სტატიები » გვერდი 5 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 1211
  • Автор: admin
  • Дата: 12 სექტემბერი 2012
12 სექტემბერი 2012

წაგება, რომელიც მოგებას უდრის

Категория: სტატიები

ესპანეთის დიდი გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა როგორ შეიძლება, ფეხბურთი გიყვარდეს და რამდენიმე მეტრში მყოფი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა არ მოგინდეს?

გუშინ, პრესკონფერენციაზე, პირადი მიზეზების გამო, ამის შანსი ვერ გამოვიყენე, ვერც ბილეთის ყიდვა შევძელი და დავრჩი ეკრანის ამარა.

ზოგადად, არ მესმის, რაც არ უნდა გადარეული ფანი იყო (ჯერ ერთი, რომელიღაცა ქვეყნის გუნდს რატომ უნდა გულშემატკივრობდე, მაგრამ საკუთარი რომ არ გვყავს, მაგას რა ვუთხარი), არ მესმის მორალური მხარე, თუ როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო გუნდს, რომელიც შენი ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს?! ვისაც 2006 წელს იტალიის ნაკრებთან თამაში გახსოვთ, მაყურებლებს შორის აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ, აძურას ფორმაში გადაცმული მატრაკვეცა გოგჩოები. ასეთივე მოლოდინი იყო საქართველო-ესპანეთის მატჩზეც, სადაც მაყურებელთა ნაწილი მესის თამაშის სანახავად მიდიოდა, თუმცა, არ გამართლებულა.

მაყურებელი იყო თითქმის იდეალური ისევე, როგორც საქართველოს ნაკრები.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან კარი მშრალად 85 წუთის მანძლზე შევინახეთ - შედეგით, რომელსაც, მაყურებლის არ იყოს, ალბათ, არც ესპანელები ელოდნენ;

ამაყი ვარ ჩვენი ნაკრების თითოეული წევრისა და მთავარი მწვრთნელის გამო;

ამაყი ვარ იმიტომ, რომ თამაშიდან თამაშამდე ვხედავ ჩვენი გუნდის პროგრესს.

დღევანდელი შედეგი იმის ბრალი იყო, რომ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. მჭედლიძე ლამის ფორთხვით გავიდა, მეკარემ სასწაულები აკეთა (ლორიას დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის და, იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არ იქნება) და რომ არ შეცვლილიყო, დიდი შანსია, ესპანელები უკან ერთი ქულით გაგვეშვა.

მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან სათამაშოდ, რომლებიც, ალბათ, ნაკრების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა წევრებისათვის არიან კერპები, ბიჭები ფსიქოლოგიურად ძაალიან კარგად იყვნენ დამუშავებულები და სასწაულების მოსახდენადაც იყვნენ მზად. შეიძლება, ეს სასწაული კიდეც მომხდარიყო, ცოტა რომ გაგვმართლებოდა და ის საგოლე მომენტები კარგად წაგვსვლოდა.

მატჩის ყურებისას მივხვდი, რომ ძალიან მაგარია ერთ ადგილას პეროგათხრილ საზოგადოების ნაწილს აჩვენო, რომ გულიანად თამაშისა და მონდომებისათვის უცხოელი მწვრთნელი საჭირო არ არის და ამას ქართველიც ახერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ არა ქეცბაია, ჩვენი ნაკრები ვერ ითამაშებდა დღეს ისე, როგორც ითამაშეს და უნდა ვაღიარო, რომ ეს 0-1 წაგებული მატჩი, ჩემთვის მოგების ტოლფასია. იმიტომ, რომ მე დღეს მოედანზე დავინახე გუნდი, რომელმაც სამომავლოდ იმედი მომცა. იმის იმედი, რომ ოდესმე, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებზე, დიდ ეკრანებთან, ლუდითა და ჩიპსებით შეკრებილები, ესპანეთს, იტალიას, ბრაზილიასა თუ არგენტინას კი არა, საქართველოს ვუგულშემატკივრებთ.

მიმაჩნია, რომ დღევანდელი მაყურებელი სტადიონზე, გარკვეულწილად, ქეცბაიას დამსახურებაცაა და ამიტომ, კიდევ ერთი მადლობა მას. მადლობა იმისათვის, რომ არსებობს, მადლობა იმისთვის, რომ აკეთებს გუნდს, რომელსაც თავაწეულები ვგულშემატკივრობთ.


statia agebulia veb gverdidan: http://www.vasassi.com/
Информация к новости
  • Просмотров: 3452
  • Автор: admin
  • Дата: 9 სექტემბერი 2012
9 სექტემბერი 2012

