სტატიები » გვერდი 8 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 3555
  • Автор: admin
  • Дата: 9 ნოემბერი 2010
9 ნოემბერი 2010

Google უფასო ინტერნეტს სთავაზობს ხალხს

Категория: სტატიები

კომპანია Google თავის თაყვანისმცემლებს დღითიდღე საუკეთესო სერვისებს სთავაზობს, ერთერთი ასეთი სიახლე არის უფასო ინტერნეტი, ეგაა რომ ყველას ეს სიამოვნება არ ერგება :-) მინიმუმ უფასო ინტერნეტის მისაღებად თქვენ უნდა ცხოვრობდეთ აშშ-ში ქალაქ Mountain View-ში. ეს ქალაქი განთავსებულია კალიფორნიის შტატში და სწორედ ამ ქალაქშია განთავსებული საყვარელი კომპანიის სათაო ოფისი. მოკლედ მაგრა გაუმართლა ამ ქალაქის მოსახლეობას.

Google თავის ქალაქში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამონტაჟებდა უმავთულო Wi-Fi ქსელების დაშვების წერტილებს და აი, როგორც იქნა ჩაირთო 380 წერტილისგან შემდგარი ქსელი. ქალაქ Mountain View-ში ცხოვრობს სულ რაღაც 70 ათასი მოსახლე, ნებისმიერს შეუძლია მიიღოს Google-ს ექაუნთი და უფასოდ ჩაერთოს ქსელში. ინტერნეტის ქსელის სიჩქარე ამ ეტაპზე არის 1 მეგაბიტი, მაგრამ Google -ს წარმომადგენლები აცხადებენ რომ მაღალი ინტერესის შემთხვევაში ამ სიჩქარეს 8 მეგაბიტამდე გაზრდიან.

სხვათაშორის აღსანიშნია ერთი გარემოება, ამ პატარა ქალაქში არის განთავსებული არანაკლებად ცნობილი კომპანიების ოფისები, მაგალითად: Mozilla Foundation, Microsoft, Intuit, SGI და სხვა, მაგრამ არცერთმა ასეთი სიკეთე ქალაქს არ აჩუქა. შეგახსენებთ რომ ასეთივე პროექტი წარდგენილია ქალაქ სან-ფრანცისკოში, მაგრამ გასაგებია რომ ეს უკანასკნელი უფრო დიდი ქალაქია, თან აქ Google-ზე მეტად ამ ქალაქის ქსელის განვითარებაში უდიდესი ხარჯი გაწია კომპანია EarthLink-მა. პატარა ქალაქი Mountain View-ი კი სრულად Google-ს მიღწევაა.
Информация к новости
  • Просмотров: 2595
  • Автор: admin
  • Дата: 8 ნოემბერი 2010
8 ნოემბერი 2010

კონსტანტინე გამსახურდია (1891–1975)

Категория: სტატიები

კონსტანტინე გამსახურდია (1891–1975)


„მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა - ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: „შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა“ - ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის „დავით აღმაშენებლის“ მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.

პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: „ფოტოგრაფი“ და „ნაპოლეონი“. შემდეგ დედის გარდაცვალებამ „დამსხვერული ჩონგური“ დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა „ზარები გრიგალში“.
„ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა.“ - აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.

1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი „პრომეთე“, გაზეთი „საქართველოს სამრეკლო“, ჟურნალი „ილიონი“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. „რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ „პრომეთეში“ სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან.“ - წერდა გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.
34 წლისამ დაწერა „დიონისოს ღიმილი“, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია „მთვარის მოტაცება“ 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო - ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა რომან „ბელადის“ პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.

სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში“ გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.

ასე მიაჩნდა: „პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის.“ თარგმნასაც მოჰკიდა ხელი - გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.

„კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა.“ მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი „დავით აღმაშენებელი“, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.

XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებდა იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას „ბელადს“, „ვაზის ყვავილობას“, ნარკვევებს, რომ დაწერილიყო „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“.

როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ „დიდოსტატის მარჯვენაა“. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათან მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.

კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა– საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.
Информация к новости
  • Просмотров: 4168
  • Автор: admin
  • Дата: 8 ნოემბერი 2010
8 ნოემბერი 2010

ძილი და სიზმარი

Категория: სტატიები

ძილი და სიზმარი


“განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?”
=ედგარ ალან პო=

მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.
ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით...
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანები “მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებს “წინასწარმეტყველური სიზმრები” ეწოდება. საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა (ეს “სიზმრის ახსნის” საშუალებით ხერხდება).
ფსიქოლოგები ძილსა და სიზმარს საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ. საკმაო შრომები აქვთ ამ საკითხთან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგებს და არსებობს ათასნაირი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნოთ მის ძირითად აზრს და შინაარს, რომელიც მათი მასაზრების შეჯერების შედეგია.

