სტატიები » გვერდი 7 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 1714
  • Автор: lockerz
  • Дата: 16 თებერვალი 2011
16 თებერვალი 2011

იცით თუ არა რომ?

Категория: სტატიები

იცით თუ არა რომ?

) კევის ღეჭვა ხახვის გაფცქვნის პარალელურად, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ცრემლებს.

2) SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”

3) ქოლგეითს ქონდა დიდი პრობლემა კბილის პასტის გაყიდვასთან დაკავშირებით ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში, რადგან ესპანურად ქოლგეითი ნიშნავს: "წადი და ჩამოკარი შენთვითონ"

4) მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!

დანარჩენი სრულად!
Информация к новости
  • Просмотров: 1994
  • Автор: admin
  • Дата: 11 თებერვალი 2011
11 თებერვალი 2011

Excel 2007 Video Tutorial - ВИДЕОКУРС EXCEL 2007 ДЛЯ НАЧИНАЮЩИХ (2008/RUS)

Категория: სტატიები / tutorials

Excel 2007 Video Tutorial - ВИДЕОКУРС EXCEL 2007 ДЛЯ НАЧИНАЮЩИХ (2008/RUS)


Если Вы желаете изучить самостоятельно или объяснить и показать кому-то, что такое Excel 2007, этот видеокурс, безусловно, будет отличным подспорьем для Вас.

Microsoft Office Excel 2007 является, без сомнения, самой популярной программой для проведения расчетов и анализа данных.
Уникальная инновационная авторская методика, делающая упор на доступное, конкретное и понятное изложение материала, является залогом эффективного обучения! Теперь каждый сможет эффективно добиться результата благодаря этому замечательному мультимедийному курсу.

Темы уроков:
1. Знакомство с программой.
2. Операции над файлами.
3. Ввод и редактирование данных.
4. Работа с буфером обмена.
5. Автозаполнение.
6. Форматы данных.
7. Форматы чисел.
8. Форматирование строк и столбцов.
9. Форматирование ячеек.
10. Ввод формул. Функции.
11. Автосумма. Максимум и минимум.
12. Мастер функций.
13. Построение диаграмм.
14. Настройка диаграмм.
Информация к новости
  • Просмотров: 1932
  • Автор: admin
  • Дата: 4 თებერვალი 2011
4 თებერვალი 2011

პატარა თავგადასავალი (tatsson.log.ge)

Категория: სტატიები

პატარა თავგადასავალი (tatsson.log.ge)


საინტერესო ქვეყანაა საქართველო. პატარა კოხტა და მრავალფეროვანი, ვიცი რომ გაცვეთილი სიტყვებია მაგრამ მასე და რა ვქნა, მიდიხარ, მიდიხარ და უყურებ ველებს, მთებს, მთის ძირებში შეფენილ სოფლებს და ხვდები, ძალიან ბედნიერი ხარ აქ რომ დაიბადე... გავიწყდება პოლიტიკაც, თბილისური საცობებიც, სამსახურის საქმეებიც, გაძვირებული ბენზინიც და სხვა პრობლემებიც, წარმოიდგენ როგორი იყო ეს მინდვრები ადრე, მაშინ როდესაც არც ავტობანი იყო და არც მანქანები, წარმოიდგენ და წარმოგიდგება თვალწინ დიდი მინდორი რომელზეც სამი ან ოთხი მხედარი მაიჭენებს ცხენებს, თითქოს ხედავ კიდევაც მათ იქ სადღაც...

Информация к новости
  • Просмотров: 1819
  • Автор: admin
  • Дата: 2 თებერვალი 2011
2 თებერვალი 2011

მერსედესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე...

Категория: სტატიები

მერსედესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე...


როგორც ჩანს, „ძრავისტები“ თავიანთი ცდებით შენაერთების დამზადების ხარისხის ამაღლების სფეროში „ტექნიკურ ზღვარს“ მიადგნენ. ასე, რომ გამონაბოლქვში ტოქსიკური ნივთიერებების დონის დაწევის საკითხი უკვე ქიმიკოსებზეღაა დამოკიდებული.

მაინც რაში სჭირდება დიზელის ძრავს სისტემა - Bluetec ...

Информация к новости
  • Просмотров: 2410
  • Автор: admin
  • Дата: 27 იანვარი 2011
27 იანვარი 2011

კლავიატურის კომბინაციები

Категория: სტატიები / tutorials

კლავიატურის კომბინაციები


Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტi შეიძlება იყოს, დისკი ფაილი, პაპკა).


Alt + F4 — ხურავს აქტიურ ფანჯარას. თუ აქტიური ფანჯრები არ არის მაშინ იძახებს Windows-ის დახურვის მენიუს ფანჯარას.

Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა

Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს.

Alt + Tab — აქტიურ პროგრამებს შორის გადართვა.

Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ).

Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება.

Ctrl + A — ყველაფრის მონიშვნა.

Ctrl + C — მონიშნული ობიექტის ან ტექსტის კოპირება.

Ctrl + V — დამახსოვრებულის ჩასმა.

Ctrl + X — მონიშნულის ამოჭრა და მეხსიერებაში დამახსოვრება.

Ctrl + Z — ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება.

