩხრიკეთ.
მეციხოვნეები ეცნენ და ჩხრეკა დაუწყეს. ბიჭი ხელებაწეული იდგა და მოთმინებით იცდიდა.
მარტო ხელისგულისოდენა ქერის ხმიადის ნატეხი და ნივრის ორი კბილი ამოუღეს ჯიბიდან. ისიც მაშინვე დაუბრუნეს.
– წამომყევი.
ბიჭმა ერთხელაც გაისწორა დაძენძილი შარვალი და ციხისთავს გაჰყვა. დაბალი იყო, განიერი, როგორღაც განზე მიჰქონდა მძიმე, დაშაშრული შიშველი ფეხები. გაიარეს გრილი კედლებით შემოზღუდული ლაბირინთი, ავიდნენ კიბეებზე და ერთ კარს მიადგნენ. იმ კარს აქეთ-იქიდან თოფიანი მცველები ედგნენ. ციხისთავმა ბიჭი აქ დატოვა და თვითონ შიგნით შევიდა. გაღებულ კარში ბიჭმა დიდებული იერის მოხუცი დაინახა. გუმანმა უთხრა, მეფე ეს უნდა ყოფილიყო. გაიწია, მაგრამ მცველებმა არ გაუშვეს, თოფები გადაუღობეს.
– გამოატარეთ! – მოისმა ციხისთავის ხმა.
ბიჭი კარში შევიდა. ციხისთავმა მხარზე ხელი მოსდო, ცოტაზე ასე წაჰყვა და მერე გვერდზე გადგა.
რაღაცისათვის ტახტისკენ დახრილი მოხუცი მეფე ბიჭისკენ შემობრუნდა, ნელ-ნელა აიწია, გასწორდა, ბიჭმა სახეში შეხედა, ფეხი აერია, ჩაიჩოქა და ასე, მუხლებზე დაჩოქილი, აცრემლებული წავიდა მეფისკენ. მეფე შეწუხდა, თვითონ წამოვიდა ბიჭისკენ, მხრებში ხელები მოჰკიდა, წამოაყენა. ბიჭი ცდილობდა, მაგრამ ტირილი ვერ შეეკავებინა. მეფემაც რამდენჯერმე უმწეოდ დაახამხამა თვალები, მაგრამ ეს თვალები მიჩვეულნი იყვნენ მსგავს სანახაობებს და სწრაფადვე დაუბრუნეს სიმტკიცე.
– დამშვიდდი, ნურაფრისა გეშინია, შვილო, – თქვა მეფემ წყნარი, ბზარგარეული ხმით.
– მე არაფრისა მეშინია, მეფევ.
– აბა, რა გიჭირს, რამ შეგაწუხა, შვილო?
– თათრები არ უნდა მოგვრეოდნენ, დიდო მეფევ, თათრები ჩვენი მომრევები არ არიან!
მოხუცმა მეფემ შუბლზე ხელის ზურგი აისვა, თითქოს ჩამოწეწილი თმა აიწია მაღლა.
– მდიდრები გღალატობენ, მეფევ! – ბიჭმა ღონივრად შეკუმშული მჯიღი ნიკაპთან მიიტანა, – მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზოები. გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა, შემომხედე, სხვებიც ჩემნაირები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები! ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს. პირიქით, მოგვიხდება კიდეც. გაგვიძეხი, მეფევ, ჩვენ გაგვიძეხი! ასამდე ობოლს, ქვრივ-ოხრის შვილს, კომბლიანებს, მეგამოვიყვან მარტო! გაგვიძეხი, მეფევ, და შენი თვალით ნახავ, ჩვენი მომრევი არავინ არის ქვეყანაზე. შვიდი კომბლიანი აქვე მიცდის ციხის ძირში.
მეფემ კიდევ ერთხელ აისვა შუბზე ხელი და ტახტზე დაჯდა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ხელი ახლა მუხლზე ედო, მოიჭერდა მუხლზე და გაშლიდა, მოიჭერდა და გაშლიდა…