ძილი, სიზმარი და ფსიქოლიგია

ძილის შესწავლას მხოლოდ ფიზიოლოგიური კუთხით, ფსიქოლოგები უსრულად თვლიან. ძილს, სიზმარს, რასაკვირველია, თავიანთი ფიზიოლოგია აქვთ, მაგრამ, როგორც სიცოცხლის პოლუსს, ორივეს თავის ფსიქოლოგიაც უნდა ჰქონდეს. ისე როგორც სიფხიზლე ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობას წარმოადგენს, სწორედ ასევე ძილიც ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობაა. სიზმრის ფაქტი ამის აუცილებელ საბუთს იძლევა. ე.ი. არც ძილის შესწავლაა იქნებოდა სრული, თუ იგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისის გარეშე იწარმოებდა. ძილიც ფსიქოლოგიურ პრობლემად უნდა ჩაითვალოს. ამის უტყუარ საბუთს კი ძველი და ახალი არაფსიქოლოგიური თეორიების განხილვაც იძლევა.
ფიზიოლოგიური თეორიების მიხედვით, ძილი ნერვული სისტემის აგზნებადობის დაქვეითების შედეგს წარმოადგენს. მაგრამ, რა იწვევს ამას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ტოქსიკური და ქიმიური თეორიები. ასევე, აღსანიშნავია ი.პავლოვის თეორიაც. ყველა ფიზიოლოგიური თეორიის ძირითადი აზრი ისაა, რომ ძილის დროს აგზნებადობის დაქვეითება, ანდა შეფერხების პროცესების გაძლიერება ხდება. ფიზიოლოგებს ხელიდან უსხლტებათ სიზმრის მომენტი, რაც ფსიქოლოგთათვის ყველაზე უფრო დიდი არგუმენტია.
ძილი გარე სინამდვილესთან კავშირს, მასთან აქტიური ურთიერთობის აღკვეთას წარმოადგენს. ფსიქოლოგიურად ეს სუბიექტის ტენდენციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებასა და მოსპობას ნიშნავს. სინამდვილე სრულიად ნეიტრალური და ინდიფერენტული ხდება სუბიექტისთვის. ამიტომ სუბიექტის შინაგან ძალთა, მის ფუნქციათა და გარე სინამდვილის ობიექტთა ერთიანობა ისპობა და შინაგანი თავის გარეგანს გარე სინამდვილეში არც ეძებს და არც პოულობს.
მაინც რა იწვევს ძილს? უდავოა, რომ დაღლილობა ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც გადამწყვეტი ჰიპნოგენური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, დაძინების მიზეზი ყოველთვის დაღლილობა არ არის. ამის დადასტურება ის არის, რომ ზარმაცებს უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე აქტიურებსა და ენერგიულებს. ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ შეიძლება დაღლილობა უშუალოდ კი არ იწვევს ძილს, არამედ აღიზიანებდეს მის გამომწვევ ნამდვილ მიზეზს, იწვევდეს შეფერხების რეფლექსს და ამ გზით ძილს ედებოდეს საფუძვლად.
სამყაროში ძილის დროდ ღამე ითვლება. როცა ცხოველი იძინებს, იგი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს. როცა მას ღამით სძინავს, იცის, რომ მისი მტერიც იგივე მდგომარეობაშია.
მაინც, რა ახასიათებს ღამეს? --- სიბნელე და სიმშვიდე, რაც თავისთავად უკვეცავს ცოცხალ ორგანიზმებს კომუნიკაციის, მხედველობის და სმენის უნარს. ამრიგად, ღამე ასუსტებს კავშირს ცოცხალ ორგანიზმებსა და გარე სინამდვილეს შორის. ცოცხალი ორგანიზმი თავისი შინაგანი ძალების ამარა რჩება, რომელიც გარე სინამდვილის მთავარ გამღიზიანებელთა აღკვეთის გამო უმოქმედო მდგომარეობაში ვარდება. ამის ბუნებრივი შედეგი ისაა, რომ ორგანიზმი იძინებს. თან ამას “დაღლილობაც და მოჭარბების მდგომარეობაც” ემატება. აქედან გასაგები ხდება, რომ ძილი ჩვევადაც იქცევა და უეჭველია, ამ გარემოებას ისეთივე მნიშვნელობა უნდა ქონდეს, როგორც ჰიპნოგენურ ფაქტორს.
ადამიანს ზოგჯერ უფრო მეტი სძინავს, ვიდრე ამას მისი ბუნება მოითხოვს. ამ მხრივ კი, იგი არ განსხვავდება სხვა მრავალი ადამიანური მოთხოვნილებისაგან. იგი მეტს ჭამს, ვიდრე ჭირდება, ანდა უფრო ხშირად ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს შეეფერება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი არამარტო ბუნებრივი ფაქტორების გავლენას ემორჩილება, არამედ იგი ამავე დროს ცნობიერებითაა აღჭურვილი და ეს მას საშუალებას აძლევს ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენას დაუსხლტეს ხელიდან და თავისი ქცევა ამ ფაქტორების თავისუფალი შერჩევის ზეგავლენით განსაზღვროს. ნებითი ძილის დაკვირვება ამ მოსაზრებას ნათლად ამტკიცებს. მართლაც, როგორ ვიქცევით, როცა დაძინებას გადავწყვეტთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვეძინებოდეს? საგანგებო ხერხებს მივმართავთ (მაგ.: ბალიშს ან საბანს წავიფარებთ თავზე, თველებს ვხუჭავთ...), რათა რეალობა რაც შეიძლება ნაკლებადაქტუალური გახდეს ჩვენთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად “ვაწვდით” ძილის მექანიზმს და ვცილობთ, ეს ცოდნა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.
ამრიგად, ძილი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტის შინაგანი ფსიქიკური შესაძლებლობანი თავის საგანს გარე სინამდვილის ფარგლებში და გარე სინამდვილის სტიმულით ვეღარ პოულობენ. მისი რეალიზაცია, ამის მიხედვით, შინაგან შესაძლებლობათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის შესუსტებისა და აღკვეთის გამო ხდება. ჰიპნოგენურ ფაქტორად ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს, რაც ამას, ე.ი. ფსიქიკურ ფუნქციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებას ხელს უწყობს.
ძილის ბუნების სისრულით წვდომა შეუძლებელია, თუ სიზმრის სტრუქტურა, დინამიკა და ხასიათი მხედველობის გარეშე იქნება დატოვებული. ისე, როგორც თვით სიზმრის პრობლემის გადაჭრაც გაძნელდებოდა, თუ იგი ძილის საკითხის გარეშე იქნებოდა განხილული, მაგრამ, უძველეს დროში, ჯერ სიზმარმა მიიქცია დიდი ყურადღება და მხოლოდ შემდეგ ძილმა.
სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი, შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით სიზმარში ამათუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არამარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ “რეალურ” სინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენი “მე” მოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალური “მე”-ც განიცდის.
საინტერესო მოსაზრებას აყენებს ფროიდი სიზმრის ბუნებასთან დაკავშირებით იგი წერდა, რომ ადამიანთ მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცა “ცენზურა”, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია. თუმცა, ეს აზრები ზოგჯერ შეფარვით აღწევს ადამიანის ბუნებაში, ნიღაბს ამოფარებული იჭრება მის ცნობიერებაში. სიზმარს ამის მიხედვით ორი სახის შინაარსი აქვს. მანიფესტური --- ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდი, ის რასაც სიზმრის აღწერისას ვხედავთ, მის ფენომენოლოგიურ შინაარსში და ლატენტური --- ე.ი. ნამდვილ შინაარში --- ის სურვილები და მისწრაფებები , რომლებიც არაცნობიერების წიაღიდან გამომდინარეობენ და, მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი, თავის რეალიზაციას ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანის სიზმრებს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, თითოეული ადამიანის დასაბუთება შეიძლება მისი სიზმრების მიხედვით, თან ზუსტად. დე სანტესი ასეთ ფორმულას აძლევს ამ დებულებას: “მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვის ხარ შენ”. მელანქოლიკის სიზმრები, ჩვეულებრივ განსხავავებულია, ვიდრე ქოლერიკის ან სანგვინიკისა; ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა --- ბნელი ფერებით. ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.
ამრიგად, სიზმრის შინაარსის მეტამორფოზები ყოველთვის სუბიექტის განწყობათა თავისუფალის, შეუზღუდველი გამოვლენის პროდუქტს წარმაოდგენს.
როგორც ზემოთ ვთქვით, სიზმრის შინაარსი განდევნილი აზრების რეალიზაციას ემსახურება: სიზმარი ამ აზრით სურვილების ასრულებას წარმოადგენს, ოღონდ არა რეალური ფსიქიკური გზით, არამედ იმ გზებითა და საშუალებებით, რომელნიც სიზმრის ცნობიერებისთვის არიან დამახასიათებელნი. აქედან, სიზმრის ფინალისტური ხასიათი დროისთვის ყოველ ეჭვგარეშეა. ნათელი ეფინება სიზმრის ფუნქციის საკითხსაც. “ჩვეულებრივი აზრის წინააღმდეგ, თითქოს სიზმარი ხელს უშლის ძილს, უნდა განვაცხადოთ, რომ პირიქით, იგი ხელს უწყობს და იცავს მას” --- ამბობს ფროიდი. სიზმარი მისი აზრით “ძილის მცველია”, მართლაც, რა უშლის ძილს ხელს უეჭველია, არამარტო გარედან მომდინარე გამღიზიანებლები, რომელთაც შეუძლიათ ფსიქიკას ძილის ნაცვლად სხვა ამოცანები დაუსახონ, არამედ უეჭველია, შინაგანი ფსიქიკური გამღიზიანებლებიც. მაგალითად, დაუკმაყოფილებელი სურვილები; თუ ბავშვს რაიმე სურვილი აქვს, ვთქვათ, რაიმე სათამაშო უნდა და ამ სურვილით იძინებს, სიზმარში იგი სწორედ ამ სათამაშოს ნახავს და ამით თავის სურვილს დაიკმაყოფილებს. სიზმარს რომ მისთვის ასეთი სამსახური არ გაეწია, შესაძლებელია, დაუკმაყოფილებელი სურვილის ზემოქმედებით იგი იძულებული შექმნილიყო, გაღვიძებოდა. სიზმარი, მაშასადამე, “ფსიქოლოგიური გამღიზიანებლის”, სურვილების ანტიჰიპნოზურ ზემოქმედებას აქვეითებს. რამდენადაც ძილშივე მათი რეალიზაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ეხმარება, იცავს და დარაჯობს მას. მაგრამ, არის უეჭველი შემთხვევები, როდესაც სიზმარი ძილის გაგრძელებას როდი ემსახურება, არამედ ხელს უშლის და სწყვეტს კიდეც მას. საინტერესოა, რომ ფროიდის აზრით ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ, შიშის სიზმრებთან გვაქვს ხოლმე საქმე და მძინარეს სწორედ ეს სიზმრად ნახული შიში, მაშასადამე, სიზმარი აღვიძებს. ასეთი სიზმრების ანალიზი ფროიდის სიტყვით, ყოველთვის იმაში გვარწმუნებს, რომ ცნობიერებაში არაცნობიერი არიდან რაღაც შინაარსი იჭრება, რომლის შეცვლაც სიზმრის დინამიკამ ვერ მოახერხა და ამიტომაც, იგი თვითონვე ღებულობს ზომებს, რათა ეს არ მოხდეს და დასახმარებლად სიფხიზლის ცნობიერებას მიმართავს. იგი ძლიერი შიშის სიზმარს ქმნის, რომელიც სუბიექტს აღვიძებს და ამრიგად, შესაძლებლობას უსპობს განდევნილ შინაარსს, ცნობიერებაში თავისი უცვლელი სახით შეიჭრას: “სიზმარი ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი დარაჯის მსგავსად იქცევა, რომელიც ზომებს ღებულობს, რომ ზედმეტი ხმაურობა არავინ დაიწყოს და მოქალაქეებს ძილი არ დაუფრთხოს; მაგრამ, როდესაც მას ხმაურის მიზეზი მნიშვნელოვნად ეჩვენება და თვითონ საკუთარი ძალღონით ვერ უსწორდება მას, მაშინ, იგი თავის მოვალეობად თვლის თვითინვე გააღვიძოს მოქალაქენი.
მაგრამ, ეს ყველაფერი ნორმალური ადამაინებისა და ძილის შესახებ უნდა ითქვას. ხოლო რაც შეეხება არანორმალურ შემთხვევებს, აქ მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. აქ, ძილსა და სიზმარს შორის არსებული კავშირი წყდება და მათი მთლიანობა ირღვევა. ავადმყოფურის ან არანორმალურად ინტენსიურისა და არანორმალურად წარმართული განწყობების მქონე სუბიექტი ძილში ამ უკანასკნელთა შესატყვისი შინაარსის მქონე სიზმარს ხედავს და ეს გარემოება მიზეზი ხდება იმისა, რომ მისი ძილი ძილს აღარ ჰგავს. იგი ზერელეა და მოუსვენარი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, მისი ცნობიერება სიზმრისებურ მუშაობას ძილის გარეშეც იყენებს. თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვის ჰალუცინატორულსა და ილუზიონურ სამყაროს ქმნის, რის გამოც რეალური სინამდვილე მისთვის ინაქტიური ხდება, და მაშასადამე, ძილსა და ნამდვილ სიზმარს მისთვის ყოველი აზრი ეკერგება. ასეთ შემთხვევაში, სიზმარი ხელს კი არ უწყობს ძილს, არამედ მას ზედმეტად ხდის და ან სრულიად აღკვეთს მას, ან ზერელედ და მოუსვენრად აქცევს.
თუ სიზმარი სუბიექტის აქტუალური განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულს, ფსიქიკის სპონტანური ამოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, მაშინ ცხადია, რომ იგი ამ განწყობის მიმართულებით ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციი დაძაბულობას ერთგვარად უნდა ანელებდეს. Aმას უეჭველად აქვს მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ფუნქციონალური ტენდენციას ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობის გამო, ჩვენს სუბიექტურ განწყობათა შესატყვისად მოქმედების იმპულსის დაძაბულობა იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბოლოს იგი ჩვენზე მოქმედი რეალური სინამდვილის ძალას დაჩრდილავდა და სუბიექტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისად კი არა, თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვისად დაიწყებდა აზროვნებას, გრძნობასა და მოქმედებას. კავშირი სუბიექტსა და ობიექტურ რეალობას შორის გაწყდებოდა და ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის ნიადაგზე აგებულ სამყაროში დაიწყებდა ცხოვრებას. ე. ი. მივიღებდით იმას, რაც ფსიქიკური მდგომარეობისათვისაა დამახასიათებელი. აქ წარმოდგენილი თეორიის მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ იგი არ უარყოფს ყველაფერს რაც დღემდე სიზმრის კვლევაში გაკეთებულა, არამედ, ისეთ პრინციპებს იძლევა, რომელიც ყველა ჭეშმარიტად მეცნიერულ მონაპოვარს თავის წიაღში აღიქვამს და ერთ მთლიან სისტემაში აერთიანებს. ჩვენ არა მარტო ის ვიცით, თუ როგორია სიზმარი, არამედ ისიც რომ მისი არსება ისეთია, რომ არც შეიძლება იგი სხვანაირად იყოს.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ


XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.
უძილობით დაავადებულთაგან ასევე ცნობილია დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია.
1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა... სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის.
Информация к новости
  • Просмотров: 2681
  • Автор: admin
  • Дата: 13 ოქტომბერი 2010
13 ოქტომბერი 2010

სიმფსონები: დაბადება (rocko.ge)

Категория: სტატიები

სიმფსონები: დაბადება (rocko.ge)


არ მოგწონთ საკუთარი ოჯახი? მაშინ ნახეთ სიმფსონები და მადლობელი იქნებით იმის, რაც გაქვთ! :)

The Simpsons - ძნელად თუ მოიძებნება დღეს ადამიანი, ვისაც ეს შოუ ნანახი არ აქვს. 18 წლის წინ შექმნილმა და დღემდე უზომოდ პოპულარულმა ამ სამყარომ უდიდესი გავლენა იქონია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრების წესზე. ეს არის შოუ, რომლის ნახატი გმირები ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე გახდნენ ცნობადები; შოუ, რომლის ციტატებით წლების მანძილზე საუბრობდა მთელი ინგლისურენოვანი სამყარო; და შოუ, რომელიც სამართლიანად ითვლება სატირისა და იუმორის ეტალონად.

თუმცა მსგავსი პოპულარობა მომენტალური არ ყოფილა. გაინტერესებთ როგორ იწყებოდა ყველაფერი?.. :) მაშინ დავიწყოთ...

