სიახლეები 2015 წელი » გვერდი 7 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 47502
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

ჯოკერის თამაში ინტერნეტში | jokeris tamashi internetshi

Категория: თამაშები/games

 

jokerbros.com/-ონლაინ თამაშები: ჯოკერი, ბურა, ნარდი, დომინო, სეკა... 

mygame.ge/-ონლაინ თამაშები: ჯოკერი, ნარდი, დომინო... 

ka.lichess.org/-ჭადრაკის თამაში ონლაინში

jok.ge/-ონლაინ თამაშები: ჩაძირობანა, ბილიარდი და სხვა... 

gamezer.com/-ბილიარდი, შაჰმატი, შაში და სხვა ონლაინ თამაშები(ინგლისურენოვანი) 

erepublik.com/-ონლაინ თამაში(ვირტუალური სამყარო) 

trophymanager.com/ge/-ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი 

nardionline.net/ge/-ნარდის თამაში, გრძელი და მოკლე ნარდი 

goglimogli.com/-ონლაინ თამაშები 

tamashebi.com.ge/-ონლაინ თამაშები 

tamashi.ge/-ონლაინ თამაშები 

game.gogaggg.com/-ონლაინ თამაშები 

fgames.ge/-ონლაინ თამაშები

games.ge/-ონლაინ თამაშები 

zuma.ge/-ონლაინ თამაშები

fog.ge/-ონლაინ თამაშები

xaxvi.com/-ონლაინ თამაშები

tom.ge/-ონლაინ თამაშები 

a10.com/-ონლაინ თამაშები 

miniclip.com/-ონლაინ თამაშები 

friv.com/-ონლაინ თამაშები

 
Информация к новости
  • Просмотров: 111138
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

თამაშების გადმოწერა | tamashebis gadmowera

Категория: თამაშები/games

Информация к новости
  • Просмотров: 3927
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

ინგლისურ–ქართული ქართულ–ინგლისური ონლაინ ლექსიკონი ლექსიკონები ტრანსლატორი ენციკლოპედია

Категория: ელექტრონული წიგნე

Информация к новости
  • Просмотров: 1389
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

Категория: სტატიები

 
 
დღესდღეობით უცხო ენის შესწავლა აუცილებლობას წარმოადგენს: სამსახურის დაწყებისას ყოველთვის ისმის კითხვა, თუ რამდენ უცხო ენას ფლობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რუსული ენა იმდენად აღარ არის ხმარებაში და შესაბამისად უფრო დიდი მოთხოვნა ინგლისურ ენაზეა.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ენის დაუფლება სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. მაგალითად შეიძლება მას ამისათვის თავისუფალი დრო არ ჰქონდეს, ან ყველაზე მთავარი მიზეზი შეიძლება შესაბამისი ფინანსების არქონა იყოს.

ამ პოსტში მოგაწვდით ინფორმაცის რამდენიმე საიტის შეხახებ, რომელთა დახმარებითაც უფასოდ არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა. ასევე მიგითითებთ რამდენიმე ლექსიკონს, რომელიც დაგჭირდებათ უცხო სიტყვების გასაგებად. მაშ ასე დავიწყოთ:

1. learnenglishზე შესაძლებელია არა მხოლოდ სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა, არამედ შესაძლებელია გრამატიკული ნაწილის სწავლაც. ნორმალურად დაუფლების შემთხვევაში მოცემულია ტესტებიც, რომელთა დახმარებითაც აიმაღლებთ გამოცდილებას ინგლისურ ენაში. საიტის მთავარი დადებითი მხარე გამოთქმის სწავლაცაა, ანუ არის მოცემული გაკვეთილები, რომლებიც გეხმარებათ ინგლისური აქცენტის დახვეწაში. შედით საიტზე და ნახეთ სრული მენიუ, თუ რას გვთავაზობენ მასწავლებლები.

2. ასევე ანალოგიური უფასო საიტი english-at-home, რომელიც გთავაზობთ გრამატიკის და სალაპარაკო ინგლისურის შესწავლას. როგორც პირველ საიტს, ამ საიტსაც ანალოგიური დატვირთვა გააჩნია, თუმცა მე უფრო მეორე მომწონს.