– შეგიძლია, ისინიც მოიყვანო?
– კომბლებიანად?
– კომბლებიანად.
– ეხლავე.
ბიჭი მიბრუნდა და ჯიქური ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ შედგა და აბნეულმა მომოიხედა. თურმე კარს ასცდენოდა. ბედად ციხისთავმა მოუსწრო, – აქეთ, მზევარის ბიჭოო, – და წინ წაუძღვა.
* * *
არ გასულა ნახევარი საათი და ციხისთავი და მზევარის ბიჭი კუშტად გამომზირალ, აჯაგრულ, აფხორილ კომბლებიან ბიჭებს შემოუძღვნენ დარბაზში. ახლა მზევარის ბიჭსაც გატუსული, ბევრი ხმარებისაგან გაპრიალებული, ვეებათავიანი შვინდის კომბალი ეჭირა. ციხისთავმა ამჯერადაც გვერდზე გაიწია და ბიჭებს ანიშნა, აქ გაჩერდითო. ბიჭები შეჯგუფდნენ, ერთმანეთისკენ მიიწივნენ, ერთმანეთის ზურგებს ამოეფარნენ და კომბლები მორიდებით ჩაიყუდეს შიშველ, გაუხეშებულ ფეხებს შორის.
მეფე წამოვიდა, ნელი ნაბიჯით მოახლოვდა და მზევარის ბიჭს ღიმილით ჰკითხა:
– ესენი არიან შენი ულამაზოები?
– ესენი, დიდო მეფევ, ამ კომბლებით, ვისაც გინდათ, იმას გაუმკლავდებიან.
ბიჭები უარესად დაკოხნენ, შეტოკდნენ და ქვეშ-ქვეში გამოიხედეს მეფისკენ. მეფემ ყველა ბიჭს ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან დაიწია, უყურა, უყურა და გულში გამდნარ ტყვიასავით ჩაეღვენთა: „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები…“ ხმამაღლა კი ეს თქვა მშვიდად, დაყვავებით:
– სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო, მაჰმადხანს ერთიანად უნდა ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი. ახლა მდივანი ჩაგწერთ და თქვენ-თქვენს სახლებში წადით. როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ, როცა დრო დადგება, მაშინვე დაგიძახებთ.
– ოღონდ მდიდრების გვერდით არ დავდგებით! – წამოძახა მზევარის ბიჭმა.
– არა, თვენი რაზმი ცალკე იდგება! – მეფემ ხელი მაღლა ასწია.
ციხისთავი წინ წამოვიდა და ბიჭებს ანიშნა, წასვლის დროაო. მზევარის ბიჭმა მისი მკლავის ზემოდან ერთხელ კიდევ დაუძახა მეფეს:
– ჩვენ-ჩვენი კომბლებით უნდა წამოვიდეთ.
– თქვენ-თქვენი კომბლებით, რა თქმა უნდა, – მიუგო მეფემ.
* * *
გაიარეს გადახრილი მზით განათებული ციხის ეზო, გვერდზე გაიყოლეს გრძელ-გრძელი ჩრდილები და მერე ნელ-ნელა ჩავიდნენ ბნელ ლაბირინთში, თითქოს სამუდამოდ ჩაეფარნენ მიწას.
ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთამვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა, – არა, დამძახებელი არა ვარ, მზევარის ბიჭოო, – და თავჩაღუნული, სევდამოწოლილი განაგრძობდა გზას.
მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ეკიდა – გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.

