Информация к новости
  • Просмотров: 6304
  • Автор: admin
  • Дата: 22 2015
22 2015

I MISS YOU (მენატრები)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

I MISS YOU (მენატრები)


მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

ვერ დავხატე გრძნობის ფერი,

ყალბი გახდა ყველაფერი.

ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,

ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.

არ მიპყრობდა ფერი ვარდის,

მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,

აღარც ჩიტის მესმის სტვენა.

დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,

ერთადერთი ჩუმი რწმენა
Информация к новости
  • Просмотров: 2390
  • Автор: admin
  • Дата: 14 2012
14 2012

მირაჟი?!...

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო.

სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს.

ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ...

დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიანებდნენ შეკრებილი ადამიანები მოსაზრებებს, დებდნენ მზა რეცეპტებს და იგონებდნენ ახლებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ...

სისტემები და წყობილებები იქმნებოდნენ, ვითარდებოდნენ და ინგრეოდნენ, უამრავ ცოცხალ არსებას იწირავდნენ, მაგრამ შედეგი არ მოჰქონდათ.

ვერც ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობები ახერხებდნენ ადამიანთათვის საბოლოო შვების მოგვრას...

ევროპული მონარქიისა და კაპიტალიზმის მქადაგებლები ვერაფრით პოულობდნენ ღარიბი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და სოციალური თანასწორობის გზებს, ანტიკური ბერძნები დემოკრატიასა და ანარქიას შორის ზღვარის გავლებას, კომუნისტებსა და ფაშისტებს კი თავისი წყობიდან დიქტატურა და ტირანია ვერაფრით განედევნათ. ბუდისტებისათვის უნიჭო ადამიანებზე პასუხის გაცემა გამხდარიყო პრობლემა, ქრისტიანებს კი პირიქით, ნიჭიერებისათვის ვერ მოეფიქრებინათ ლოგიკური ახსნა კითხვებზე, ისლამი ძედმეტად მკაცრი იყო, პირველყოფილი თემურ-გვაროვნული წყობილება კი მოძველებული და აშკარად გამოუსადეგარი...

შეკრებილთ გაურკვევლობა და უიმედობა ეუფლებოდათ, კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აურზაურსა და ქაოსში გადაიზარდა, საერთო ენა ვერაფრით გამონახეს და როდესაც სასოწარკვეთილებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ერთ ბოგანო მოხუცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა...

სხვა დროს არავინ მოუსმენდა, მაგრამ კამათისაგან დაღლილმა და თავმობეზრებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს გასართობად მაინც მოესმინათ მოხუცისათვის.

მოხუცმა ბევრი ისაუბრა ჰარმონიაზე, რწმენასა და სიკეთეზე, ბევრი დასცინეს, შეურაცხჰყვეს, მაგრამ არ შეიმჩნია და გამოაცხადა, რომ არსებობს ჰვეყნად ერი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება და ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან, დასტურად კი თანამემამულეებს მოუხმო...

ყველას გაეცინა, გიჟად ჩათვალეს, მაგრამ მოხდა საოცრება, ბოგანო მოხუცი წელში გაიმართა, ღირსეულ, თეთრწვერა კაცად იქცა, თვალებში ძალა და გამარჯვებული გამომეტყველება ჩაუდგა, ჰორიზონტს გახედა, თავის მშობლიურ ენაზე რაღაც ხმამაღლა შესძახა...

მის გარშემო შეკრებილმა ბრბომ მოხუცის მზერას თვალი გააყოლა და ყველა ადგილზე გაშეშდა - იქიდან საითაც იხედებოდნენ მხედრები გამოჩდნენ:

მაღლებს, ჯანმრთელებსა და ტანშემართულებს, სიმართლის ლაღი ღიმილი ეწერათ სახეზე, დინჯად, საკუთარი ღირსების სრული შეგრძნებით მოაჭენებდნენ ბედაურებს...
თმაშევერცხლილ, ძლიერ ვაჟკაცებს ყოველ ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ჰქონდათ გამჯდარი მზის, ძღვისა და მიწის მადლი, ჯანმრთელი ჰაერი და მადლიანი ბუნება, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ღვთისაგან ბოძებულს, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ მშობელ დედას, მიწას, ტყეს, მთასა და უფლის სიტყვას, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საკუთარ თავსა და ყოველივეს რაც მათ სწორად, სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის ქონაში, გულისა და გონის, სულისა და ზნეობის ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარებოდათ...

