სტატიები » გვერდი 6 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 4189
  • Автор: admin
  • Дата: 22 აპრილი 2011
22 აპრილი 2011

აბორტი- საინტერესო ფაქტები

Категория: სტატიები

აბორტი- საინტერესო ფაქტები


აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ ვადაზე. კონტრაცეფციისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია არ მოხდეს ჩასახვა, აბორტი არის უკვე განვითარებული ნაყოფის მოცილება. ე.ი. ეს არის მკვლელობა უკვე ცოცხალი არსებისა მიუხედავად მეთოდისა (მედიკამენტოზური, ინსტრუმენტალური, ვაკუუმ–ასპირაცია) და ნაყოფის ზომებისა. თუ კონტრაცეფცია ძალიან არ ეწინააღმდეგება ბუნებას – ქალს ხომ ყოველდღე არ შეუძლია განაყოფიერდეს, აბორტი ყოველთვის არაბუნებრივი საქციელია, რომლისთვისაც საზღაური საკუთარი ჯანმრთელობაა. ჩვენ არ შევჩერდებით ბავშვთამკვლელობის ფსიქიკურ მომენტებზე და მორალის კითხვას ვერავის დავუწყებთ, შეულამაზებლად განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკურ შედეგებს.

აბორტი- საინტერესო ფაქტები


1. ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია.

2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა გამრავლებისათვის. ამიტომ აბორტის ყველაზე უფრო ხშირი და სახიფათო გართულება არის ინფექცია და საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი. ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული. არ არის გამორიცხული სეფსისის განვითარებაც. რა თქმა უნდა სეფსისი შედარებით იშვიათია, მაგრამ ქრონიკული ენდომეტრიტი პრაქტიკულად 100%–ით გაქვთ გარანტირებული. ობიექტურად ჩივილები საერთოდაც რომ არ გქონდეთ (ტემპერატურა, ტკივილი, გამონადენი), ნებისმიერი ჭრილობის შეხორცება მუდამ ანთებაა, ხოლო აბორტის დროს საშვილოსნოში მიკრობები ყოველთვის ხვდებიან საშოდან. როგორი სტერილობაც არ უნდა დაიცვას ექიმმა, თქვენი საშო ხომ არასტერილურია!

აბორტი- საინტერესო ფაქტები


საშვილოსნოს კედლების არასაკმარისი შეკუმშვა, მისი ყელის ნაადრევი სპაზმი ხელს უწყობს სისხლის დაგროვებას საშვილოსნოში და აძლიერებს ანთებას. ამიტომ სისხლიანი გამონადენის არარსებობა აბორტის შემდეგ, ისევე როგორც ძლიერი გამონადენი, პოტენციურად სახიფათო სიმპტომია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ქრონიკულ ენდომეტრიტს მივყავართ საშვილოსნოს შიდა შრეში ცვლილებებამდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს ემბრიონის მიმაგრების უუნარობა, ე.ი. უნაყოფობა. ეს აბორტის შორეული შედეგია, რომელიც აბორტის გაკეთებისას სულაც არ არის აქტუალური თქვენთვის, მაგრამ გავა დრო და შეიძლება კიდევ მოინდომოთ შვილის ყოლა, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ქრონიკული დაავადება ადვილად შეიძლება ავიცილოთ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია განვკურნოთ.

უფრო “უწყინარი” გამოვლინება ქრონიკული ენდომეტრიტისა არის მუდმივი და პერიოდული ტკივილები მუცლისა და წელის არეში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები. გარკვეულწილად მდგომარეობა შეიძლება შეგიმსუბუქოთ კარგად დაგეგმილმა და ინდივიდუალურად დოზირებულმა ფიზიოთერაპიამ, მაგრამ არა ყოველთვის.