Delete — მონიშნული ობიექტის ან ტექსტის წაშლა.

Ctrl + Esc, ან Win — მენიუ Start-ის გამოძახება.

Ctrl + Esc, ან Esc — თუ უკვე გამოძახებული გაქვთ მენიუ Start და დააჭერთ ამ კომბინაციას, მაშინ მენიუ დაიხურება, მაგრამ ღილაკი Start დარჩება აქტიური.

Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut).

F1, Win + F1 — შველის/დახმარების გამოძახება.

F10 — აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს.

F2 — მონიშნული ობიექტის სახელის გადარქმევა.

F3 — ძიება.

F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა.

F5 — განახლება.

F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა.

Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე.

Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი.

Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties).

Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას.

Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება.

Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება.

Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება.

Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება.

Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა.

Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.
Информация к новости
  • Просмотров: 2167
  • Автор: admin
  • Дата: 3 იანვარი 2011
3 იანვარი 2011

სადღეგრძელოები

Категория: სტატიები

სადღეგრძელოები


ამ ჭიქით ჩევნ ოთხ “ჩ”-ს გაუმარჯოს (ჩვენს,ჩუმ,,ჩატლახურ ჩანაფიქრებს)

ბალიშს გაუმარჯოს იმ ბალიშს რომელიც ყოველ ღამე შენ დარდებს იტევს

გოგო შეყვარებული თხოვს ბიჭს თუ გიყვარვარ დედაშენის გული მომიტანეო მიცა ბიჭი ამოთხრის დედამისს გულს და მიაქვს გზაში წაიქცევა დედა გამოეცხადება და შვილო რა იყო რამე ხო არ გეტკინაო ჰოდა მაგ დედას გაუმარჯოს

ვიღაცას რო ლოცავ- შენი კუბო შენივე დარგული მუხისგან დაემზადებინოტო ( ეს სადღეგრძელო რო თქვათ შეიძლება არასწორად გაიგონ მაგრამ აზრი იმაშია რო მუხა საკუბოვედ რო გამოდგეს 500 წლის მაინც უნდა იყოს)

ერთი ჩვეულებირივი ოჯახი იყო ძველად… სახლში დედაშვილი ცხოვრობდა.. დედამ შეამჩნია რომ თავისი შვილი კარგად არ იქცეოდა და ასეთი რამ უთხრა.. “შვილო, ამიერიდან რამდენ ცუდ საქციელს (ცოდვას) ჩაიდენ.. იმდენი ლურსმანი მიაჭედე იმ დიდ მუხასო.. შვილმაც დაუჯერა და ასე მოიქცა… დროთა განმავლობაში გამრავლდა ეს ლურსმები მუხის ხეზე.. დედა დანაღვლიანდა, ამის შემხედვარე შვილიც მიხვდა თავის დანაშაულს.. ახლა დედამ უთხრა რომ რამდენ კარგ საქციელსაც ჩაიდენო იმდენი ლურსმანი უკან ამოაძრე ხიდანო… რამოდენიმე ხნის შემდეგ შვილმა თავისი კეთილი ქმედებებით ყველა ლურსმანი ამოიღო… და როცა განთავისუფლდა მუხის ხე… მას დიდი ნაიარევი დარჩა… მოდით მიჭებო ისე გვეცხოვროს რომ დედის გულზე ერთი ნაიარევიც არ გაგვეჩინოს….

იცით რას გაუმარჯოს?……
რაც არ გაგვიკეთებია და გვინატრია…….
რაც გაგვიკეთებია და გვინანია……….
რისი გაკეთებაც გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალზედ გვიანია. . .

იმ ცოლ ქმარს გაუმარჯოს ერთ ლოგინში რო წვანან და ორივე **ეზე ფიქრობს
ანუ ერთი ბო*ი მეორე პიდარასტი (ეს ბოლო წვეთი რომ არის ჩარჩენილი ლუდში ისე)

ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.რომელიც მეორეზე არ გაფიქრებინებს და ეს იმ მეორე სიყვარულს გაუმარჯოს,რომელიც პირველს დაგავიწყებს

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

სადღეგრძელო კი არა ეს სიტუაცია მაგარია

-ერთ ჭიქას დავლევ მარტოო….მეტს ვერაა..ღვიძლიი მაწუხებს.. (ან რამეე რავი.. :lol2: )
-შე კაცო,ერთი ჭიქა რაა არი?! ორი ფეხით ხარ მოსულიი დაა…
მესამე ჭიქაზე:
-სამობითაა ღმერთი,არ შეიძლება ორზე გაჩერება..
მეოთხე:
-ოთხი სახარება,ოთხი გახარება..
მეხუთეს პრინციპში აღარ ჭირდება დაძალებაა…თავისით მიდის მერე… :D

წყარო:ქართული ფორუმები.
Информация к новости
  • Просмотров: 1683
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2011
1 იანვარი 2011

იზაბელ კარო ანორექსიით გარდაიცვალა

Категория: სტატიები

იზაბელ კარო ანორექსიით გარდაიცვალა

ფრანგი მოდელი იზაბელ კარო 28 წლის ასაკში ანორექსიით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მისმა მეგობრებმა დაადასტურეს. შვეიცარიელმა მომღერალმა ვინსენტ ბიგლერმა, რომელმაც კაროსთან ერთად სიმღერა ჩაწერა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოდელი 17 ნოემბერს გარდაიცვალა, აქამდე კი ის მკურნალობის კურსს გადიოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ბიგლერისთვის უცნობია, გაუგებარია ასევე, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია ასე დაგვიანებით.