მოდიოდნენ სიმღერით, თავაწეულები, თავდაჭერილი ღიმილით, გულგახსნილები და შუბლგახსნილები, მათ ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა ცეკვა, ცეკვა კოსმიური და მართალი...

უყურებდნენ ადამიანები მხედრებს და ხედავდნენ ახდენილ ოცნებას, ხვდებოდნენ რომ ვერცერთი ომი, ვერცერთი სოციალური წყობის განვითარება, ფილოსოფიური თუ რელიგიური მინდინარეობა, ვერცერთი მეცნიერება თუ ტექნიკური საშუალება ვერ შექმნიდა ამ ოცნებას, უნაკლო ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანახვისთანავე მოეხიბლა მნახველი, მიეღო და გაესტუმრებინა ისე რომ აუცილებლად თავი შეეყვარებინა, ღვთისთვის ზომიერად, უნაკლოდ მიეგო საკადრისი და ადამიანისთვის უზომოდ გული....

ადამიანები ხვდებოდნენ რომ მათ დაინახეს შედეგი იმისა რისკენაც მიისწრაფვოდნენ, და მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, მსოფლმხედველობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უხაროდა, ყველას უჩნდებოდა რწმენა, იმედი და განცდა იმისა, რომ იდეალი არსებობს, მხედრების სილაღე მათაც ედებოდათ და ამავდროულად გული სწყდებოდათ, აქამდე რომ არ ჰყავდათ ნანახი ეს იდეალური ადამიანები...

მხედრები კი მოდიოდნენ და მოჰქონდათ მათთვის პასუხი ყველა კითხვაზე, მართალი სიტყვა, ლაღი სიმღერა და კოსმიური ცეკვა, რომლებითაც მართლა შეეძლოთ კაცობრიობის გადარჩენა, უნიკალური ერის შვილები:

ქართველები მოდიოდნენ!...


ტატო
2003წელი 20დეკემბერი

წყარო: http://www.tatsson.blogspot.com/
Информация к новости
  • Просмотров: 3803
  • Автор: admin
  • Дата: 11 2011
11 2011

შიშის სახელმწიფო (ჰუმანოიდი)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

ეს სვეტი შევარდნაძის დროს გაზეთ "ახალ ვერსიაში" გამოვაქვეყნე გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ.
2003 წლის ნოემბრის შემდეგ ნაღდად არ მეგონა თუ ისევ მოვინდომებდი რამენაირად მის გადაკითხვას და გამოქვეყნებას.

შიშის სახელმწიფო
(ეძღვნება ჩემი უცნობი კოლეგის გიორგი სანაიას ხსოვნას)

ოთახში საბეჭდ მანქანაზე რაღაცას ბეჭდავენ.
შენ ფანჯრიდან იცქირები და მის მიღმა ქუჩის ღმუილში ჩამხრჩვალი ადამიანების რიტმულად მოძრავ თავებს ხედავ. ცდილობ, სახეები გაარჩიო, თუმცა ახლა მნიშვნელობა არა აქვს, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისგან. მათ, ისევე, როგორც შენ, საკუთარი პრობლემები აწუხებთ...

Информация к новости
  • Просмотров: 3929
  • Автор: admin
  • Дата: 25 2011
25 2011

თავისუფალი

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

თავისუფალი



85 წლის ქალი. ქმარი მკვდარი ყავს. სარკე უჭირავს და იპრანჭება.

არსებობს ემოცია ინსტინქტის გარეშე და რა იცით ამ ინსტინქტების შესახებ?

ინსტინქტი – პროგრამა, რომელითაც უნდა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია და დანიშნულება.



ადამიანს დი-ვი-დი დის დისკს არ შევადარებ... თუ ადამიანი - არც გაყოფილია, არც ღვთიური, არც დაპროგრამირებული?



სიყვარულს შეგრძნება აქვს და არა დასაბუთება!