”იყო ქართველი…” by Gode

Категория: სტატიები

იყო ქართველი… by GODE

”იყო ქართველი…” by Gode



იყო ქართველი ნიშნავს:
1. იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი (ამ ცნების მაქსიმალურად გასპეკულერებული ვარიანტით)
2. დედის გინებისთვის კაცს კლავდე და შენთვითონ არ აკლებდე (საკუთარი შვილისგან დედას გინება ლოცვად მისდისო გამიგია)
3. გიყვარდეს ცოლი სუფრასთან როცა მისი სადღეგრძელო მოუწევს და შვილები ძმაკაცებთან რომ თქვა, მამას გვანან ამათ ვენაცვალეო!
4. ახალგაზრდობაში დადიოდე ბოზებში ოჯახს რომ შექმნი მერე გაიჩინო საყვარელი, მარა თუ რამეა მერეც მოსულა ბოზებში სიარული, მთავარია ცოლს არ აკადრო არაფერი ზედმეტი.
5. არ გენანებოდეს ძმაკაცებში ახლადაღებული ხელფასის ხარჯვა და სახლში რომ მიხვალ განგრეული მთვრალი შვილისთვის იმის თქმა მაინც მოახერხო, მამი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, ველოსიპედს აუცილებლად გიყიდი შემდეგ თვეშიო!
6. იცოდე და პატივს სცემდე ისტორიას და ტრადიციებს. თითონ ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია გულზე მჯიღის დარტყმა გამოგდიოდეს კარგად (შეიძლება სარკესთან ვარჯიშიც) და ისეთ სადღეგრძელოს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, როგორიც გეკადრება. ...

სრულად ნახვა
Информация к новости
  • Просмотров: 4751
  • Автор: admin
  • Дата: 31 აგვისტო 2012
31 აგვისტო 2012

ცოცხალია თუ არა თუფაქი

Категория: სტატიები

ცოცხალია თუ არა თუფაქი


არსებობს ბევრი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ თუფაქი ცოცხალია. თქვენ თუ კარგად გაეცნობით ყოველ დეტალს, რაც მის სიკვდილამდე ხდებოდა და რასაც თვითონ სიმღერებში ამბობდა თქვენც შეიძლება დაეჭვდეთ...

ცოცხალია თუ არა თუფაქი


გამოკვლევები გვიჩვენებს რომ, თუფაქის ფანების 83% თვლის რომ ის ცოცხალია !!!ამ სურათსაც კარგად დააკვირდით 1998 წლის 31 დეკემბერს არის გადაღებული, და გაზეთში შემთხვევით ამოიცნეს თუფაქის სახე.

ასევე არანაირი მტკიცებულება მის სიკვდილზე და არანაირი ამსახველი ფოტო არ არსებობს მისი... არცერთი ფოტო საავადმყოფოდან...

და Orlando Anderson-ი 2Pac-ს არ მოკლავდა, რადგან Bloods-ების სათავეში Suge Night იყო, და Crips-ები თუ მოკლავდნენ ისევ და ისევ Suge-ს

მოისმინეთ სიმღერა "God Bless The Dead" ალბომიდან "Greatest Hits" რომელიც გამოვიდა (1999) წელს თუფაქი აქ აღწერს Notorious BIG-ის სიკვდილს რომელიც მისი სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ მოკლეს. დასაწყისში ამბობს თუფაქი : "Rest in peace to my mothafucker Biggie Smalls..."


დანარჩენი თავად წაიკითხეთ საიტზე რომლიც გადმოსაწერ ლიკნთანაა დართული
Информация к новости
  • Просмотров: 3671
  • Автор: admin
  • Дата: 14 ივლისი 2012
14 ივლისი 2012

ტატუები გოგონებისთვის

Категория: სტატიები

ტატუები გოგონებისთვის

ტატუ - 2010 შემოდგომიდან... უსასრულობამდე

აქსესუარის იმიტაცია, სიმბოლოები, ხელმოწერა თუ მასიური ნახატები -
კონტურისებრი (შავთეთრი) თუ ფერადი

ტატუების არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა კატალოგში და სხვაზე ნანახი ტატუ გახდება თქვენი? საკუთრივ თქვენი?
უმეტესობა ტატუს არჩევისას რაღაც აზრს დებს მასში, გამოხატულებაა რაღაც გადატანილის თუ ახლის დასაწყისის.
ხანდახან კი ის უბრალოდ ნახატია, რომელიც ისტორიას თავად მოიტანს

Информация к новости
  • Просмотров: 13494
  • Автор: gangster-ika
  • Дата: 3 ივნისი 2012
3 ივნისი 2012

Counter-strike 1.6 Server Creat Video Lesson | Counter-Strike

Категория: სტატიები / tutorials

Counter-strike 1.6 Server Creat Video Lesson | Counter-Strike

ეს არის ვიდეო გაკვეთილი,როგორ უნდა სერვერის შექმნა Counter-strike 1.6-ში,AmxmodX-ის და sXe 4.6-ის დაყენება.ამ ვიდეო მოყვება ყველაფერი ის რაც მაგისთვის დაგჭირდებათ(Amx Server and sXe 4.6 Install packet)
Информация к новости
  • Просмотров: 1716
  • Автор: admin
  • Дата: 7 მაი 2012
7 მაი 2012

მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

Категория: სტატიები

მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს


მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:
თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;
თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;
თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;
თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;
ნუ შეხვალთ შენობაში;
თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;
ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;
იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.


მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:
თავი აარიდეთ ღვარცოფსაშიშ ადგილებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას;
თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ღვარცოფის საშიშროების შესახებ და საჭიროებისას სასწრაფოდ განახორციელეთ ევაკუაცია თავშესაფარში წინასწარ შერჩეული მარშრუტით. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები;
მარშრუტი არ უნდა გადიოდეს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტზე;
ღვარცოფის საშიშროების ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ ადით ფერდობზე, რაც შეიძლება შორს ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტიდან;
დაუშვებელია ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტში ჩასვლა ღვარცოფის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ. მას შეიძლება მოჰყვეს მეორე ტალღაც;
გადაადგილდით ისე, რომ არ გადაკვეთოთ ღვარცოფის კალაპოტი;
საშიშია დარჩენა შენობაში, თუ იგი მდებარეობს ჩამოქცეული ნაპირისახლოს, ან მის ქვეშ გრუნტი ნაწილობრივ წარეცხილია;
თუკი შეამჩნევთმეწყერის რეალურ საშიშროებას, დაუკავშირდით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.


მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:
ხანძრისას აუცილებელია იმოქმედოთ სწრაფად. საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად დაეხმარეთ ყველას დატოვონ შენობა და დახურეთ კარები თქვენს უკან. მიაქციეთ ყურადღება სახანძრო გასასვლელების აღმნიშვნელ სიმბოლოებს;
ნუ ეცდებით ხანძართან ბრძოლას, სანამ გამოიძახებდეთ სახანძრო სამსახურს;
დახურულ სივრცეში ხანძრის არსებობისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია და შესაძლოა არსებობდეს მომწამლავი აირები. არასოდეს არ შეხვიდეთ გაკვამლულ შენობაში. თუ თქვენ გიწევთ კვამლიანი ოთახის გადაკვეთა, დაიხარეთ, რადგან ჰაერი ყველაზე სუფთა იატაკთანაა;
თუ გიწევთ დაზარალებულის გამოყვანა კვამლით სავსე შენობიდან სადაც ხანძარი არაა (მაგ. გარაჟიდან), პირველ რიგში ფართოდ გააღეთ კარები გასანიავებლად;
თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოეკიდა, უნდა ურჩიოთ დაზარალებულს, არ ირბინოს, რადგან ყოველგვარი მოძრაობა და დაბერვა აძლიერებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული უნდა დააწვინოთ ძირს და გადააფაროთ მძიმე არააალებადი ქსოვილი, მაგ. საბანი. არ აგორაოთ დაზარალებული მიწაზე. ეს გამოიწვევს დამწვრობის გავრცელებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილებზე. თუ ცეცხლი თქვენს ტანსაცმელს მოეკიდა და მშველელი არავინაა, შემოიხვიეთ ტანზე შესაფერისი ქსოვილი და დაწექით ძირს;
ელექტროტრავმის დროს არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს მანამ, სანამ ოფიციალურად არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დენი გამორთულია დენის წყაროდან. არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს 18 მეტრზე ახლოს, თუ ელექტროტრავმა გამოწვეულია მაღალი ძაბვის დდენით. სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების სამსახური;
შენობაში დენით დაზიანებისას გამორთეთ დამცველები. არ შეეხოთ დაზარალებულის სხეულს. თუ გამომრთველი თქვენთვის მიუწვდომელია, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე, მაგ. ხის ფიცარზე და ეცადეთ ხის ან პლასტმასის საგნით განაცალკევოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროსაგან. გააგრილეთ დამწვარი უბნები დიდი რაოდენობით ცივი წყლით. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.



პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი – აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი – დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე – დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი – დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება

აღარ ესაჭიროებათ.




ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1. დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს

ინფორმაცია, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4. შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ სუფთა ცელოფანის პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.

გახსოვდეთ!

· სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

· პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;
· დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.
Информация к новости
  • Просмотров: 2856
  • Автор: admin
  • Дата: 5 მაი 2012
5 მაი 2012

დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური კავშირით სარგებლობს

Категория: სტატიები

დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური კავშირით სარგებლობს


59 ქვეყანაში მობილური კავშირის შეღწევადობა 100%–ს აჭარბებს, ბევრ ადამიანს კი ერთდროულად რამდენიმე მობილური ტელეფონი აქვს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მობილური კავშირის ინდუსტრია სამომხმარებლო ელექტრონიკის სხვა სეგმენტებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდება, ხოლო ახალი მომხმარებლების რაოდენობა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ყოველთვის აჭარბებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარი ყველაზე სწრაფი ტემპებით ინდოეთში, ჩინეთა და სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იზრდება. პირველ რიგში კი ამას ხელს ოპერატორების მომსახურებებზე საფასურის მუდმივი კლება უწყობს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ აზიაში მობილური კავშირის მზარდმა განვითრებამ კორეულ კომპანიებს Samsun–სა და LG Electronic–ს მობილური ტელეფონების მწარმოებელი წამყვანი კომპანიების ექვსეულში მოხვედრის საშუალება მისცა.

სხვათაშორის, ბოლო მონაცემებით, 2 571 563 279 აბონენტი მობილური კავშირის ყველაზე პოპულარული სტანდარტით GSM–ით სარგებლობს, ხოლო სტანდარტის CDMA–421,4 მილიონ მომხმარებელს ითვლის.
Информация к новости
  • Просмотров: 2971
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2012
13 აპრილი 2012

პასკა - რეცეპტი

Категория: სტატიები / tutorials

პასკა - რეცეპტი


ინგრედიენტები:

2/3 ჭიქა რძე
20-25 გრამი დროჟი
3-4 კვერცხის გული
2 + 2/3 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა შაქარი
1/3 ჩაის კოვზი მარილი
60-80 გრამი კარაქი
½ ჩაის ჭიქა ქიშმიში, ცუკატები
გემოვნებით ლიმონის ცედრა
გემოვნებით ვანილინი
გემოვნებით დაჭრილი ნიგოზი