იზაბელ კარო ანორექსიით გარდაიცვალა

2007 წელს იზაბელ კარო შიშველ ფოტოსესიაში გადაიღეს. აქციის მიზანი იმ რისკის დემონსტრირება იყო, რომელიც კვების უკმარისობას უკავშირდება. შიმშილობას ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც წონაში დაკლება და სამოდელო ბიზნესში წარმატების მიღწევა სურთ, ხშირად მიმართავენ. ფოტოსესია იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ ეს სოციალური რეკლამა ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს.

იზაბელ კარო ანორექსიით გარდაიცვალა

165 სმ სიმაღლის კარო სულ 32 კგ-ს იწონიდა. "ვიფიქრე, რომ ეს აქცია ადამიანებისთვის ჩემი სათქმელის გაზიარებაში დამეხმარებოდა, - აცხადებდა მაშინ მოდელი, - გონივრულია, ადამიანებს დაანახო, რას წარმოადგენს სინამდვილეში სიგამხდრე და რა საფრთხეს შეიცავს ის. ეს საფრთხე სიკვდილია".

ანორექსიამდე და ანორექსიის შემდეგ


იზაბელ კარო ანორექსიით გარდაიცვალა
Информация к новости
  • Просмотров: 1527
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2011
1 იანვარი 2011

2011 - დიდი ფილმების წელი

Категория: სტატიები

პირველ რიგში ალბათ ყველა ელოდება გვინეტ პელტროუს ახალ ფილმს "Country Strong" რომელიც 7 იანვარს გამოვა.ფილმში ასევე იქნება "Gossip Girl"-ის ვარსკვლავი ლეიტონ მისტერი.








ასევე გამოდის ფილმი სახელწოდებით “Just Go With It” რომელსიც თამაშობენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები როგერებიცაა : ადამ სენდლერი,ჯენიფერ ენისტონი,ბრუკლინ დეკერი.ფილმი 11 თებერვალს გამოჩნდება ეკრანებზე.







14 იანვარს კი გამოდის ფილმი “Green Hornet” რომელშიც თამაშობენ სეთ როჯერი და კამერონ დიასი .




ჯასტინ ბიბერის ფანები და არამარტო ფანები ელოდებიან მის ახალ ფილმს “Never Say Never”.








სხვა ფილმებიდან აღსანისნავია ჯონი დეპის "Pirates of the Caribbean: On Stranger Tides",,ვანესა ჰაჯენსის “Beauty and the Beast”,ბრედლი კუპერის "Limitless",რაიან ფილიპსის “The Lincoln Lawyer”.









Информация к новости
  • Просмотров: 1538
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2011
1 იანვარი 2011

ანდრეა ბოჩელი

Категория: სტატიები

ანდრეა ბოჩელი
ცხოვრება და შემოქმედება


''მე ვიცი მხოლოდ 1 რამ: ღმერთმა იმისთვის დამასაჩუქრა ხმით, რომ ჩემი გრძნობები სიმღერით გადმოვცე''

ანდრეა ბოჩელი

''ანდრეა დაიბადა 1958 წლის 22 სექტემბერს ხუთის 10 წუთზე, წონით 3 კილოგრამი და 600 გრამი-დედის და მამის გასახარებლად'' -წერია პატარა წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ფაქტები ანდრეას ბავშვობის შესახებ.ანდეას არ ახსოვს საკუთარი ცხოვრება მუსიკისადმი სიყვარულის გარეშე.ბავშვობა მან პატარა ფერმაში გაატარა, სოფელ ტოსკანაში.6 წლისას ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა,შემდგე კი ფლეიტაზე და საქსოფონზე.12 წლისას უბედური შემთხვევის შემდეგ მხედველობა დაკარგა.ანდრეას პირველი კუმირები იყვნენ:დელ მონაკო,ფრანკო კორელი, ჯილი.ოპერით გატაცებული ანდრეას ერთადერთი ოცნება იყო, რომ გამხდარიყო ცნობილი ტენორი.მან რამოდენიმე კონკურსიც კი მოიგო.მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მის ოცნებებს ''ბზარი გაუჩნდათ'', საბოლოოდ კი ის პირისპირ დარჩა მწარე რეალობასთან.

1980წელი -ადრეა პიზაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უნივერსიტეტი დაამთავრებინა და ადვოკატის დიპლომი მიეღო. მიუხედავად ამისა, მას სიამოვნებდა სხვადასხვა საზოგადო დაღესებულებში სიმღერა, დაკვრა...დროდადრო ის ცდილობდა ოცნება რეალობად გადაექცია და ოპერის არიებს ასრულებდა.მოგვიანებით ანდრეამ შეიტყო, რომ ქალქაში მისი კუმირი-ფრანკო კორელი ჩამოვიდა.მან გებდა და მივიდა ფრანკოსთან. ფრანკოს ძალიან მოეწონა ანდრეას ბუნებრივად ლამაზი ხმა და ახალგაზრდა მომღერალი მოსწავლედ აიყვანა.ანდრეამ ადვოკატობას თავი დაანება.დილით ის სხვადასხვა ბარებში უკრავა, ხოლო საღამოს საყვარელ კუმირთან მეცადინეობდა.

