სტატიები » გვერდი 4 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 1322
  • Автор: admin
  • Дата: 25 აპრილი 2015
25 აპრილი 2015

სამი იბერია

Категория: სტატიები

სამი იბერია


ამი იბერია – კავკასია, პირენეი, ბრიტანეთი…

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ – ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიან ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები (იგივე გალები. განმარტებისთვის – გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს – ბერძნები) შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ. იბერია- ჰიბერნია – ალბიონი. აკაკი გელოვანიც აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა. ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველური ტომები იყვნენ.

მკვლევარები კელტების წინარე ხალხად პიქტებს მიიჩნევენ, რომელთაც უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია ქონდათ, ამაზე სტოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსის მედიდურობა და დანიშნულებაც მეტყველებს. მკვლევარები პიქტებს იბერიული წარმოშობის ტომად მიიჩნევენ, რომელიც მთიან შოტლანდიაში ცხოვრობდა კელტების (სკოტების, გელების) მოსვლამდე და VI-VII საუკენეებში მათ ალბას ანუ ალბანის სამეფო შექმნეს. კელტების შესევის შემდეგ პიქტებმა განიცადეს შევიწროვება და მათი დომინანტი როლი ამ რეგიონზე მთლიანად მოისპო… დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია განიცადეს, სკოტებს შეერივნენ და გელური ენა შეითვისეს. მოხდა არა მხოლოდ მოდგმის, არამედ რასის ჩანაცვლებაც, რომლის დროსაც ინდოე-ვროპული წარმოშობის ტომებმა – კელტებმა – გაანადგურეს პიქტების ცივილიზაცია და ბარბაროსს დამპყრობლებად იქცნენ.

არცერთი ისტორიული დოკუმენტი არ მოწმობს, რომ პიქტების ტომი მთლიანად ამოწყვეტილიყოს. შოტლანდიელები დღესაც არჩევენ თავის ერში იბერიული ტომის შენარევს და დაბალი ტანის შავგრემან ადამიანებს (ასეთები ყოფილან პიქტები რომაელთა აღწერით), განსხვავებით მაღალ, ქერათმიან და ცისფერთვალა კელტებისაგან, ახლაც იბერიელებს უწოდებენ…

კელტების მიერ პიქტების დაპყრობა ისეთივე მოვლენას წარმოადგენდა, რაც შუამდინარეთში სემიტების შეჭრა, ან რომში ვანდალებისა და გუთების ლაშქრობა. მაგრამ, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ასეთ დროს ბარბაროსი ტომები ხელუხლებელს ტოვებდნენ “ქურუმთა ცოდნას” – ის არ ნადგურდებოდა! ამიტომ შუმერის დაცემის შემდეგაც, ბაბილონის ქურუმებს ისევ შუმერული წარმოშობის ქურუმები წარმოადგენდნენ… არც რომის სულიერი ცოდნა გაუნადგურებიათ ბარბაროსებს, პირიქით, მალე ისინი გაქრისტიანდნენ კიდევაც.

კელტების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა ცალკე კასტა სასულიერო პირებისა, იგივე ქურუმებისა, რომელსაც სხვანაირად – დრუიდები ერქვათ. დრუიდები ფაქტიურად სრულიად განსხვავებულ ხალხს და ეთნოსს წარმოადგენდნენ. კელტები დრუიდებს – ქურუმებს, “სასულიერო პირებს” და პოეტებს უწოდებდნენ. გალებში დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. დრუიდთა სკოლები კუნძულელ კელტებშიც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელებსა და ბრიტებში დრუიდებმა მგოსნების ფუნქცია მალევე დაკარგეს, IV-V საუკუნეებში კი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.

დრუიდების მემკვიდრეებად ითვლებოდნენ “ბარდები” ძვ. ირლანდიაში, საიდანაც იწყება კიდეც ირლანდიური პოეზია და ეპოსი… ამაზე მეტყველებს “ბარდების” პოეზია, ტომას სტენს ელიოტის, ჯეიმს ჯოისისა და სამუელ ბეკეტის კომენტარები.