მომზადების წესი: - თბილ რძეში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და დროჟი, მოვურიოთ, დავამატოთ 1/3 ჭიქა ფქვილი, ავურიოთ და გავაჩეროთ თბილ ადგილას რათა კარგად გაფუვდეს. კვერცხის გულები და შაქარი ავსრისოთ გათეთრებამდე დავამატოთ კარაქი, ვანილინი, გაფუებული დროჟი და 2 ჭიქა ფქვილი (თუ ცომი თხელი გამოგივიდათ, დაამატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი დაახლოებით 1/3 ჩაის ჭიქა). გამზადებული მასა დავდგათ თბილ ადგილას და დავაცადოთ სანამ მოცულობაში არ მოიმატებს 2-ჯერ. (ცომს ზემოდან აუცილებლად დააფარეთ, რათა ზედაპირი არ მოუხმეს). შემდეგ გამზადებულ ცომში შეურიეთ ქიშმიში და ცუკატები და ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში. როდესაც ფორმაში ცომი 2-ჯერ მოიმატებს (გაფუვდება), შედგით აირღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე, გამოაცხვეთ. მზა პასკას მოაყარეთ შაქრის პუდრა
Информация к новости
  • Просмотров: 1942
  • Автор: admin
  • Дата: 4 აპრილი 2012
4 აპრილი 2012

ვის უსმენს პოლიცია?

Категория: სტატიები

ვის უსმენს პოლიცია?


გასულ ათასწლეულში კავშირგაბმულობის ტექნოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ინფორმაციის მოცულობა, რომელიც სატელეფონო სადენებითა და ფიჭური ანტენების მეშვეობით გადაიცემა. ეს კი საშუალებას იძლევა, აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთა ხელში მოხვდეს.
ყოველლიურად მატულობს პოლიციის თხოვნათა რაოდენობა, დანასაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, დართონ ფარული მოსმენის ნება. კანონის მიხედვით, ასეთი თხოვნა სასამართლოს უნდა გადასცეს მინიმუმ ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მოქნე ოფიცერმა, მოსმენის ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სასამართლოს უფლება აქვს, გააგრძელოს ეს ვადა.

Информация к новости
  • Просмотров: 183887
  • Автор: admin
  • Дата: 29 მარტი 2012
29 მარტი 2012

ugulavas dieta

Категория: სტატიები

ugulavas dieta


დ ი ე ტ ა

30 დღეში გარანტირებულია 15 კილოგრამდან 20 კილოგრამამდე დაკლება.
აღნიშნული დიეტის დაცვა საჭიროა ზუსტად, არ შეიძლება არცერთი კომპონენტის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევეაში უკუქმედება გარანტირებულია. ამ დიეტის დროს ორგანიზმი იწმინდება შლაგებისგან. ამ დიეტის დროს ორგანიზმში იწვება ცხიმები. დიეტის დროს ბევრი წყლის დალევა რეკომენდირებული არ არის. დალიეთ მაქსიმუმ 3-4 ჭიქა წყალი. დიეტაში აღნიშნული პროდუქტების გარდა არ მიიღოთ არაფერი.

როგორ დავიწყოთ დიეტა: ...
Информация к новости
  • Просмотров: 2955
  • Автор: admin
  • Дата: 12 ნოემბერი 2011
12 ნოემბერი 2011

ტელეფონის ნომრების ამბავი (rocko.ge)

Категория: სტატიები

ტელეფონის ნომრების ამბავი (rocko.ge)


შეიძლება ცოტამ თუ იცის არტ.ლებედევის პარაგრაფების შესახებ. არადა, ძალიან სასარგებლო სტატიებია. დიზაინის და არამხოლოდ დიზაინის გარშემო. დღეიდან მე პერიოდულად შევეცდები ზოგიერთი საინტერესო თავი აქ ვთარგმნო ხოლმე.
უკანასკნელ პერიოდში რუსული ენა სულ უფრო და უფრო ცოტა ახალგაზრდამ იცის. ამიტომ, ბევრისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება ლებედევის ”სახელმძღვანელოს” ქართულ ენაზე გაცნობა :)

Информация к новости
  • Просмотров: 377006
  • Автор: LostBoy
  • Дата: 2 სექტემბერი 2011
2 სექტემბერი 2011

GTA - SanAndreas -კოდებ

Категория: სტატიები

GTA - SanAndreas -კოდებ


GTA - SanAndreas-ის კოდები. არის სულ 87 კოდი. საუკეთესო კოდებია, თითქმის ყველაფერი, რაც ამ თამაშს ჭირდება