რატომ არის საპირისპირო სქესი მიმზიდველი?

როცა გონებას პასუხი არ აქვს, ის პასუხს იგონებს.



თანასწორობა არ არსებობს!

არც სიყვარული?!

ყველა ინსტინქტი იერარქიულობაზეა აგებული.

ინსტინქტები ძირითადად ჯოგური პროგრამებია.



ინსტინქტი - ინსტრუქცია.

გამრავლების ინსტრუქცუია.

გადარჩენის ინსტრუქცია.

პირველობის ინსტრუქცია.

...

სოკრატეს სწამდა, რომ ბრძენი ადამიანი ინსტიქტურად ეწეოდა ბრძნულ ცხოვრებას.

ბრძენად ყოფნის - ინსტრუქცია.



მე კი ინსტინქტური ეჭვი მაქვს, რომ ინსტრუქციებით ცხოვრება დაუნურობის ხვედრია. და ვინაიდან, ჩემი დომინირების ინსტინქტი მაძალებს არ ვიყო დაუნი, და ჩემში საკმარის ამპარტავნობა ბადებს - რათა მეშინოდეს ვიყო იდიოტი!

და მხოლოდ ამიტომ მძაგს ინსტრუქციებით ცხოვრება?!

“მხოლოდ ამიტომ” – გულისხმობდა – რომ ვერ ვკმაყოფილდები, მეტი მინდა. ნამდვილად მეტი კი მხოლოდ ერთია – თავისუფლება!



ყოფნა უინსტრუქციოდ. როცა არ დაგყვება თან და არ მოგყვება შენივე ხმარების თუ მოხმარებიოს ინსტრუქცია.



უინსტრუქციო ადამიანები მიყვარს. მათთან ძნელია, მაგრამ, მათთან ჩემიანებთან ვგძნობ თავს.

და თუ ჩემიენბთან ყოფნა ეს თავდაცვისა და კარგად ყოფნის ინსტიქტიდან მოდის... ?





და როგორც ლეცმა თქვა – “თვითგადარჩენის ინსტინქტი, ხშირად იმპულსია თვითმკვლელობისკენ”.



თვითმკვლელის გადაწყვეტილების უპატივცემუილობას უნდა გადავეჩვით პირველ ოთხ კლასში, რადგან მერე უკვეზოოლოგია ისწავლება...





ეტოლოგია კი ჩემით ვისწავლე, რომელიც სიყვარულის უფრო მეტად გააზრების საშულებას გაძლევს, ვიდრე ფსიქოლოგია და შედეგად - “საყოფაცხოვრებო” სიყვარულიდან პოეტური გემოვანებით შეკაზმულ სიყვარულში გადადიხარ... ოღონდ ნუ დამემსგავსებით მე და ნუ იკითხავთ რისთვის?!



.... მაგრამ, ერთხელ ეს კითხვა - რისთვის? - მან მისით დამისვა (ან უფრო მე მივიყვანე მაგ კითხვამდე)... – პასუხად მოვეხვიე და ვაკოცე და ვდუმდით... ყოველთვის მიყვარდა ჩვენი დუმილი!



და მე ვიყო ველური მხეცი თუ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქ ქონდეს.

მათ შორის კითხვასაც - რისთვის?
Информация к новости
  • Просмотров: 3894
  • Автор: admin
  • Дата: 25 2010
25 2010

RAIN

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

წვიმდა. წვიმის წვეთები რბილად ეცემოდნენ მიწაზე. ხალხი გარბოდა და ცდილობდა თავი რაიმე შენობისთვის შეეფარებინა. გოგო კი ნელი ნაბიჯით მიდიოდა თითქმის დაცარიელებულ ქუჩაში. მას არ ეშინოდა წვიმის. ცდილობდა შეეგრႦნო წვეთები, რომლებიც სახეზე ეცემოდნენ. შეეგრႦნო ის რაც ამ პატარა წვეთების მიღმა იმალებოდა. სკამთან შეჩერდა და ჩამოჯდა. ოცნება დაიწყო. მაგრამ შემდეგ ვიღაცის მზერა იგრႦნო. ჯერ ყურადღებას არ აქცევდა. მზერა კი მას არ შორდებოდა. ეწყინა, რომ ოცნებაში ხელი შეუშალეს. გაბრაზდა, ცდილობდა იქით არ გაეხედა და ისევ გაეგრႦელებინა ოცნება, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ვიღაცის თვალები მას უმზერდნენ, არ შორდებოდნენ. ბოლოს იႦულებული გახდა მიეხედა...