Информация к новости
  • Просмотров: 15719
  • Автор: admin
  • Дата: 12 ოქტომბერი 2010
12 ოქტომბერი 2010

სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე

Категория: სტატიები

სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე


სექსი თბილისში: ფასები, ცენტრები, მომსახურების დონე

პროდუქტი, მომხმარებელი, მიმწოდებელი, ფასები, ყაყანი - "რა ამბავია, დამიკელი", "ვერა, ოჯახი მშიერი მყავს სახლში",... ჩვეულებრივი ბაზარი, მისი ტრადიციული, შეიძლება ითქვას, ქართული გაგებით, ბაზარი, სადაც გამყიდველი ყიდის პროდუქტს, მომხმარებელი ირჩევს, იხდის საფასურს და . .
კრიზისმა თითქმის ყველა საქონლისა თუ მომსახურების ბაზრის კონიუქტურაზე იმოქმედა. ზოგადად, მოხმარება შემცირდა, შემცირდა იმის გამო, რომ საზოგადოებისთვის ფინანსური რესურსი ძნელად ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, არსებობს გარკვეული სახის საქონელი და მომსახურება, რომელზეც მოთხოვნა მიწოდების მრუდი არაელასტიურია, ანუ განსაკუთრებული სიტუაციები ამგვარ პროდუქტზე არც მოთხოვნას ცვლის და არც მიწოდებას. ასეთ საქონელსა თუ მომსახურებას ეკონომიკაში პირველადი მოხმარების პროდუქტს უწოდებენ.
ამ თეორიის ავტორი, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა, მას, ალბათ, ნამდვილად არ უფიქრია ბაზრობის სახეობაზე, რომელიც საღამოობით თბილისის ქუჩებში და არ მარტო ქუჩებში იმართება. დედაქალაქი საქართველოს ეკონომიკის ცენტრია, სწორედ აქ არის ბიზნესის ყველაზე მსხვილი და მრავალფეროვანი ცენტრები. ზოგადად თუ დავახასიათებთ, თბილისში საქონლისა თუ მომსახურების ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა დონის ცენტრები არსებობს. პროდუქტის ხარისხისა და რეკლამის გათვალისწინებით, ფასები სხვადასხვანაირია.
ქართული პორნობაზარი ბიზნესის ზოგადი გაგების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ ინდუსტრიის ცენტრი, რა თქმა უნდა, დედაქალაქშია, სადაც უძველესი პროფესიის ადამიანების მიერ შემოთავაზებული მომსახურების შეძენის სხვადასხვა დონის ცენტრები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, პროსტიტუცია ნებადართული არ არის, ეს ხელს ვერ უშლის მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების შეთავაზებას და ეს საქმიანობა ისეთივე ეკონომიკური კანონზომიერებებით იმართება, როგორც სხვა ბიზნესები.
პროსტიტუცია ქართულ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა, რომელზეც ღიად არავინ საუბრობს, ამ სფეროში ოფიციალურად არც ექსპერტები არსებობს, არც ანალიტიკოსები და არც სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ თემაზე დასმულ კითხვაზე გიპასუხებს. არაოფიციალურად კი ეს კლასიკური ბიზნესია, ზოგიერთები პორნოინდუსტრიის ექსპერტებადაც შეიძლება მოვიაზროთ, არიან პრაქტიკოსი ანალიტიკოსები, ეს სფერო არც სახელმწიფოებრივი სტრუქტურებიდანაა უყურადღებოდ დატოვებული და აქაც ხდება გარკვეული ძალებისგან ბიზნესპროცესის რეგულირება.
პროსტიტუციის ყველაზე ფართო ბაზარი, სადაც ყველაზე ბევრი გარიგებები იდება, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ფუნქციონირებს. ყველაზე მსხვილი ცენტრები პეკინზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთლის გამზირზე, გამოფენის მიდამოებში და რკინიგზის ვაგზლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. აქ ფასები ყველაზე დაბალია, ის პროდუქტის ხარისხის მიხედვით და მომსახურების ხანგრძლივობის შესაბამისად დგინდება და 20-იდან 100 ლარამდე მერყეობს. მეძავის მომსახურების შეძენა ძირითადად 1 საათით ხდება, რაც მომხმარებელს დაახლოებით 50 ლარი უჯდება. მომხმარებლის მარიფათსა და შნოზეა დამოკიდებული, მიღებული მომსახურების მრავალფეროვნება. მომხმარებელი იხდის ასევე ადგილის ღირებულებასაც, სადაც შეძენილი მომსახურების მიღება ხდება. ეს საკითხი ყველაზე კარგად ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოგვარებული. აქვე ახლოს არის სპეციალური საოჯახო სასტუმროს ტიპის მოსასვენებლები, სადაც არის საწოლი, თეთრეული და შხაპის მიღების საშუალება. აქ ოთახის ერთი საათით დაქირავება 10-იდან 30 ლარამდე ღირს.
პროსტიტუციული მომსახურების "მიღება", მომსახურების შედარებით უკეთეს პირობებში, უფრო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხდება. ასეთები ძირითადად დაბალი დონის რესტორნები და სასტუმროები და ასევე დაბალი დონის აბანოებია. აქ კლიენტისთვის მომსახურების შეთავაზება, ძირითადად, ერთიან პაკეტად ხდება. პაკეტში შედის ნაკლებად სანდომიანი ქალბატონი, საწოლი, დამცავი საშუალება და შხაპი. მომსახურება, როგორც წესი, ერთ საათს გრძელდება, ფასები კი 50-იდან 150 ლარამდე მერყეობს.
პროსტიტუციული მომსახურებით ვაჭრობის კიდევ ერთი მიღებული ფორმა არის ნაცნობობა. დღეს, ვისაც ასეთი მომსახურება სჭირდება, თითქმის ყველას აქვს უძველესი საქმიანობით დაკავებული ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია, დამწყებებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია ახლობლებს გამოართვან. არსებობს მეძავთა გარკვეული კატეგორია, რომელიც არც ქუჩაში დგას და არც პორნოინდუსტრიის ცენტრებში საქმიანობს, ასეთები მუდმივ, ე.წ. "საკუთარ" კლიენტებთან ურთიერთობით შოულობენ ფულს. ამ შემთხვევაში, ფასები მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირადი ნაცნობობითა და ურთიერთობის გათვალისწინებით დგება. თუმცა, ის დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი, საბაზრო ფასებისგან. ამ ბიზნესში მხოლოდ ამგვარი ურთიერთობებისას არის შესაძლებელი "ნისია".
ყველაზე მაღალი ფასები, რა თქმა უნდა, მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული მეძავის მომსახურებაზეა. თუმცა, აქ დაცულობის ხარისხი მაღალია, ასევე მაღალი დონის და მრავალფეროვანია პროდუქტი. უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის დაწესებულებებში მეძავის მომსახურების მიღება საკმაოდ რთულია, აქ მხოლოდ ნაცნობებს და ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებს ენდობიან. თუმცა, თუ მომხმარებელი ამ ბარიერს გადალახავს და მატერიალურადაც აქვს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდის საშუალება, მისთვის მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხანგრძლივობის პრობლემა არ დგება. ასეთი მაღალი დონის მომსახურება, ძირითადად, 100-იდან 500 დოლარამდე ჯდება (ამ თანხის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა აუცილებელი არ არის). თუმცა, თუ მომხმარებლის ფანტაზია განსაკუთრებულია, ფასი შეიძლება 2000 დოლარამდეც გაიზარდოს.
ერთი სიტყვით, საქართველოში პორნობიზნესი, კრიზისის პირობებშიც კი, პრობლემებს არ უჩივის. მასზე არც აკრძალვები მოქმედებს. აკრძალვებს რაც შეეხება, იგი უფრო სპეციფიკურს და თვითმყოფადს ხდის ამ ბიზნესს. სწორედ საკანონმდებლო აკრძალვები ხდება იმის საფუძველი, რომ ამ ბიზნესში გარკვეული თანამდებობის პირებს სერიოზული ფულის ''გაკეთების'' საშუალება ეძლევათ. ეს ფაქტი, მეძავთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილზე ზედამხედველ ქალბატონთან საუბარმაც დაგვიდასტურა, რომელსაც, როგორც კლიენტი ისე წარვუდექი. ჩვეულებრივ მეძავს არალოგიკურად დაბალ ფასად ვთხოვე მომსახურების გაწევა, რომელმაც მითხრა, რომ მხოლოდ მე რომ ვიღებდე ამ ფულს, უპრობლემოდ მოგემსახურებიო, მაგრამ რა ვქნა, "მამაშასაც" ხომ უნდა მივცე ფულიო. ამის შემდეგ, ქალბატონ "მამაშას'' ვთხოვე, ქალბატონო, მეტი ფული არ მაქვს და იქნება ამ გოგონას თქვენი წილი არ გამოართვათ მეთქი. ეხ, რა ვქნა შვილო, მეც მყავს ჩემი მეწილეები "ზევით''.
ამ ინფორმაციის შეგროვებისას ერთი საკმაოდ საინტერესო ჭორი შევიტყვე, რის გადამოწმებაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე. საუბარია, ერთგვარ მოდაზე, რომელიც ისეთი კატეგორიის ადამიანებში ყოფილა მიღებული, რომელთა სახელებსაც ხმამაღლა არავინ ახსენებს. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებისთვის მეძავები სპეციალურად ერევნიდან საკმაოდ ხშირად შემოჰყავთ. ყველაზე პიკანტური ისაა, რომ ეს მეძავები ქუჩიდან აჰყავთ, . . რატომ მაინცდამაინც ერევნიდან და რატომ მაინცდამაინც ქუჩიდან, ეს ვეღარ გავარკვიე, ვერც ახსნა მოვუძებნე.
მას შემდეგ, რაც კრიზისის გამო ბიუჯეტის შემოსულობები შემცირდა, ბაზრობებზე მოვაჭრეებს 600 ლარით აჯარიმებენ. უახლოეს მომავალში, როგორც კულუარული ინფორმაცია ცხადყოფს, პერსპექტივაში, ბორდელების ლეგალიზაციაც იგეგმება. მანამდე კი მეძავებს, როგორც ინდმეწარმეებს ისე დაბეგრავენ, თანაც მათზე ინდმეწარმეებისთვის დაშვებული შეღავათები არ გავრცელდება.
მეძავებს ისღა დარჩებათ, უშეღავათო და თავდადებული შრომა გაათკეცებული ენერგიით განაგრძონ. სხვა შემოსავლიანი ბიზნესი ქვეყანაში აღარ დარჩა, ყველა გზების დაგებაზე ხომ არ დასაქმდება! ამ ბიზნესის (მომსახურების) ექსპორტიც უნდა დაიბეგროს. რუსეთის და თურქეთის ბაზრები ხომ დიდი ხანია გაჯერებულია ქართული სექს-საქონლით.
არეალი დიდია. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დასაქმდება ბორდელებში, როგორ გაფართოვდება ბიზნესის ეს სფერო. ასათვისებელია უცხოეთში მოდური, ისეთი მომსახურებები, როგორიცაა ტელეფონით გამოძახება და ბინაზე მომსახურება.
ქვეყანა, სადაც ჯერ სექს-შოპიც ანუ სექს-მაღაზიაც კი არ გახსნილა, ძნელად ეგუება დემოკრატიის ამგვარ გამოვლინებებს, თუნდაც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულსა და რეგლამენტირებულს. მაგრამ იქნებ დროა, ვენაში და მადრიდში ჩასული ქართველისთვის მთელი ღირშესანიშნაობა სექს-შოპი და ბორდელი აღარ იყოს, ხოლო საქართველო მეძავთა იატაკქვეშა სახლებითა და ფარული გარყვნილებით არის გამორჩეული.
ეს არც საზოგადოებრივი მორალს შეუქმნის საფრთხეს და ადამინებისთვისაც სექსი გაცილებით უსაფრთხო გახდება. რეგისტრირებულ მეძავებსა და ბორდელებზე კონტროლის განხორციელება, მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით, გაცილებით იოლია.
Информация к новости
  • Просмотров: 3089
  • Автор: admin
  • Дата: 12 ოქტომბერი 2010
12 ოქტომბერი 2010