1. LXGIWYL - იარაღი
2. KJKSZPJ - იარაღი
3. UZUMYMW - იარაღი
4. HESOYAM - სიცოცხლე, ბრონი და 250 000$
5. OSRBLHH - ავწიოთ დონე
6. ASNAEB - მოხვსნათ დანაშაულის დონე
7. AFZLLQLL - მზიანი ამინდი
8. ICIKPYH - ძალიან მზიანი ამინდი
9. ALNSFMZO - ღრუბლიანი ამინდი
10. AUIFRVQS - წვიმიანი ამინდი
11. CFVFGMJ - სწრაფი დრო
12. YSOHNUL - სწრაფი თამაში
13. PPGVJHT - ნელი თამაში
14. LIYOAAY - ადამიანები ურტყავენ ერთმანეთს
15. AJLOJYQY - ბანდის წევრების გადამტერება
16. BAGOWPG - ყველა შეიარაღებულია
17. FOOOXFT - ტანკი
18. AIWPRTON - მანქანა
19. CQZJJMB - მანქანა
20. JQNTDMH - მანქანა
21. RDNEJON - მანქანა
22. VPJTQWV - მანქანა
23. AQTBCODX - მანქანა
24. KRIJEBR - მანქანა
25. UBHYZHO - მანქანა
26. RZHSUEW - მანქანა
27. CPKTNWT - მანქანა
28. XICWMD - ყველა მანქანის დაპყრობა
29. PGGOMOY - უჩინარი მანქანები
30. SZCMAWO - თვითმკვლელობა
31. ZEIIVG - შუქნიშანი ყოველთვის მწვანეა
32. YLTEICZ - აგრესიული მძღოლი
33. LLQPFBN - ვარდისფერი მანქანა
34. IOWDDAC - შავი მანქანა
35. AFSNMSMW - მფრინავი ნავები
36. BTCDBCB - მსუქანი კაცი
37. JYSDSOD - კაჩოკი
38. KVJYZQK - გამხდარი კაცი
39. ASBHGRB - ყველგან ელვის პრესლია :)
40. BGLUAWML - ხალხი შეტევაზე გადმოდის იარაღით
41. CIKGCGX - დღესასწაული
42. MROEMZH - ბანდის წევრებია ყველგან
43. BIFBUZZ - ქუჩების კონტროლი
44. AFPHULTL - ნინძა
45. BEKKNQV - ქალების მიზიდვა
46. BGKGTJH - ქუჩაში დადიან ბანძი მანქანები
47. GUSNDE - ქუჩაში დადიან საყვარელი მანქანები
48. RIPAZHA - მანქანები დაფრინავენ
49. JHJOECW - HUGE DANNY HOP
50. JUMPJET - ბომბდამშენი თვითმფრინავი
51. KGGGDKP - ნახევრად კატერი, ნახევრად მანქანა
52. JCNRUAD -
53. COXEFGU - ნიტრო
54. BSXSGGC - მანქანები ფრენის დროს თავს არიდებენ შეჯახებას
55. XJVSNAJ - შუა ღამე
56. OFVIAC - მზე 21:00
57. MGHXYR - ქუხილი
58. CWJXUOC - ბურუსი
59. LFGMHAL - მეგა ხტომა
60. BAGUVIX -
61. CVWKXAM - განუსაზღვრელი ტურბო
62. AIYPWZOP - პარაშუტი
63. YECGAA - დელტაპლანი
64. AEZAKMI - პოლიციის სამუდამოდ მოშორება
65. LJSPOK - ყველა ვარსკვლავები
66. IAVENJO - მეგა დარტყმა
67. AEDUWNV - თქვენ არ იცით სიტყვა "მიზეზი"
68. IOIUFZN -
69. PRIEBI - სასაცილო სახლის თემა
70. MUNASEF - ნარკომანია
71. WANRLTW - ტყვიები არ გითავდება
72. OUIQDMW - მანქანის ტარების დრო იარაღის სროლა
73. THGLOJ - შემოკლებული მოძრაობა
74. SJMAHPE - მტერის გადმობირება (9 MM)
75. BMTPWHR - ყველა მანქანა და ხალხი სოფლელია
76. ZSOXFSQ - მტერის გადმობირება (Rockets)
77. OGXSDAG -
78. EHIBXQS - თქვენ ხართ ძალიან სექსუალური
79. VKYRQCF - ტაქსი მოიპოვებს ნიტროს
80. NCSGDAG - თქვენ საუკეთესო მსროლელი ხართ
81. VQIMAHA - თქვენ საუკეთესო მტარებელი ხართ
82. OHDUDE - ვერტალიოტი
83. AKJJYGLC - ბურანი
84. AMOMHRER - დიდი მანქანა
85. EEGCYXT - ტრაქტორი
86. URKQSRK - პატარა ვერტალიოტი
87. AGBDLCID - დიდ ბორბლებიანი ჯიპი
Информация к новости
  • Просмотров: 4251
  • Автор: LostBoy
  • Дата: 8 ივლისი 2011
8 ივლისი 2011

გოგოების რჩევა

Категория: სტატიები

გოგოების რჩევა

რა შეიძლება გავიგოთ მამაკაცზე თუ მიცემთ თქვენ ნომერს?
კომუნიკაბელური[/color] მამაკაცი იწერს ნომერს პირველივე ქაღალდზე,გაზეთზე და ა.შ..... ე.ი. თქვენს წინაშია ცვალებადი ხასიათის ადამიანი. მისთვის უცხოა ისეთი თვისება როგორიცაა: პედანტურობა, მოწესრიგებულობა ... პირიქით ის არის ძალიან თავისუფალი, ადვილად შედის კონტაკტში და ამ ურთიერთობებს ის არ აფასებს. ასეთი თვისება ტელეფონების ჩაწერის არ გაძლევთ საშუალებას რომ იყოლიოთ ფართო ნაცნობების წრე. ის კარგავს ამ ქარალდების ნაგლეჯებს და არ ნანობს. შესაძლებელია ის არის ”მეგობრული” ადამიანი მასთან არ მოიწყენთ, მაგრამ მეორე მხრივ მასთან ძნელია სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა.