შუმერ ქურუმებისა და დრუიდების მსგავსი მდგომარეობა იყო მთელს იტალიაში განთქმულ ტარქკვინიის ეტრუსკ აუგურთა აკადემიაში, სადაც თვითონ რომაელებიც კი აგზავნიდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს განსასწავლელად.

ირლანდიელი მეცნიერის, ბონვიკის თქმით, კელტებს დრუიდების სიბრძნე პიქტებისაგან უნდა გადაეღოთ, ან მიეღოთ მემკვიდრეობით, ან შეიძლება თავად ისინი იყვნენ პიქტები. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ მეცნიერი პიქტებს “დიდი ბრიტანეთის იაფედიტურ მოსახლეობას” უწოდებს, რითაც კიდევ ერთხელ უკავშირებს მათ ქართველურ მოდგმას და მსოფლიოს სამ იბერიას ერთი მოდგმის შექმნილ სახელმწიფოებად მიიჩნევს…
ზოგი მკვლევარი “კელტ-იბერიულ” ტერმინს ხელოვნულად შექმნილად მიიჩნევს. მათი აზრით, არ შეიძლება რომაულ-ვანდალური, ან ურარტო-კიმერიულ კულტურებზე საუბარი. არსებობს ურარტული და კიმირიული კულტურები, არსებობს რომაული კულტურა და ვანდალების კულტურა, მაგრამ არამც და არამც ერთიანი. აქედან გამომდინარე, შეცდომადაა მიჩნეული შუმერულ-აქადური და პელაზგურ-ბერძნული განსაზღვრებანიც, რადგან ეს მოდგმები და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავებული ეტაპებია კაცობრიობის სულიერი ევოლუციის სტეპებზე.

იმ მესამე იბერიას, დღეს რომ ირლანდია ჰქვია, თავის დროზე არა იბერია, არამედ ჰიბერნია ერქვა და ლათინების მიერ შერქმეული სახელია. უბრალოდ, ხმოვანებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ლათინურზე ზამთრის მხარეს ნიშნავდა. შოტლანდიას კი კალედონია შეარქვეს და რომანიზირებული სახელია ერთ-ერთი პიქტური ტომისა “დუნ ჩაილეანი”-ს “Dun chaillean”. პიქტები მე-X საუკუნემდე არსებობდნენ და წარმოადგენდნენ კონფედერაციას. ისინი, თავს სწორედ ამ ტომის შთამომავლებად მიიჩნევდნენ). თუმცა, ის, რომ იაფეტიდური მოგდმის ხალხებით იყო დასახლებული ალბიონიც და ირლანდიაც, ხოლო კელტების ინდოევროპული ტომების შემოსევათა შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, შოტლანდიასა და ირლანდიაში გამაგრდნენ, ეს ფაქტია. გენეტიკური კვლევების საფუძველზე ბრიტანელი მეცნიერი, სტეფენ ოპენჰაიმერი თავის წიგნში “ბრიტანელთა წარმომავლობა” თვლის, რომ თანამედროვე ბრიტანეთის მოსახლეობა იბერიის ნახევარკუნძულიდან უნდა იყოს და რომ თვით კელტებისა და ანგლო-საქსურმა ტომებმაც კი ვერ გააქრეს ამის კვალი ბრიტანეთში.

რაც შეეხება, კელტ-იბერებს, ეს ჯერ კიდევ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოსული ინდოევროპელი კელტების შემდეგ ჩნდება ადგილობრივ მოსახლეობასთან გენეტიკურად და კულტურულად შერწყმის შედეგად. პუნიკური ომების დროს პრერომანული იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე მთავარ ეთნოსსაც წარმოადგენდნენ და ვესტ-გუთების სამეფოს დაარსებამდე გააჩნდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეული. ესპანეთის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ოლქს დღესაც ჰქვია კელტურობის აღმნიშვნელი სახელი “სელტა” (Celta) და კულტურაში უხვია კელტ-იბერული მოტივები.

წყარო: burusi.wordpress.com

Информация к новости
  • Просмотров: 2761
  • Автор: admin
  • Дата: 20 აპრილი 2015
20 აპრილი 2015

სწორი კვება

Категория: სტატიები


ამბობენ, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ. თუ ამ მოსაზრებას არაფილოსოფიური თვალით შევხედავთ და სერიოზულად დავფიქრდებით, როგორ ვკვებავთ ორგანიზმს ყოველდღიურად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამაზე არასდროს გვიფიქრია.