Youtube DownloaD

Категория: სტატიები / tutorials

Youtube DownloaD


ამ ვიდეოში მე გასწავლით თუ როგორ გადმოწეროთ youtube.com პროგრამის გარეშე. 100% მუშაა
Информация к новости
  • Просмотров: 18293
  • Автор: admin
  • Дата: 7 ოქტომბერი 2010
7 ოქტომბერი 2010

ქაუნთერ სტრაიკ 1.6-ის სერვერები

Категория: სტატიები

ქაუნთერ სტრაიკ 1.6-ის სერვერები
88.210.230.161:27015 ~UNSTOPPABLES~
213.157.195.254:27015 R line
62.168.167.237:27015 war2mod
213.157.195.14:27015 Premium
62.168.163.227:27015 Cs Strike
213.200.13.171:27015........
213.157.195.254:27015 R line
78.139.131.37:27015 (L-I-N)
85.114.254.115:2006 , ,, .. ,, ,. , . ,
88.210.193.81:27015 .............
78.139.145.171:27015 ..................
85.114.236.71:27015 death row
88.210.220.215:27015 ................................
213.157.207.81:27015 Cs horror
80.83.128.41:27017 netgamer
85.117.61.248:27015 counter strike 1.6
85.114.227.145:27020 heatons server
85.117.61.249:27015 SS line
85.117.61.237:27015 NeTaCaFe+SS server
62.168.182.225:27015 mugNmouse
85.114.226.127:27015 CS:1.6 Server *Barger*
212.72.157.195:27015 PIT BULL Server
85.117.39.187:27015 ReFLex
85.117.61.236:27015 ghost line
213.157.216.67:27015 nook
80.83.137.86:27015_win 2003
85.114.229.175:27015_GANABI
217.119.123.100:2701_Zephond#2
88.210.199.247:27015_CS GAMER
85.114.252.197:27015_Death Match
62.168.168.73:27016_CN
62.168.168.73:27019_CN 1
80.83.137.86:27015_Cybersport
80.83.128.41:27017_Netgamer
213.157.195.14:27015_Premium
213.157.195.254:27015_Rline
213.157.213.247:27015_Netcafe 1
213.157.213.249:27015_Netcafe 2
213.157.213.202:27015_SS Line
213.131.32.14:27015_Wanex
85.117.61.237:27015_NetC@fe+ssServer
62.168.167.237:27015_War2moD
88.210.195.15:27015_Cs.FuNN
213.180.96.68:27015
83.136.139.100:27015
85.115.108.130:27015
159.148.200.244:27015
80.232.169.233:27015
83.136.139.100:27015
80.233.134.135:27015
87.110.0.131:27015
213.180.101.112:27016
Информация к новости
  • Просмотров: 15746
  • Автор: admin
  • Дата: 3 ოქტომბერი 2010
3 ოქტომბერი 2010

უგულავას დიეტა

Категория: სტატიები

დიეტა, რამაც გაახდუნა გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი და მთავრობის სხვა ფერ-ხორციანი წევრები

გრძელდება 4 კვირას, ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
დღეში 4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება. იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება.

სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I _ მშიერი
საუზმე და სადილი _ 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი _ 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე _ ცილები
საუზმე _ 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი _ 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი _ 2 მოხარშული კვერცხი

III დღე _ ბოსტნეული
საუზმე _ 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი _ ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი _ 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე _ განსაკუთრებული
საუზმე _ ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი _ 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი _ 1 ჭიქა კეფირი

V დღე _ ცილოვანი
საუზმე _ 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი _ 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი _ 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე _ ბოსტნეული
საუზმე _ 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი _ ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი _ 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე _ განსაკუთრებული
საუზმე _ ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი _ 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი _ 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი _ 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი _ 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი _ 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი _ 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი _ 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი _ 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, 100გრ. მოხარშული თევზი.
კვირა _ 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი
Информация к новости
  • Просмотров: 6689
  • Автор: admin
  • Дата: 23 სექტემბერი 2010
23 სექტემბერი 2010

Opera 10 alpha (compinfo.ge)

Категория: სტატიები

Opera 10 alpha (compinfo.ge)


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Opera Software-მა, როგორც იქნა, გამოუშვა თავისი ბრაუზერის მე–10 ვერსიის საჩვენებელი ბილდი. როგორც ცნობილია, ამ ვერსიაზე მუშაობა მე–9 ვერსიის გამოსვლისთანავე დაიწყო, ეს კი ლამის წელიწად–ნახევარს უდრის. ასეთ ვადებში რაღაც რევოლუციურის მოსწრებაც შეიძლებოდა (დადიოდა კიდეც ხმები გარკვეულ სუპერ–შესაძლებლობებზე), მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი ბრაუზერი განსაკუთრებულ სიახლეებს არ შეიცავს, მაგრამ არც აღნიშვნის ღირსი სიახლეების ნაკლებობაა.
Opera 10 alpha (compinfo.ge)


ძირითადი სიახლეები შემდეგია:

* ახალ ბრაუზერს ახალი ძრავი ამუშავებს – Opera 10 alpha Presto 2.2–ზე მუშაობს (v9.6x–ები Presto v2.1.x ძრავზე მუშაობენ)
* Presto 2.2 ოპტიმიზირებულია სისწრაფის მხრივ, მწარმოებლის ცნობით, ბრაუზერი 30%–ით უფრო სწრაფი უნდა იყოს კონტენტით გაჯერებულ გვერდებზე (Facebook, Google და ა.შ.)
* ზოგს ალბათ ახსოვს v9.5–ის სპეციალური ბეტა ბილდი სახელად wingogi, რომელიც 100%–ს იღებდა Acid3–ში. სურათზე ხედავთ, რომ ამ ბილდის ვიტამინები უკვე v10–ის შემადგენელი ნაწილია.
* ვერსიაში ჩამატებულია ავტო–განახლების ფუნქცია. დიდად საინტერესო არაფერი, პროგრამა ახალი ვერსიის გამოსვლისას ან შეგატყობინებთ ამ ფაქტს, ან თვითონ ჩამოტვირთავს და დააყენებს განახლებას, ან კი საერთოდ არაფერს გააკეთებს, თქვენი სურვილის შესაბამისად.
* დამატებულია მართლწერის შემმოწმებელი (Spell Checker). ის ავტომატურად ირთვება ყოველ textbox–ზე, გინიშნავთ არასწორად დაწერილ სიტყვებს და გთავაზობთ მათთან ყველაზე ახლოს მდგომ სწორ სიტყვებს, როგორც ყოველი თავმოყვარე მართლწერის შემმოწმებელი. ჯერჯერობით ეს სიამოვნება მხოლოდ ინგლისური ენისთვის ფუნქციონირებს, იმედია, მალე ქართულ ენაზე ნაწერის შემოწმება/შესწორებაც შეგვეძლება.
* დაიხვეწა ჩაშენებული ელ–ფოსტის კლიენტი. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებებია ფორმატირებული ტექსტის მხარდაჭერა რედაქტორში (Rich text editor) და წერილის X დღის შემდეგ წაშლის შესაძლებლობა.
* გამოსწორებულია ვიჯეტების ფუნქციონალობა ლინუქსში.

ბილდი გასაკვირად სტაბილურია, თითქმის იმდენად, რამდენადაც IE7–ის ფინალური ვერსია უნდა ყოფილიყო :) ასე რომ, ჩამოტვირთვა და გატესტვა საშიში ნამდვილად არ არის.

ინსტალერი სასიამოვნოდაა გაფორმებული, ნელ–ნელა ეტყობა პროდუქტს ახალი დიზაინერის ხელი, მომავალში კიდევ მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Opera v10 alpha გამსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ დასაწყისი კარგია და წინ მთელი ბეტა პროცესია, საბოლოო რელიზამდე ბევრი რამის უკეთესობისკენ ცვლილებას უნდა ველოდოთ.

DOWNLOAD // გადაწერე


Информация к новости
  • Просмотров: 3169
  • Автор: admin
  • Дата: 8 სექტემბერი 2010
8 სექტემბერი 2010

მამა გაბრიელის ისტორია

Категория: სტატიები

მამა გაბრიელის ისტორია



ბავშვობა



მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენებაც კი მკაცრად იყო აკრძალული. მამა-ვასილ ურგებაძე კომუნისტი გახლდათ, რომელიც მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ქრისტეს იწამებდა არც მას დაინდობდა და არც შვილებს. ვასილ ურგებაძე მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო მოულოდნელად ავად გამხდარა, მის გადარჩენას არავინ ფიქრობდა მაგრამ მოულოდნელად გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.


სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ



მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში, მიუხედავად სიმკაცრისა გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ უფლის სადიდებლად ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ეკლესიაში კომუნისტების მიერ გადაყრილი ხატები იყო დაბრძანებული, ხელისუფლებამ ის რამდენჯერმე დაანგრია, მაგრამ დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქუჩაზე. 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა, ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი იმიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელმა იმოღვაწევა მცხეთის დედათა მონასტერში.


ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ!!!



მამა გაბრიელი იყო პირველი ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა, ააშენა ეკლესია, 1969 წელს 1 მაისს კომუნისტთა აღლუმის დროს ყველას თვალწინ დაწვა ლენინი12 მეტრიანი სურათი სიტყვებით დიდება უფალ იესო ქრისტეს და არა ამ ძაღლ და სატანა ლენინს. კრემლიდან გაიცა ბრძანება გაუსამართლებლად დაეხვრეტის შესახებ .