კლასიკური ეს ის მამაკაცების კატეგორიაა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს სუსტი სქესის წარმომადგენლებში. მამაკაცი იღებს თავის ბლოკნოტს სადაც გულდასმით იწერს თქვენ ტელეფონის ნომერს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მამაკაცს თავისი ცხოვრება დაგეგმილი აქვს და ის ცხოვრობს გარკვეული განრიგით სადაც ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ამ კატეგორიის მამაკაცი პუნქტუალურია და საიმედო. თუმცა ზოგიერთ ქალბატონისთვის ამ ტიპის მამაკაცი მოსაბეზრებელია და უინტერესო. რაც შეეხება ხანგძლივ ურთიერთობებს მას უნდა შეიცნოს თავისი მეწყვილე ძირფესვიანად და არასოდეს გამოაქვს დასკვნა პირველივე შთაბეჭდილებით.

სანთებელა ამ ტიპის მამაკაცისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ექსტრავაგანტული საქციელების ჩადენა. ის სთხოვს ნებისმიერ გამვლელს საწერკალამს და იწერს ნომერს თავის ხელზე. ის ადვილად ინტერესდება საპირისპირო სქესით და უნდა ყველაფერი სწრაფად. ურთიერთობებს ამყარებს შემდეგი პრინციპით: ”არარსებობს შეუძლებელი და თუ არსებობს არა ჩემთვის.” ამ ტიპის მამაკაცებს ადვილად ეუფლებათ სიმპატიის გრძნობა, მაგრამ ეს ხანმოკლეა. შეიძლება მომავალში თავისივე ნამოქმედარი დახვდეთ წინ.

გულიანი ამ ტიპის კაცი რამოდენიმეჯერ ჩაიწერს თქვენს ნომერს: გაზეთზე, სამგზავრო ბილეთზე და ასევე საბუთებზეც კი. თუმცა ეს არის ერთადერთი დადებითი თვისება ამ ტიპის მამაკაცებისა. მას არ შეუძლია მიიღოს საბოლოო გადაწყვწტილება პირველივე პაემანის შემდეგაც. ისინი უსიტყვო თანაგრძნობას იწვევენ. თუ კიდევ შეგრჩათ სურვილი გააგრძელოთ ურთიერთობა ამ მამაკაცთან დაუყოვნებლივ გამოიჩინეთ ინიციატივა.
პერსონა- ინდივიდი[/color] განსაკუთრებულუ განმასხვავებული თვისებაა ამ მამაკაცების, მოახდინოს გამაოგნებელი შთაბეჭდილებები საწინააღმდეგო სქესზე, რის შემდეგაც ის რჩება გაოგნებული. საოცნებო ნომრის მიღების შემდეგ ის მაშინვე იძენს კალამს და ბლოკნოტს რათა ჩაიწეროს ეს ნომერი. მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყოველთვის გამოიყურება საუკეთესოდ. რადგან ის არის ეგოისტური ნატურა, მას ნაკლებად აინტერესებს ახლობლების განცდები. უმეტეს შემთხვევაში ისინი კოლექციონერები არიან. თუ თქვენი ურთიერთობა გაღრმავდება იყავით მზად დიდი რაოდენობის ბლოკნოტებისთვის, რომლებიც ნაყიდი იქნება ერთადერთი ნომრისთვის.

თანამედროვე მამაკაცს შეაქვს თქვენი ნომერი მობილურის მეხსიერებაში. ის რაციონალურად თანამედროვეა და ნაწილობრივ საიმედო. ე.ი. თუ მან ჩაიწერა თქვენი ნომერი ის აუცილებლად დაგიკავშირდებათ. შესაძლებელია დაუშვათ, რომ ის აფასებს კომფორტს. მისი თავისუფალი დრო დაგეგმილია წუთობრივად. თუმცა არსებობს საშიშროება რომ თქვენმა რომანმა მიიღოს ვირტუალური ხასიათი.

ორიგინალური ამ ტიპის მამაკაცი არასოდეს არ ჩაიწერს თქვენს ნომერს. ამბობს რომ დაიმახსოვრებს.... მას უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება თავისებური ტიპის მამაკაცის რაც უშლის ხელს ურთიერთობის გაგრძელებაში. მისთვის მთავარია გაცნობის პროცესი და არა შედეგი. თუმცა თუ გოგონა ნამდვილად მოეწონა ის უეჭველად დაიმახსოვრებს მის ნომერს. ურთიერთობის გაღრმავების შემთხვევაში ისინი რჩებიან ორიგინალურები და მათთან არ მოიწყენ
Информация к новости
  • Просмотров: 2907
  • Автор: admin
  • Дата: 22 აპრილი 2011
22 აპრილი 2011

როგორ მოვუაროთ თმას

Категория: სტატიები

თმის მოვლა ერთგვარი ჰიგიენაა, თმა სხვადასხვა ტიპის არსებობს- სწორი, ხვეული, ტალღოვანი.. ადამიანმა მისი თმის ტიპი აუცილებლად უნდა იცოდეს და მოუაროს გარემო პირობების შესატყვისად.