Метки к статье: ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

Информация к новости
  • Просмотров: 2539
  • Автор: admin
  • Дата: 24 მარტი 2015
24 მარტი 2015

ტიციან ტაბიძე

Категория: ლიტერატურა

ტიციან ტაბიძე



ტიციან ტაბიძე

რია-რია
მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩ მიუდებლად რომ იკოცნება.

ათასი გული ერთად რო მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
Информация к новости
  • Просмотров: 10069
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

საახალწლო ლექსები

Категория: ლიტერატურა

საახალწლო ლექსები


თოვლის შვილიშვილი
გაუჭირდა თოვლის პაპას,

ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.



დავბერდიო, - ასე ამბობს, -

მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!



საჩუქრების დიდი გუდა

ძლივს ასწია, შველა უნდა.



შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!
ვასილ გულეური








საახალწლო სიზმარი

ახალი წლის ღამეა

და სასწაულს ველი,

მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –

მიდის წელი ძველი.



ნაძვის ხესთან ვზივარ და

არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.

თოვლის პაპას რომ დავხვდე,

არ მსურს, დავიძინო.



გარეთ ცივა, სახლში კი

საამურად თბილა...

ჰოდა, შუაღამემდე

ჩამეძინა ტკბილად.



თოვლის პაპა მესიზმრა

და სიზმარი ახდა –

როცა გამომეღვიძა,

საჩუქრები დამხვდა.



ასე ჩუმად რად მოდის

თოვლის პაპა, ნეტავ?

შუაღამეს რად უცდის,

დღე რატომ ვერ ვხედავ?



ნატვრადა მაქვს ქცეული

თოვლის პაპის ნახვა...

კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..
ვასილ გულეური





ციკოს თოვლის პაპა

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,

მოადგება აგერ, მთებს.

მუხის ძირას ციყვი ციკო

თოვლის პაპას აკეთებს.



მოაგროვა სამი გუნდა,

არ დასჭირდა წვალება.

ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს

თოვლის პაპას თვალებად.



ტანზე კოხტად ჩაურიგა

ყავისფერი ღილები.

განა მართლა ღილებია –

გაკროლილი თხილები.



სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –

ციკო მართლა არ ხუმრობს.

მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,

თავზე რომ დაახუროს.



ფუღუროსკენ გაეშურა,

იქნებ, რამე მოძებნოს...

თოვლის პაპა მარტო დარჩა

და თავისთვის ოცნებობს:



“მალე ქუდსაც დავიხურავ,

ხელში ჯოხსაც დავიჭერ.

სულ პირველი მე გავიგებ

ახალი წლის ნაბიჯებს!..”



უცებ, მართლა ნაბიჯების

ხმა მოისმა შორიდან.

გაუკვირდა თოვლის პაპას –

ნუთუ, უკვე მოვიდა?



მაგრამ, არა, ახალი წლის

ნაბიჯები როდია,

ეს კურდღელი ამბაკო და

თაგვი თენგო მოდიან.



დაინახეს თოვლის პაპა...

რა გგონიათ, რა მოხდა?

ცოტა ხანში, როცა ციკო

ხიდან დაბლა ჩამოხტა,



იქ რაც დახვდა, დამშვიდებით

აბა, როგორ უცქიროს –

თოვლის პაპა უღილებოდ,

უთვალებოდ, უცხვიროდ!
ვასილ გულეური



საახალწლო

ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,

შოკოლადის ფილა,

მოგილოცავთ სუყველას

ახალი წლის დილას!

ოქრო გოგო-ბიჭებო,

დამიბერდით ტკბილად!
გივი ჭიჭინაძე




როდის მოვა თოვლის პაპა
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
ნათია ჯანაშია



წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
ლელა ცუცქირიძე


გუნდა-გუნდა
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა
ლელა ცუცქირიძე



გამოცანები
ნათია ჯანაშია
***
როცა თოვს, ციდან რა ცვივა?
არ უნდა ბევრი ფიქრი,
ბამბის პატარა ფთილას ჰგავს,
გამოიცანით! (ფიფქი)


***
აღმართ-აღმართ დავატარებთ,
როცა ფიფქი ცვივა ციდან,
დაღმართებში არხეინად
დაგვაქროლებს. რაა? (ციგა)


***
თოვლისაგან გავაკეთე,
რა ახურავს თავზე? – ტაფა!
ცხვირი კურდღელს მოუპარავს,
თქვით, რა არის? (თოვლის პაპა)



***
ყინვისაგან როცა წვეთებს
ეყინება ბოლოები,
საწვეთურებს რა ჰკიდია?
გამჭვირვალე?.. (ლოლუები)





საახალწლო სიმღერა

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს

წიფელა და თელაო.

ეს რა კარგი,

რა ლამაზი

დილა გაგვითენდაო.

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჯანსუღ ჩარკვიანი





თოვლის ბაბუა

გადმოლახა ზღვები და

გადმოლახა მთები -

მოდის თოვლის ბაბუა

დათოვლილი მხრებით,

დათოვლილი წარბებით,

დათოვლილი თმებით.

მოჰყავს დათუნიები

მოაქვს საჩუქრები.

გარეთ ცივი ქარია,

ათოვს მთებს და ველებს.