3. ორსულობა მისი პირველივე დღიდან არის მთელი ორგანიზმის გადაწყობა – პირველ რიგში მისი მარეგულირებელი სისტემების ნერვული და ჰორმონალური სისტემებისა. ზოგი ჰორმონის სინთეზირება მცირდება, ზოგისაც იზრდება. ყოველივე ეს ხდება კანონზომიერად, ქალის ორგანიზმში ჩადებული გენეტიკური პროგრამის მიხედვით. აბორტი ეს არის მთელი ამ პროცესის მკვეთრი შეწყვეტა, უძლიერესი სტრესი, რომელიც არ შეიძლება ცუდი შედეგის გარეშე დასრულდეს. ეს შედეგები გამოუცნობია – მენსტრუაცია შეიძლება უფრო იშვიათი და ნაკლებად სისხლმდენი გახდეს, ან პირიქით, განვითარდეს საშვილოსნოდან სისხლდენები, ნებისმიერ შემთხვევაში მენსტრუაცია უფრო მტკივნეული ხდება ქრონიკული ენდომეტრიტის გამო. საშვილოსნოსა და საკვერცხეების გარდა აბორტის შედეგად ზიანდება:

– ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება მისი დაავადების გამწვავებამდე მიგიყვანოთ, თუ ასეთი აბორტამდე გაწუხებდათ,

– თირკმელზედა ჯირკვლები (როგორც ყველა სტრესზე), შედეგად შეიძლება მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებამ მოიმატოს თქვენს ორგანიზმში აქედან გამომდინარე კოსმეტიკური შედეგებით და სტრესებისადმი მდგრადობის შემცირებით,

– ჰიპოფიზი, რასაც შეუძლია უკლებლივ ყველა სასქესო ჯირკვლის დისფუნქცია გამოიწვიოს და მიგვიყვანოს არა ანთებითი, არამედ ცენტრალური წარმოშობის უშვილობამდე.

და საერთოდ უძლიერესი სტრესი, რომელსაც აბორტი ჰქვია, ახდენს ორგანიზმში სუსტი წერტილების, ქვემწვავედ მიმდინარე დაავადებების პროვოცირებას და გამოვლინებას. ადამიანის ორგანიზმი ერთიანი შეთანხმებული სისტემაა, რომლის ერთი კომპონენტის დაზიანებაც (აბორტის დროს კი ბევრი რამ ზიანდება), აუცილებლად აზიანებს სხვა დანარჩენებსაც.

ამიტომ აბორტი გართულებების გარეშე არ არსებობს. ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანი, მტკიცე ფსიქიკით, ტკივილის ატანის უნარითა და კარგი გენეტიკით მაშინვე ვერ გრძნობს ყველაფერს. უარყოფითი შედეგები ყოველთვის სახეზეა, უბრალოდ ისინი შეიძლება გვიან გამოვლინდეს თანაც წინასწარი ჩივილების გარეშე – სასურველი შვილის გაჩენის უუნარობით.

უნდა გვახსოვდეს, რომ აბორტისშემდგომი გართულებების ალბათობა და სიმძიმე არ არის დამოკიდებული ორსულობის ვადაზე და არც მის რიგითობაზე (პირველი ორსულობაა თუ არა), არც აბორტის მეთოდზე. ეს არის სასჯელი საკუთარი უპასუხისმგებლობისათვის.


Информация к новости
  • Просмотров: 3060
  • Автор: admin
  • Дата: 21 აპრილი 2011
21 აპრილი 2011

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

Категория: სტატიები

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?


- შენ ჩემი დაიკო ხარ ! ; ) ამ რეპლიკის მოსმენისგან, ხშირად მომღიმარი თუ თვითკმაყოფილებით აღსავსე გოგონები ალბათ კარგი ხასიათით ბრუნდებიან სახლში, ურთიერთობენ “სკაიპით”,”ფეისბუქით” თუ სხვადასხვა საკონტაქტო საშუალებებით დიდი ხნის, თუ ახლად შეძენილ “ძამიკოსთან”, “ძმაკაცთან” თუ უბრალოდ მეგობართან , რომელთანაც შესამჩნევად აქვთ მოხსნილი სხვადასხვა სახის კომპლექსები, არიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს “უღვიძლო ძმის” ყოლით, ენდობიან და ხშირად შეყვარებული წყვილების ალერსისგანაც რთულია გაარჩიო ახალი მეგობრების სითბო ერთმანეთში… ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ ურთიერთობის თაობაზე, ეს პოსტიც სწორედ ამ საკითხს ეხება და კერძოდ პასუხობს კითხვას: არსებობს გოგოს და ბიჭის (ნამდვილი) მეგობრობა?

პირველ რიგში მინდა განვმარტო ადამიანების ურთიერთობის დასახელებების მნიშვნელობა , რაც დამერწმუნეთ ბევრმა არ იცის და ალბათ დასჭირდება რომ გაიგოს :

ნაცნობი: ადამიანი რომელსაც იშვიათად ვხვდებით მაგრამ ვესალმებით, მხოლოდ და მხოლოდ. არ ვართ გახსნილები, მაგრამ არ ვერიდებით ხშირად (უხერხულობის გამო) თუნდაც გადაკოცნას.