რამოდენიმე რჩევა რომელიც თმის მოვლაში დაგეხმარებათ და აგრეთვე როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ თმას

    როგორ მოვუაროთ თმას


აუცილებლად გაიკეთეთ ქოქოსის ზეთის მასაჟი - ეს ზრდის თმას, მაგრამ ქოქოსის ზეთი აუცილებლად უნდა მოიხარშოს ხახვთან ერთად..
თვეში ერთხელ შეიმოკლეთ 1 სანტიმეტრით
აუცილებლად უნდა მიირთვათ- ხილი, ხაჭო, ბოსტნეული - ეს თმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს
მოკლე თმა უმჯობესია თმის ძირებიდან დაივარცხნოთ, გრძელი თმის ვარცხნას კი ბოლოებიდან ძირებისაკენ აუყვეთ

    როგორ მოვუაროთ თმას


არ შეიღებოთ თმა ხშირად - ის აუხეშებს და აფუჭებს თმას
მიიღეთ D ვიტამინი
არ გამოიყენოთ თმის საშრობები ყოველდღიურად

    როგორ მოვუაროთ თმას


დაზიანებულ თმას სჭირდება:

დატენიანება. გამოიყენეთ თმის ნიღბები და ბალზამი, თუმცა თუ თმა გცვივათ უმჯობესია შეარჩიოთ მსუბუქი შამპუნი ბალზამის გარეშე და ერიდოთ ”მძიმე” ნიღბებს. თმის კანს უმკურნალეთ დაბანვის შემდეგ, საუკეთესო საშუალება თმის ძირებში შესაზილი ზეთიანი კაპსულებია, თმის დატეხილი ღეროებისთვის კი ნიღბები, რომელთა ჩამობანაც საჭირო არ არის;
ქლორილებულ და მარილიან (აუზში და ზღვაში) ცურვის შემდეგ გამოიყენეთ თმის დამცავი საშუალებები;
მზისგან თავი დაიცავით ქუდით, თმის ძირები კი დამცავი საშუალებით დანამეთ;
ზაფხულში, როდესაც თმა მეტად შრება მოერიდეთ მის ხშირ დაბანვას;
შეარჩიეთ რბილი და ნაზი შამპუნი, უმჯობესია ბუნებრივ საშუალებებზე დამზადებული;

    როგორ მოვუაროთ თმას


    როგორ მოვუაროთ თმას


    როგორ მოვუაროთ თმას


    როგორ მოვუაროთ თმას
Информация к новости
  • Просмотров: 3005
  • Автор: admin
  • Дата: 22 აპრილი 2011
22 აპრილი 2011

რაც გინდათ ის დაარქვით

Категория: სტატიები

    რაც გინდათ ის დაარქვით


როდესაც შენ ყიდულობ პროფესიონალ ფოტოაპარატს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გექნება ბევრი კარგი სურათები... ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მეგობრებს ექნება უამრავი კარგი სურათი )))

პირველი წესი სახლის უბორკისთვის: მოაშორო შენი თავი კომპიუტერს...

დედიკო, დედიკო, მიყიდე ძაღლი, გთხოვ... - მერე შენ მოუვლი მას? - აწი შენ კიდე არ იყიდო ავადმყოფი!

ყვირის დედა? - გაჩუმდი, ყვირის მამა? - გაჩუმდი, ყვირის შეყვარებული? - მოაკეტინე კოცნით!

ყველაზე საშიში ადამიანი - ადამიანი სტატუსის გარეშე. საერთოდ არ იცი რა ტარაკნები აქვს თავში

კარგია როდესაც მაიკაზე აბსტრაქტული სისულელე ახატია , გადაგესხა სოუსი - ვერ შეამჩნევ :D

პირველი წერილი: "იქნება შამპანური და მანდარინები'. მეორე წერილი:" დედა გვერდით იყო, იქნება არაყი' :D

ყველაზე საშინელი სასჯელი - ასწავლო ბებიას სმს-ის გაგზავნა ან თუნდაც კომპის ათვისება

    რაც გინდათ ის დაარქვით


გიყვარდეს ის, მისწერე, დაურეკე. ის კი მოუყვება მეგობრებს თუ როგორ დასდევ მას ;)

რას ფიქრობთ, როცა თქვენს ყოფილს ხედავთ ქვიშაში ყელამდე ჩამარხულს? - ცოტა ქვიშაა ))

წყალში ჩავარნდილმა შოკოლადმა პანიკა გამოიწვია ბასეინზე :D

- შეხედე, ვარსკვლავი ვარდება! ჩაიფიქრე სურვილი. - მე მინდა, რომ შენ ცოლად მომიყვანო. - უი, ნახე, უკან გაბრუნდა.

    რაც გინდათ ის დაარქვით


- საყვარელო, რა გიყვარს ჩემში ყველაზე მეტად? იდეალური ტანი თუ ლამაზი სახე? - შენი იუმორის გრძნობა, საყვარელო ))

მიდიან ქუჩაში პესიმისტი და ოპტიმისტი და შემთხვევით ძაღლის რაღაცას დააბიჯეს ფეხი. პესიმისტი: ვაიმე, ეს რას დავაბიჯეთ ფეხი რაა! ოპტიმისტი: სამაგიეროდ ნახე, რა ახალია!

ბიჭებო, რატომ იცინიხართ, როცა გოგოები ტუშს ვისმევთ გაღებული პირით? თქვენ გინახავთ თქვენი სახე როცა იპარსავთ?