3. ინგლისურის შესწავლის დროს აუცილებელია ლექსიკონის გამოყენება. დამეთანხმებით, რომ დიდი ლექსიკონის მაგიდაზე დადება და მისი ფურცვლა ძალიან დამღლელია. ამისათვის არსებობს ელექტრონული ლექსიკონები. ისეთები როგორებიცაა:

წინადადებების გადასათარგმნად კი გამოიყენეთ Google Translate.

 

Метки к статье: ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

Информация к новости
  • Просмотров: 1963
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე

Категория: სტატიები

 
 
მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაცია ბეჭდურიდან ნელ-ნელა გადადის ელექტრონულ ვერსიაზე, რაც თავის მხრივ ამარტივებს მასზე ხელმისაწვდომობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ გიწევს სახლიდან გასვლა იმ ინფორმაციის მისაღებად რაც საჯაროა, მაგრამ კვლავაც და კვლავაც ინფორმაციის არ ქონის გამო ბევრმა არც იცის მათ შესახებ ან თუ იცის არ იცის როგორ მოიხმაროს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

ამ სტატიაში როგორც მიხვდით ვისაუბრებთ ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღების ელექტრონულ მეთოდებზე, რაც მთავარია ეს მეთოდები არის ლეგალური და მათი გამოყენება არანაირ საფრთხეს შეიცავს არც მომხმარებლისთვის და არც იმ პიროვნებისათვის ვის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება გსურთ.

პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვებისას პირველი, რაც უნდა გავხსნათ ეს არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საჯარო რეესტრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ ფიქსირდება თუ არა უძრავი ქონება იმ ადამიანზე ვის შესახებაც ინფორმაციის შეგროვება გსურთ, ასევე არის თუ არა რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ, ადევს თუ არა საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, ან იმყოფება თუ არა მოვალეთა რეესტრში.

Информация к новости
  • Просмотров: 1351
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

როგორ დავწეროთ CV

Категория: სტატიები

 
CV (Curriculum Vitae) – არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. CV -ს ძირითადად იყენებენ სამუშაოს მაძიებელნი. CV ძალიან გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ იშვიათად მის ნაცვლად იყენებენ რეზიუმესაც.

კარგი CV -ის დაწერა არ არის 2 წუთის საქმე, მითუმეტეს საქართველოში, როდესაც შეიძლება ერთ დღეს ბუღალტრის თანამდებობაზე გზავნიდე CV -ს, ხოლო მეორე დღეს კვალიფიკაციური PR მენეჯერისაზე (არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ და მითუმეტეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს დღეობით მსგავსი სიტუაციაა ).

Метки к статье: როგორ დავწეროთ CV

Информация к новости
  • Просмотров: 5201
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

Категория: სტატიები

ინტერნეტის განვითარებამ მრავალი წარმოუდგენელი იდეა რეალობად აქცია – თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოუდგენელი იყო ჩვენი ნებისმიერი სახის დავალიანებისა თუ ინტერნეტის მეშვეობით დეტალური ინფორმაციის გაგება, დღეისათვის ეს ძალიან მარტივია და ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი (თუნდაც მათთვის, ვინც დამწყების დონეზე მაინც ერკვევა კომპიუტერში ).

კომუნალური გადასახადებისა და სხვა დავალიანებების ნახვა და ამ დავალიანებების დაფარვა (ან დაფარვის ვადების დადგენა) შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, მაგრამ თუ თქვენ არ სარგებლობთ ამ საბანკო პროდუქტით არც ეს წარმოადგენს პრობლემას, არსებობს ისეთი საიტებიც, რომლებიც რეგისტრაციის და სხვა გართულებების გარეშე გიჩვენებენ თქვენს დავალიანებას (და ასევე საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ როგორც დაფარვის ვადები, ასევე დავფაროთ ისინი სახლიდან გაუსვლელად).