ალბათ სცივა ბაბუას -

ვინ გაუთბობს ხელებს?

როცა მოვა, ვიცეკვებთ

და გულს გავიხარებთ,

გაზაფხულის მოსვლამდე

არ გავუშვებთ გარეთ.

მორის ფოცხიშვილი





საახალწლო

რაც ძველია, ძველია,

ძველია და მიდის.

დღეს ახალი წელია,

ზეიმია დიდი.

დაფიფქული წარბებით,

დათრთვილული ქუდით

თოვლისპაპა მოვიდა

თოვლი მოაქვს გუდით.

აბა, ჩქარა, ბავშვებო,

გავანძრიოთ ხელი,

თორემ დაგვიძველდება

ეს ახალი წელი.

მორის ფოცხიშვილი




ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,

ნატვრის ხეო,

გული ლხენით აგვივსეო.

ნუ დაგვღალე,

თოვლის ბაბუ,

საჩუქრები გვაღირსეო.

გივი ჭიჭინაძე



ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

თბილ ოთახში მოგიწვიეთ,

გაერთო და ჩვენც გაგვართო.

ყინვასა და სიცივეში

რა გინდოდა ტყეში მარტო?

ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,

დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,

ახალი წლის სტუმარი ხარ,

ჩვენი ზამთრის მეგობარი.

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!
იოსებ გრიშაშვილი




ნაძვის ხის სიმღერა

მოვა, როცა მთა და ბარი

თეთრ ნაბადში გაეხვევა.

პატარების საოცნებო

საახალწლო ნაძვის ხე ვარ!

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,

მხარზე ხურჯინგადაკიდულს,

ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,

ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,

ვარსკვლავების სადარებო,

მოდით ჩემთან, საჩუქრები

დაგირიგოთ, პატარებო! -

სიმღერებით ცა მთოვარი

გაათბეთ და გაადარეთ,

ეს ახალი წელიწადიც

ბედნიერად გაატარეთ!

ნოდარ დუმბაძე



საახალწლო

- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.

ნოდარ დუმბაძე




საახალწლო კარნავალზე

ტანში ჟრუანტელი მივლის,

ახალი წლის დილა დგება,

ფიფქი -თოვლის შვილობილი

ხელზე მტრედად

მაფრინდება.

მელაკუდა რა ხანია

აღარ დასდევს კუდში იხვებს,

დათვი, თითქოს ბატკანია,

თავს გვიკრავს და

ხმას არ იღებს.

მგელს არა აქვს სულაც შიში,

თოვლის პაპა როცა ჩნდება,

ჩვენთან ერთად დგება რიგში

და საჩუქარს ელოდება.

მორის ფოცხიშვილი




მრავალ-მრავალ ახალ წელს

ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,

ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,

საქართველოს სადიდებლად

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ჩემი გული სიხარულით,

რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,

მშვიდობა და სიყვარული,

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

მორის ფოცხიშვილი



უცნაური ორთქმავალი

საახალწლო ნაძვის ხეზე

ქალაქისკენ მომავალი

ნიავქარზე უფრო მალი -

დგას ბაქანზე ორთქმავალი.

დაგანახათ წამით ნეტავ,

უცნაური არის მეტად.

ერთმანეთზე გადაბმული,

ჩანს თერთმეტი სათაგური.

წინ ეწევა დიდი კასრი

და იმ კასრზე კბილებბასრი

ულვაშა და კუდფუმფულა

ფისუნია დასკუპულა.

მემანქანის ფორმა შვენის,

მემანქანის ქუდიც ხურავს

და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,

თან ხითხითებს ეშმაკურად:

- ვისაც უნდა ქალაქისკენ

უბილეთოდ გავაქროლო,

აბა, ჩქარა ამობრძანდეს,

ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

გივი ჭიჭინაძე
Информация к новости
  • Просмотров: 13094
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

ლექსები ახალ წელზე

Категория: ლიტერატურა

ლექსები ახალ წელზე


- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?



- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.



ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.



უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.
Информация к новости
  • Просмотров: 5413
  • Автор: admin
  • Дата: 13 თებერვალი 2014
13 თებერვალი 2014

უკანასკნელი მატარებელი

Категория: ლიტერატურა

უკანასკნელი მატარებელი


ეს არის გალაქტიონის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საუკეთელო ლექსი, მე მაგრადმომწონს იმედია თქვენც მოგეწონებათ...