წვიმდა. ხალხი გარბოდა და ცდილობდა და თავი რაიმე შენობისთვის შეეფარებინა. ხელჩაკიდებული წყვილი კი ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ თითქმის დაცარიელებულ ქუცაში. მათ არ ეშინოდათ წვიმის...

RAIN
Информация к новости
  • Просмотров: 4684
  • Автор: admin
  • Дата: 23 2010
23 2010

სექსის შემდეგ (tatsson.log.ge)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

ვერძი : ok. დავიწყოთ თავიდან!
კურო: მშია! მომაწოდე პიცა!
ტყუპები: სად არის ტელევიზორის პულტი?
კირჩხიბი : როდის დავქორწინდებით?
ლომი: ხომ მართლა შესანიშნავი ვიყავი?
ქალწული: მიმიშვი ერთი ზეწარს შევამოწმებ.
სასწორი: თუ შენ მოგეწონა, მეც მომეწონა.
მორიელი: მგონი ეხლა შეიძლება შენი აშვება.
მშვილდოსანი: ნუ დამირეკავ, მე თვითონ დაგირეკავ.
თხის რქა: ვიზიტკა გააქვს?
მერწყული: მოდი ეხლა ვცადოთ ტანსაცმლის გარეშე.
თევზები: რას იძახდი, რა გქვია?
Информация к новости
  • Просмотров: 3669
  • Автор: admin
  • Дата: 7 2010
7 2010

ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა...
Информация к новости
  • Просмотров: 7850
  • Автор: admin
  • Дата: 20 2010
20 2010

ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ


სიკვდილი არა არის რა...მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ...რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ის ვართ საუკუნოდ...ისევ ისე მომმართე როგორც აქამდე მოგიმართავს...ისევ ისე მესაუბრე როგორც ყოველთვის გვისაუბრია...ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს, გაიცინე რაზეც გეცინებოდა...ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე....ჩემი სახელი შინ ისევ ისე წარმოთქვი როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგავრი ნაღველის გარეშე.სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მუდამ ნიშნავდა...იგი ისევ ის არის რაც მუდამ იყო:ძაფი არ გამწყდარა.რად გგონივარ შენ ფიქრთა გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ....ხომ ხედავ ყველაფერი კარგათ არის.....ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ...თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი, თუ ძალგიძს გააგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!!!... თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ! თუ წამით ძალგიძს ჩემასავით უჭვრიყო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ფერმკრთალდება ყველა სილამაზე!..როგორ! თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე? გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,როცა ერთ დღესაც,მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს,შენი სულიც სასუფეველში შევა,სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ...კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოღონდ უფრო გაწმენდილს.....შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!!!!!!!

წმინდა ავგუსტინის მიხედვით
Информация к новости
  • Просмотров: 4949
  • Автор: admin
  • Дата: 10 2010
10 2010

Werili

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

Werili
Информация к новости
  • Просмотров: 6629
  • Автор: admin
  • Дата: 28 2010
28 2010

წერილი მომავალს (2010 წელს ამოღებული გოდერძი ჩოხელის წერილი)

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

წერილი მომავალს (2010 წელს ამოღებული გოდერძი ჩოხელის წერილი)


კვირის პალიტრამ გახსნა სკივრი სადაც წერილები 10 წელი ინახებოდა და შიგ ერთ-ერთი გოდერძის წერილი იყო:



აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.

ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?

განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...

მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!

თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!

მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

- მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.

იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.

მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.

ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.

მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!

გოდერძი ჩოხელი
Информация к новости
  • Просмотров: 3882
  • Автор: admin
  • Дата: 28 2009
28 2009

როცა აქ ვიქნები

Категория: ლიტერატურა / ჩანახატები

როცა აქ ვიქნები
^