"კვება”… როცა ეს სიტყვა გვესმის, შეიძლება წინადადების გაგრძელება აღარც მოვისმინოთ. ჩვენი კვება უმეტესად იმდენად ინსტინქტურია, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით ვჭამთ. თუმცა, კვება უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტი იქნება და ამიტომ ჯობია პირდაპირ ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვებაა. ვერანაირი ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს ვჭამთ, რა რაოდენობით ვჭამთ, რა თანმიმდევრობით ვღებულობთ საკვებს, ხილს, სასმელს. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ რაც უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, თუ ამას სათანადო დროს და სათანადო წესით არ გავაკეთებთ, არანაირი შედეგი არ გვექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის თვისებები, თავისებურებები და ამის შესაბამისად მივიღოთ ის (შეძლებისდაგვარად), რაც ყველაზე მეტად გვარგებს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით.

Информация к новости
  • Просмотров: 1716
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

Категория: სტატიები

 
 
დღესდღეობით უცხო ენის შესწავლა აუცილებლობას წარმოადგენს: სამსახურის დაწყებისას ყოველთვის ისმის კითხვა, თუ რამდენ უცხო ენას ფლობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რუსული ენა იმდენად აღარ არის ხმარებაში და შესაბამისად უფრო დიდი მოთხოვნა ინგლისურ ენაზეა.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ენის დაუფლება სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. მაგალითად შეიძლება მას ამისათვის თავისუფალი დრო არ ჰქონდეს, ან ყველაზე მთავარი მიზეზი შეიძლება შესაბამისი ფინანსების არქონა იყოს.

ამ პოსტში მოგაწვდით ინფორმაცის რამდენიმე საიტის შეხახებ, რომელთა დახმარებითაც უფასოდ არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა. ასევე მიგითითებთ რამდენიმე ლექსიკონს, რომელიც დაგჭირდებათ უცხო სიტყვების გასაგებად. მაშ ასე დავიწყოთ:

1. learnenglishზე შესაძლებელია არა მხოლოდ სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა, არამედ შესაძლებელია გრამატიკული ნაწილის სწავლაც. ნორმალურად დაუფლების შემთხვევაში მოცემულია ტესტებიც, რომელთა დახმარებითაც აიმაღლებთ გამოცდილებას ინგლისურ ენაში. საიტის მთავარი დადებითი მხარე გამოთქმის სწავლაცაა, ანუ არის მოცემული გაკვეთილები, რომლებიც გეხმარებათ ინგლისური აქცენტის დახვეწაში. შედით საიტზე და ნახეთ სრული მენიუ, თუ რას გვთავაზობენ მასწავლებლები.

2. ასევე ანალოგიური უფასო საიტი english-at-home, რომელიც გთავაზობთ გრამატიკის და სალაპარაკო ინგლისურის შესწავლას. როგორც პირველ საიტს, ამ საიტსაც ანალოგიური დატვირთვა გააჩნია, თუმცა მე უფრო მეორე მომწონს.

3. ინგლისურის შესწავლის დროს აუცილებელია ლექსიკონის გამოყენება. დამეთანხმებით, რომ დიდი ლექსიკონის მაგიდაზე დადება და მისი ფურცვლა ძალიან დამღლელია. ამისათვის არსებობს ელექტრონული ლექსიკონები. ისეთები როგორებიცაა:

წინადადებების გადასათარგმნად კი გამოიყენეთ Google Translate.

