სტატიები » გვერდი 9 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 7529
  • Автор: admin
  • Дата: 23 სექტემბერი 2010
23 სექტემბერი 2010

Opera 10 alpha (compinfo.ge)

Категория: სტატიები

Opera 10 alpha (compinfo.ge)


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Opera Software-მა, როგორც იქნა, გამოუშვა თავისი ბრაუზერის მე–10 ვერსიის საჩვენებელი ბილდი. როგორც ცნობილია, ამ ვერსიაზე მუშაობა მე–9 ვერსიის გამოსვლისთანავე დაიწყო, ეს კი ლამის წელიწად–ნახევარს უდრის. ასეთ ვადებში რაღაც რევოლუციურის მოსწრებაც შეიძლებოდა (დადიოდა კიდეც ხმები გარკვეულ სუპერ–შესაძლებლობებზე), მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი ბრაუზერი განსაკუთრებულ სიახლეებს არ შეიცავს, მაგრამ არც აღნიშვნის ღირსი სიახლეების ნაკლებობაა.
Opera 10 alpha (compinfo.ge)


ძირითადი სიახლეები შემდეგია:

* ახალ ბრაუზერს ახალი ძრავი ამუშავებს – Opera 10 alpha Presto 2.2–ზე მუშაობს (v9.6x–ები Presto v2.1.x ძრავზე მუშაობენ)
* Presto 2.2 ოპტიმიზირებულია სისწრაფის მხრივ, მწარმოებლის ცნობით, ბრაუზერი 30%–ით უფრო სწრაფი უნდა იყოს კონტენტით გაჯერებულ გვერდებზე (Facebook, Google და ა.შ.)
* ზოგს ალბათ ახსოვს v9.5–ის სპეციალური ბეტა ბილდი სახელად wingogi, რომელიც 100%–ს იღებდა Acid3–ში. სურათზე ხედავთ, რომ ამ ბილდის ვიტამინები უკვე v10–ის შემადგენელი ნაწილია.
* ვერსიაში ჩამატებულია ავტო–განახლების ფუნქცია. დიდად საინტერესო არაფერი, პროგრამა ახალი ვერსიის გამოსვლისას ან შეგატყობინებთ ამ ფაქტს, ან თვითონ ჩამოტვირთავს და დააყენებს განახლებას, ან კი საერთოდ არაფერს გააკეთებს, თქვენი სურვილის შესაბამისად.
* დამატებულია მართლწერის შემმოწმებელი (Spell Checker). ის ავტომატურად ირთვება ყოველ textbox–ზე, გინიშნავთ არასწორად დაწერილ სიტყვებს და გთავაზობთ მათთან ყველაზე ახლოს მდგომ სწორ სიტყვებს, როგორც ყოველი თავმოყვარე მართლწერის შემმოწმებელი. ჯერჯერობით ეს სიამოვნება მხოლოდ ინგლისური ენისთვის ფუნქციონირებს, იმედია, მალე ქართულ ენაზე ნაწერის შემოწმება/შესწორებაც შეგვეძლება.
* დაიხვეწა ჩაშენებული ელ–ფოსტის კლიენტი. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებებია ფორმატირებული ტექსტის მხარდაჭერა რედაქტორში (Rich text editor) და წერილის X დღის შემდეგ წაშლის შესაძლებლობა.
* გამოსწორებულია ვიჯეტების ფუნქციონალობა ლინუქსში.

ბილდი გასაკვირად სტაბილურია, თითქმის იმდენად, რამდენადაც IE7–ის ფინალური ვერსია უნდა ყოფილიყო :) ასე რომ, ჩამოტვირთვა და გატესტვა საშიში ნამდვილად არ არის.

ინსტალერი სასიამოვნოდაა გაფორმებული, ნელ–ნელა ეტყობა პროდუქტს ახალი დიზაინერის ხელი, მომავალში კიდევ მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Opera v10 alpha გამსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ დასაწყისი კარგია და წინ მთელი ბეტა პროცესია, საბოლოო რელიზამდე ბევრი რამის უკეთესობისკენ ცვლილებას უნდა ველოდოთ.