ასეთ საიტებს მიეკუთვნება: "საქართველოს ბანკის” – ipay.ge, "ლიბერთი ბანკის” – smartivi.ge, "ნოვა ტექნოლოჯის” – PayBox.ge  და "მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა” – osmp.ge ან gadaixade.ge. თითოეულ მათგანზე თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ (და სურვილისამებრ გადაიხადოთ):

Метки к статье: დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

Информация к новости
  • Просмотров: 93410
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2015
14 აპრილი 2015

ქართული კლავიტურა / qartuli klaviatura

Категория: პროგრამები/soft

ქართული კლავიტურა / qartuli klaviatura


ამ პროგით ყველაფერზე შეგიძლიათ დაწეროთ ქართულად
Информация к новости
  • Просмотров: 1151
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2015
14 აპრილი 2015

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

Категория: ლიტერატურა

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები


კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. მხოლოდ ციხის ბურჯებზე უმატეს გუშაგებს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები. სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიოდა ხან ერთი ამბავი, ხან მეორე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს.
ნაშუადღევს ჩოჩქოლო ატყდა ციხის ეზოში. მეციხოვნეებს ვიღაც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი შეეპყროთ, კარისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, წიხლებს ისროდა, იკბინებოდა და ყვიროდა:
– მეფესთან მიმიშვით, დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!
მეციხოვნეები პირზე ხელს აფარებდნენ, წააქციეს, ზოგი ფეხებში ჩაეჭიდა, ზოგი ხელებში, ასწიეს, ასე წაიღეს. ბიჭი მაინც იბრძოდა და ყვიროდა:
– დიდო მეფეო! დიდო მეფეო!
ამ ჩოჩქოლსა და აურზაურში კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ციხისთავი. მარცხენა ხელი კისერზე ჰქონდა დაკიდებული ქალის მანდილით. მეციხოვნეებმა რომ დაინახეს, გაჩერდნენ, ბიჭი ძირს დასწიეს, ხელი მაინც არ გაუშვიათ.
– რა ამბავია, რა მოხდა? – იკითხა ციხისთავმა.
– მეფესთან მიმიშვითო, დილას აქეთია, აფთარივით უვლის ციხეს. გავაგდეთ, ვცემეთ, მაინც გადმობობღდა გალავანზე, – მიუგო ერთმა მეციხოვნემ.
მიწაზე გულაღმა გაკავებულმა ბიჭმა ამოიბრძოლა, თავი ვერ გაითავისუფლა და დაბლიდან ამოიმუდარა:
– მიმიშვით, თქვენი ჭირიმე, დიდი საქმე მაქვს, ქვეყნისთვის საჭირო საქმე.
ციხისთავმა ვერაფერი თქვა. თვალი კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძნა:
– გაუშვით ხელი!
მეციხოვნეებმა ბიჭს ხელი გაუშვეს. ბიჭი წამოდგა, შარვალი მიიწ-მოიწია, მტვერი ჩამოიბერტყა. ერთმა მეციხოვნემ დაძენძილი ნაბდის ქუდი მიაწოდა.
– სადაური ხარ? – ჰკითხა ციხისთავმა.
– აქაური.
– რომლისა.
– მზევარისა.
– რა გინდა მეფესთან?
– პირადად უნდა მოვახსენო.
– გაჩხრიკეთ.
მეციხოვნეები ეცნენ და ჩხრეკა დაუწყეს. ბიჭი ხელებაწეული იდგა და მოთმინებით იცდიდა.
მარტო ხელისგულისოდენა ქერის ხმიადის ნატეხი და ნივრის ორი კბილი ამოუღეს ჯიბიდან. ისიც მაშინვე დაუბრუნეს.
– წამომყევი.
ბიჭმა ერთხელაც გაისწორა დაძენძილი შარვალი და ციხისთავს გაჰყვა. დაბალი იყო, განიერი, როგორღაც განზე მიჰქონდა მძიმე, დაშაშრული შიშველი ფეხები. გაიარეს გრილი კედლებით შემოზღუდული ლაბირინთი, ავიდნენ კიბეებზე და ერთ კარს მიადგნენ. იმ კარს აქეთ-იქიდან თოფიანი მცველები ედგნენ. ციხისთავმა ბიჭი აქ დატოვა და თვითონ შიგნით შევიდა. გაღებულ კარში ბიჭმა დიდებული იერის მოხუცი დაინახა. გუმანმა უთხრა, მეფე ეს უნდა ყოფილიყო. გაიწია, მაგრამ მცველებმა არ გაუშვეს, თოფები გადაუღობეს.
– გამოატარეთ! – მოისმა ციხისთავის ხმა.
ბიჭი კარში შევიდა. ციხისთავმა მხარზე ხელი მოსდო, ცოტაზე ასე წაჰყვა და მერე გვერდზე გადგა.