1992წელი -იტალიელი როკ ვარსკლავი Zucchero ეძებდა ტენორს, რათა ჩაეწერა სიმღერა ''Miserere''-ს დემო ვერსია,რომელიც ცნობილ ლუჩანო პავაროტსითან ერთად უნდა შეესრულებინა. კასტინგზე მოვიდა ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბარებში მღეროდა და დაანახა იქ მყოფთ შესრულების არაჩვეულებრივი ტექნიკა და ლამააზი ხმა.ანდრეა პავაროტის აჩვენეს. მომღერალი გაოცნებული დარჩა.

1993წელი-კატერინა ზუგარმა, ლეიბლ ''ზუგარის'' დერექტორმა,სადღაც მოისმინა სიმღერა ''Nessun dorma'' ანდრეას შესრულებით და საბოლოოდ დარწმუნდა რომ მისი ნიჭი ყველამ უნდა დაინახოს.კატერინამ შესთავაზა ანდრეას, რომ მოსულიყო მის სტუდიაში და რომ ჩაეწერათ სიმღერა სახელით ''ll mare calmo della sera''.

1994წელი-მისი დებიუტი მუსიკალურ ფესტვიალზე სან რემოში ძალიან წარმატებული იყო.ანდრეამ მიიღო ყველაზე დიდი შეფაება ფესტივალის ისტორიაში, ნომიანაციაში ''ახალი შემსრულებელი'' სიმღერა ''ll mare calmo della sera''-მ ყველა აღაფრთოვანა.იმავე წელს ლუჩანო პავაროტიმ პირადად დაპატიჟა ის თავის კონცერტზე.ანდრეამ პავაროტისთან ერთად იმღერა.კონცერტში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ბრაიან ადამსი,ანდრეაც ვოლვადერი,ნენსი გუსტაფონი და ჯორჯია.

1995წელი-ის მღეროდა ნიდერლანდებში,ბელგიაში, გერმანიაში,ეპანეთში და საფრანგეთში დუეტში ისეთ მომღერლებთან როგორიცაა:ალი ჯარო,ბრაიან ფერრი,როჯერ ხოჯსონი,ჯონ მაიზლი, ასევე სიმფონიურ ორკესტრთან.450 000 ადამიანი დაესწრო მის კონცერტს.მეორე ალბომი ''Bocelli'' მოხვდა ბელგიის,ჰოლანდიის და გერმანიის ჩარტებში. ალბომმა 6-ჯერ მიიღო ''პლატინის'' წოდება ბელგიაში,2-ჯერ იტალიაში,4 ჯერ გერმანიაში. სიმღერა ''con te partio''-მ ფრანგული ჰიტ პარადის ლიდერი იყო 6 კვირა.ბელგიაში სიმღერა ისტორიის ყველაზე დიდი ჰიტი გახდა, რომელიც ჰიტ პარადის პირველ ადგილზე 12 კვირა იყო.

ანდრეა ბოჩელი

მესამე დისკმა ''Romanza''-მ უდიდესი წარმატება ჰპოვა. სიმღერამ ''Time To Say Today''-მ ჩარტების პირველ ადგილზე მოხვდა და იქ 14 კვირა გაჩერდა.საფრანგეთში ალბომის 1 000 000 ექზემპლარი გაიყიდა.ალბომმა ''წლის საუკეთესო ალბომის'' წოდება მიიღო ნიდერლანდებში,ბელგიაში,შვეიცარიაში და საფრანგეთში.დიდი ბრიტანეთში,სადაც ანდრეას აქამდე არავინ იცნობდა, ახალი ალბომის წყალობით ყველამ გაიცნო.
როდესაც იტალიაში გამოვიდა მეოთხე ალბომი ''Viaggo Italiano'' , რამოდენიმე თვეში მისი 300 000 ექზემპლარი გაიყიდა.ეს ფირფიტა წარმოადგენს ცნობილი ოპერის არიების და იტალიური ჰაგნების შენარევს.

ანდრეა ბოჩელი

იმის მიუხედავად, რომ ანდრეას მთავარი საქმიანობა მუსიკაა, მას ბევრი სხვა გატაცება აქვს.ჯერ კიდევ ბავშვობაში,სკოლიდან დაბრუნებული ცხენებთან ატარებდა დროს.ანდრეას ძალიან უყვარს ცხოველები.სიმბრმავეს ხელი არ შეუშლია მისთვსი იმაში,რომ გამხდარიყო არაჩვეულებრივი მხედარი,ესწავლა ჭადრაკის თამაში და ციგურებზე სრიალი.
Информация к новости
  • Просмотров: 1946
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2011
1 იანვარი 2011

კურდღლის 2011 წელი

Категория: სტატიები

2011 წელი კურდღის წელი იქნება. 2011 წლის კურდღელი 2010 წლის ვეფხვს 3 თებერვალს ჩაანაცვლებს ჩინური ზოდიაკით.
უ-სინის მიხედვით 2011 წლის კურდღელი მეტალის ფაზაში იქნება

მცირედი ცნობა უ-სინიზე (2011 - მეტალის ფაზა)


Wu Xing (უ-სინი) იაპონური ფილოსოფიის საფუძველია, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინაში, ფენ შუიში,
ასტროლოგიაში, ნუმერალოგიაში, მიწათმოქმედებაში, საბრძოლო ხელოვნებაში, სტატეგიულ დაგეგმარებაში, მუსიკაში...