DOWNLOAD // გადაწერე


Информация к новости
  • Просмотров: 3826
  • Автор: admin
  • Дата: 8 სექტემბერი 2010
8 სექტემბერი 2010

მამა გაბრიელის ისტორია

Категория: სტატიები

მამა გაბრიელის ისტორია



ბავშვობა



მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენებაც კი მკაცრად იყო აკრძალული. მამა-ვასილ ურგებაძე კომუნისტი გახლდათ, რომელიც მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ქრისტეს იწამებდა არც მას დაინდობდა და არც შვილებს. ვასილ ურგებაძე მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო მოულოდნელად ავად გამხდარა, მის გადარჩენას არავინ ფიქრობდა მაგრამ მოულოდნელად გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.


სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ



მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში, მიუხედავად სიმკაცრისა გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ უფლის სადიდებლად ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ეკლესიაში კომუნისტების მიერ გადაყრილი ხატები იყო დაბრძანებული, ხელისუფლებამ ის რამდენჯერმე დაანგრია, მაგრამ დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქუჩაზე. 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა, ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი იმიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელმა იმოღვაწევა მცხეთის დედათა მონასტერში.


ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ!!!



მამა გაბრიელი იყო პირველი ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა, ააშენა ეკლესია, 1969 წელს 1 მაისს კომუნისტთა აღლუმის დროს ყველას თვალწინ დაწვა ლენინი12 მეტრიანი სურათი სიტყვებით დიდება უფალ იესო ქრისტეს და არა ამ ძაღლ და სატანა ლენინს. კრემლიდან გაიცა ბრძანება გაუსამართლებლად დაეხვრეტის შესახებ .


ბოლო წლები და ბერის ანდერძი



მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიანის კოშკის შესასვლელში მდებარე გოდოლში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ილია II-მ ბერს არქიმანდრიტობა უბოძა. 1995 წელის 2 ნოემბერს ბერი გარდაიცვალა, იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტერში. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა- ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე მოედინება ზეთი რომელიც კურნავს მრავალ დაავადებას .


მამა გაბრიელის ნაუბა


ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთო ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც. ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს წინასწარმეტყველაბა იმის შესახებ რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.
Информация к новости
  • Просмотров: 3889
  • Автор: admin
  • Дата: 1 სექტემბერი 2010
1 სექტემბერი 2010

მიხეილ სააკაშვილი

Категория: სტატიები

მიხეილ სააკაშვილი


ბიოგრაფია:

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი [დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი] — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში [პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში]. მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი - სანდრა რულოფსი, ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.