უკანასკნელი მატარებელი

ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარდებელი.

ვიცი ამ წასვლას რაც ელოდბა,
რა საჭიროა ახლა გოდება,
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
ყოველ ჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არავინ არს პოეტის მეტი?
Информация к новости
  • Просмотров: 2888
  • Автор: admin
  • Дата: 5 ივნისი 2013
5 ივნისი 2013

მერაბ კოსტავა. ”თავისუფლება”

Категория: ლიტერატურა

მერაბ კოსტავა. ”თავისუფლება”


საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია...

Информация к новости
  • Просмотров: 51531
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2013
15 აპრილი 2013

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

Категория: ლიტერატურა

უსიყვარულოდ არც ყვავილია ,

არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის

 

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

"ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ,
ეკალმა ხელი
რომ არ გატკინოს,
ისე ვერავის
ვერ შეიყვარებ,
თვალიდან ცრემლი
რომ არ გადინოს!"

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

,
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.

ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,

მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,

ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,

მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.

დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,

არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

დეკორაცია იცვლებოდა,
შუქი ქრებოდა.....,
დადგმული დრამის,
დრამატული წუთი დგებოდა...,
მთავარი გმირი სიყვარულის,
გამო კვდებოდა........,
დარბაზში ტაში გრიალებდა აღარ წყდებოდა......,
და ყველა გმირის გამოდგომას ელოდებოდა,,
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა რომ......,
ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა....,
და რომ სცენაზე მსახიობი..,
მართლა კვდებოდ

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

მოვალ ჩაგხედავ ლამაზ თვალებში,
და შენს თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ,
მოგეფერები და ჩუმად გეტყვი,
შენს ნახვას სხვასთან ვეღარ ავიტან!

სიყვარული რაგვარია, -,
მეხია და თავზარია,,
სიხარულის გზებით მოდის,,
მწუხარების საგზალი აქვს,,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,,
მიწისძვრა და ზანზარია.

მე დღეს ლექსის მოძღვნა არ შემიძლია,
მოგიძღვნი ამ გულს
მე დღეს სიმღერის მღერა არ შემიძლია
მოგიძღვნი ამ გულს
მაგრამ ამ გულს კი შეუძლია ორად გაიყოს?
განა მას შესწევს ძალა ლექსის მოძღვნის სიმღერის?
არ გაიყოფა ეს გული და ჩემთან დარჩება,
და შენ უგულო ნუღარ ცდილობ ჩემგან მიღებას იმის
რაც მე უკვე აღარ მეკუთვნ

თუ შეგიყვარდა ოდესმე ვინმე
ისე ძალიან მე, რომ მიყვარხარ
ტუ შეგაწუხა უიმისობამ,
როგორც მე ვწუხარ ჩემთან, რომ არ ხარ
და თან მან ისე დაგასაჩუქრა,
როგორც მაჩუქე შენ ცივი გული
მაშინ მიხვდები თუ როგორია
ჩემი შენდამი სიყვარული...

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

გაიღიმე. . . . .,
მერე რა მარტო ხარ?. . . . .,
მიგატოვეს?. . . . . .,
დაგივიწყეს?. . . . . .,
გემალებიან?. . . . . .,
მერე რა გაიღიმე. . . .,
რა გატირებს?. . . . . .,
ნუ გეშინია სიმარტოვის. . . . . .,
ჯერ ხომ დღეა. . . . . . ადექი მაგ ქვიდან და წამოდი. . . . .,
იარე. . . . . . იარე. . . . . .,
მარტომ გადალახე პრობლემები. . . . . .,
ოღონდ ღიმილით. . . . . . სულ გაღიმებულმა იარე. . . . .,
"ესეც გაივლის". . . . . . .დაგივიწყეს?. . . . . . აცადე და მარტოობა მოგენატრებ

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით...