ბოლო წლები და ბერის ანდერძი



მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიანის კოშკის შესასვლელში მდებარე გოდოლში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ილია II-მ ბერს არქიმანდრიტობა უბოძა. 1995 წელის 2 ნოემბერს ბერი გარდაიცვალა, იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტერში. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა- ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე მოედინება ზეთი რომელიც კურნავს მრავალ დაავადებას .


მამა გაბრიელის ნაუბა


ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთო ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც. ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს წინასწარმეტყველაბა იმის შესახებ რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.
Информация к новости
  • Просмотров: 3142
  • Автор: admin
  • Дата: 1 სექტემბერი 2010
1 სექტემბერი 2010

მიხეილ სააკაშვილი

Категория: სტატიები

მიხეილ სააკაშვილი


ბიოგრაფია:

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი [დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი] — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში [პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში]. მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი - სანდრა რულოფსი, ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.

ადრეული ბიოგრაფია
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, იმჟამად საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამამისი, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი და ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი იყო. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია და თბილისის სახ. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. 1994 წელს წელს იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციების ესწრება. 1995 წელსვე მან სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. 1995 წელს ნიუ-იორკში იურიდიულ კომპანიაში პრაქტიკაზე ყოფნისას სააკაშვილს უკავშირდება ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით სახელმწიფო სამსახურში მოიწვია. 1995 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჟვანია და სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით პარლამენტის დეპუტატები ხდებიან. პარლამენტში სააკაშვილი ახალი საარჩევნო სისტემის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და არაპოლიტიკური საპოლიციო ინსტიტუტის შექმნაზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2000 წლის იანვარში სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. 2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ამ პერიოდში გატარდა სასამართლოს რეფორმა. 2001 წელს ის ღია კონფრონტაციაზე გამოდის ეკონომიკის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილ, სახელმწიფო მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაური იოსებ ალავიძესთან და მათ კორუფციულ გარიგეგებში ადანაშაულებს. 2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ მას "ამორალურად მიაჩნდა შევარდნაძის მთავრობის წევრად ყოფნა". მისი მტკიცებით კორუფციამ შეაღწია საქართველოს მთავრობის ყველა სექტორში და შევარდნაძეს არ ჰქონდა მასთან გამკლავების სურვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში
მინისტრის პოსტიდან გადადგომისა და მოქალაქეთა კავშირიდან წასვლის შემდეგ 2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი აფუძნებს გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას, მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას, რეფორმისტული პლატფორმით. 2002 წლის ივნისში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად. ამ პოსტზე მას ძლიერი ახალი პლატფორმა შეექმნა, საიდანაც ის მთავრობის კრიტიკას შეძლებდა. 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებული ჰქონდა [რასაც დამოუკიდებელი ეგზიტ-პოლების უჭერდნენ მხარს], და მოუწოდებდა საზოგადოებას შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსულიყვნენ და არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოეცხადებინათ. სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები აერთიანებენ ძალებს შევარდნაძის მთავრობის გადასაყენებლად და არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად. ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ჩატარდა თბილისში ნოემბერში, რომელსაც დაახ. 100.000 ადამიანი დაესწრო. საპროტესტო აქციებში აქტიურობდნენ ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა" და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა თავისუფლების ინსტიტუტი. ორკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა. საგარეო მხადაჭერის გასამყარებლად მიხეილ სააკაშვილმა ლობისტად რენდი შონემანი, მაკკეინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, და დენიელ კუნინი, დაიქირავა. 2004 წლის 24 თებერვალს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები გაერთიანდნენ. ახალ პოლიტიკურ მოძრაობას "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" დაერქვა. მოძრაობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტედად პენსიების გაზრდა და ხელმოკლეთათვის სოციალური დახმარებების გაწევა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწოფო შემოსავლების ზრდა გახდა.

პრეზიდენტობა
2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 96%-ით, რითაც ის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილის საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა გარე მსოფლიოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მას მემკვიდრეობად ერგო მძიმე ეკონომიკური ვითარება და გადაუჭრელი ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში [ე. წ. სამხრეთ ოსეთში]. ამ რეგიონებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა. სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია 2004 წლის 25 იანვარს შედგა. მისი პირველივე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული დროშის შეცვლა გახდა. 26 იანვარს, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ცერემონიაზე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთის გროზნოდან ჩამოსვენების უფლებას იძლეოდა. მანვე გასცა 1993-94 წლებში გამსახურდიას მომხრე 32 პატიმარის გათავისუფლების განკარგულება. მისი პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერი ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა. 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაიქცა. აჭარაში წარმატებით იმედმოცემული სააკაშვილი იწყებს ინტენსიურ მოქმედებას სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში მოსაქცევად. რასაც სეპარატისტულმა მთავრობამ რეგიონის ინტენსიური მილიტარიზაციით უპასუხა. სიტუაცია გამწვავდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა 2004 წლის აგვისტოში, რაც არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად დიდი ხნით გადაუჭრელი დარჩა. 2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა.

ეკონომიკური პოლიტიკა
სააკაშვილი ლიბერალური ეკონომიკის აქტიური მხარდამჭერია და სწამს, რომ სასურველია მთავრობა ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მისი ადმინისტრაციის პერიოდში ქართულმა ეკონომიკამ საგრძნობლად წაიწია წინ, რასაც საგადასახადო კოდექსის გამარტივებასა და განაკვეთების შემცირებას მიაწერენ. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი ქვეყანაში კორუფციის მკვეთრად შემცირება გახდა. ამასთან, 2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით, მაშინ როდესაც ქვეყნის მეზობლები რიგით მე-100-ს სცილდებიან, მსოფლიო ბანკის ამავე რეიტინგის მიხედვით.

საგარეო პოლიტიკა
პრეზიდენტი სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ნატოში გაწევრიანებაა, რაც საქართველოს სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს. ის ასევე დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ინტენსიური დიალოგის მომხრეა. ითვლება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ის ამ კონფლიქტის დიპლომატიური გადაჭრის მომხრე იყო. სააკაშვილმა გააორმაგა ქართული სამხედრო პერსონალის რაოდენობა ერაყში, რითაც კოალიციის ძალების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან ასევე გაზარდა კონტინგენტი კოსოვოსა და ავღანეთში "გლობალური უშიშროების" საქმეში საქართველოს წვლილისთვის. სააკაშვილი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა აშშ-ის ხელმძღვანელობასა და ნატოს სხვა მთავარ ქვეყნებთან.
Информация к новости
  • Просмотров: 3124
  • Автор: admin
  • Дата: 23 აგვისტო 2010
23 აგვისტო 2010

Life like movie (dgiuri.com)

Категория: სტატიები

alt
ხანდახან ცხოვრება უბრალოდ ფილმივითაა.
კადრები, დეტალები, სცენები...

მაკიაჟი + გრიმი.

გარდერობი, სტატისტები, მასოვკა - ვინც გინდა, ყველაა გარშემო.
დამხმარე პერსონალი, კურიერები, ასისტენტები, მზარეულები, ტვირთის მზიდავები, დეკორაციებს ამონტაჟებენ ღიპიანი და ოფლიანი ორკლასდამთავრებული მტვირთავები, ნაშები მაღალ ქუსლებზე და მზის დიდი სათვალეებით, გოგოები კეტებში და უაზრო ფერის ტანსაცმელში, ვიღაც ტიპები, მენეჯერები, იურისტები, ბუღალტრები, მძღოლები და დამლაგებლები - ზოგს კარგად იცნობ და ზოგს არასოდეს ესალმები...