რაღაცისათვის ტახტისკენ დახრილი მოხუცი მეფე ბიჭისკენ შემობრუნდა, ნელ-ნელა აიწია, გასწორდა, ბიჭმა სახეში შეხედა, ფეხი აერია, ჩაიჩოქა და ასე, მუხლებზე დაჩოქილი, აცრემლებული წავიდა მეფისკენ. მეფე შეწუხდა, თვითონ წამოვიდა ბიჭისკენ, მხრებში ხელები მოჰკიდა, წამოაყენა. ბიჭი ცდილობდა, მაგრამ ტირილი ვერ შეეკავებინა. მეფემაც რამდენჯერმე უმწეოდ დაახამხამა თვალები, მაგრამ ეს თვალები მიჩვეულნი იყვნენ მსგავს სანახაობებს და სწრაფადვე დაუბრუნეს სიმტკიცე.
– დამშვიდდი, ნურაფრისა გეშინია, შვილო, – თქვა მეფემ წყნარი, ბზარგარეული ხმით.
– მე არაფრისა მეშინია, მეფევ.
– აბა, რა გიჭირს, რამ შეგაწუხა, შვილო?
– თათრები არ უნდა მოგვრეოდნენ, დიდო მეფევ, თათრები ჩვენი მომრევები არ არიან!
მოხუცმა მეფემ შუბლზე ხელის ზურგი აისვა, თითქოს ჩამოწეწილი თმა აიწია მაღლა.
– მდიდრები გღალატობენ, მეფევ! – ბიჭმა ღონივრად შეკუმშული მჯიღი ნიკაპთან მიიტანა, – მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზოები. გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა, შემომხედე, სხვებიც ჩემნაირები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები! ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს. პირიქით, მოგვიხდება კიდეც. გაგვიძეხი, მეფევ, ჩვენ გაგვიძეხი! ასამდე ობოლს, ქვრივ-ოხრის შვილს, კომბლიანებს, მეგამოვიყვან მარტო! გაგვიძეხი, მეფევ, და შენი თვალით ნახავ, ჩვენი მომრევი არავინ არის ქვეყანაზე. შვიდი კომბლიანი აქვე მიცდის ციხის ძირში.
მეფემ კიდევ ერთხელ აისვა შუბზე ხელი და ტახტზე დაჯდა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ხელი ახლა მუხლზე ედო, მოიჭერდა მუხლზე და გაშლიდა, მოიჭერდა და გაშლიდა…
– შეგიძლია, ისინიც მოიყვანო?
– კომბლებიანად?
– კომბლებიანად.
– ეხლავე.
ბიჭი მიბრუნდა და ჯიქური ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ შედგა და აბნეულმა მომოიხედა. თურმე კარს ასცდენოდა. ბედად ციხისთავმა მოუსწრო, – აქეთ, მზევარის ბიჭოო, – და წინ წაუძღვა.
* * *
არ გასულა ნახევარი საათი და ციხისთავი და მზევარის ბიჭი კუშტად გამომზირალ, აჯაგრულ, აფხორილ კომბლებიან ბიჭებს შემოუძღვნენ დარბაზში. ახლა მზევარის ბიჭსაც გატუსული, ბევრი ხმარებისაგან გაპრიალებული, ვეებათავიანი შვინდის კომბალი ეჭირა. ციხისთავმა ამჯერადაც გვერდზე გაიწია და ბიჭებს ანიშნა, აქ გაჩერდითო. ბიჭები შეჯგუფდნენ, ერთმანეთისკენ მიიწივნენ, ერთმანეთის ზურგებს ამოეფარნენ და კომბლები მორიდებით ჩაიყუდეს შიშველ, გაუხეშებულ ფეხებს შორის.
მეფე წამოვიდა, ნელი ნაბიჯით მოახლოვდა და მზევარის ბიჭს ღიმილით ჰკითხა:
– ესენი არიან შენი ულამაზოები?
– ესენი, დიდო მეფევ, ამ კომბლებით, ვისაც გინდათ, იმას გაუმკლავდებიან.
ბიჭები უარესად დაკოხნენ, შეტოკდნენ და ქვეშ-ქვეში გამოიხედეს მეფისკენ. მეფემ ყველა ბიჭს ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან დაიწია, უყურა, უყურა და გულში გამდნარ ტყვიასავით ჩაეღვენთა: „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები…“ ხმამაღლა კი ეს თქვა მშვიდად, დაყვავებით:
– სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო, მაჰმადხანს ერთიანად უნდა ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი. ახლა მდივანი ჩაგწერთ და თქვენ-თქვენს სახლებში წადით. როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ, როცა დრო დადგება, მაშინვე დაგიძახებთ.
– ოღონდ მდიდრების გვერდით არ დავდგებით! – წამოძახა მზევარის ბიჭმა.
– არა, თვენი რაზმი ცალკე იდგება! – მეფემ ხელი მაღლა ასწია.
ციხისთავი წინ წამოვიდა და ბიჭებს ანიშნა, წასვლის დროაო. მზევარის ბიჭმა მისი მკლავის ზემოდან ერთხელ კიდევ დაუძახა მეფეს:
– ჩვენ-ჩვენი კომბლებით უნდა წამოვიდეთ.
– თქვენ-თქვენი კომბლებით, რა თქმა უნდა, – მიუგო მეფემ.
* * *
გაიარეს გადახრილი მზით განათებული ციხის ეზო, გვერდზე გაიყოლეს გრძელ-გრძელი ჩრდილები და მერე ნელ-ნელა ჩავიდნენ ბნელ ლაბირინთში, თითქოს სამუდამოდ ჩაეფარნენ მიწას.
ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთამვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა, – არა, დამძახებელი არა ვარ, მზევარის ბიჭოო, – და თავჩაღუნული, სევდამოწოლილი განაგრძობდა გზას.
მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ეკიდა – გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.