ჩემი დღეები ცარიელია, როგორც ლიფი შენი ახალი გოგოსი :D

მე გავერთიანდი ცხოველების დასაცავ საზოგადოებაში... ხომ ხედავ, როგორ განვიცდი შენზე )))

მე მიყვარს ჩემი საყვარელი ადამიანი და მასაც ვუყვარვარ მე! ჩვენ ერთად ვართ ერთი წელია და ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს! !! წაიკითხეთ? - ახდება :D

არ არის საინტერესო ელაპარაკო იმას, ვისაც ყველაფერი "კარგად" აქვს და "არაფერს" არ აკეთებს ))

ყველა ცოტათი შინდება, როდესაც მოდის წერილი: "შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა"?

-დე, როგორ არის ტვინი მოწყობილი? - დამანებე თავი, - ნუ როგორ არის მოწყობილი ტვინი? - შემეშვი, მე თავი სხვა რამით მაქვს გაჭედილი

ყველა გოგონა ოცნებობს მოისმინოს ფრაზა: "საყვარელო, მიატოვე კოსმეტიკის ხმარება, შენ მე მის გარეშეც პრინცესა მყევხარ :*:*:"

არ მიანდო საიდუმლო მეგობარს, მეგობარსაც ჰყავს მეგობრები...

როდესაც მე მინდა რამე ჭკვიანური მოვისმინო, მე ვიწყებ ლაპარაკს... ))))

დაპრუწე ტუჩები, გაიკეთე სათვალეები, შენითვე გადაიღე სურათი და მორჩა ვარსკვლავი ხარ ოდნოკლასნიკის ან ფეისბუქის ))

ნერვებს მიშლიან გამყიდველები - კონსულტანტები ძვირადღირებული მაღაზიების, რომლებიც ყოველთვის გიყურებენ, როგორც ბომჟს )))

ალბათ ყველაგოგოს აქვს გარდერობში გახეული კოლგოტკები და ინახება ის იმისთვის, რომ მერე "ნუ, შარვლის შიგნით მაინც არ გამოჩნდება"....

5:50-მშვენიერია, კიდე შემიძლია დავიძინო
6:50 - უნდა ავდგე... 6:57-ვდგები ერთი, ორი... .. 9:40 შენი დ&^&^%

ყველაზე ლამაზი თვალები იმას აქვს, ვისაც ნანახი აქვს ბედნიერება.

თუ დიდი ხანი უყურებ გოგოს, ნახავ მის გათხოვებას ;)

    რაც გინდათ ის დაარქვით


- პრივეტ. რას აკეთებ? - ვიდს, რომ ყველაფერი კარგადაა ))

თუ დროულა არ აკოცე, შეიძლება სამუდამოდ დარჩეთ მეგობრებად :|
-ალო, პრივეტ, როგორ ხარ? - ცუდად! - რატომ? - ავადვმყოფობ! - რითი? - შენით! - გამოჯანმრთელდი ))

როდესაც ბავშვები ვიყავით ვიძინებდით თოჯინებთან და რბილ სათამაშოებთან ერთად... ეხლა კი ცრემლიანი თვალებით, ნაუშნიკებით ყურში...

თუ მართლა სჭირდები მას, ის მოგწერს მაშინაც კი, როცა ონლაინში ორიათასი მეგობარი ჰყავს!

მართალია ფულში არ არის ბედნიერება, მაგრამ უკეთესია ლიმუზინში იტირო, ვიდრე ავტობუსში

- შენ რა ტირიხარ? - არა, ე, მძინავს. - მაგრამ მე ვხედავ რო ტირიხარ! - არა, დე. ეს თვალები ტირიან. და მე... მძინავს.

ერთხელ, ერთმა კაცმა ჰკითხა ღმერთს:"რატომ არიან ყველა გოგონები საყვარლები, სათუთები და ნაზები, ხოლო ქალები სწერვები და ბ&*&^ი?". და მან მიიღო პასუხად: "გოგონებს ვქმნი მე, ხოლო ქალებად მათ აქცევთ თქვენ!"

სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია... წავალ, გავივლი...

ბავშვობაში, როდესაც დასაძინებლად მიდიოდით და სათამაშოს იღებდით, თქვენც ფიქრობდით, რომ სხვა სათამაშოები გაგინაწყენდებოდათ? და მერე ყველას იღებდით...
რაც გინდათ ის დაარქვით

ბავშვობაში, როდესაც დედა პურის მოსატანად გაგიშვებდათ, თქვენც მოჭმული ბატონი მოგქონდათ?

მე ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი დიდი, იმისთვის, რომ, როცა პარკს ვატარებდი, არ მინდოდა ის მიწას შეხებოდა..

მივდივარ ავტობუსით, ვზივარ ბიჭის წინ, მას კი საოცრად ლამაზი თვალები აქვს. ვერ ვცილდები ისე ვუყურებ... ჩემი გაჩერებაა, მე ვდგები, ის კი მიყურებს და მეუბნება: "გოგონი, თქვენც ლამაზი თვალები გაქვთ"... ))))

თუ ბიჭი გოგოს ექცევა ისე, როგორც პრინცესას, ესეიგი ის გაზარდა დედოფალმა... ♥

გაიღიმე! დიახ, დიახ! შენ ეკრანს მიღმა! სტატუსები გეძღვნება შენ ))))

არქივი

მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
ოქტომბერი 2016 (17)
^