ადრეული ბიოგრაფია
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, იმჟამად საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამამისი, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი და ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი იყო. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია და თბილისის სახ. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. 1994 წელს წელს იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციების ესწრება. 1995 წელსვე მან სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. 1995 წელს ნიუ-იორკში იურიდიულ კომპანიაში პრაქტიკაზე ყოფნისას სააკაშვილს უკავშირდება ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით სახელმწიფო სამსახურში მოიწვია. 1995 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჟვანია და სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით პარლამენტის დეპუტატები ხდებიან. პარლამენტში სააკაშვილი ახალი საარჩევნო სისტემის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და არაპოლიტიკური საპოლიციო ინსტიტუტის შექმნაზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2000 წლის იანვარში სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. 2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ამ პერიოდში გატარდა სასამართლოს რეფორმა. 2001 წელს ის ღია კონფრონტაციაზე გამოდის ეკონომიკის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილ, სახელმწიფო მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაური იოსებ ალავიძესთან და მათ კორუფციულ გარიგეგებში ადანაშაულებს. 2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ მას "ამორალურად მიაჩნდა შევარდნაძის მთავრობის წევრად ყოფნა". მისი მტკიცებით კორუფციამ შეაღწია საქართველოს მთავრობის ყველა სექტორში და შევარდნაძეს არ ჰქონდა მასთან გამკლავების სურვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში
მინისტრის პოსტიდან გადადგომისა და მოქალაქეთა კავშირიდან წასვლის შემდეგ 2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი აფუძნებს გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას, მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას, რეფორმისტული პლატფორმით. 2002 წლის ივნისში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად. ამ პოსტზე მას ძლიერი ახალი პლატფორმა შეექმნა, საიდანაც ის მთავრობის კრიტიკას შეძლებდა. 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებული ჰქონდა [რასაც დამოუკიდებელი ეგზიტ-პოლების უჭერდნენ მხარს], და მოუწოდებდა საზოგადოებას შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსულიყვნენ და არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოეცხადებინათ. სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები აერთიანებენ ძალებს შევარდნაძის მთავრობის გადასაყენებლად და არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად. ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ჩატარდა თბილისში ნოემბერში, რომელსაც დაახ. 100.000 ადამიანი დაესწრო. საპროტესტო აქციებში აქტიურობდნენ ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა" და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა თავისუფლების ინსტიტუტი. ორკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა. საგარეო მხადაჭერის გასამყარებლად მიხეილ სააკაშვილმა ლობისტად რენდი შონემანი, მაკკეინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, და დენიელ კუნინი, დაიქირავა. 2004 წლის 24 თებერვალს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები გაერთიანდნენ. ახალ პოლიტიკურ მოძრაობას "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" დაერქვა. მოძრაობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტედად პენსიების გაზრდა და ხელმოკლეთათვის სოციალური დახმარებების გაწევა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწოფო შემოსავლების ზრდა გახდა.

პრეზიდენტობა
2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 96%-ით, რითაც ის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილის საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა გარე მსოფლიოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მას მემკვიდრეობად ერგო მძიმე ეკონომიკური ვითარება და გადაუჭრელი ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში [ე. წ. სამხრეთ ოსეთში]. ამ რეგიონებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა. სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია 2004 წლის 25 იანვარს შედგა. მისი პირველივე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული დროშის შეცვლა გახდა. 26 იანვარს, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ცერემონიაზე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთის გროზნოდან ჩამოსვენების უფლებას იძლეოდა. მანვე გასცა 1993-94 წლებში გამსახურდიას მომხრე 32 პატიმარის გათავისუფლების განკარგულება. მისი პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერი ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა. 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაიქცა. აჭარაში წარმატებით იმედმოცემული სააკაშვილი იწყებს ინტენსიურ მოქმედებას სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში მოსაქცევად. რასაც სეპარატისტულმა მთავრობამ რეგიონის ინტენსიური მილიტარიზაციით უპასუხა. სიტუაცია გამწვავდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა 2004 წლის აგვისტოში, რაც არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად დიდი ხნით გადაუჭრელი დარჩა. 2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა.

ეკონომიკური პოლიტიკა
სააკაშვილი ლიბერალური ეკონომიკის აქტიური მხარდამჭერია და სწამს, რომ სასურველია მთავრობა ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მისი ადმინისტრაციის პერიოდში ქართულმა ეკონომიკამ საგრძნობლად წაიწია წინ, რასაც საგადასახადო კოდექსის გამარტივებასა და განაკვეთების შემცირებას მიაწერენ. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი ქვეყანაში კორუფციის მკვეთრად შემცირება გახდა. ამასთან, 2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით, მაშინ როდესაც ქვეყნის მეზობლები რიგით მე-100-ს სცილდებიან, მსოფლიო ბანკის ამავე რეიტინგის მიხედვით.