ოპერატორი და რეჟისორი ხარ შენ -დაუმონტაჟებელ, RAW მასალას იწერ:
კამერები - თვალებია შენი (სტერეო გამოსახულება, მილიარდი ფერი)
ჰარდ-დისკი - ტვინია შენი (აბა ფირზე ვინ ჩაწერს ამხელა 3D მასალას)

სცენარისტიც შენ ხარ - Where do you want to go today?

და, რაც მთავარია - ხმის ოპერატორიც შენ ხარ - საუნდთრექის მამა. გინდა დედა.

С песней по жизни!

ცოტა მოწყენილი და დაღლილი უნდა იყო ოღონდ სულ. ეხლა ეგეთი მოდაა. სამსახურში გვიანობამდე უნდა რჩებოდე, მერე ცივ ქალაქში გამოდიოდე და მობუზული იყურებოდე აქეთ-იქით... რომელიმე მიმართულებას ირჩევ და მიდიხარ...

და მუსიკა გესმის - აი ზუსტად ის, რომელიც შენ შეარჩიე ამ მომენტისთვის. რიტმს აყევი, ხელები ჯიბეებში, მობილურის ვიბრაციას არ გრძნობ - რეკოს და იყოს, სიგარეტს უკიდებ, ცივ ჰაერს ისუნთქავ და დაღმართზე ეშვები...

ფიქრობ. არა, არ ფიქრობ, თავში ტვინი არ გაქვს. შენ ხომ თოჯინა ხარ, ხის ნაფოტი, რომელსაც ცხოვრება თავის ბობოქარ ტალღებში ისე ატრიალებს, როგორც მოესურვება... ეს ამათ გონიათ, რომ რამეს აკეთებენ, ჩალიჩობენ - არ იციან...

შენ კი შენთვის მიდიხარ, მხარს გაკრავ - უკაცრავად (წადი შენი...), გაუღიმებ (რას გავს...)
შემთხვევით ვიღაცას აშინებ - დიდხანს როცა მიყვები უკან, გონია, რომ მისდევ და ნაბიჯს უჩქარებს. შენც ერთვები ამ თამაშში და მერე მართლა მისდევ. უკან-უკან იხედება, მართლა ეშინია უკვე, პანიკამდეა მისული და ამ დროს უცბად გადაუხვევ, კაკ რაზ მწვანეა და გადადიხარ ქუჩაზე, პირველივე მაღაზიაში შედიხარ, ყიდულობ...

არ ვიცი რას ყიდულობ, რამეს - ნემსს, ან პიჯაკს. ან ყველს. მძიმეს, ხუტა უფროსს რო ქონდა.

მთავარია მუსიკა არ დამთავრდეს იცი? აი, თუ დამთავრდა, მაშინ ჩერდები. სცენარი ჯერ არ დაგიწერია, ამ მომენტამდე არ მოსულხარ... ახალს გაიხსენებ, ან ჩართავ, და აგრძელებ. ეხლა უკვე ჯეიმსბონდინოლნოლშვიდიანრამეეგეთიყლეპერსონაჟი ხდები და ვითომ სადღაც გარბიხარ, გეჩქარება, ნაბიჯს უმატებ, ჯიბეში ხელი - იარაღს ისინჯავ, აი ისიც, შეამჩნიე, გარბის, დაედევნე, ესროლე...

ტონიმონტანასტიპაჟიც შეგიძლია იყო - შრამი კი გაქვს სახეზე და...

ან მისტერგრიმსდეილი, ან ნეომატრიცაკიანურივზი, ან შურიკასათვალიანიტვინიკოსი, ან სკრიპკა, ან ისზანგიამერიკულიფეხბურთისმოთამაშე (Ты любишь Принца? - როკივისდამაგრადარბის), ან რკინისტერმინატორი (ოღონდრომელიცდნებაის), ან ფროდოანბილბობეგინსი, ან პიტერპენიდაბერებული, ან ლილუდალასმულტიპასსრომელიცჟიმავსისკორბენი, ან მგელირომელიცწითელქუდასტყ...

შენი ცხოვრებაა, და რაც გინდა ის უნდა ქნა - და ის უნდა უქნა, ის უნდა იქნა, ოღონდ არავის არ უნდა მისცე უფლება, შენ გიქნან...

დაიმახსოვრე!
და მუსიკა ჩართე, ს უ ლ ჩ ა რ თ უ ლ ი გ ქ ო ნ დ ე ს - არ დაგავიწყდეს!

თრექი 1 - გზაჯვარედინი ”სიმართლე”
თრექი 2 - Counting Crows "Colorblind"
თრექი 3 - Radiohead - "Videotape"

Информация к новости
  • Просмотров: 4251
  • Автор: admin
  • Дата: 20 აგვისტო 2010
20 აგვისტო 2010

Wiley Microsoft Access 2007 Bible (წიგნი + დისკი)

Категория: სტატიები / tutorials

Wiley Microsoft Access 2007 Bible (წიგნი + დისკი)


გამოშვების წელი: 2007
ავტორი: მიხაილი პ. გროჰ, ჯოზეფ ს. სტოკმენი, კევინ პაუელი, კერი ჰ. პრაგა, მიხაილ პ. ირვინ, ჯენიფერ რეარდონი
ISBN: 978-0-470-04673-9
ფორმატი: PDF
ხარისხი: ელექტრონული წიგნი
გვერდების რაოდენობა: 1416

ამ წიგნის საშუალებით თქვენ შეძლებთ ისწავლოთ Access 2007, ასევე ეს წიგნი გამოადგება როგორც დამწყებებს ასევე ვისაც უნდა ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში.
Информация к новости
  • Просмотров: 1789
  • Автор: admin
  • Дата: 19 აგვისტო 2010
19 აგვისტო 2010

ვამპირი

Категория: სტატიები

ვამპირი


ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები.

თუმცა, ვამიპრები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

ვამპირი (Vampyrum), ძუძუმწოვრების გვარი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებული არიან ტროპიკულ ამერიკასა და დიდი ანტილის კუნძულებზე. გვარში ერთი სახეობაა - დიდი ვამპირი (Vampyrum spectrum). სხეულის სიგრძე 13 სმ აღწევს, ფრთების შლილი - 70 სმ. აქვს დიდი ყურის ნიჟარები, ცხვირზე - დამახასიათებელი, ზემოთ შევიწროებული დანამატი. ღამის ცხოველია. იკვებება მწერებითა და ხილით. ბინადრობს ხშირ ტყეში, ზოგჯერ ადამიანის საცხოვრებელშიც. მიუხედავად სახელწოდებისა, ვამპირი არ მიეკუთვნება სისხლმწოვისებრთა ოჯახს.
Информация к новости
  • Просмотров: 2813
  • Автор: admin
  • Дата: 19 აგვისტო 2010
19 აგვისტო 2010

იცოდით თუ არა რომ. . .

Категория: სტატიები

1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვია

2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ

3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე

4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან

იცოდით თუ არა რომ. . .


5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში (Katherine Hepburn; 1907-2003) 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა
6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს

7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ

9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია

10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება

11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ

12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^