Метки к статье: ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

Информация к новости
  • Просмотров: 2299
  • Автор: admin
  • Дата: 14 აპრილი 2015
14 აპრილი 2015

Final Approach (2007) საბოლოო ცდა Последний Заход

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

Final Approach (2007)  საბოლოო ცდა  Последний Заход


ჯანრი: მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი
წელი: 2007

რეჟისორი: არმან მასტროიანი
როლებში: დინ კეინი, ენტონი მაიკლ ხოლი, ლია ტომპსონი, უილიამ ფორსაიტი
აღწერა: ფედერალური ბიუროს სპეცდანაყოფის მეთაური, ჯეკ ბენდერი, რომელიც მძევალთა გათავისუფლებაზე მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს. რამოდენიმე თვეში კი ის თავად აღმოჩნდა მძევალთა შორის...

Метки к статье: final_approach

Информация к новости
  • Просмотров: 1125
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2015
13 აპრილი 2015

უგულავას დიეტა

Категория: სტატიები

უგულავას დიეტა


გრძელდება 4 კვირას, ჯობია დაიწყოთ ორშაბათს. დღეში 4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება. იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება.
სამი კვირა მეორდება ეს დღეეები:

I დღე - მშიერი:

საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი _ 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100 გრ. შავი პური.
II დღე - ცილები:

საუზმე - 100 გრ. შავი პური, 20 გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100 გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) + ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100 გრ ჰოლანდიური ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100 გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი
III დღე - ბოსტნეული:

საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით ) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ მოხარშული გაროხი
ვახშამი -3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი
IV დღე - განსაკუთრებული:

საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100 გრ ჰოლანდიური ყველი;
სადილი - 100 გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული + 100 გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი;
ვახშამი -1 ჭიქა კეფირი.
V დღე - ცილოვანი:

საუზმე - 100 გრ. შავი პური, 20 გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო);
სადილი - 100 გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) + ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100 გრ ჰოლანდიური ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100 გრ. შავი პური;
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი.
VI დღე - ბოსტნეული:

საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი;
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ მოხარშული გაროხი;
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1 ჭ.ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი.
VII დღე - განსაკუთრებული:

საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100 გრ ჰოლანდიური ყველი;
სადილი - 100 გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული + 100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი;
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი.
IV კვირა:

ორშაბათი -1,5 კგ ვაშლი;
სამშაბათი - 1,5 კგ მოხარშული ქათამი;
ოთხშაბათი - 1,5 კგ კიტრი / პომიდორი;
ხუთშაბათი - 1 კგ მოხარშული ხორცი;
პარასკევი - 0,5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი;
შაბათი - 1 ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, 100 გრ. მოხარშული თევზი;
კვირა- 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1 კგ ჰოლანდიური ყველი.
Информация к новости
  • Просмотров: 2607
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2015
13 აპრილი 2015

gtas kodebi

Категория: თამაშები/games

gtas kodebi


იარაღი, სიცოცხლე და ბრონი


LXGIWYL - იარაღების პირველი პაკი, მოყვარულისთვის
KJKSZPJ - იარაღების მეორე პაკი, პროფესიონალებისათვის
UZUMYMW - იარაღების მესამე პაკი, გიჟებისათვის
ROCKETMAN - ჯეტ-პაკის მიღება
AIYPWZQP - პარაშუტის მიღება
WANRLTW - ულიმიტო ტყვიები, იარაღი გადატენვას არ საჭიროებს
NCSGDAG - Hitman -ს სტატუსი ყველა იარაღში
OUIQDMW -მანქანის ტარების დროს დამიზნებული სროლა
HESOYAM - სიცოცხლე, ბრონი, $250k ფული
BAGUVIX - უკვდავება




პოლიცია, სტატისტიკა, ბანდები

OSRBLHH - პოლიციის აკიდება 2 ვარსკვლავით
ASNAEB - პოლიციის ჩამოშორება
LJSPQK - თქვენ გეძებთ პოლიცია 6 ვარსკვლალი
AEZAKMI - თქვენ არასოდეს გამოგეკიდებათ პოლიცია
MUNASEF - ადრენალინის რეჟიმი
KANGAROO - სუპერ-ნახტომი
IAVENJQ - სუპერ დარტყმა
AEDUWNV - თქვენ არასოდეს არ მოგშივდებათ
CVWKXAM - ულიმიტო ჟანგმადი
BTCDBCB - მსუქანი
KVGYZQK - გამხდარი
JYSDSOD - მაქსიმალურად დაკუნთული
OGXSDAG - მაქსიმალაურად პატივცემული
EHIBXQS - მაქსიმალურად მომხიბლავი


მანქანის მიღება


AIWPRTON - ტანკი - Rhino
CQZIJMB - ძველი სარბოლო მანქანა - Bloodring Banger
JQNTDMH - პატარა ჯიპი - Rancher
PDNEJOH -სარბოლო მანქანა №1 - Racecar
VPJTQWV -სარბოლო მანქანა №2 - Racecar #2
AQTBCODX - კატაფალკა - Romero
KRIJEBR - ლიმუზინი - Stretch
UBHYZHQ - ნაგვის მანქანა - Trashmaster
RZHSUEW - გოლფის სათამაშო მანქანა - Caddy
JUMPJET - გამანადგურებელი - Hydra
KGGGDKP - მანქანა ამფიბია დადის წყალშიც და მიწაზეც - Vortex Hovercraft
OHDUDE - სამხედრო ვერთმფრენი - Hunter
AKJJYGLC - კვადროციკლიКвадроцикл - Quad
AMOMHRER - სატვირთო ნავთობით - Tanker Truck
EEGCYXT - ბულდოზერი - Dozer
URKQSRK - თვითმფრინავი - Stunt Plane
AGBDLCID - დიდი ჯიპი - Monster
MROEMZH - ყველგან ბანდის წევრები დადიან
BIFBUZZ - ბანდები აკონტროლებენ ქუჩებს