საგარეო პოლიტიკა
პრეზიდენტი სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ნატოში გაწევრიანებაა, რაც საქართველოს სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს. ის ასევე დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ინტენსიური დიალოგის მომხრეა. ითვლება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ის ამ კონფლიქტის დიპლომატიური გადაჭრის მომხრე იყო. სააკაშვილმა გააორმაგა ქართული სამხედრო პერსონალის რაოდენობა ერაყში, რითაც კოალიციის ძალების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან ასევე გაზარდა კონტინგენტი კოსოვოსა და ავღანეთში "გლობალური უშიშროების" საქმეში საქართველოს წვლილისთვის. სააკაშვილი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა აშშ-ის ხელმძღვანელობასა და ნატოს სხვა მთავარ ქვეყნებთან.
Информация к новости
  • Просмотров: 3710
  • Автор: admin
  • Дата: 23 აგვისტო 2010
23 აგვისტო 2010

Life like movie (dgiuri.com)

Категория: სტატიები

alt
ხანდახან ცხოვრება უბრალოდ ფილმივითაა.
კადრები, დეტალები, სცენები...

მაკიაჟი + გრიმი.

გარდერობი, სტატისტები, მასოვკა - ვინც გინდა, ყველაა გარშემო.
დამხმარე პერსონალი, კურიერები, ასისტენტები, მზარეულები, ტვირთის მზიდავები, დეკორაციებს ამონტაჟებენ ღიპიანი და ოფლიანი ორკლასდამთავრებული მტვირთავები, ნაშები მაღალ ქუსლებზე და მზის დიდი სათვალეებით, გოგოები კეტებში და უაზრო ფერის ტანსაცმელში, ვიღაც ტიპები, მენეჯერები, იურისტები, ბუღალტრები, მძღოლები და დამლაგებლები - ზოგს კარგად იცნობ და ზოგს არასოდეს ესალმები...

ოპერატორი და რეჟისორი ხარ შენ -დაუმონტაჟებელ, RAW მასალას იწერ:
კამერები - თვალებია შენი (სტერეო გამოსახულება, მილიარდი ფერი)
ჰარდ-დისკი - ტვინია შენი (აბა ფირზე ვინ ჩაწერს ამხელა 3D მასალას)

სცენარისტიც შენ ხარ - Where do you want to go today?

და, რაც მთავარია - ხმის ოპერატორიც შენ ხარ - საუნდთრექის მამა. გინდა დედა.

С песней по жизни!

ცოტა მოწყენილი და დაღლილი უნდა იყო ოღონდ სულ. ეხლა ეგეთი მოდაა. სამსახურში გვიანობამდე უნდა რჩებოდე, მერე ცივ ქალაქში გამოდიოდე და მობუზული იყურებოდე აქეთ-იქით... რომელიმე მიმართულებას ირჩევ და მიდიხარ...

და მუსიკა გესმის - აი ზუსტად ის, რომელიც შენ შეარჩიე ამ მომენტისთვის. რიტმს აყევი, ხელები ჯიბეებში, მობილურის ვიბრაციას არ გრძნობ - რეკოს და იყოს, სიგარეტს უკიდებ, ცივ ჰაერს ისუნთქავ და დაღმართზე ეშვები...

ფიქრობ. არა, არ ფიქრობ, თავში ტვინი არ გაქვს. შენ ხომ თოჯინა ხარ, ხის ნაფოტი, რომელსაც ცხოვრება თავის ბობოქარ ტალღებში ისე ატრიალებს, როგორც მოესურვება... ეს ამათ გონიათ, რომ რამეს აკეთებენ, ჩალიჩობენ - არ იციან...

შენ კი შენთვის მიდიხარ, მხარს გაკრავ - უკაცრავად (წადი შენი...), გაუღიმებ (რას გავს...)
შემთხვევით ვიღაცას აშინებ - დიდხანს როცა მიყვები უკან, გონია, რომ მისდევ და ნაბიჯს უჩქარებს. შენც ერთვები ამ თამაშში და მერე მართლა მისდევ. უკან-უკან იხედება, მართლა ეშინია უკვე, პანიკამდეა მისული და ამ დროს უცბად გადაუხვევ, კაკ რაზ მწვანეა და გადადიხარ ქუჩაზე, პირველივე მაღაზიაში შედიხარ, ყიდულობ...