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

სიყვარულსა მალვა უნდა,
როგორც ცხენსა ნაპარავსა,
თუ გამოჩდა გლოვა უნდა,
როგორც გულის საყვარელსა

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

 

"-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება...
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები ოდესმე... ? !,

Sasiyvarulo Leqsebi - Love Poetry

Информация к новости
  • Просмотров: 2743
  • Автор: okrolomi
  • Дата: 21 იანვარი 2013
21 იანვარი 2013

უცნაურობა და კონიაკი

Категория: ლიტერატურა

უცნაურობა და კონიაკი

ჯანსუღ ჩარკვაინი



რად ეწაფება ბევრი კონიაკს, _
ალბათ, ფხიზელნი სულაც ვერ ძლებენ,
მე რასაც ვეძებ, ვერ მიპოვია,
ან რას იპოვი, თუ არ ეძებე.

ვაიმე, თურმე ვეძებ კონიაკს,
დიახ, ვიცოდი, პოვნას შევძლებდი,
თითქოს სურვილიც არა მქონია,
მაგრამ ვიპოვე, რასაც ვეძებდი.

ვიპოვე, ძველი _ გადანახული, _
ჩამავალი მზის ფერი ერევა,
უცებ შევცვალე `კარდანახული~
და დავეწაფე მშვენიერებას.

დავლანდე ჩემი დროის თბილისი,
ძველი სურვილით ვუხმე კონიაკს
და კვლავ დავიწყე ძებნა იმისი,
რაიც ვერასდროს ვერ მიპოვია.
Информация к новости
  • Просмотров: 3230
  • Автор: admin
  • Дата: 30 აგვისტო 2012
30 აგვისტო 2012

ადამიანი არჩევანში თავისუფალია

Категория: ლიტერატურა

ადამიანი არჩევანში თავისუფალია


ლექსო ტურიაშვილი

შესავალი
ძვირფასო მკითხველო, ერთხელ ჟან კოქტომ თქვა, “ხელოვნება და მისგან გამოწვეული შთაბეჭდილება მაშინაა ჭეშმარიტი, როდესაც სენტიმენტალიზმით არ გაშანტაჟებსო”.უმორჩილესად გთხოვთ,ნუ დაინახავთ ამ მოთხრობაში სენტიმენტებს. უბრალოდ შევეცადე მეთქვა ის, რაც მინახავს, განმიცდია და შეკითხვების დასმა ვცადე.
და კიდევ, თუ მთავარ გმირში ცოტათი მაინც აღმოაჩენთ საკუთარ თვს,ძალიან ვიამაყებ ამით.

პატივისცემით ავტორი.

Информация к новости
  • Просмотров: 1565
  • Автор: admin
  • Дата: 14 აგვისტო 2012
14 აგვისტო 2012

მირაჟი?!...

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო.

სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს.

ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ...

დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიანებდნენ შეკრებილი ადამიანები მოსაზრებებს, დებდნენ მზა რეცეპტებს და იგონებდნენ ახლებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ...

სისტემები და წყობილებები იქმნებოდნენ, ვითარდებოდნენ და ინგრეოდნენ, უამრავ ცოცხალ არსებას იწირავდნენ, მაგრამ შედეგი არ მოჰქონდათ.

ვერც ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობები ახერხებდნენ ადამიანთათვის საბოლოო შვების მოგვრას...

ევროპული მონარქიისა და კაპიტალიზმის მქადაგებლები ვერაფრით პოულობდნენ ღარიბი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და სოციალური თანასწორობის გზებს, ანტიკური ბერძნები დემოკრატიასა და ანარქიას შორის ზღვარის გავლებას, კომუნისტებსა და ფაშისტებს კი თავისი წყობიდან დიქტატურა და ტირანია ვერაფრით განედევნათ. ბუდისტებისათვის უნიჭო ადამიანებზე პასუხის გაცემა გამხდარიყო პრობლემა, ქრისტიანებს კი პირიქით, ნიჭიერებისათვის ვერ მოეფიქრებინათ ლოგიკური ახსნა კითხვებზე, ისლამი ძედმეტად მკაცრი იყო, პირველყოფილი თემურ-გვაროვნული წყობილება კი მოძველებული და აშკარად გამოუსადეგარი...

შეკრებილთ გაურკვევლობა და უიმედობა ეუფლებოდათ, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აურზაურსა და ქაოსში გადაიზარდა, საერთო ენა ვერაფრით გამონახეს და როდესაც სასოწარკვეთილებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ერთ ბოგანო მოხუცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა...