ამხანაგი: სამწუხაროდ, ეს მშვენიერი სიტყვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის აღარც გამოიყენება ახალგაზრდობაში. ამხანაგი ადამიანია, რომელთანაც თბილი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად შეიძლება გავუბათ დიალოგიც შეხვედრისას, მაგრამ ეს არ ხდება სისტემატიურად, ანუ ეს ურთიერთობა არ არის სიღრმისეული.

მეგობარი: მეგობარი ადამიანია, რომელიც არის ჩვენი ხშირი მესაიდუმლეა , გიყვართ ერთად დროის გატარება და გსიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. (ჩვენს დროში “მეგობრის” სტატუსმა საუბედუროდ უკან გადაინაცვლა ამხანაგის და ნაცნობის ადგილას , სამაგიეროდ დამკვიდრდა სიტყვა ” ძმაკაცი”; “დაქალი”, იშვიათად თუ ვხმარობთ “საუკეთესო მეგობარი”.) დღეს კი ჩვენ თუ ვინმესთან “ვმეგობრობთ” , თავისუფლად შეიძლება ვიღაცამ დედა შეაგინოს , ჩვენ კი დიდად არც კი გვაინტერესებს .. – მეგობარია , ძმაკაცი კიარა!.

ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ საკითხის შესახებ… ზოგი ამბობს, რომ არსებობს.. ზოგმაც შეიძლება მკაცრად უარყოს ამ პოსტის არსებობა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი (ბიჭებმა) გოგონებისთვის ძმობის დაფიცების პერიოდში. მართლა გავუწევთ მას პატიოსან ძმობას? (იმედია ხვდებით რა საკითხსაც ვგულისხმობ) სამწუხაროდ ეს საკითხი უფრო ჩვენშია პრობლემური და არა გოგონებში. ხშირად ისინი უფრო არიან მსხვერპლნი და იმედგაცრუებულნი. უამრავი ადამიანის მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი, როდესაც გოგონების მიერ აღიარებული ძამიკოსგან ჰქონიათ შემთხვევა სიყვარულის ახსნის. საბოლოოდ ასეთი ურთიერთობა უმეტესად სავალალოდ სრულდება.. ზოგ შემთხვევაში კარგადაც, თანხმობით და ოჯახის შექმნით.. ასეთი მაგალითებიც მრავლად არსებობს და მათთან კითხვით “არსებობს თუ არა ქალის და კაცის ნამდვილი მეგობრობა”.. კერძოდ მე ასეთი პასუხი მივიღე “არა.. მეც ასე მეგონა ადრე.. არც კი ვფიქრობდი რაიმე სერიოზულს , მართლა “ნამდვილი მეგობრებივით” ვიყავით როგორც და-ძმა .. მაგრამ ხედავ ეხლა როგორი ოჯახი გვაქვს”.. მართლაც ლამაზი და იდილიური ოჯახი აქვს მას..

მაგრამ მის აზრს 100%-ით ვერ დავეთანხმები, რადგან რა თქმა უნდა ერთგული ადამიანებიც არსებობენ.. ისეთი რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეძენილ “დაიკოზე” ცუდი არც კი გაიფიქროს, ან იმ დაიკომ არ გაიფიქროს ცუდი მეგობარ ბიჭზე, რაც ალბათ დღევანდელობის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თვითონაც ბევრის მომსწრე ვყოფილვარ. მეც უარვყოფდი ამ აზრს და ვეწინააღმდეგებოდი ისეთ ადამიანებს, ვისაც გოგო და ბიჭის მეგობრობის არ ჯეროდა , სანამ თვითონ არ ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში და 12 წლის უახლოესმა მეგობარმა ყველფერი არ ჩაშალა. მიუხედავად ასეთი ფაქტების სიხშირისა, მეორე ან მესამე დღეს ისევ გრძელდება ამნაირი ადამიანების და-ძმობა , სიცილით, ჭორაობით, სხვადასხვა თემებზე ლაპარაკით და რათქმაუნდა სხვა რამეებითაც, რასაც შეიძლება ორიდან რომელიმე სულაც ვერ ამჩნევდეს.