ხე | ცეცხლი | მიწა | მეტალი | წყალი


კურდღლის 2011 წელი


5 ფაზა არსებობს, სტიქია, მოქმედება
ამ წრებრუნვით და მიზნით:

ურთიერთწარმოქმნა:
ხე ასაზრდოებს ცეცხლს
ცეცხლი წარმოქმნის დედამიწას/მიწას (ვულკანურად)
დედამიწა გამომუშავებს მეტალს
მეტალი აკონდენსირებს წყალს
წყალი კვებავს ხეს

ურთიერთშთანთქმა:
ასევე ხე შთანთქავს წყალს
წყალი ჟანგავს მეტალს/ლითონს
ლითონი დედამიწის წიაღშია
მიწა ახშობს ცეცხლს
ცეცხლი წვავს ხეს


კურდღის წლები იყო: 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999 და 2011...

აქედან მეტალის ფაზა იყო: 1951 (2011)
ამ წლის ბაჭია უფრო აქტიურია ბიზნესში თუ რომანტიულ ურთიერთობებში
მეტალის სიმტკიცე ხალხს უფრო შემართებულს, ამბიციურს და თვითკმაყოფილს ხდის


წყლის ფაზა: 1903, 1963 - ყველანაირად ცდილობენ წყალივით აუარონ გვერდი კონფლიქტს
ხის ფაზა: 1915, 1975 - მათი უმთავრესი ამოცანაა დაეხმარონ სხვებს, გაამხიარულონ და გააბედნიერონ
ცეცხლის ფაზა: 1927, 1975 - ნაპერწკალი დაემატა მათ პიროვნებას, ეძებენ ახალ თავგადასავლებს, თუმცა უფრო გაღიზიანებულები არიან
მიწის ფაზა: 1939, 1999 - რეალისტები, გულღია პიროვნებები, ისწრაფიან სახლისკენ და მატერიალური კეთილდღეობისთვის

ზოგადად კურდღის დასახასიათებლად ეს ყოველი ფაზა ყურადღებამისაქცევია

კურდღლის 2011 წელი


კურდღის წლის - ჩინური ზოდიაქის დახასიათება, გავლენა



კურდღელი ჩინური ზოდიაქის მე-4 ნიშანია (12 ცხოველური ნიშნიდან)
კურდღელი იღბლიანობის ნიშანია

კურდღის წელში დაბადებულები კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნებები არიან.
თუმცა ასევე სჭირდებათ მათი კუთვნილი მყუდრო ადგილი (სორო)

ჩინური ტრადიციის მიხედვით კურდღელს მოაქვს მშვიდი წელი. ეს არის მოლაპარაკებების დრო, არანაირი კომფლიქტი.
კურდღლის წელი ტრადიციულად ასოცირდება ოჯახურ სიმყუდროვესთან, ფოკუსირება სახლზე, ოჯახზე, უსაფრთხოებაზე,
მეგობრულ გარემოზე და ცხოვრების მშვიდ სტილზე


კურდღის წელი, რადგან ოჯახური იდილიის წელია ეს საუკეთესო პერიოდია ოჯახის შესაქმნელად და მის გასაფართოვებლად
2011 წელი, როგორც კურდღლის წელი ნამდვილი საჩუქარია პატარა ბავშვებისთვის. მთელი ყურადღება მათ მოფერებას დაეთმობა,
შესაძლოა ზედმეტადაც კი გაანებივრონ. მოზარდები კი ძალიან ემოციურები გახდებიან, აუცილებელია კარგი დამოკიდებულება მშობელ დედასთან

შესაძლოა მცირე დეპრესიულობა კურდღის წელში, მაგრამ დაეყრდენით ოჯახის წევრებს და მეგობრებს

კურდღლის წელიწადში დაბადებულების აღწერა


კურდღლის წელში დაბადებულები არჩევენ კარიერას და პირად ცხოვრებას და ორივეგან საოცრად მოსწრებულები არიან,
თუმცა კი პირად ცხოვრებას მეტად აფასებენ: საოცრად გასცემენ სიყვარულს და სითბოს
მოჭარბებულად გამოხატავენ თავიანთ ემოციას შემოქმედებაში

კურდღლის აღწერა ასე შეიძლება: მშვიდი, ნაზი, ბრძენი, თავაზიანი, საოცრად მიზანდასახული და მოდური
მუდამ ცდილობს ყოველივე საუკეთესო მოიპოვოს მისი ოჯახისთვის

ხასიათის ნიშნები: ქარიზმატული, დაფიქრებული, სტაბილური. ხშირად დამოკიდებულნი არიან თავიანთ ახლო მეგობრებზე
თუ ბიზნეს პარტნიორებზე. ადვილად შედიან კონტაქტში და გულღია პიროვნებები არიან.