არ ვიცი რას ყიდულობ, რამეს - ნემსს, ან პიჯაკს. ან ყველს. მძიმეს, ხუტა უფროსს რო ქონდა.

მთავარია მუსიკა არ დამთავრდეს იცი? აი, თუ დამთავრდა, მაშინ ჩერდები. სცენარი ჯერ არ დაგიწერია, ამ მომენტამდე არ მოსულხარ... ახალს გაიხსენებ, ან ჩართავ, და აგრძელებ. ეხლა უკვე ჯეიმსბონდინოლნოლშვიდიანრამეეგეთიყლეპერსონაჟი ხდები და ვითომ სადღაც გარბიხარ, გეჩქარება, ნაბიჯს უმატებ, ჯიბეში ხელი - იარაღს ისინჯავ, აი ისიც, შეამჩნიე, გარბის, დაედევნე, ესროლე...

ტონიმონტანასტიპაჟიც შეგიძლია იყო - შრამი კი გაქვს სახეზე და...

ან მისტერგრიმსდეილი, ან ნეომატრიცაკიანურივზი, ან შურიკასათვალიანიტვინიკოსი, ან სკრიპკა, ან ისზანგიამერიკულიფეხბურთისმოთამაშე (Ты любишь Принца? - როკივისდამაგრადარბის), ან რკინისტერმინატორი (ოღონდრომელიცდნებაის), ან ფროდოანბილბობეგინსი, ან პიტერპენიდაბერებული, ან ლილუდალასმულტიპასსრომელიცჟიმავსისკორბენი, ან მგელირომელიცწითელქუდასტყ...

შენი ცხოვრებაა, და რაც გინდა ის უნდა ქნა - და ის უნდა უქნა, ის უნდა იქნა, ოღონდ არავის არ უნდა მისცე უფლება, შენ გიქნან...

დაიმახსოვრე!
და მუსიკა ჩართე, ს უ ლ ჩ ა რ თ უ ლ ი გ ქ ო ნ დ ე ს - არ დაგავიწყდეს!

თრექი 1 - გზაჯვარედინი ”სიმართლე”
თრექი 2 - Counting Crows "Colorblind"
თრექი 3 - Radiohead - "Videotape"

Информация к новости
  • Просмотров: 6738
  • Автор: admin
  • Дата: 20 აგვისტო 2010
20 აგვისტო 2010

Wiley Microsoft Access 2007 Bible (წიგნი + დისკი)

Категория: სტატიები / tutorials

Wiley Microsoft Access 2007 Bible (წიგნი + დისკი)


გამოშვების წელი: 2007
ავტორი: მიხაილი პ. გროჰ, ჯოზეფ ს. სტოკმენი, კევინ პაუელი, კერი ჰ. პრაგა, მიხაილ პ. ირვინ, ჯენიფერ რეარდონი
ISBN: 978-0-470-04673-9
ფორმატი: PDF
ხარისხი: ელექტრონული წიგნი
გვერდების რაოდენობა: 1416

ამ წიგნის საშუალებით თქვენ შეძლებთ ისწავლოთ Access 2007, ასევე ეს წიგნი გამოადგება როგორც დამწყებებს ასევე ვისაც უნდა ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში.
Информация к новости
  • Просмотров: 2319
  • Автор: admin
  • Дата: 19 აგვისტო 2010
19 აგვისტო 2010

ვამპირი

Категория: სტატიები

ვამპირი


ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები.

თუმცა, ვამიპრები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

ვამპირი (Vampyrum), ძუძუმწოვრების გვარი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებული არიან ტროპიკულ ამერიკასა და დიდი ანტილის კუნძულებზე. გვარში ერთი სახეობაა - დიდი ვამპირი (Vampyrum spectrum). სხეულის სიგრძე 13 სმ აღწევს, ფრთების შლილი - 70 სმ. აქვს დიდი ყურის ნიჟარები, ცხვირზე - დამახასიათებელი, ზემოთ შევიწროებული დანამატი. ღამის ცხოველია. იკვებება მწერებითა და ხილით. ბინადრობს ხშირ ტყეში, ზოგჯერ ადამიანის საცხოვრებელშიც. მიუხედავად სახელწოდებისა, ვამპირი არ მიეკუთვნება სისხლმწოვისებრთა ოჯახს.
Информация к новости
  • Просмотров: 3431
  • Автор: admin
  • Дата: 19 აგვისტო 2010
19 აგვისტო 2010

იცოდით თუ არა რომ. . .