ჩემი აზრით ეს საკითხი პრობლემაა.. პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რადგან სქვა ქვეყნებში ასე არ არის.. არ არის ღალატი, რადგან არ არსებობს ბიჭს და გოგოს შორის გამოგონილი და-ძმობა. დღეს ჩემ თვალწინაც ბევრი ადამიანია ამის მსხვერპლი , გოგოც და ბიჭიც.. როდესაც ვხედავ 2 შეხმატკბილებულ ადამიანს, ვიცი დღეს ეს ბევრს უკვირს , წარმოიდგენს და თან ვერ ხვდება:”როგორ შეიძლება მე მასზე ცუდი ვიფიქრო, ან მან შემომხედოს მე სხვა თვალით”.. ვიცი ასეთი რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ აზრს , მაგრამ , როგორც მე , ასევე ასეთი ადამიანებიც ოდესღაც შეიცვლიან აზრს და ეს შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაუჯდეს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არსებობენ ერთგული მეგობრებიც.. მართალია შეიძლება სანთლით დაძებარი, მაგრამ არიან.. მეც ვიცნობ ბევრ ასეთს , სამწუხაროდ ეს ძალიან მცირე ნაწილია ჩვენი თაობის.. იმედია ცოტათი მაინც გაიაზრებს ყოველი თქვენგანი ამ საკითხს.. დაკვირვებით შეხედეთ ყველას და ყველაფერს, თუ, რასაკვირველია, გაწუხებთ ეს პრობლემა.

Информация к новости
  • Просмотров: 4593
  • Автор: admin
  • Дата: 21 აპრილი 2011
21 აპრილი 2011

ვანგა [რა მოხდება მომავალში?!]

Категория: სტატიები

ვანგა [რა მოხდება მომავალში?!]


2011 რადიოაქტიური ნალექების გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აგარ დარჩება არც ცხოველი და არც მცნარე, რის შემდეგაც მუსულმანები(ეს რა პონტში არ ვიცი, იმიტო რო როგორც მე ვიცი ეგენიც ჩრდილო ნახევარსფეროში არიან) გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ევროპელების წინააღმდეგ.
2014 მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა (რაც გადარჩება(თუ გადარჩა)) იქნება დაავადებული კანის კიბოთი თუ სხვა დაავადებებით.
2016 ევროპა თითქმის უმოსახლოა.
2018 ჰეგემონი გახდება ჩინეთი, განვითარებადი ქვეყნები(ჩვენც) გახდებიან ეხპლუატატორები.
2023 შეიცვლება დედამიწის ორბიტა, მართალია უმნიშვნელოდ მარა მაინც, 2025 ევროპაში ისევ ცოტა ხალხია,
2028 ახალი ენერგიის წყაროს შექმნა(თერობირთვული რეაქციის შედეგად რეაქტორის შექმნა) შიმშილს დაგვაძლევინებს,
2033 პოლარული ყინულები დნება და მსოფლიო ოკეანის დონე იწევს და ასევე პილოტირებული მოგზაურობა ვენერისკენ,
2043 მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება, და ევროპაში მუსულმანები სხედან,
2066 აშშ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას მუსულმანების წინააღმდეგ ევროპაში, და რომის აღების დროს ისენი გამოიყენებენ ახალ იარაღს: კლიმატუს, მკვეთრი ვარდნა ტემპერატურის -80 გრადუსამდე.
2076 კომუნიზმი(ეს მემგონი არ არის წინასწარმეტყველება, შიშის გამო დაწერა)
2084 ბუნება აღდგება, ახალი ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი რამდენიმე წამში,
2100 სიბერე დამარცხდება,
2111 ადამიანები გახდებიან კიბორგები,
2130 წყალქვეშა კოლონიები(უცხოპლანეტელთა რჩევით,
2164 ცხოველებს ნახევარადამიანებად აქცევენ,
2167 ახალი რელიგია,
2183 კოლონია მარსზე გააკეთებს ბირთვული იარაღს და მოითხოვს დამოუკიდებლობას დედამიწისგან(როგორც ადრე ასსმა ინგლისიგან),
2187 ვულკანის 2 უდიდეს ამობრქვევას შევაჩერებთ,
2273 ახალი რასები,
2279 ენერქია არაფრისგან(ვაკუუმის ან შავი ხვრელებისგან,
2288 დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი,
2291 მზე ჩაქრება და ავანთებთ,
2296 მზეზე დიდი აფეთქებები ხდება, იზრდება მიზიდულობის ძალა და კოსმოსური ხომალდები და ობიექტები გვეცემა ზედ,
2299 საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა ისლამის წინააღმდეგ,
2341 საშინელი რაღაც უახლოვდება დედამიწას,
2354 ერთერთი ხელოვნური მზე გაფუჭდება და გახმება ყველაფერი,
2371 შიმშილი, შიმშილი და შიმშილი
3005 ომი მარსზე, პლანეტების მოძრაობა დაირღვევა
3010 მთვარეს კომეტა ააფეთქებს და ჩვენს გარშემო იქნება ქვებისა და ასტეროიდების წრე
3797 ამ დროისთვის ყველფერი გაწყდება, მაგრამო ხალხი შეძლებს მზის სხვა სისტებაში გადასახლებას
4180- საიტი www.pirveli.Ge კვლავ საუკეტესოა და არყავს ბადალი მტელ მსოფლიოში
Информация к новости
  • Просмотров: 2385
  • Автор: admin
  • Дата: 19 აპრილი 2011
19 აპრილი 2011

თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ…(rocko.ge)

Категория: სტატიები

თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ…(rocko.ge)


ბოლო რამოდენიმე თვეა მთელი რუნეტი ნოსტალგიურმა პოსტებმა მოიცვა. ყველა იხსენებს საბჭოთა კავშირს, ძველ დროს, ყრიან ძველი რუსეთისა და მოსკოვის ფოტოებს, საბჭოთა პროპაგანდისტულ პოსტერებს, მაშინდელი გამოშვების ყოველდღიური ნივთების სურათებს… ერთი სიტყვით, იხსენებენ ყველაფერს, რაც მათ ბავშვობასთან ასოცირდება. თავისთავად, საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა :)

Информация к новости
  • Просмотров: 6074
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2011
15 აპრილი 2011

სქესობრივი ცხოვრების დაწყება

Категория: სტატიები

სქესობრივი ცხოვრების დაწყება


სქესობრივი ცხოვრების დაწყებაგოგონებისთვის smile


საინტერესო სტატიას წავაწყდი ინტერნეტში,წააკითხეთ გოგონებს:

როდის?

არ არსებობს მკაცრი ასაკობრივი და ფიზიოლოგიური საზღვრები, თუმცა ჩვენ კატეგორიულად არ გირჩევთ 16 წლამდე დაწყებას. დაწყება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა. მზადყოფნაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მზადყოფნა. ფსიქოლოგიურად თქვენ ეს უნდა გინდოდეთ, სწორედ ამ კაცთან, ახლა, ამ პირობებში, გინდოდეთ საკუთარი ნებით და არ უნდა ჰქონდეს ადგილი რაიმე მსხვერპლს თქვენგან..............

როდის არ შეძლება დაწყება:......... განათავსა: okrolomi
Информация к новости
  • Просмотров: 2499
  • Автор: admin
  • Дата: 1 აპრილი 2011
1 აპრილი 2011

დღეს პირველი აპრილია :) (rocko.ge)

Категория: სტატიები

დღეს პირველი აპრილია :) (rocko.ge)


არ გეშინიათ? :D დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება - როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო :)

პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული...
Информация к новости
  • Просмотров: 2668
  • Автор: lockerz
  • Дата: 12 მარტი 2011
12 მარტი 2011

იაპონიაში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

Категория: სტატიები

იაპონიაში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას უცხოური სააგენტოები იმ ვიდეომასალებზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ ვრცელდება.

რამდენიმე ხნის წინ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 300-მდე ცხედარი იპოვეს. ცუნამის შედეგად წყლით სრულად დაიფარა გემი, რომელზეც ასობით მგზავრი იმყოფებოდა. იაპონიაში ცუნამი ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია.

იაპონიაში დღეს 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
Информация к новости
  • Просмотров: 2222
  • Автор: lockerz
  • Дата: 9 მარტი 2011
9 მარტი 2011

ბათუმის, ტრადიციული გამოფენა – პროზა/პოეზია 2011

Категория: სტატიები

ბათუმის, ტრადიციული გამოფენა – პროზა/პოეზია 2011

თუმის ტრადიცული გამოფენა


დაიწყო ნაწარმოებების მიღება ბათუმის, ტრადიციული გამოფენისთვის. ნებისმიერ მსურველს, შეგიძლიათ, გააგზავნოთ ერთი პროზაული ჩანაწერი და ერთი ლექსი. გამოფენის ჩატარების თარიღს, შემდგომში გაცნობებთ. უფრო დაწვრილებითი და ამომწურავი ინფორმაციისთვის, შემობრძანდით სრულადში. გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ წესებს.