 

Метки к статье: ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

Информация к новости
  • Просмотров: 2355
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე

Категория: სტატიები

 
 
მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაცია ბეჭდურიდან ნელ-ნელა გადადის ელექტრონულ ვერსიაზე, რაც თავის მხრივ ამარტივებს მასზე ხელმისაწვდომობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ გიწევს სახლიდან გასვლა იმ ინფორმაციის მისაღებად რაც საჯაროა, მაგრამ კვლავაც და კვლავაც ინფორმაციის არ ქონის გამო ბევრმა არც იცის მათ შესახებ ან თუ იცის არ იცის როგორ მოიხმაროს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

ამ სტატიაში როგორც მიხვდით ვისაუბრებთ ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღების ელექტრონულ მეთოდებზე, რაც მთავარია ეს მეთოდები არის ლეგალური და მათი გამოყენება არანაირ საფრთხეს შეიცავს არც მომხმარებლისთვის და არც იმ პიროვნებისათვის ვის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება გსურთ.

პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვებისას პირველი, რაც უნდა გავხსნათ ეს არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საჯარო რეესტრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ ფიქსირდება თუ არა უძრავი ქონება იმ ადამიანზე ვის შესახებაც ინფორმაციის შეგროვება გსურთ, ასევე არის თუ არა რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ, ადევს თუ არა საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, ან იმყოფება თუ არა მოვალეთა რეესტრში.

Информация к новости
  • Просмотров: 1687
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

როგორ დავწეროთ CV

Категория: სტატიები

 
CV (Curriculum Vitae) – არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. CV -ს ძირითადად იყენებენ სამუშაოს მაძიებელნი. CV ძალიან გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ იშვიათად მის ნაცვლად იყენებენ რეზიუმესაც.

კარგი CV -ის დაწერა არ არის 2 წუთის საქმე, მითუმეტეს საქართველოში, როდესაც შეიძლება ერთ დღეს ბუღალტრის თანამდებობაზე გზავნიდე CV -ს, ხოლო მეორე დღეს კვალიფიკაციური PR მენეჯერისაზე (არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ და მითუმეტეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს დღეობით მსგავსი სიტუაციაა ).

Метки к статье: როგორ დავწეროთ CV

Информация к новости
  • Просмотров: 5656
  • Автор: admin
  • Дата: 15 აპრილი 2015
15 აპრილი 2015

დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

Категория: სტატიები

ინტერნეტის განვითარებამ მრავალი წარმოუდგენელი იდეა რეალობად აქცია – თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოუდგენელი იყო ჩვენი ნებისმიერი სახის დავალიანებისა თუ ინტერნეტის მეშვეობით დეტალური ინფორმაციის გაგება, დღეისათვის ეს ძალიან მარტივია და ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი (თუნდაც მათთვის, ვინც დამწყების დონეზე მაინც ერკვევა კომპიუტერში ).

კომუნალური გადასახადებისა და სხვა დავალიანებების ნახვა და ამ დავალიანებების დაფარვა (ან დაფარვის ვადების დადგენა) შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, მაგრამ თუ თქვენ არ სარგებლობთ ამ საბანკო პროდუქტით არც ეს წარმოადგენს პრობლემას, არსებობს ისეთი საიტებიც, რომლებიც რეგისტრაციის და სხვა გართულებების გარეშე გიჩვენებენ თქვენს დავალიანებას (და ასევე საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ როგორც დაფარვის ვადები, ასევე დავფაროთ ისინი სახლიდან გაუსვლელად).

ასეთ საიტებს მიეკუთვნება: "საქართველოს ბანკის” – ipay.ge, "ლიბერთი ბანკის” – smartivi.ge, "ნოვა ტექნოლოჯის” – PayBox.ge  და "მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა” – osmp.ge ან gadaixade.ge. თითოეულ მათგანზე თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ (და სურვილისამებრ გადაიხადოთ):

Метки к статье: დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

Информация к новости
  • Просмотров: 1399
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2015
13 აპრილი 2015

უგულავას დიეტა

Категория: სტატიები

უგულავას დიეტა


გრძელდება 4 კვირას, ჯობია დაიწყოთ ორშაბათს. დღეში 4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება. იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება.
სამი კვირა მეორდება ეს დღეეები:

I დღე - მშიერი:

საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი _ 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100 გრ. შავი პური.
II დღე - ცილები:

საუზმე - 100 გრ. შავი პური, 20 გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100 გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) + ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100 გრ ჰოლანდიური ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100 გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი
III დღე - ბოსტნეული:

საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით ) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ მოხარშული გაროხი
ვახშამი -3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი
IV დღე - განსაკუთრებული:

საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100 გრ ჰოლანდიური ყველი;
სადილი - 100 გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული + 100 გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი;
ვახშამი -1 ჭიქა კეფირი.
V დღე - ცილოვანი:

საუზმე - 100 გრ. შავი პური, 20 გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო);
სადილი - 100 გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) + ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100 გრ ჰოლანდიური ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100 გრ. შავი პური;
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი.
VI დღე - ბოსტნეული:

საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი;
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ მოხარშული გაროხი;
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1 ჭ.ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი.
VII დღე - განსაკუთრებული:

საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100 გრ ჰოლანდიური ყველი;
სადილი - 100 გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული + 100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი;
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი.
IV კვირა:

ორშაბათი -1,5 კგ ვაშლი;
სამშაბათი - 1,5 კგ მოხარშული ქათამი;
ოთხშაბათი - 1,5 კგ კიტრი / პომიდორი;
ხუთშაბათი - 1 კგ მოხარშული ხორცი;
პარასკევი - 0,5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი;
შაბათი - 1 ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, 100 გრ. მოხარშული თევზი;
კვირა- 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1 კგ ჰოლანდიური ყველი.
Информация к новости
  • Просмотров: 2807
  • Автор: admin
  • Дата: 1 მარტი 2015
1 მარტი 2015

Domens

Категория: სტატიები

Domens


დომენების მნიშვნელობა. ყველამ იცის რომ .com ან .net არის საერთაშორისო დომენები. .ge.ru რუსული. მაგრამ არის ბევრი ისეთი დომენი რომლების მნიშვნელობაც არ იცით. ნახეთ Read More-ში!

Информация к новости
  • Просмотров: 2594
  • Автор: admin
  • Дата: 22 იანვარი 2015
22 იანვარი 2015

შენ ხარ კაცი

Категория: სტატიები

40 მიზეზი, რის გამოც შენ ხარ კაცი


შენ ხარ კაცი


Информация к новости
  • Просмотров: 4003
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

როგორ ხვდებიან ახალ წელ მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?

Категория: სტატიები

მალე ახალი 2015 წელი დადგება! ყველას გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს და
გისურვებთ იმას რასაც თქვენ თავად უსურვებდით საკუთარ თავს!
ამ ნიუსით კი შევეცდები უფრო გაგიღრმავოთ საახალწლო განწყობა და მოგითხროთ იმის შესახებ თუ
როგორ ხვდებიან ახალ წელს მთელს მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი ანუ თოვლის ბაბუა!


როგორ ხვდებიან ახალ წელ მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?


როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში?

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ქვეყნის საახალწლო ტრადიციებს!


დავიწყოთ არგენტინათი: ძველი ტრადიციების თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყსებსა და ბლანკებს ყრიან, ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იმოსება. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია, ისე მოიხიბლა ამ ტრადიციით, რომ მთელი არქივი მოისროლეს ფანჯრიდან! ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახევ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა!


ავსტრალია: საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი სანტა კლაუსების ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება! ასეთ ეგზოტიკურ თოვლის ბაბუას ტრადიციული სანტა-კლაუსის დამახასიათებელი თეთრი წვერი და წითელი ქუდი ამშვენებს. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ავსტრალეირები დილის 5-6 საატზე იღვიძებენ. სმაგიეროდ ათი საათისთვის იძინებენ, ახალი წელი აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.


ავსტრია: ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება სხალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული ''მსოფლიო ზარის'' საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად დღემდე მიაჩნიათ.


ბირმა: იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე3 ცხელ სეზონს ემთხვევა მას წყლის ფესტივლით აღნიშნავენ. სნახაობა მართლაც, რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ მათთვის არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიცია და კეთილგანწყობის გამოხატვაა.


ბულგარეთი : ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის (რატომ მაინცდამაინც შინდის უცნობია) ჯოხს იძენენ. რაც მათთვის ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლ;ებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა! ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია!