არიან კარგი მოჭადრაკეები - სტრატეგიულ წინსვლას უთავსებენ სიამოვნებას
ასევე კარგი მასწავლებლები, კონსულტანტები. არიან რომანტიულები და ერთგულები.
თუკი მოიწყვეს მცირე კერა, მას ისე გააღვივებენ, რომ არასდროს დატოვებენ.
საოცრად გრძნობენ საფრთხეს და საჭიროების შემთხვევაში თავსაც დროულად უშველის და გარშემომყოფთაც

საერთო ცნობები


2011 წელი უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე 2010 - ვეფხვის წელი

ამ წელიწადში მსოფლიო ქვეყნები უფრო საკუთარი ერის ნიჭის გამოხატვას შეეცდებიან ვიდრე ერთმანეთთან ბრძოლას,
ახალი ხელოვნების ტალღა იგეგმება და შემოქმედებითი ბიზნესის განვითარება

კურდღელი კარგად მეგობრობს ცხვართან, ძაღლთან და ღორთად (ამ წლებში დაბადებულებთან)

ფერი: თეთრი, მწვანე
ქვები: კრისტალები, მარგალიტი, ზურმუხტი
თავშესაქცევი: წიგნები, კულინარია, ბაღის მოვლა, ლაშქრობა, მეგობრებთან ჭორაობა


იხილეთ სრული მიმოხილვა: usbridalguide.com/special/chine...opes/Rabbit.htm

გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს ბედნირებას, ჯანმრთელობას და სიმყუდროვეს - რასაც ბაჭია გვპირდება


2010 - ვეფხვის წელი > 2011 - კურდღლის (კატის) წელი > 2012 დრაკონის წელი


ამჟამად კი თებერვლამდე მიმდინარე ვეფხვის წელია. გახსოვდეთ, რომ კურდღელი ძალზედ მეგობრულია,
ვეფხვი კი ფიხცი და პატივისცემითა და მოწიწებით მოპყრობას ითხოვს. ამიტომაც ჯერ ნუ გამოვემშვიდობებით მას

კურდღლის 2011 წელი


კურდღლის წელი კი ხშირად კატის წლად მოიხსენიებოდა. რადგან ვიეტნამურ კალენდარში კურდღელი კატით ჩაანაცვლეს,
ამიტომაც შესაძლოა გაიგონოთ "კატის წელში დავიბადე" რეალურად - ტრადიციული კალენდრით კი მას კურდღლის წელი შეესაბამება

კურდღლის 2011 წელი

Информация к новости
  • Просмотров: 1661
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2011
1 იანვარი 2011

ოთარ ნემსაძე - ჯეოსტარი 2010

Категория: სტატიები

ოთარ ნემსაძე - ჯეოსტარი 2010


მაყურებელს ბოლო წუთამდე შეეძლო თავის რჩეულისთვის ხმის მიცემა. საბოლოოდ ორ ფინალისტს,
სოფო გელოვანსა და ოთარ ნემსაძეს შორის, ძლიერი სქესის წარმომადგენელმა იმარჯვა.

ჯეოსტარის ფინალში ორივე მონაწილემ 3-ჯერ იმღერა. მათ შემდეგნაირი დავალებები ჰქონდათ:
1 უცხოური სიმღერა, 1 ქართული და 1 კვარტეტში სიმღერა სხვა ჯეოსტარელებთან ერთად. მთელი შოუს განმავლობაში,
მღელვარება საოცრად დიდი იყო, ხოლო ბოლოსკენ კი ნერვიულობამ პიკს მიაღწია.
შოუს დასასრულს დუტა სხირტლაძემ, ჯეოსელის დამაარსებელი ოსმან თურმანი მოიხმო, რომელთანაც ერთად ახალი ჯეოსტარი გამოაცხადა -
ოთო ნემსაძე!!! ოთარს ხმების 66,4 % ერგო, ხოლო სოფო გელოვანს კი 33,6%.
რაც შეეხება პრიზებს:

ტრადიციულად, წელსაც გამოვლინდა ფორტუნას ფავორიტი, რომელიც ამჯერად ინდირა ჯგერნაია გახდა!
ამას გარდა თი ბი სი ბანკს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საიტზე თავად ჩაეტარებინა გამოკითხვა თუ ვინ იქნებოდა, ოთოსა და სოფოს შორის
ფავორიტი და ვის მისცემდა ყველაზე მეტ ხმას მსმენელი. ვინაიდან და რადგანაც, სმართის ფავორიტი სოფო გელოვანი იყო, მათ ყოველგვარი
გამოკითხვის გარეშე დაასახელეს გამარჯვებული და პირდაპირ ეთერში თავად სმართიმ მილიონი სმართ ქულა სოფო გელოვანს გადასცა.