წყარო - Urakparaki.com
Информация к новости
  • Просмотров: 1247
  • Автор: lockerz
  • Дата: 7 მარტი 2011
7 მარტი 2011

Photography Monthly Magazine - March 2011

Категория: სტატიები

Photography Monthly Magazine - March 2011

Photography Monthly Magazine - March 2011
English | True PDF | 124 Pages | 54 MB


Photography Monthly is the UK's leading magazine for digital and film photographers of all levels. Each issue is packed with inspirational images, essential technique guides and reviews of the newest photo gear. Subscribe today and start taking better pictures tomorrow!
Информация к новости
  • Просмотров: 1371
  • Автор: lockerz
  • Дата: 6 მარტი 2011
6 მარტი 2011

Photography Monthly Magazine - January 2011

Категория: სტატიები

Photography Monthly Magazine - January 2011

Photography Monthly Magazine - January 2011
English | True PDF | 132 Pages | 52 MB


Photography Monthly is the UK's leading magazine for digital and film photographers of all levels. Each issue is packed with inspirational images, essential technique guides and reviews of the newest photo gear. Subscribe today and start taking better pictures tomorrow!

იანვრის ნომერი. დანარჩენი სრულად
Информация к новости
  • Просмотров: 1340
  • Автор: lockerz
  • Дата: 4 მარტი 2011
4 მარტი 2011

ვალენსია 0-1 ბარსელონა

Категория: სტატიები

ვალენსია 0-1 ბარსელონა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური შეხვედრა. "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ბარსელონა" მიიღო და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. არადა "ღამურები" მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ. შეხვედრა "ვალენსიას" აქტიურობით დაიწყო, პირველი 10 წუთი ძირითადად "ღამურები" უტევდნენ, დაახლოებით 15 წუთისთვის "ბარსამ" თამაში გაათანაბრა, მათ მასპინძელთა მცველთა შეცდომით შეეძლოთ ესარგებლათ და გოლი გაეტანათ , თუმცა ეს მომენტი მესიმ გააფუჭა. ცოტა ხანში კი ხორდი ალბას გოლი არ ჩაუთვალეს თამაშგარის გამო, არადა განმეორებაზე აშკარად ჩანდა , რომ თამაშგარე არ იყო, თუმცა იტურალდე გონსალესის არც პირველი შეცდომაა ეს "ვალენსიას" საწინააღმდეგოდ და ალბათ არც უკანასკნელი. შემდეგი მომენტი ისევ მესის ჰქონდა, რომელმაც დეალბერს მოპარა ბურთი, მაგრამ კვლავ ვერ გაიტანა, გატანა შეეძლო ვილიას, მაგრამ მას გუაიტამ აუღო. მეორე ტაიმი "ღამურების" აქტიურობით დაიწყო, თავიდანვე შეეძლო სოლდადოს გაეტანა , მაგრამ მცირედით ააცილა, შემდეგ კი პაბლომ გააფუჭა 100% მომენტი. ცოტა ხანში გატანა შეეძლო კვლავ სოლდადოს, მაგრამ დარტყმა კარგი არ გამოუვიდა და პინტომ მოიგერია. 77 წუთზე კი ადრიანოს კარგი თამაშით ლეო მესიმ გოლი გაიტანა, არადა გუაიტას ბურთის მოსაგერიებლად სულ ცოტა დააკლდა, რამოდენიმე სანტიმეტრი და ბურთი არ გავიდოდა. ამის შემდეგ ემერიმ სცადა შეტევები უფრო გაემწავებინა, მაგრამ რეალური მომენტის შექმნა "ვალენსიას" აღარ გამოუვიდა. ამრიგად, "ვალენსიამ" შეწყვიტა 11 მატჩიანი წაუგებელი სერია , გუნდი კვლავ მესამეზე დარჩა , მაგრამ მდევარმა "ვილიარეალმა" 1 ქულამდე შეუმცირა სხვაობა. "ბარსელონა" კი ფაქტიურად ჩემპიონია, გუნდი სოლიდურად უსწრებს უახლოეს მდევარს და რთული წარმოსადგენია მათ ვინმე დაეწიოს. გეტყვით იმასაც, რომ შემდეგ ტურში "ვალენსია" გასვლაზე "მალიორკას" ეთამაშება.
Информация к новости
  • Просмотров: 1713
  • Автор: lockerz
  • Дата: 3 მარტი 2011
3 მარტი 2011