საბერძნეთი: ბერძნული ტარადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეწზოში და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წლეს ოჯახი ბედნიერად გაატერბს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: '' დაე ჩემი მასპინძლის ქისა (ან საფულე) ამ წვასავით მძიმე იყოს.''


დანია: დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან-რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღEბა უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვენბს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!


ირლანდია: ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს აღებენ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს '' მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს'' შესვამენ!


კუბა: ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ! ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი სუფთა და რასაკვირველია ბდმიერი ყოფილიყოს! აქ საათი მხოლოდ 11 ჯერ ჰკრავს! რადგან კუბელებისთვის 12 ჩამოკვრა უკვე ახალი წელია!


როგორ ხვდებიან ახალ წელ მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?


სად ცხოვრობს თოვლის ბაბუა?


ჩრდილოეთის ძალიან ბევრი ქვეყანა, სანტა-კლაუსის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დღემდე ცხარედ დაობს! ბავშვები კი ყოველთვის კითხულობენ: '' საიდან მოდის სანტა - კლაუსი, მთელ დანარჩენ წელს სად ატარებს და საიადან მოაქვს საჩუქრები? გაუთავებელი კითხვებნის შემდეგ დაიბვადა ლეგენდა იმის შესახებ რომ თოვლის ბაბუა ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს! მაგრამ იმის გამო, რომ აქ არ არის საძოვრები ირმებისთვის, ჟურნალ გაზეთებმ,ა დაბეჭდეს რომ სანტა თავისი ირმებით სინამდვილეში ლაპლანდიაში ცხოვროობდაა!


თოვლის ბაბუსი მიწად ლაპლანდია ოფიციალურად გაეროს მიერ 1984 წელს იქნეა მიღებული! ხოლო 1985 წელს მისი შტაბ-ბინაც გაიხსნა სადაც სანტა დამხმარე ელფებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ბინადრობს!


წელიწადი ნებისმიერ დროს სანტა კლაუსის ანუ თოვლის ბაბუის ნახვა ლაპლანდიაში შეიძლება. მის მნახველთა რიცხვი კი ცოტა ანამდვილად არ არის! ყოველწლიურად მას მილიონობით ბავშივი სტუმრობს, რათქმაუნდა სანტა ყველაზე მეტ დატვირთავს შობის დღეებში განიცდიის!
Информация к новости
  • Просмотров: 1816
  • Автор: admin
  • Дата: 24 მაი 2014
24 მაი 2014

უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი!

Категория: სტატიები

უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი!


ადამიანის ასაკს ყოველთვის პლუს-მინუს 1-2 წლით ვსაზღვრავდი. ერთხელ სტუმრად ყოფნისას ქალბატონი გავიცანი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მაქსიმუმ 35 წლის იქნებოდა, თუმცა საუბრისას აღმოჩნდა, რომ ქალბატონი 46 წლის იყო!!!
მთელი საღამო თვალს არ ვაცილებდი მას, ასაკის კვალს ვეძებდი მის სახესა თუ აღნაგობაში, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვიპოვე! გადატკეცილი, გლუვი კანი, არანაირი ნაოჭი და სახის იდეალური ოვალი.
დავიწყეთ მისი დაკითხვა... მან დიდხანს იხუმრა, შემდეგ დაგვნებდა და გაგვიმხილა:


6 წლის წინ უნიკალური გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი აღმოაჩინა. მას შემდეგ, რაც მისი მიღება დაიწყო, მხედველობა -3-დან -1-მდე ჩამოუვიდა, კანი გადაეტკიცა არა მარტო სახეზე, არამედ სხეულზეც, ხოლო თმა გაუხშირდა.

და რაც ყველაზე საოცარია: ჭაღარა თმას ფერი დაუბრუნდა!

ამ ჯადოსნური ელექსირის შემადგენლობა ასეთია:

- თაფლი – 1 კგ

- ლიმონი – 4 ცალი

- ნიორი – 3 კბილი

- სელის თესლის ზეთი – 200 მლ.

მომზადების წესი კი შემდეგნაირია:

ნივრის 3 კბილი და ლიმონი (2 გაფცქვნილი და 2 ცედრით) გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. დაუმატეთ თაფლი და ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.