ტრანსპორტი


CPKTNWT - ყველამანქანის აფეთქება
XICWMD - უხილავი მანქანა
PGGOMOY - იდეალური ტარება
ZEIIVG - მწვანე შუქი ყველგან
YLTEICZ - აგრესიული მძღოლები
LLQPFBN - ვარდისფერი მანქანები
IOWDLAC - შავი მანქანები
AFSNMSMW - წყლის ტრანსპორტი - დაფრინავს
BGKGTJH - იაფასიანი მანქანები
GUSNHDE - სწრაფი მანქანები
RIPAZHA - მანქანები დაფრინავენ
JHJOECW - დიდი ნახტომი
JCNRUAD - დიდი აფეთქება
COXEFGU - ყველა მანქანას აქვს ნიტრო (ტურბო)
BSXSGGC -მანქანები უკან მიფრინავენ დაჯახებისას
THGLOJ - ნაკლები მანქანა
FVTMNBZ - გზებზე მხოლოდ სასოფლო მანქანებია
VKYPQCF - ყველა ტაქსში ნიტროა (ტურბო)
VQIMAHA - მაქსიმალურად კარგად ატარებთ ტრასპორტს ( ყველას)

თამაშის პროცესი


AJLOJYQY - ადამიანები ერთამეთს ცემენ
BAGOWPG - თქვენზე მიმდინარეობს ნადირობა
FOOOXFT - ყველა შეიარაღებულია
SZCMAWO - თვითმკვლელობა
BLUESUEDESHOES - ყველგან ელვისია.
BGLUAWML - ყველა თქვენ მუხით დაგზდევთ
CIKGCGX - ყველა ბიკინებში
AFPHULTL - სამურაი
BEKKNQV - სუსტი ყოფაქცევის ქალების მიზიდვა
IOJUFZN - რევულიციის რეჟიმი
PRIEBJ - - საგიჟეთი
SJMAHPE - ნებისმიერის დაქირავება (9mm)
BMTPWHR - ყველა სოფლიდანაა ჩამოსული
ZSOXFSQ - ნებისმიერის დაქირავება (Rockets)

ამინდი და დრო


AFZLLQLL - კარგი ამინდი
ICIKPYH - კარგი ამინდი, ძალიან მზიანი
ALNSFMZO -მოღრუბლულობა
AUIFRVQS -წვიმა
CFVFGMJ - ბურუსი
MGHXYRM - ჭექა-ქუხილი
CWJXUOC - მტვრიანი ამინდი
YSOHNUL - დროის აჩქარება
PPGWJHT - თამაშის აჩქარება
LIYOAAY - თამაშის შენელება
XJVSNAJ - ყოველთვის ღამეა
OFVIAC - დილი 21:00 საათი
Информация к новости
  • Просмотров: 1015
  • Автор: sami425
  • Дата: 13 აპრილი 2015
13 აპრილი 2015

Beach Files - Edition Miami (2015)

Категория: მუსიკა/music

Beach Files - Edition Miami (2015)
VA - Beach Files - Edition Miami - 2015
House | MP3 | 320 Kbps | 153 mb
Информация к новости
  • Просмотров: 5503
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2015
13 აპრილი 2015

shavi jetias kodebi // ზანგი ჯეტიას კოდები

Категория: თამაშები/games

shavi jetias kodebi //  ზანგი ჯეტიას კოდები
Информация к новости
  • Просмотров: 1049
  • Автор: sami425
  • Дата: 1 აპრილი 2015
1 აპრილი 2015

Top 50 Trance & House Songs (2015)

Категория: მუსიკა/music

Top 50 Trance & House Songs (2015)
VA - Top 50 Trance & House Songs - 2015
Trance/House | MP3 | 320 Kbps | 794 mb

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^