ამას გარდა სმართ კლუბის ოფიციალურ გვერდზე ტარდებოდა გამოკითხვა სახელად: ''გამოავლინე შენი ჯეოსტარი Smart Club'ში''. ამ კონკურსში გამარჯვება Like-ების დაგროვებაზე იყო დამოკიდებული და ამჯერად ზურა მოსიავამ იმარჯვა, რომელსაც 2 საგზური გადაეცა რომში წასასვლელად.

ოთარ ნემსაძე - ჯეოსტარი 2010


ჯეოსტარის 14-ვე მონაწილეს ჯეოსელმა ბლექბერები გადასცა. მამაკაცებს შავი ფერის, ხოლო ქალბატონებს კი თეთრი.
დაბოლოს, რაც მთავარია ჯეოსტარი 2010-ის ოთო ნემსაძის ჯილდოები:

1. 25,000 ლარი, რომელიც მთლიანად მოხმარდება მისი ალბომის ჩაწერას.
2. ახალთახალი ავტომანქანა.
და რათქმაუნდა 1-ლი ადგილის თასი, წარწერით ''ჯეოსტარი 2010.''
Информация к новости
  • Просмотров: 2695
  • Автор: admin
  • Дата: 25 დეკემბერი 2010
25 დეკემბერი 2010

NextGEN Gallery

Категория: სტატიები / tutorials

სახელი: NextGEN Gallery
ვერსია: 0.81
ბოლო განახლება: 2008-2-4
ვორდპრესის ვერსია: 2.1.3 ან უფრო ახალი
აღწერა: ეს არის ყველაზე მძლავრი და მრავალფუნქციური პლაგინი სურათების გალერეის გასაკეთებლად. თქვენ შეგიძლიათ შექმნათსლაიდ შოუები, გალერეები, ალბომები და ა.შ.
ინსტალაცია: ატვირთეთ ფაილები wp-content/plugins/nggallery და გაააქტიურეთ პლაგინი. ვრცლად

გადაწერა

Информация к новости
  • Просмотров: 2383
  • Автор: admin
  • Дата: 11 დეკემბერი 2010
11 დეკემბერი 2010

Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია]

Категория: სტატიები

Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია]


ვილიამ ჰენრი მარკუს მილერი დაიბადა 1959 წლის 15 ივნისს ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ამერიკაში. მუსიკის თავდაპირველი თეორია, პრაქტიკა და გაკვეთილები მიიღო ორღანისტი და საეკლესიო გუნდის დირექტორი მამისგან. მარკუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი რომელზეც ის უკრავდა იყო ფლეიტა. რაღაც დროის შემდეგ, ჯერ კიდევ სკოლაში, დაიწყო სი-ბემოლ კლარნეტის შესწავლა. სკოლის შემდეგ კი ის შედის მუსიკის და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში, კლარნეტის კლასში. თავდაპირველად ბას-გიტარას მან ხელი მოჰკიდა 13 წლის ასაკში, როცა ის უკრავდა ადგილობრივ ფანკ-ჯგუფებში. მარკუსი ყოველთვის ავლებდა პარალელს ბას-გიტარასთან, იმ ცოდნის გამოყენებით რომელიც მას კლარნეტის დაკვრისას ჰქონდა. პირველი ნაშრომი როგორც ბასისტის, მან კოლეჯში სწავლის დროს ჩაწერა. ამის შემდეგ მან რაღაც დროით მიატოვა კლარნეტზე დაკვრა, თუმცა ის ამ საქმიანობას 7 წლის შემდეგ მიუბრუნდა. ზუსტად მუსიკის შესწავლის წლებში ის გაეცნო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან : მაილს დევისი, დევიდ სენბორნი, ჯორჯ ბენსონი, ლუთერ ვანდროსი… 1981 წელს ის გახდა მაილს დევისის ჯგუფის წევრი და ორი წელი გაატარა ტურნეებში. რაღაც დროის შემდეგ მილერმა დაიწყო სხვა მუსიკოსების პროდიუსირება. მისი პირველი სერიოზული ნაშრომი იყო დევიდ სენბორნის ალბომი Voyeur, რომელმაც მიიღო გრემი. მარკუს მილერი და დევიდ სენბორნი ამის შემდეგ კიდევ მუშაობდნენ ერთად და მათ შექმნეს კიდევ რამოდენიმე კარგი ალბომი, ერთ-ერთია Inside, რომელმაც ასევე მიიღო გრემი – 2000 წელს. მარკუს მილერს და მაილს დევისს აქვთ ბევრი ცნობილი კომპოზიცია და ალბომი შექმნილი, ჩაწერილი, მაგალითად : TuTu რომელიც ერთად დაწერეს, The Man With The Horn, We Want Miles, Star People, Music From Siesta, Amandla, ასევე ჯაკო პასტორიუსის გარდაცვალების შემდეგ Mr.Pastorius… მარკუს მილერი უკრავს : Jazz, Jazz Fusion, R&B, Rock, Funk… იმის გარდა რომ ის უკრავს ბას-გიტარაზე, მარკუს მილერი ასევე არის ბენდის ლიდერი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, კარგადაც მღერის, უკრავს საქსაფონზე, კლარნეტზე, ბას-კლარნეტზე, პიანოზე, ელექტრო პიანოზე, ორღანზე, სინთეზატორზე, აკუსტიკურ და ელექტრო გიტარაზე… მან დიდი კვალი დატოვა ”სლეპის” განვითარებაში. მარკუს მილერი დღესდღეისობით არის (ერთ-ერთი) საუკეთესო მუსიკოსი და ბას-გიტარისტი მსოფლიოში.

Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია]
Информация к новости
  • Просмотров: 2618
  • Автор: admin
  • Дата: 21 ნოემბერი 2010
21 ნოემბერი 2010

John Coltrane ბიოგრაფია

Категория: სტატიები

John Coltrane ბიოგრაფია


დაიბადა 1926 წლის 23 სექტემბერს – გარდაიცვალა 1967 წლის 7ივლისს.

ერთ-ერთი უდიდესი ჯაზმენი XX საუკუნის მეორე ნახევრისა და მთელი ჯაზის ისტორიისა,ტენორ და სოპრანო საქსოფონის ოსტატი.ჩარლი პარკერთან,დიუკ ელინგტონთან,მაილს დევისთან ერთად ერთ-ერთ გავნელიან მუსიკოსად ითვლება.მან გავლენა იქონია როგორც თანამედროვე ჯაზმენებზე,ასევე იმპროვიზაციის სკოლაზე.
ჯონ კოლტრეინი იგივე “მესია”,როგორც მას უწოდებენ დაიბადა მუსიკალურ ოჯახში.მან 13 წლიდან დაიწყო ორკესტრებში დაკვრა,თავიდან კლარნეტზე და ალტჰორნზე უკრავდა,შემდეგ ალტ-საქსოფონი.1947 წელს “King Kolax Band”-ში ყოფნისას კი პირველად ხელში აიღო ტენორ-საქსოფონი.


40-იან წლებში კოლტრეინი რჩებოდა უცნობ მუსიკოსად და სხვადასხვა ორკესტრებში უკრავდა.1954 წელს ის მაილს დევისთან ერთად იწერება.როდესაც მან დევისისგან წასვლა გადაწყვიტა,მაილსმა სტუდიასთან დადებული კონტრაქტის თანახმად მოასწრო და ჯონთან ერთად ჩაწერა ალბომები:”Relaxin”,”Cookin” და “Steamin”.დევისთან მუშაობის დროს კოლტრეინს და მაილსს ხშირი დავა ქონდათ,რადგან კოლტრეინი ძლიერ დამოკიდებული გახდა ჰეროინზე ამის გამო დევისმა იგი რამდენჯერმე გააგდო კიდეც მაგრამ შემდეგ უკან დააბრუნა შემადგენლობაში.1959 წელს კი კოლტრეინმა დაანება თავი ნარკოტიკებს და კვლავ დაუბრუნდა დევისს,სწორედ ამ წელს ჩაწერეს მათ გენიალური ალბომი “Kind Of Blue”.
50იანი წლების ბოლოს 60-იანების დასაწყისში კოლტრეინი ქმნის ალბომებს რომელიც ავლენს მის შემოქმედებას.ამ წლებში ის ჯაზისთვის უმნისვნელოვანეს ალბომებს ქმნის: “A Love Supreme”,”Coltrane Jazz”,”Giant Steps”.1957 წელს კი იგი თავის პირველ სოლო ალბომს წერს “Coltrane”.
1960 წელს მესია ქმნის საკუთარ კვარტეტს,შემადგენლობა ასეთია: პიანისტი მაკოი ტაინერი,ბასისტი ჯიმი გერისონი და დასრტყამებზე ელვინ ჯონსი.
1962 წელს კოლტრეინმა კონტრაქტი დადო ლეიბლთან Impulse!.პროდიუსერ ბობ ტილესთან მუშაობისას მან უამრავი ჩანაწერი გააკეთა.ამ რაოდენობის ერთად გამოცემის საშუალება ფირმას არ ქონდა,სამაგიეროდ ალბომები მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგაც გამოდიოდა.ჯაზმენმა თავისი რელიგიური მიდგომა ჯაზთან კარგად გამოხატა 1965 წლის ალბომში “A Love Supreme”,რომელმაც გრემის ორი ნომინაცია დაიმსახური,ხოლო მუსიკოსის ნამუშევრებს შორის ის ყველაზე გაყიდვადია.

მის სიცოცხლეში ბოლო ალბომი “Exspressions” 1967 წელს გამოვიდა გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე.მესია მოულოდნელად გარდაიცვალა 40 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი.მის დასაფლავებაზე უკრავდნენ ორნეტ კოლმანი და ალბერტ აილერი.

P.s. რომ არა კიბო იგი უფრო მეტს გააკეთებდა ჯაზისთვის ! მოკლე ხანში გენიალური ნამუშევრები დაუტოვა კაცობრიობას!
Информация к новости
  • Просмотров: 2602
  • Автор: admin
  • Дата: 21 ნოემბერი 2010
21 ნოემბერი 2010

Charlie Chaplin

Категория: სტატიები

Charlie Chaplin


სრულიადში იხილავთ ჩარლი ჩაპლინის მოკლე ბიოგრაფიას, ფილმოგრაფიის ლისტს და წერილს, რომელიც თავის ქალიშვილს მიწერა...

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^