მასა უნდა შეინახოთ მაცივარში და მიიღოთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნივრის სუნი და გემო პირში მხოლოდ 10 წუთით რჩება, შემდეგ უკვალოდ ქრება. ამიტომაც მისი მიღება თავისუფლად შეგიძლიათ დილით, საუზმემდეც.

სხვა წყაროებში ამ ნაერთის სხვა პროპორციებიც ვნახე, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეცეპტი ნამდვილად მალამოსავით მოედება ჩვენს ორგანიზმს.

აქვე გთავაზობთ სხვა პროპორციებსაც:

- სელის თესლის ზეთი – 0,5 ლიტრი
- თაფლი – 200 მლ
- 3 ლიმონი (ვხეხავთ ერთს კანიანად, ორს გაფცქვნილს)
- ნიორი – 1 კბილი

- 15 ლიმონი
- 200 გრ გატარებული ნიორი
- 0,35 ლიტრი სელის თესლის ზეთი (ვის როგორ მოსწონს, შეგიძლიათ მეტიც დაუმატოთ).
- 700 გრ თაფლი.

მარადიულ ახალგაზრდობასა და დღეგრძელობას გისურვებთ!
Информация к новости
  • Просмотров: 1858
  • Автор: djfocus
  • Дата: 17 თებერვალი 2014
17 თებერვალი 2014

Мини - видеокурс по Photoshop для новичков

Категория: ვიდეო/videos / tutorials

Мини - видеокурс по Photoshop для новичков


Видеокурс, состоящий из 10 видеоуроков, который отлично подойдет новичкам. Удобный интерфейс и приятная озвучка помогут Вам быстро и без лишних усилий освоить лучший графический редактор!
Информация к новости
  • Просмотров: 1992
  • Автор: admin
  • Дата: 25 მაი 2013
25 მაი 2013

უვიზო ქვეყნები, ანუ იმოგზაურეთ შეზღუდვების გარეშე :)

Категория: სტატიები

უვიზო ქვეყნები, ანუ იმოგზაურეთ შეზღუდვების გარეშე :)


უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის, ინფორმაცია მოპოვებულია საერთაშორისო საავიაციო ჯგუფ “Star Alliance”-ისა და “Sky Team”-ის მონაცემთა ბაზიდან.

გთავაზობთ სიას სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტით შეუძლიათ მოგზაურობა უვიზოდ ან ვიზით (ჩასვლისას აეროპორტში აღებით)

( უვიზო მიმოსვლის წესები იცვლება ხშირად, ამიტომ მგზავრობამდე ინფორმაცია, გთხოვთ გადაამოწმოთ “Star Alliance”-ის მონაცემთა ბაზაში ) www.staralliance.com

ანტიგუა და ბარბუდა (Antigua and Barbuda) – უვიზოდ 1 თვე

სასომხეთი (Armenia) – უვიზო

აზერბაიჯანი (Azerbaijan) – უვიზო

ბანგლადეში (Bangladesh) – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$ (მხოლოდ ,,დაკს” აეროპორტში)

ბაჰამის კუნძულები (Bahamas) – უვიზოდ 3 თვე

ბარბადოსი (Barbados) – უვიზოდ 28 დღე

ბელარუსი (Belarus) – უვიზო

ბოლივია (Bolivia) – ვიზა ჩასვლისას ფასი 51$

ბურუნდი (Burundi) – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს სადაც ბურუნდუს წარმომადგენლობა არ არის)

კამბოჟა (Cambodia) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 20$

კაპო ვერდე (Cape Verde) – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს სადაც კაპო ვერდეს წარმომადგენლობა არ არის)

კომერის კუნძულები (Comores Island) – ვიზა ჩასვლისას

კუკის კუნძულები (Cook Island) – უვიზოდ 31 დღე

კუბა (Cuba) – უვიზოდ 30 დღე

ჯიბუტი (Djibouti) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

დომინიკა (Dominica) – უვიზოდ 21 დღე

ეკვადორი (Ecuador) – უვიზოდ 90 დღე

ეგვიპტე (Egypt) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 15$

გამბია (Gambia) – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს სადაც გამბიის წარმომადგენლობა არ არის)