ჩელსი – მანჩესტერ უნაიტედი

Категория: სტატიები

ჩელსი – მანჩესტერ უნაიტედი

გუშინდელი დაძაბული თამაშის მიმოხილვა, რომელიც ლონდონის ჩელსსა და მანჩესტერს შორის გაიმართა. პირველი ტაიმი მანჩესტერის გამარჯვებით დასრულდა ხოლო მეორე ტაიმში ჩელსიმ თამაში შემოატრიალა
Информация к новости
  • Просмотров: 2692
  • Автор: admin
  • Дата: 28 თებერვალი 2011
28 თებერვალი 2011

თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები (rocko.ge)

Категория: სტატიები

თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები (rocko.ge)


ამას წინათ ჟურნალმა BusinessWeek თავის მკითხველებსა და ავტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი 25 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე ინტერნეტის ფორმირებაზე.

მემგონი საინტერესო იქნება, გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)...

Информация к новости
  • Просмотров: 3198
  • Автор: lockerz
  • Дата: 26 თებერვალი 2011
26 თებერვალი 2011

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

Категория: სტატიები

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

გონებანი

* * *

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
Информация к новости
  • Просмотров: 1981
  • Автор: admin
  • Дата: 24 თებერვალი 2011
24 თებერვალი 2011

სომეხმა პოლიციელებმა ქართველ კოლეგებს იდეა მოპარეს?

Категория: სტატიები





2010 წლის იანვარში პირველად იხილა დღის სინათლე პოლიციის ჰიმნის ვიდეოკლიპმა, სადაც ქართული სამართალდამცავი სტრუქტურის უძლეველობას გვიჩვენებენ.

იმ კლიპზე ვლაპარაკობ, სადაც გვეუბნებიან, "ჩვენი ძალა გამჭვირვალე, ლამაზ შენობაშია." მოკლედ, ქართული მუსიკალური აზროვნების ამ "შედევრს" რა გამახსენებდა, მით უფრო, რომ მას მერე კიდევ არაერთი ჰიმნი იმღერეს და გადაიღეს, ინტერნეტში ლამის ასეთივე კლიპს რომ არ წავწყდომოდი, ოღონდ ამჯერად უკვე სომხური პოლიციის უძლეველობაზე.

თავდაპირველად, ვიფიქრე, ხუმრობა იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, კლიპში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც რომ გამოჩნდა, მივხვდი, რომ კიდევ ერთი "დიდი ქართული იდეის" მითვისებასთან უნდა გვქონოდა საქმე. მოკლედ, როგორც ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცით ირკვევა, პოლიციის სომხური ჰიმნი შარშან აპრილში შეიქმნა, რამდენიმე თვით გვიან, ვიდრე მისი ქართული ანალოგი.

აღსანიშნავია, რომ კლიპები მართლა ძალიან ჰგვანან: ერთნაირი დინამიკა, თითქმის ერთნაირი ტექნიკის დემონსტრირება ზღვასა თუ ხმელეთზე, მაგრამ სომხურ ვარიანტში ძალიან სასაცილოა ერთი კადრი, როდესაც სანაპირო დაცვის კატარღები დარბიან წინ და უკან გაშლილ ზღვასა თუ ოკეანეში, რომელიც კაცმა არ იცის, როდის გაჩნდა სომხეთში. განსხვავებაც არის:

აშკარაა, რომ სომხები საგულდაგულოდ მალავენ, თუ რა არის მათი ძალა, გამჭვირვალე შენობებიც არ აქვთ და მათი პოლიციის ფორმა, ცოტა არ იყოს, მოძველებულად და საბჭოურად გამოიყურება. მოკლედ, ზემოთ ნათქვამში თვითონ დარწმუნდებით, თუ ცნობილ ინტერნეტგვერდ "იუთუბიზე" მოძებნით კლიპს სახელწოდებით: Police of the Republic of Armenia და... იპოვეთ ათი განსხვავება!

P.S. პოლიციის ამ ჰიმნების შემყურე, აქამდე ვფიქრობდი, რომ ჩვენი საქმე ვერ იყო კარგად, მაგრამ ამათი უარესად ყოფილა!

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^