Категория: სტატიები

1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვია

2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ

3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე

4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან

იცოდით თუ არა რომ. . .


5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში (Katherine Hepburn; 1907-2003) 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა
6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს

7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ

9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია

10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება

11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ

12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ
Информация к новости
  • Просмотров: 6068
  • Автор: admin
  • Дата: 13 აგვისტო 2010
13 აგვისტო 2010

ილია ჭავჭავაძე ( ბიოგრაფია)

Категория: სტატიები

ილია ჭავჭავაძე ( ბიოგრაფია)


ეს არის უდიდესი ადამიანის ბიოგრაფია
Информация к новости
  • Просмотров: 3459
  • Автор: admin
  • Дата: 13 აგვისტო 2010
13 აგვისტო 2010

(არ) მეშინია (BY tatsson )

Категория: სტატიები

ვიცი რომ გაგიკვირდებათ ამ უშიშრობის და თავისუფალი აზროვნების ეპოქაში რა ჯანდაბის ეშინია ამ უბედურსო....

გეტყვით!

ჯერ იმას გეტყვით რისი არ მეშინია: არ მეშინია მთავრობის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების, არ მეშინია ნიანგის, არ მეშინია ქათმის და რა თქმა უნდა არ მეშინია იმის რომ როდესმე საქართველოს ნაკრები ფეხბურთში როდესმე რომელიმე ჩემპიონატზე ითამაშებს...

ახლა გეტყვით რისიც მეშინია, მე მეშინია რიგითი ქართველების, ქართველების რომლებსაც ეტყობა გენეტიკურად აქვთ გამჯდარი კამათის და რაღაცის მტკიცების სურვილი და ვერაფრით ეშვებიან, მე მეშინია იმ რიგითი ქართველების, რომლებიც ამბობენ რომ იმ კურსისათვის (რომელ კურსზეა ლაპარაკი თვითონ არ იციან) რომლითაც მიდიან ჩვენი მთავრობა უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში და დარჩეს დიდი ხნით, მე მეშინია იმ რიგითი ქართველების რომლებიც ამბობენ რომ, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის (და კიდევ სხვების, მომიტევეთ სხვების სახელები არ ვიცი) მკვლელობა შეცდომა იყო და არა დანაშაული, მეშინია იმ ქართველების რომლებიც 5 იანვარს არჩევნებზე წასვლას და მიხეილ სააკაშვილისთვის (აშკარად მეხამუშა, მიშიკო ჯობია, უფრო უხდება) ხმის მიცემას აპირებენ, და მეშინია იმიტომ რომ მე ჯანდაბას, ცავალ ამ ქვეყნიდან ან მოვკვდები და ერთი მახაშვილით მეტი იქნება თუ ნაკლები ბევრს არაფერს შეცვლის, მარა მეშინია რომ მიშიკოს ეპოქაში გაზრდილი შვილები უბრალოდ მისნაირები იქნებიან და დაჭამენ ერთმანეთს.... მერე ქართველობას, ჯიშს დაკარგავენ და გადავშენდებით, არადა საცოდაობაა ასეთი, მართალია ბებერი, მაგრამ მაინც ლამაზი ერის გადაშენება... ასე რომ როდესაც 5ში საარჩევნო ყუთთან მივალთ მოდით ყველანი დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და კარგად, გვინდა ფანტანები, შუა ქუჩაში დახოცილი ხალხი და ცანცარა პრეზიდენტი? თუ გვინდა მაშინ ჰო.....