გრენადა (Grenada) – უვიზოდ 3 თვე

ჰაიტი (Haiti) – უვიზოდ 3 თვე

ირანი (Iran) – 15 დღიანი ვიზა ჩასვლისას (ჩასვლამდე ინტერნეტით მოპოვებული უნდა იქნას ავტორიზაციის კოდი www.mfa.gov.ir)

იამაიკა (Jamaica) – ვიზა ჩასვლისას ფასი 20$

იორდანია (Jordan) – ვიზა ჩასვლისას

ყაზახეთი (Kazakhstan) – უვიზო

კენია (Kenya) – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას

სამხრეთ კორეა (South Korea) – უვიზოდ 30 დღე (თუ ჩახვალთ ჟეჯუს კუნძულზე)

კოსოვო (Kosovo) – უვიზო

ქუვეითი (Kuwait) – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას

ყირგიზეთი (Kyrgyzstan) – უვიზო

ლიბანი (Lebanon) – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას

ლაოსი (Lao’s Republic) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$ (მიმწვევის მითითებით)

მაკაო (Macao (SAR China)) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მადაგასკარი (Madagascar) – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მალაიზია (Malaysia) – უვიზოდ 1 თვე

მალდივის კუნძული (Maldives) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მავრიკია (Mauritius) – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მიკრონეზია (Micronesia) – უვიზოდ 30 დღე

მოლდოვა (Moldova) – უვიზო

მონღოლეთი (Mongolia) – უვიზო

მოზამბიკი (Mozambique) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 25$

ნამიბია (Namibia) – უვიზოდ 3 თვე

ნეპალი (Nepal) – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 100$

ნიკარაგუა (Nicaragua) – ვიზა ჩასვლისას

ნიუე (Niue) – უვიზოდ 30 დღე

პალაუ (Palau Island) – ვიზა ჩასვლისას (მაქსიმუმ 90 დღე)

რუანდა (Rwanda) – ვიზა ჩსსვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს სადაც რუანდის წარმომადგენლობა არ არის)

სამოა (Samoa) – 60 დღიანი ვიზა ჩსსვლისას

შრილანკა (Seychelles) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

სენტ ლუსია (St Lucia) – უვიზოდ 6 კვირა

სენტ ვინსენტი და გრენადინი (St Vincent and the Grenadines) – უვიზოდ 1 თვე

სირია (Syria) – ვიზა ჩასვლისას

ტაჯიკეთი (Tajikistan) – უვიზო

ტანზანია (Tanzania) – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$

აღმოსავლეთ ტიმორის კუნძულები (Timor Leste) – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$

ტოგო (Togo) – 7 დღიდან 6 თვემდე ვიზა ჩასვლისას (პასპორტი ჩამოგერთმევათ და მეორე დღეს დაგიბრუნდებათ პასპორტი ვიზით)

თურქეთი (Turkey) – უვიზოდ 3 თვე

უგანდა (Uganda) – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$

უკრაინა (Ukraine) – უვიზო

უზბეკეთი (Uzbekistan) – უვიზო

ზამბია (Zambia) – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
Информация к новости
  • Просмотров: 3193
  • Автор: admin
  • Дата: 5 მაი 2013
5 მაი 2013

სააღდგომო პასკა

Категория: სტატიები / tutorials

სააღდგომო პასკა


პოსტში ისწავლით როგორ გააკეთოთ პასკა

მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:
საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).

მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება :yes: ). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე მოაყარეთ პუდრი ან რამე ეგეთი (თქვენი გემოვნებით ;) )
და ბოლოს გემრიელად მიირთვით…
Информация к новости
  • Просмотров: 4132
  • Автор: admin
  • Дата: 5 მაი 2013
5 მაი 2013

სააღდგომო პასკის რეცეპტი

Категория: სტატიები / tutorials

სააღდგომო პასკის რეცეპტი


სააღდგომო პასკის რეცეპტი

მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:

საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).
მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

არქივი

მაისი 2018 (1)
აპრილი 2018 (10)
იანვარი 2018 (4)
სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
^