სხვა დროს არავინ მოუსმენდა, მაგრამ კამათისაგან დაღლილმა და თავმობეზრებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს გასართობად მაინც მოესმინათ მოხუცისათვის.

მოხუცმა ბევრი ისაუბრა ჰარმონიაზე, რწმენასა და სიკეთეზე, ბევრი დასცინეს, შეურაცხჰყვეს, მაგრამ არ შეიმჩნია და გამოაცხადა, რომ არსებობს ჰვეყნად ერი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება და ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან, დასტურად კი თანამემამულეებს მოუხმო...

ყველას გაეცინა, გიჟად ჩათვალეს, მაგრამ მოხდა საოცრება, ბოგანო მოხუცი წელში გაიმართა, ღირსეულ, თეთრწვერა კაცად იქცა, თვალებში ძალა და გამარჯვებული გამომეტყველება ჩაუდგა, ჰორიზონტს გახედა, თავის მშობლიურ ენაზე რაღაც ხმამაღლა შესძახა...

მის გარშემო შეკრებილმა ბრბომ მოხუცის მზერას თვალი გააყოლა და ყველა ადგილზე გაშეშდა - იქიდან საითაც იხედებოდნენ მხედრები გამოჩდნენ:

მაღლებს, ჯანმრთელებსა და ტანშემართულებს, სიმართლის ლაღი ღიმილი ეწერათ სახეზე, დინჯად, საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით მოაჭენებდნენ ბედაურებს...
თმაშევერცხლილ, ძლიერ ვაჟკაცებს ყოველ ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ჰქონდათ გამჯდარი მზის, ძღვისა და მიწის მადლი, ჯანმრთელი ჰაერი და მადლიანი ბუნება, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ღვთისაგან ბოძებულს, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ მშობელ დედას, მიწას, ტყეს, მთასა და უფლის სიტყვას, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საკუთარ თავსა და ყოველივეს რაც მათ სწორად, სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის ქონაში, გულისა და გონის, სულისა და ზნეობის ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარებოდათ...

მოდიოდნენ სიმღერით, თავაწეულები, თავდაჭერილი ღიმილით, გულგახსნილები და შუბლგახსნილები, მათ ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა ცეკვა, ცეკვა კოსმიური და მართალი...

უყურებდნენ ადამიანები მხედრებს და ხედავდნენ ახდენილ ოცნებას, ხვდებოდნენ რომ ვერცერთი ომი, ვერცერთი სოციალური წყობის განვითარება, ფილოსოფიური თუ რელიგიური მინდინარეობა, ვერცერთი მეცნიერება თუ ტექნიკური საშუალება ვერ შექმნიდა ამ ოცნებას, უნაკლო ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანახვისთანავე მოეხიბლა მნახველი, მიეღო და გაესტუმრებინა ისე რომ აუცილებლად თავი შეეყვარებინა, ღვთისთვის ზომიერად, უნაკლოდ მიეგო საკადრისი და ადამიანისთვის უზომოდ გული....

ადამიანები ხვდებოდნენ რომ მათ დაინახეს შედეგი იმისა რისკენაც მიისწრაფვოდნენ, და მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, მსოფლმხედველობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უხაროდა, ყველას უჩნდებოდა რწმენა, იმედი და განცდა იმისა, რომ იდეალი არსებობს, მხედრების სილაღე მათაც ედებოდათ და ამავდროულად გული სწყდებოდათ, აქამდე რომ არ ჰყავდათ ნანახი ეს იდეალური ადამიანები...

მხედრები კი მოდიოდნენ და მოჰქონდათ მათთვის პასუხი ყველა კითხვაზე, მართალი სიტყვა, ლაღი სიმღერა და კოსმიური ცეკვა, რომლებითაც მართლა შეეძლოთ კაცობრიობის გადარჩენა, უნიკალური ერის შვილები:

ქართველები მოდიოდნენ!...


ტატო
2003წელი 20დეკემბერი

წყარო: http://www.tatsson.blogspot.com/
Информация к новости
  • Просмотров: 6217
  • Автор: admin
  • Дата: 15 ივლისი 2012
15 ივლისი 2012

გალაკტიონ ტაბიძე / ათი ქალწული

Категория: ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე


ათი ქალწული



სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.

1915
Назад Вперед

არქივი

მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
^