ავტორი: tatsson (www.tatsson.log.ge)
Информация к новости
  • Просмотров: 2932
  • Автор: admin
  • Дата: 13 აგვისტო 2010
13 აგვისტო 2010

ლონდონი-თბილისი-პეკინი (tato makhashvili)

Категория: სტატიები

ლონდონი-თბილისი-პეკინი

მაშ ასე, ჩაიარა საკმაოდ დატვირთულმა და ემოციურმა ნოემბერმაც, ისევე როგორც მანამდე ოქტომბერმა, სექტემბერმა და ა.მ. (ასე მანამდე) ნოემბერმა რომელიც ორი რამით იყო დასამახსოვრებელი, ერთი ყველასათვის ცნობილი მოვლენებით და მეორე იმით, რომ მთელი ნოემბერი საშინელი ამინდები იყო, არ ვიცი დაემთხვა თუ მე მომეჩვენა, მაგრამ აშკარად 7დან 25ამდე სულ ცუდი ამინდი იყო, არა არაფერს არ ვამტკიცებ, ეს უბრალოდ დაემთხვა.... მოკლედ როგორც იყო.... ამინდი გასაგებია, ასე იყო თუ ისე დღეს უკვე მზიანი დღეა და ბებერი ძვლების გათბობაც შეიძლება, დავუბრუნდები ნოემბრის ცნობილ მოვლენებს: ...

Информация к новости
  • Просмотров: 2355
  • Автор: admin
  • Дата: 9 აგვისტო 2010
9 აგვისტო 2010

იანვარი (tatsson.log.ge)

Категория: სტატიები

იანვარი (tatsson.log.ge)


ესეც ასე, ახალი წლის პირველმა თვემაც ჩაიარა, ჩაიარა ძალიან სწრაფად და დინამიურად, თბილისისათვის უჩვეულო ყინვებითა და ნორმალური, განვითარებული ქვეყნებისათვის უჩვეულო მოვლენებით, ყინვაზე რა თქმა უნდა არავინ შემეკამათება, მართლაც უჩვეულოდ ციოდა წელს საქართველოში, აი მოვლენებზე კი შეიძლება ბევრმა თქვას სრულებით ნორმალური იყოო მაგრამ მოდით უბრალოდ ჩამოვთვლი მოვლენებს და მერე თუ გნებავთ ვიკამათოთ იყო თუ არა ეს ყველაფერი ნორმალური, ნოემბერსა და წინასაარჩევნნო მოვლენებზე აღარ შევჩერდები, მაგაზე უკვე ბევრი ვისაუბრე და ჩემზე მეტი კიდევ საინფორმაციო საშუალებებმა, ამიტომ პირდაპირ 5იანვრიდან დავიწყებ (ვიცი ბატონი დავითი მეტყვის 31დან დაიწყეო, მაგრამ ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგ პერიოდი თითქმის არ მახსოვს) მოკლედ რა მიმაჩნია არანორმალურად:...

Информация к новости
  • Просмотров: 5533
  • Автор: admin
  • Дата: 30 ივლისი 2010
30 ივლისი 2010

შებმა :) ესეც ხელოვნებაა

Категория: სტატიები

შებმა :) ესეც ხელოვნებაა


ძალიან ცუდი სიტყვაა ”შებმა”. მე პირადად არ მომწონს. ფლირტი უკეთ ჟღერს. :)

როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ მამაკაცები ქალთან.
ურთიერთობის დროს ისე, რომ საწადელს მივაღწიოთ (იმას არ ვგულისხმობ რაც ახლა იფიქრე :) ).

ბევრ მამაკაცს შეიძლება გამოადგეს
კარგი რჩევებია.

1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია.
2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.
3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.
4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.
5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.
6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.
7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.
9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.
10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)
11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.
12.ეთამაშეთ მის თმას.
13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.
14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.
15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.
16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.
17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.
18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.
19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.
20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)
21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.
22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.
23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.
24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი სურათი,რამდენიც გინდათ.
25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.
26.აკოცეთ მას წვიმაში.
27.გიყვართ?!უთხარით!

ეს არის 27 მცნება ქალთან ურთიერთობისათვის. :)
გისურვებთ მისიის წარმატებულ დასასრულს. :)
Информация к новости
  • Просмотров: 2765
  • Автор: admin
  • Дата: 19 ივლისი 2010
19 ივლისი 2010

ზემფირა

Категория: სტატიები

ზემფირა


ზემფირა, სრული სახელი ზემფირა რამაზანოვა (რუს. Земфира Талгатовна Рамазанова. ბაშკ. Земфира Тәлғәт ҡыҙы Рамазанова. დ. 26 აგვისტო, 1976. უფა, ბაშკირეთი, რუსეთი) — თანამედროვე რუსი მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი და კომპოზიტორი. რუსული როკ ჯგუფის „Zемфира“-ს დამაარსებელი და სოლისტი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც სოლო ავტორი და შემსრულებელი; მისი ჯგუფი სესიური მუსიკოსებისგან შედგება...

Информация к новости
  • Просмотров: 4541
  • Автор: admin
  • Дата: 15 ივლისი 2010
15 ივლისი 2010

ქართული კომპიუტერული თამაში

Категория: სტატიები

ქართული კომპიუტერული თამაში


კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია საკმაოდ პერსპექტიული სფეროა. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უამრავ დროს ატარებს კომპიუტერთან მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ ითამაშოს. ამასთან, ეს არის არა უბრალო გართობა და დროის გატარება, არამედ უდიდესი აზარტი. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ სულ ახალი და ახალი თამაშები. რაც თავისთავად ამ ბიზნესს საკმაოდ მომგებიანს ხდის და ამ სფეროთი სულ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, 1995 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სათამაშო ბაზარზე კაპიტალის წლიური ბრუნვა შეადგენდა სამ მილიარდ დოლარს. 2003 წელს კი, აშშ-ში სათამაშო "რკინისა” და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებული კომპანიების შემოსავალი გაიზარდა 10 მილიარდამდე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 25 მილიარდამდე. ამასთან, აქ არ არის დათვლილი შემოსავალი ონლაინ და "უმავთულო” თამაშებისგან...


Информация к новости
  • Просмотров: 3514
  • Автор: admin
  • Дата: 14 ივლისი 2010
14 ივლისი 2010

10 საინტერესო ფაქტი

Категория: სტატიები

1. ერთადერთი ადგილი, ადამიანის ორგანიზმში, რასაც სისხლი არ მიეწოდება არის თვალის რქოვანა, ის ჟანგბადს პირდაპირ ჰაერიდან იღებს.

2. ყოველ დღე 200 მილიონი წყვილი დაკავებულია სექსით, 400 000 ბავშვი იბადება და 140 000 ადამიანი კვდება.

3. Colgate-ის კბილის პასტის მარკეტოლოგებს ყველაზე დიდი დაბრკოლება ესპანურ ენოვან ქვეყნებში ხვდებათ, რადგან თარგმანში ის შემდეგნაირად ჟღერს ” წადი ჩამოიხჩე თავი”

4. მხოლოდ კურდღელს და თუთიყუშს შეუძლია თავის მოუბრუნებლად ხედავდეს ზურგს უკან.

5. ინტელიგენტ ხალხს უფრო მეტი თუთიის და სპილენძის შემადგენლობა აქვთ თმაში.

6. საშუალოდ ადამიანი 13-ჯერ იცინის დღეში.

7. ქალი თითქმის ორჯერ მეტს ახამხამებს თვალს ვიდრე მამაკაცი.

8. გერმანული ნაგაზი უფრო მეტჯერ კვენს ადამიანებს, ვიდრე რომელიმე სხვა ჯიშის ძაღლი.

9. მათრახი იმიტომ გამოსცემს ასეთ საშინელ ხმას, რომ მისი წვერი ბგერის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს.

10. მოზრდილი კენგურუ 9 მეტრზე ხტის.

არქივი

მაისი 2018 (1)
აპრილი 2018 (10)
იანვარი 2018 (4)
სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
^